20.03.2010 ვლადივოსტოკში საერთო რუსული აქციის ფარგლებში პირველი მიტინგი ჩატარდა ვლადივოსტოკში საერთო რუსული აქციის ფარგლებში პირველი მიტინგი ჩატარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, პრიმორსკის მხარის და ქალაქის მერის გადადგომა მოითხოვეს, ორგანიზატორების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა. მილიციის მონაცემებით კი, მათ შორის აქციის მონაწილე მხოლოდ 300 ადამიანი იყო, დანარჩენები კი გამვლელები იყვნენ, რომლებიც მიტინგზე დროებით ჩერდებოდნენ. მიტინგი რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობის მიერ, მათ შორის ავტომფლობელთა ფედერაცია, კომუნისტური ოარტია, ~იაბლოკო~ და ~სოლიდარნოსტი~ არიან. აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურთან ერთად სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნებიც წამოაყენეს. ~ინტერფაქსის~ ინფორმაციით, მიტინგის დასაწყისში ორმა ახალგაზრდამ აქციის მონაწილეების პლაკატებს ლურჯი საღებავით სავსე პაკეტები ესროლეს. ისინი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სხვა ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი სანქცირებული იყო. დღეს მიტინგები მთელი რუსეთის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქციები გაიმართება ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, კრასნოიარსკში, ყაზანში, ეკატერინბურგში, სიკტივკარეში, იაროსლავლში, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ხელისუფლების აკრძალავის მიუხედავად მოსკოვში აქციის მონაწილეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბებიან. "InterPressNews"