Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. გმადლობთ, გეთაყვა, მაგრამ ის მაინც მითხარით, თუ სად დაინახეთ ჩემი მიშასადმი სიყვარული?
  2. b]liliko[/b] . კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსების და სეპარატისტული ხელისუფლების მიერ და პასუხისმგებლობა მომხდარზე მათ ეკისრებათ და არა საქართველოს მთავრობას
  3. ”მე რომ დარწმუნებული ვიყო - პრობლემა ჩემშია, ჩემი ფეხით ჩავბარდებოდი რუსეთს” 2009 წლის 06 08, ხუთშაბათი - 21:06 მე რომ დარწმუნებული ვიყო, პრობლემა ჩემშია, და ჩემი ჩაბარება დააწყნარებდა რუსეთის აგრესიას, დემეტრე თავდადებულივით ჩემი ფეხით, ან ჩვენი თვითმფრინავით ჩავიდოდი ”ურდოში” და ჩავბარდებოდი რუსეთს, რათა მიეღო ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომელზეც პუტინი ნადირობს - განაცხადა პრეზიენტმა სააკაშვილმა, ქართული ტელე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, პროზიდენტის განცხადებით, რუსეთთან ყოველი დათმობა, ახალი აგრესიისა და პრეტენზიის საწყისი ხდება, ”მე შევთაზე, რაზეცგინდა იმაზე მოვწერთ ხელს, გარდა ჩვენი თავისუფლების დათმობისა რათმქუნდა, მოვაწერთ ხელს ნატოსთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ოღონდ ის აგრესია და თავდასხმა შეგვეჩერებინა, ამასთან მოვითხოვდით მყარ გარანტიებს რუსეთისგან, მაგრამ რუსეთმა თავისი აგრესიის შეჩერების გარანტია ვერ მოგვცა - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა http://fact.ge/news.aspx ლიცემერი: ცნობიერებაში ამოტივტივდა ხალხური ლექსი: "წყლისა და ცეცხლს შუა ვარ, ორისავ გავხნე ნებასა, ცეცხლი მიპირებს დაწვასა, წყალი თან ჩაყოლებასა" ასეა მიშას საქმეც, მას ის დაემართა , რასაც ქართული ანდაზა "წინ წყალი და უკან მეწყერს უწოდებს". წინ წყალი -რუსეთი და უკან რუსების მიერ "ნაკვები" და გრგვინვით წამოსული რადიკალური ოპოზიცია ...და "არსად სამართალი აღარ იყო ღა". უზერებო, თქვენი აზრით, პრობლემა მიშაა?
  4. პრეზიდენტის ინიციატივით, პარტიების ლიდერებს უშიშროების საბჭოს სხდომების მასალები სისტემატურად მიეწოდებათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომების რეგულარულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პრეზიდენტმა დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასაწყისში განაცხადა, მას არ სურს, რომ სხდომებს ჰქონდეს ფორმალური მნიშვნელობა და მხოლოდ ტელეკამერებისთვის იყოს გათვლილი. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური აზრებისა და ხედვის მიუხედავად, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, აქვს ერთიანი პოზიცია სამშობლოს დაცვის და მტრის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციით გამოსვლის საკითხში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სხდომაზე წარმოდგენილი ყველა პარტია თანხმდება იმაზე, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ყველაზე მწვავე საკითხების გადაწყვეტაა შესაძლებელი. პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერს გადაეცემა ეროვნული უშიშროების საბჭოს მასალები, რომელიც ჩვეულებისამებრ გადაეცემა საბჭოს წევრებს და იმ შემთხვევაში თუ იქნება პარტიების ლიდერთა სურვილი, მათ სისტემატურად მიეწოდებათ მასალები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ საქმის კურსში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით მოისმენს ოპოზიციის შეხედულებას ქვეყნის უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და სხსაკითხებთან დაკავშირებით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მთავრობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამართა. მისი განცხადებით, რუსული აგრესია დაიწყო არა აგვისტოში არამედ ადრე. ’’გამოჩნდა, რომ აგვისტოს ომმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველოს ყოველთვის ქონდა საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთთან. სეპარატიზმი რუსეთის ხელში მხოლოდ იარაღია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველა ეს თავმოყრილი მასალა ფაქტებზეა დაფუძნებული’’, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. მისი განცხადებით, დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი არის ფოტომასალა. ასევე იმ სამხედრო ტექნიკისა და ბომბების ნარჩენები, რომელიც რუსმა სამხედროებმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს. საქართველოს ხელისუფლება ნათლად აცნობიერებს თუ რა ტიპის აგრესიასთან ქონდა საქმე და სწორი ანალიზის გარეშე ტერიტორიის დეოკუპაცია და რეინტეგრაცია ვერ მოხერხდება. მნიშვნელოვანია დანართები, რომლებიც ერთვის ანგარიშს დისკის სახით. მასზე დატანილია სულ სამასამდე დანართი. მათ შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, გეგმები, რუკები და აუდიო ფაილები, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. რიგ დოკუმენტებზე მოხსნილია გრიფით საიდუმლო, რათა მოსახლეობამ გაიგოს რეალობა თუ რა ქმედებებს ახორციელებდა რუსეთი საქართველოს წინაღმდეგ. დღევანდელ პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ასევე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. 17:44 06.08.09 - ტრაგედიის წლისთავი პომპეზურად აღინიშნება [ნინო მიქიაშვილი] დაკარგული ტერიტორიების, თბილისიდან 40 კილომეტრში მდგარი ოკუპანტების, დაღუპული მეომრებისა და დევნილების ფონზე, აგვისტოს ომის დაწყების წლისთავი ზუგდიდში, გორსა და თბილისში პომპეზური ღონისძიებებით: როკაქციით, გამოფენებით, ცოცხალი ჯაჭვით, გრანდიოზული ზომის დროშის გაშლით და კოცონების დანთებით აღინიშნება. პრესა.გე ამ ღონისძიებების ორგანიზატორებს ტელეფონით ესაუბრა. ამ მასალაში უშუალოდ მათგან შეიტყობთ რას გამოხატავს სიონის ტაძრის გვერდით დაგეგმილი როკაქცია, რომელიც ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და ”დაცემამდე” გაგრძელდება; რა მიზნით ადიან გორის ციხეზე და რატომ შლიან 36 მეტრიან დროშას; რატომ აწყობენ რუსთაველის გამზირზე 10 სექტორად დაყოფილ მდუმარე გამოფენას; ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს და რას დაინახავს ამით მთელი მსოფლიო. ასევე გთავაზობთ რას ფიქრობენ ხვალინდელი დღის სამზადისზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ხვალ რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იქნება. ”იმელის” შენობიდან თავისუფლების მოედნამდე ინტერნეტჯგუფი ”რეაქცია” 226 წლიანი ოკუპაციისადმი მიძღვნილ ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენას აწყობს. როგორც ”რეაქციას” ერთ-ერთმა აქტივისტმა გივი ქარჩავამ გვითხრა, ეს იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ერთი დღით, ყოველგვარი ტაშ-ფანდურის გარეშე; პარლამენტის წინ პერფორმანსირებული გამოფენა მოეწყობა - 9 აპრილის გაშეშებული, გაყინული კადრებით, ჯავშანტექნიკით, რუსი ჯარისკაცის მანეკენებით, ნიჩბებით და ა.შ. ჩვენს კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეთ 7 აგვისტოს ამგვარი ფორმით ღონისძიების მოწყობა? ქარჩავამ მოგვიგო - ”7-ში იმიტომ რომ ეს არის იმ ტრაგედიისა და უბედურების წლისთავი, რაც შარშან თავს დაგვატყდა. რაც შეეხება ღონისძიების ფორმას - ამ აქციის ლაიტმოტივი ისაა, რომ 7 აგვისტოს თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოვიაროთ რუსთაველის გამზირზე, ეს ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სიმბოლურად 226წლიან აგრესიის პერიოდს ასახავს და ვნახოთ, რომ იმპერიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგი აბსოლუტურად არაფერი მოუტანია”. რაც შეეხება სპონსორების ვინაობას, რომლებიც ”რეაქციას” მდუმარე გამოფენის მოწყობაში დახმარება გაუწიეს, გივი ქარჩავა ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზებაში ”მაკდონალდსმა” და ”თოლიამ” აღმოუჩინათ დახმარება. პლუს ამას, არის კიდევ ”ერთი-ორი ადამიანი, რომელთა ნებართვის გარეშე მათ გვარებს ვერ დავასახელებ. საერთოდ, ამ ღონისძიების მოწყობაში დიდი ფინანსები არ იდება, რადგან, როგორც გითხარით, ესაა ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენა”. 7-ში დაგეგმილი როკაქციის ირგვლივ ლევან ბეიტრიშვილს ვესაუბრეთ. როგორც თავად გვითხრა, ამ როკაქციის გამართვის იდეა დიტო ყიფიანსა და გაგა გობრონიძეს ეკუთვნის. თავად ბეიტრიშვილი, მისივე განმარტებით, ყოფილი მუსიკოსია, მეგობრობს ჯგუფთან ”სან ოფ ზი სან” და ჩართულია როკაქციის საორგანიზაციო საკითხებში, მხოლოდამხოლოდ იმის გამო, რომ შარშანდელ მოვლენებზე გული შესტკივა. – ”როკ–აქცია იქნება შარდენის და ბამბის რიგის ბოლოში; სიონის გვერდზე, პატარა სკვერში სცენა მოეწყობა. კონცერტი ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და გაგრძელდება, სანამ არ დავეცემით. როკაქციით გამოვხატავთ პროტესტს, შარშან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და საერთოდ, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ თუ თავდასხმა მოხდება, ჩვენ თავს დავიცავთ”, - ამბობს ლევან ბეიტრიშვილი. ახლადშექმნილი სტუდენტური მოძრაობის ”7აგვისტო” ხელმღვანელი გიორგი შამათავა, რომელიც პარალელურად თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ”7აგვისტოს” მიზანი საქართველოს დეოკუპაციაა. შამათავას (როგორც ხვალინდელი ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორის) განმარტებით, ”7 აგვისტოში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს უნდათ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ ქართველი სტუდენტები ერთი იდეის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. – ”ხშირად ისმის კითხვები - მსგავსი აქტივობები რატომ არ ხორციელდებოდა 2008 წელს. ქვეყანას 1 წელი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომის მდგომარეობიდან გამოსულიყო. დღეს ეს ბარიერი დაძლეულია და უკვე დროა ქართველმა ერმა რუსულ აგრესიასა და ინტერვენციას, თავის შესაფერი, საკადრისი პასუხი გასცეს”, - აცხადებს შამათავა. ”7 აგვისტოში” გაერთიანებული ახალგაზრდები დღეს გორის ციხეზე ავიდნენ და იქიდან გააკეთეს მოწოდება, რომ 7-ში 15 საათზე, სადაც არ უნდა ვიყოთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მისივე განმარტებით, ღამის თორმეტ საათზე საქართველოს რეგიონების ყველა დიდ ქალაქში ”კოცონის აქცია გაიმართება, როგორც სიძლიერის, ბრძოლის და ერთიანობის სიმბოლო”. 7-ში დღის 12 საათზე გორში ”დროშის აქცია” ჩატარდება - 36მეტრიანი დროშა გაიშლება. 15 საათზე კი, ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილის აქციის პარალელურად, გორსა და ზუგდიდში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება. გიორგი შამათავას მონაცემებით, გორში ცოცხალი ჯაჭვი 4 კილომეტრზე გაიშლება და ამ ღონისძიებაში მონაწილეობას 4 500 ახალგაზრდა მიიღებს. სტუდენტები გორიდან თბილისში გამოემართებიან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სანთლებს აანთებენ და გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ. გიორგი შამათავა ამბობს, რომ ხვალინდელი დღის ამგვარი ფორმით აღნიშვნის იდეა იმ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ვინც ”7 აგვისტო” დააფუძნა. რაც შეეხება გორსა და ზუგდიდში დაგეგმილი აქციისათვის საჭირო ფინანსებს, შამათავას განმარტებით, ამ კუთხით მათ კერძო სექტორი ეხმარება. – ”დაკონკრეტებისგან, ისევ და ისევ იმ პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. როცა ჩვენ რაღაც კონკრეტული გვჭირდება, იქნება ეს დროშა, კლიპი თუ სხვა, ამ ადამიანს ვაწუხებთ და ის ამა თუ იმ კონკრეტულ ნივთს გვიმზადებს. საბედნიეროდ, საქართველოში დღესდღეობით არსებობენ ღვთისნიერი მეცენატები, ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ პატრიოტულ, ეროვნულ საქმეს გვერდზე უდგანან. თუმცა, თვითონ არასდროს ჩნდებიან და ჩრდილში რჩებიან”, - ამბობს გიორგი შამათავა. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახლების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, ხვალინდელი ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა ყველაფერი ძლევამოსილებისკენ შემოატრიალოს და სადღესასწაულო ელფერი მისცეს. – ”შარშანდელი ცხინვალის მოვლენების შემდეგ საქართველოს უმძიმესი პრობლემები დაუდგა; ამ მოვლენების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის. შედეგებს ყოველდღიურად უფრო და უფრო დამძიმებულს ვხედავთ, იგივე მამისონთან, თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით. ახალგორთან მიმართებაში აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა… საკუთარი საზოგადოების თავბრუსდახვევის მიზნით გაუთავებელი პიარღონისძიებების გამართვას, სჯობია ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობა ადეკვატურად შეაფასოს. პლუს ამას, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად, ხელისუფლებისგან გათამამებული ზონდერჯგუფები, თუ ტერორისტული შეფერილობის დაჯგუფებები საკუთარ თანამოქალაქეებს იტაცებენ, ასახიჩრებენ, ცემენ, ანგარიშს უსწორებენ. ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და დანაშაული”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. – ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული საზეიმო ელფერის მქონე აქციის, ან ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი არა აქვს - ”ესაა ტრაგედია, რომელსაც თავმოყვარე ხელისუფლება შეხვდებოდა გადადგომით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, იმ მოვლენების და შედეგების მიმართ, რომელიც გასული წლის 7 აგვისტოს დადგა. ქვეყანაზე შეყვარებული ნებისმიერი პატრიოტი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს დაატეხა ეს უბედურება და ტრაგედია, თანამდებობაზე არ დარჩებოდა”. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე პრესა.გე-სთან საუბრისას ხვალინდელი ღონისძიებების მთავარ შინაარსსა და მიზანს ასე განმარტავს: – ”ამით ქართველმა ხალხი, როგორც ერთმანეთს, ისე ყველას დაანახვებს, რომ ამ ომის შედეგად, ქართველი ერი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ომში დაიღუპა. ამასთან, ამ აქციის მიზანია ქართველმა ერმა ანახოს ყველას, რომ ჩვენ ვიომეთ, მაგრამ არ გავმწყდარვართ, ვდგავართ და გავაგრძელებთ სვლას ჩვენი განვითარებისკენ და დემოკრატიული განვითარებისკენ. ძირითადად ერთობის და ერთიანობის სულისკვეთებით იმართება ხვალინდელი ღონისძიებები, რაშიც მე მაგალითად, პომპეზურს ვერაფერს ვხედავ”. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53071
  7. პიტერ სემნები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშს მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს. ამის შესახებ სემნებმა დღეს, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ მთავრობის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული. ~ეს უახლოესი ისტორიის ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და ასეთი მოვლენები ყოველთვის უნდა შევისწავლოთ, რადგან კონფლიქტი ჯერ არ არის ამოწურული და ეს კონფლიქტი შესაძლოა ისევ გაიყინოს, პრობლემა კი აუცილებლად გადაჭრას საჭიროებს. პრობლემის გადაჭრის გზები აუცილებლად უნდა გამოინახოს’’, - განაცხადა პიტერ სემნებმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. 18:32 06.08.09 - ტერი დევისი საქართველოსა და რუსეთს პოლემიკისა და შუღლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოსა და რუსეთს აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით პოლემიკისა და შუღლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ორივე ქვეყანას, რომლებიც ევროსაბჭოს წევრები არიან უნდა ესმოდეს, რომ შუღლის განახლება შესაძლოა ახალ მსხვერპლსა და ნგრევამდე მივიდეს", -განაცხადა ტერი დევისმა და დასძინა, რომ იმის ნაცვლად რომ ერთმანეთი დაადანაშაულონ ორივე მხარე უნდა დაფირდეს იმ ათასობით დევნილზე რომლებიც აქამდე საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „ჯი-ეიჩ-ენი" http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53082
  9. გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის გამეორებას გამორიცხავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის გამეორებას გამორიცხავს. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, დენიელ ფრიდის საქართველოში ვიზიტი, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარს სამხედრო გეგმების პრევენციად შეაფასა. ‘’სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ვიზიტები და რამდენიმე წერილი, რომელიც ამ ბოლო დღეებში გაიცვალა, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობა. ჩვენ ვართ მოკავშირეეები. საქართველოს საკითხი და რუსეთის აგრესიის შედეგები საერთაშორისო პრობლემატიკის სიაში ქვემოთ არ დაწეულა. საქართველოს თავისი პრიორიტეტულობა არ დაუკარგავს და ამერიკას კარგად ესმის თავისი მოკავშირის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა », - აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, რუსეთს ბოლომდე არ დაუთმია იდეა, საქართველოში საქმე რეჟიმის შეცვლამდე მიიყვანოს. ‘’საერთაშორისო თანამეგობრობისა და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის მცდელობით, რუსეთს ესმის, რომ ამისთვის საშინელი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რაც შემაკავებელი ფაქტორია. საქართველოს სახელმწიფოს დანგრევა რუსეთის აგრესიამ ვერ გამოიწვია. რუსეთს არ აქვს პოლიტიკური და რეალისტური სცენარი, რა შედეგი მოყვება მათი მხრიდან სამხედრო აგრესიის გამეორებას’’, - განაცხადა ვაშაძემ. მინისტრის აზრით, რუსეთს ესმის, რომ მიიღებს მთელი მოსახლეობის წინააღმდეგობას და, ასევე, რუსეთს საქართველოში არ ჰყავს არც ერთი მოკავშირე, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მარგინალს. ‘’ოკუპირებულ, მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში, როცა უკვე ხარ დაპირისპირებული საერთაშორისო საზოგადოებასთან, მსგავსი სამხედრო აგრესია იქნება სრული ავანტიურა და სრული უპასუხისმგებლობა’’, - მიაჩნია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. აღარ იყო და აქედან გამომდინაერე გამორიცხულია მიშას მისთვის რამე ეთქვა. ასე რომ, ცრუობს ნაძირალა.
  11. 15:53 06.08.09 - ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილმა ცხინვალი 7 აგვისტოს დაბომბა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას აცნობა, რომ ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გასცა. ბურჯანაძის ამ განცხადებას „ბიბისიზე" დაყრდნობით რუსეთის თითქმის ყველა ცენტრალური და რეგიონალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ბურჯანაძის თქმით, მან გააფრთხილა სააკაშვილი ამ ნაბიჯის კატასტროფული შედეგების შესახებ, მაგრამ პრეზიდენტს ცხინვალის ერთ დღეში აღების იმედი ჰქონდა და არაადექვატურად აფასებდა რუსეთს. მისი განცხადებით, მრჩევლებს სააკაშვილი შეცდომაში შეჰყავდათ და ის დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის არმიას დაამარცხებდა. „მედიანიუსი" http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53052 ლიცემერი: ეს დიაცი მაგრად მშლის ნერვებზე, მაგრად
  12. http://www.lenta.ru/conf/areshidze/ აუცილებლად წაიკითხეთ
  13. 15:20 06.08.09 - თემურ იაკობაშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია გარდაუვალი პროცესია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით „ინტერფაქსისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო, გასული წლის აგვისტროში რუსეთთან ომში არ დამარცხებულა და იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართულ კურსს არ გადაუხვევს. „საქართველო რუსეთთან ომში არ დამარცხებულა. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53048 ლიცემერი: არადა მე ბრიყვს მეგონა, რომ ომი წაგებული გვქონდა . ეს მასტი ეტყობა ჰიპნოზური ტრანსის მდგომარეობაში და მხოლოდ ბებიაჩემ აღათას ნასწავლი ტვინის ლოცვა თუ უშველის მაშ, ასე, ვიწყებ: შაგილოცავ ტვინისასა, ტვინის გადავარდნისასა, ტვინო, ნუ გეშინიან, ტვინო, დადეგ ალაგასა, ტვინო, ტვინის ალაგასა, სისხლო, სისხლის ალაგასა, ხორცო, ხორცის ალაგასა ტვინის შელოცვისას ავადმყოფს თავსაკრავს მოუჭერენ თავზე, ყურს აუწევენ და კისერს მოუგრეხენ, არადა ხარივით კისერი აქვს ამ ჩემისას :ravic: უზერებო, როგორ ფიქრობთ უშველის, თუ წასულია ამის საქმე? პ.ს როდესაც წაგებას მოგებას ეძახი. ასეთ მდგომარეობას ერთი კაცის შემთხვევაში ჰქვია ინდივიდუალური მითი, ანუ სიგიჟე. მოკლედ, გიჟების ხელში ვართ. ............................................................................................................................................................................... პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია 8 აგვისტოს რუსულ ფაშიმზე გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 გაგვიმარჯვია, მაგრამ მე ბრიყვს რატომ მეგონა, რომ დავმარცხდით
  14. 14:26 06.08.09 - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ მეორე ტურში სამი კონკურსანტი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების მეორე ტურში სამი კონკურსანტი - გიორგი ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა გავიდნენ. სამეურვეო ბაჭოს 8 წევრისგან ზვიად ქორიძემ 7 ხმა მიიღო, ისევე, როგორც გიორგი კაჭარავამ. მეურვეთა 6 ხმა კი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭანტურიამ მიიღო. დანარჩენმა 11-მა კონკურსანტმა ბარიერი, რომელიც არანაკლებ 5 ხმას ითვალისწინებს, ვერ გადალახა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა სასურველ კანდიდატებს ფარული კენჭისყრით მისცეს ხმა. საბჭოს წევრებთან გასაუბრება, იმ კონკურსანტებისა რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ, ხვალ გაიმართება. გასაუბრება, ისევე როგორც ფარული კენჭისყრის პროცედურა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ტელედებატებს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წაიყვანს. 10 აგვისტოს კი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერში გამოვლინდება. გენდირექტორობაზე კანდიდატურა წარადგინა 15-მა კანდიდატმა, აქედან ერთმა გიორგი ციხისელმა რეგისტრაცია ვერ გაიარა, დოკუმენტაციის არასწორი წარდგენის გამო. „მეhttp://internet.ge/v2/index.php?action=news&category=3&news=53033დიანიუსი"
  15. გამარჯობა, LoMi თუ არ შეწუხდები ეგ კითხვა რომელიმე თEმაში დასვი. ამ თEმაში მხოლოდ ინფორმაცია იდება
×
×
  • შექმენი...