-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
"ყველაფერი ტყუილ ყოფილა", არა,ჩემო დიტო?
-
ეს ერთი და სხვა მრავალიო, იციან ხოლმე თქმა, ჩემო გემრიელოოოოო :2kiss: :ena:
-
მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ყველა ტყუის :ena: -
იმუშავებს, ყველა ვარიანტში იმუშავებს
-
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104729.html
-
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოკლედ, თემაში ბევრი ოფოა. იხურება -
ამის თქმას პირდაპირ დამბაჩა გესროლა სჯობდა :ena:
-
კი ბატონო. ამიერიდან ჩვენს შორის მოციქული მხოლოდ მაუსი იქნება და დაე მხოლოდ მან ილაპარაკოს :ena:
-
რატომ იხურება ამ ფორუმზე მამხილებელი თემები
ლ ი ც ი replied to dire's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ თემაში ვიღადავოთ http://planeta.ge/index.php?showtopic=10175 ამ თემას კი, ჩემო ბატრონო, შენის ნებართვით მოვაყომარებ -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აბა მე რაღა უნდა ვთქვა, ჩემო ბატონო მიშა, ძლივს დავღოღაააავ :ena: მაგრამ, ჩემო ლილიკო, ცეცხლი ცეცხლია სიბერეშიც, მოგეხსენება :ena: -
თემა იხურება
-
"გამოხმაურება თემაზე ამ ფორუმზე ქართულ ენას აბრძვიან" "აბრძვიან"? რა არის ეს!!! მე შენ გეკითხებით რა არის ეს!!!!!! შე მასონო და მოგზავნილო აგენტო!!!!!! ეს რა არის!!!!! :maladec: :ena:
-
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire liliko ჰეი, ნუ გაუბერეთ ცოტა ხანში წავშლი ოფებს :mamao: dire, მეც ვერ ვაკეთებ ციტირებას. დღეს ვთხოვ ადმინისტრატორს, რომ მიხედონ -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აფსუს! გუშინ რა იდილია გქონდათ :ena: ერთ წუთში აი :2kiss: რია დანიის სამეფოში ყველაფერი :ena: -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire liliko თქვენის ნებართვით, თუ არ განმირისხდებით, ჩემო კეთილო ხალხო- ოფს წავშლი ოკ.? -
პარლამენტში ჯოზეფ ბაიდენის დასახვედრად ემზადებიან http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
გაგიჟდებიან თელაველები :ena:
-
dire ”Wall Street Journal”-მა განაცხადა, რომ ტექსტი ჩააკორექტირეს, მაგრამ არსი არ შეუცვლიათ... http://www.ambebi.ge/politika/7671--wall-s...t-journal-.html
-
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰეი, ლილიკო, ქვეშიდან გამოძრომას არა ვართ. სიტყვა სიტყვაა, ხომ შევთანხმდით? -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გამარჯობაო, ლილიკო ცოდვები მართლა ბევრი აქვს -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩაგეთვალა...dire :ena: -
ამერიკელი და თურქი სამშვიდობო ძალები საქართველოში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძმა ხარ :maladec: არასდროს არ დავივიწყებ გაჭირვების ჟამს შენს "პადერჟკას" -
ამერიკელი და თურქი სამშვიდობო ძალები საქართველოში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძლიერ გამიხარდა შენი ამ ფორუმზე გამოჩენა ...didou nana :maladec: -
ბენდუქიძემ მარიოტში ბაიდენის დაცვა სცემა.
ლ ი ც ი replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ წყაროს არ არსებობის გამო, ჩემო ბატონო babuagiorgi, ეს თემა უნდა მოვაყომარო -
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართვების დასტა დახვდება ამერიკელი დამკვირვებლები - ძლიერი არგუმენტი სტაბილურობის სასარგებლოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართვების დასტა დახვდება “ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა. მისი საქართველოში ყოფნის გრაფიკი სრულად არ ხმაურდება, მაგრამ მისი ძირითადი შეხვედრები მაინც ცნობილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის შეხვდება ჯოზეფ ბაიდენი / და რატომ სცემა ამერიკულმა დაცვამ კახა ბენდუქიძეს. “ბაიდენი თბილისში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამოვა, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო ადმინისტრაციის, სავაჭრო და სახელმწიფო უშიშროების საბჭოების მაღალჩინოსნები შედიან. ვიზიტის ფარგლებში სტუმარს ვრცელი გამოსვლა ექნება საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვანი, შინაარსის თვალსაზრისით. ამასთან, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ბაიდენი, პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდება, თუმცა რომელ ლიდერებს, ეს თავად სტუმრის არჩევანის საკითხია”, - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია. “უკვე ცნობილია, რომ ბაიდენი ღამეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაათევს. სხვათა შორის, ამ ვიზიტს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გაკონტროლება კახა ბენდუქიძეს მოუნდომებია”, - ამგვარ ვერსიას ავრცელებს სტატიის ავტორი და დასძენს: “გუშინწინ საღამოს ბენდუქიძე მისულა სასტუმროში და არამარტო ვითარების გაკონტროლება, არამედ ამერიკული დაცვისთვის მითითებების მიცემაც კი მოუნდომებია. ძნელი სათქმელია, მან ეს რა ფორმით მოინდომა, მაგრამ დაცვას ფიზიკური ძალის გამოყენება მოუხდა მისი თავიდან მოსაშორებლად და იმასაც ამბობენ, რომ მას დაცვამ ცხვირიდან სისხლი ადინაო. ცხადია, ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სასტუმროში საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს და, შესაბამისად, ამის დამალვაც არ მოხერხდა”. “გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა მასმედიას გააცნეს ის მიმართვა, რომელსაც დღეს 7 საათისთვის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დასახვედრად გამართულ მიტინგზე მოსული საზოგადოება მიიღებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” და მიმართვის ტექსტს სრულად აქვეყნებს სტატიაში სათაურით სააკაშვილის უშიშროების საბჭოში არაფერი გვესაქმება! “ჩვენ ვართ სწორედ იგივე ხალხი, რომელიც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს ითხოვდა სამართლიანი არჩევნებით არჩეულ ხელისუფლებას და დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ერის გაძლიერების საწინდარს, სამართლიანობასა და თავისუფლებას, როგორც ერის განვითარების ერთადერთ გზას. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერისა, დღემდე ეს მიზანი არ არის მიღწეული, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები - მედია, პარლამენტი, სასამართლო, კერძო ბიზნესი კვლავ კორუფციული და კლანური მმართველი გუნდის მიერ არის უზურპირებული... სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” იდეასა და ხალხის მიერ არჩეულ მიზანს უღალატა. ის შეუდგა ავტორიტარიზმის გზას. მან რეალური დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ახლო პერსპექტივა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით საქართველოს დაუკარგა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაცვლად მან საქართველო ომში ჩაითრია, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა ახალი ტერიტორიები... გამოთქვამთ იმედს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ხალხის ნებას, რათა ადღგეს საქართველოში დემოკრატიული წყობა, დაინიშნოს ვადამდელი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, გათავისუფლდეს მედია სახელისუფლებო ცენზორებისგან, მიეცეთ უდანაშაულო ადამიანებს თავის დაცვის საშუალება დამოუკიდებელი სასამართლოს ფარგლებში და ჩვენც შევძლოთ არა ქუჩიდან, არამედ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვით მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - თავისუფალ არჩევნებს”, - ნათქვამია მიმართვაში. “გუშინ ოპოზიციამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტი გაავრცელა. გთავაზობთ მას სრულად”, - ამ შესავლით აქვეყნებს “რეზონანსი” მიმართვის ტექსტს, სტატიაში სათაურით ქართველი ხალხის მიმართვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის JOE BIDEN-ისადმი. “გუშინ ქართული მედიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის სახელზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს განცხადების ტექსტს დღეს გადასცემენ. მიმართვაში ჟურნალისტები მედიის თავისუფლების ხარისხის გარანტიებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიებას მოითხოვენ”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ქართული მედია ბაიდენს მიმართავს. “1. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს ნაციონალური სატელევიზიო არხები, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთპარტიული სახელმწიფო წნეხისგან. გამჭვირვალე გახადონ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა და არ ჩაერიონ სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში. 2. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებულ საქმეს. ჩვენ ვფიქრობთ, “იმედი”, რომელიც სამართლებრივი მანიპულაციების შედეგად ჩამოერთვა პატარკაციშვილების ოჯახს, უნდა დაუბრუნდეს მის ქვრივს. 3. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პრესის დისტრიბუციის მონოპოლიზების მცდელობა და მისცეს საშუალება ჟურნალისტებს, იმუშაონ დამოუკიდებლად, ზეწოლისა და მოსალოდნელი დასჯის შიშის გარეშე. 4. საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი თავდასხმა განხორციელდა ჟურნალისტებზე. მათ შორის, 2009 წლის 6 მაისსა და 15 ივნისს, როცა პოლიციამ ჟურნალისტებზე განახორციელა მასობრივი ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე მათ საქმიანობაში ხელისშეშლა. ჟურნალისტებს წაართვეს და გაუნადგურეს გადაღებული მასალები, რომელზეც ასახული იყო პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების სასწრაფო გამოძიების, მათი შეფასების მიცემასა და დამნაშავეების დასჯისკენ. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხებით და შეფასება მისცეთ მათ, რაც იქნება ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენ მიერ შეტანილი წვლილი ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საქმეში...” - ნათქვამია მედიის წარმომადგენლების მიმართვაში. “ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას გიძღვნით საქართველოში ჩამოსვლისთვის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება იმ დღეებში ქართველების გვერდით თქვენი ყოფნა”, - აღნიშნულია გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ მიმართვაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი, რომელსაც უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები რამდენიმე ქართველი მოღვაწე აწერს ხელს. ამერიკელი დამკვირვებლები - ძლიერი არგუმენტი სტაბილურობის სასარგებლოდ “გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსის” მტკიცებით, საქართველოს იმედი აქვს, რომ აშშ შეუერთდება ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მონიტორინგს ახორციელებენ. ამ ინფორმაციას გაზეთი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ეკა ტყეშელაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. ტყეშელაშვილის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავებას შეუწყობს ხელს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ამერიკელი დამკვირვებლების განლაგება სურს. “გაზეთის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიაში ამერიკელების მიწვევის შესახებ, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის არაფორმალური დისკუსია მიდის. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელთა პიტერ სემნებიმ “ნიუ-იორკ ტაიმსს” განუცხადა, რომ ევროკავშირმა “შეამჩნია საქართველოს ინტერესი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ფორმალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ დღის წესრიგში არ დამდგარა. “ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, ზემოხსენებულ თემაზე მხარეები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტისას იმსჯელებენ. “ნიუ-იორკ ტაიმსს” ინკოგნიტო ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუხადა, რომ ბაიდენი თბილისსა და კიევში “აღმზრდელობით სამუშაოსაც ჩაატარებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და მოჰყავს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან დევიდ კრამერის კომენტარი (ის ამჟამად მარშალის ფონდში მუშაობს), რომელიც მან ამერიკული გამოცემისთვის გააკეთა: “საქართველოში ამერიკელი დამკვირვებლების განლაგება ტერიტორიების საზღვრებზე სტაბილურობის სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტი იქნება. ბაიდენის ვიზიტი ნათლად მიუთითებს, რომ აშშ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ყურადღების გარეშე არ დატოვებს. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ იმ რეგიონის საქმეებში ერევა, სადაც ამერიკელებს არ ელიან. საქართველოს სურს, რომ ჩვენ იქ ვიყოთ”.