-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
http://pic.ipicture.ru/uploads/090808/k0FcvdfNSE.jpg გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები სტალინის ძეგლის გადატანას მოითხოვენ, ცენტრიდან სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში დგომას არ იმსახურებს. ამის მოტივად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ შარშან აგვისტოს დღეებში საქართველო სტალინის მემკვიდრეებმა დაბომბეს და დღესაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებენ. ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართავენ, რომ სტალინის ძეგლი უახლოეს დღეებში, აგვისტოშივე აიღონ. აქციაზე ‘’კომუნისტური პარტიის’’ გორის ორგანიზაციის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი იმყოფება. იგი ახალგაზრდების მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას სტალინის ძეგლის გადატანა არ გადატანა ვერ გააუმჯობესებს. ‘’თუ ეს საკითხია გადამწყვეტი, მაშინ პირველი მომხრე ძეგლის გადატანისა მე ვიქნები. ძეგლის გადატანა არაფერს არ ცვლის’’, - განაცხადა ალეკო ლურსმანაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 უზერებო, ეთანხმებით თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნას? მარტო "კი", "არა" ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ
-
ჩემს ფიცზე "ატვიჩაი" ვარ
-
ვფიცავ ღამეს, ყოვლის საფარველს და დღეს აკაშკაშებულს, რომ დავიცავ...liliko :2kiss: :2kiss:
-
ასეთი ფიქრები ამოიგდე თავიდან და იძინე უდრტვინველად ,შენ ხომ ნებიერი საქართველოს მოქალაქე ხარ...liliko :ena: :2kiss: :2kiss:
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრესიისთვის დაისჯება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრესიისთვის დაისჯება. ამ ინფორმაციას `გაზეტა რუ~ `იტარ-ტასზე~ დაყრდნობით ავრცელებს. მედვედევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ერთი წლის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე სამხედრო თავდასხმის ბრძანება გასცა, ადრე თუ გვიან ამისთვის მკაცრად დაისჯება. `მიღწეულია სამხედრო გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მკაცრი და სამართლიანი სასჯელი, მკაცრი საზღაური ეწვევა მათაც, რომლებმაც დანაშაულებრივი ბრძანებები გასცა~, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო მოქმედებებისას გამოჩენილი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე. მისივე თქმით, მშვიდობისთვის საქართველოზე იძულებითმა ოპერაციამ არ გაართულა რუსეთის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან, რადგან მათ ესმით რუსეთის სამართლიანობის. `მშვიდობისთვის საქართველოზე იძულებითმა ოპერაციამ საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან არ გართულა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვინ რასაც არ უნდა ამბობდეს, ყველამ სინამდვილეში კარგად იცის _ სიმართლე ჩვენს მხარეზეა~, - განაცხადა მედვედევმა. `რუსეთი მართალია როგორც იურიდიული, ასევე მორალური თვალსაზრისით~, _ დასძინა მედვედევმა. მან მადლობა გადაუხადა `უცხოელ კოლეგებს ერთი წლის წინ თბილისელი ავანტიურისტების დამშვიდებაში აქტიური მოქმედებებისთვის~. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ამის ცრუ დედას ####### -
შუშანა ნეტარ არიან მორწმუნენი
-
იყავი მშვიდად, შენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხარ :ena:
-
ამ მიზნით რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ...liliko
-
პლაგიატო :ena: :2kiss: :2kiss: და რატომ მარტო გაზპრომი...liliko ?
-
RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი...
ლ ი ც ი replied to lukbeson's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ანტისაოკუპაციო გამოფენა რუსთაველზე - ვინ დგას “რე აქციის” უკან?! “ოპოზიციის საკნების აღებიდან საკმაო ხნის შემდეგ რუსთაველი 7 აგვისტოს ისევ გადაიკეტა, თუმცა ეს ოპოზიციის მიერ მოწყობილი ღონისძიება არ ყოფილა... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სააკაშვილს უყვარს, ლამაზი შოუ”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ეს ფოტოები რომ გამოუფენია ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ისინი სად წაიღო, ჰალსტუხს რომ ჭამს და მიწაზე რომ არის გართხმული?” “მოძრაობა “9 აპრილის” ორგანიზატორებსა და ხალხს რომ ეს დღე არ აღენიშნა, სააკაშვილმა ეს “სპექტაკლი”, პირველ რიგში, ამიტომ დადგა. გაანეიტრალა ხალხის აღშფოთება ხელისუფლების მიმართ, გასული წლის აგვისტოს მოვლენებზე. მან იცის, რომ 9 აპრილში მას ვერავინ დაანაშაულებს და ამ დღის აგრესია მთლიანად რუსეთისკენ იქნება მიმართული. ამით უნდა, თავისი დანაშაული ამ ომშიც გარკვეულად გადაფაროს. აქ რომ ხალხთან ერთად ოპოზიცია არ მოსულიყო და არ ეთქვა, აგვისტოს ომი შენი ბრალიაო, ეს მასკარადი მოაწყო. ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა, 7 აგვიტოს აქ მიტინგი გაემართა, მაგრამ მიშამ ამჯერადაც დაასწრო, აწი სულ ასე იქნება ამ უნიათო და ზოგიერთი გამყვიდველი ოპოზიციის ხელში. სადაც კი რამეს ჩაიფიქრებენ, სააკაშვილი სულ დაასწრებთ და “ეროვნული გულისტკივილით” გაჯერებულ აქციებს გამართავს”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში მერაბ შათირიშვილი, მწერალი. “ამ აქციის ორგანიზატორები, “რეაქციის” წარმომადგენლები თეთრი მაისურებითა და კეპებით (მასზე ეწერა “რე აქცია”) საქმიანად მიმოდიოდნენ. ზოგი ბროშურებს არიგებდა - “გზა ტრაქტატიდან ოკუპაციამდე”. იქვე მდგომმა ჩვენმა ოპოზიციონერმა ახალგაზრდამ მათზე გვითხრა, ესენი სინამდვილეში ნაცმოძრაობის აქტივისტები არიანო. ჩვენც რამდენიმე თეთრმაისურიან გამოველაპარაკეთ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. შეკითხვას - “თქვენ ნაცმოძრაობის აქტივისტები ხართ?” - რუსუდან გოგოლაძე პასუხობს: “ინტერნეტჯგუფი ვართ და აქ რასაც ხედავთ, ყველაფრის ორგანიზება ჩვენ მოვახდინეთ. ხელმძღვანელი გიგა ინასარიძეა. აპოლიტიკური, ახალგაზრდული ორგანიზაცია ვართ. ნაცმოძრაობა გვაფინანსებს თუ არა? ყველას აქვს თავისი შეხედულება, მაგრამ ეს არანაირი პოლიტიკური პარტიის დაფინანსებით არ გაგვიკეთებია. 30 მოხალისე ვართ და აქ ყურადღებას ვაქცევთ. არანაირ პოლიტიკურ მოძრაობას არ ვუჭერ მხარს... არანაირი ჯაჭვი არ იქნება, უბრალოდ, მოვაწყვეთ გამოფენა, რომელიც რუსეთის ოკუპაციის 226 წლისთავს ეძღვნება... ამ სახის აქციები რუსეთის საელჩოსთანაც ჩვენი ინიციატივით იმართებოდა, ომის დროსაც მოვაწყვეთ აქცია. აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია”. “აბა პარლამენტარების გამოსვლა, ან აქციის თავზე მოტრიალე სამხედრო ვერტმფრენი, საიდანაც ყველაფერს იღებდნენ, რას უნდა მივაწეროთ? დავიჯეროთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ აპოლიტიკური ორგანიზაციის ძალისხმევით ხორციელდებოდა?!” - გაკვირვებას ვერ მალავს სტატიის ავტორი და დასძენს: “რამდენიმე ადგილას დიდი დაფები იყო დაყენებული, სადაც მოსახლეობა თავის აზრს წერდა. წარწერებიდან, მართალია, ბევრი არაკორექტული იყო, მაგრამ არც ერთი არ იყო ხელისუფლებაზე ცუდის გამომხატველი”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106191.html არადა მართლა კარგი, დროული და საჭირო ღონისძიება იყო -
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2009 შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება “აგვისტოს ომის შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა, მაგრამ კვლავ არსებობს ომის საფრთხე. რუსი ოკუპანტები კვლავ გვიწყობენ პროვოკაციებს, ამას ემატება შიდა კრიზისული მდგომარეობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კაციტაძე: თუ 6-7 თვეში ხელისუფლება არ წავა, მას ევროპა და აშშ “გაუყენებს გზას”. “ერთი რამ ცხადია, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე, რუსეთს ყოველთვის აქვს შანტაჟის საშუალება, იმის გამო, რომ აგვისტოს ომში საქართველო დამარცხდა არა ჯარისკაცების არასაკმარისი მამაცობის გამო, არამედ ლოგისტიკის, მართვისა და დაგეგმვის არარსებობის გამო და იმის გამო, რომ არ არსებობდა ერთიანი სამხედრო გეგმა... რუსეთმა იცის, რომ დღეს ეს საომარი კომპონენტები უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. “ტყუილია, თითქოს ომი გარდაუვალია - ისტორია ადამიანის თავისუფალი მოქმედებების ასპარეზია. თუ პოლიტიკოსები აქიდან ამოდიან, მაშინ ომის თავიდან აცილებას თუ მოინდომებ, შესაძლებელია. სულ სხვა საკითხია, გაქვს თუ არა ომის თავიდან აცილების სურვილი. ვინ იყო აგვისტოს ომის მაპროვოცირებელი, ამას ალბათ ტალიავინის კომისია გასცემს პასუხს”, - ამბობს კახა კაციტაძე და შეკითხვას - “აგვისტოს ომს ვინ შეუწყო ხელი, სააკაშვილმა?” - პასუხობს: “ასეთ რამეს სააკაშვილს ვერ დავაბრალებ, ომს ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, გარდა პიროვნებებისა. დასკვნას დადებს ტალიავინის კომისია. ახლა ძალიან ადვილია, დააბრალო სააკაშვილს ან პუტინს ომის დაწყება... მგონი, გაცილებით რთულად არის საქმე, სადაც თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა ეკისრება... ამერიკასა და ბუშს აგვისტოს ომის დაწყება არ სურდათ და არც იმის ილუზია უნდა შეგვქმნოდა, რომ ამერიკა დაეხმარებოდა საქართველოს. კონფლიქტის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა არც დასავლეთსა და არც აშშ-ს არ ურჩევია სააკაშვილისთვის”. “რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ კატასტროფის თავიდან აცილება. ეს არის სწორედ ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ასეთი რაღაცები აიცილოს თავიდან, ვინაიდან, როცა ხელისუფლება ლაპარაკობს და ისე გამოჰყავს, თითქოს აგვისტოს ომი იყო ფატალური გარდაუვალობა, ეს არის სრული სიგიჟე. გამოდის - როცა რუსეთს მოესურვება, შემოჯლიგინდება საქართველოში და რასაც უნდა, იმას გააკეთებს?! იყო რაღაც საერთაშორისო კონიუნქტურა ისეთი, რომ ასეთი რაღაც გაბედეს და, შეიძლება ითქვას, შერჩათ კიდეც. დღესდღეობით რუსეთს იმავე ევროკავშირთანაც და დასავლეთის ქვეყნებთანაც ისეთ დონეზე არ გაფუჭებია ურთიერთობა, რათა ვთქვათ, რომ ამ ომით მან თავი მოიჭრა”, - აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: “მე ვიცი, რატომ არ შემოვიდა რუსეთი თბილისში” / “სააკაშვილს თავი გამარჯვებული იმიტომ ჰგონია, რომ მისთვის მთავარია, თვითონ იყოს ხელისუფლებაში”. “როგორი პოზიციაც უნდა ეკავოს ადამიანს და როგორიც უნდა იყოს მისი დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლებისადმი, თუ ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტური, ეს ომი იყო თავს მოხვეული რუსეთის მიერ და მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია, სტატიაში სათაურით რა შეეშალა საქართველოს სამშვიდობოებთან / აგვისტოს ომი რუსეთს ჩვენი ტერიტორიების აღიარებისთვის სჭირდებოდა. “შეიძლება გადადება მომხდარიყო ერთი კვირით, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ისეთნაირად მოწყობილი პროვოკაცია გახლდათ, რომ მას ვერანაირად ვერ აიცილებდი. ეს, უბრალოდ, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა დაენახა. რუსეთს თანდათანობით შემოჰყავდა ჯარები, აიარაღებდა სეპარატისტებს, აშენებდა ბაზებს და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. თუ 7 და 8 აგვისტოს არ გააჩაღებდნენ ომს, გააჩაღებდნენ სექტემბერგში, ან მოგვიანებით. ასე რომ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს იყო გარდაუვალი. ეს არის ყველას მიერ გასათვალისწინებელი, რა პოზიციაზეც უნდა იდეს ესა თუ ის პიროვნება, პარტია თუ ორგანიზაცია”, - ამბობს ჯემალ გამახარია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106191.html
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo მომენტი არ გაუშვა ხოლმე, არა -
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn დიმიტრი მედვედევმა ნიკოლა სარკოზის წერილი გაუგზავნა Font size: რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება. მედვედევის თქმით, სააკაშვილის ავანტიურული პოლიტიკის გამო ამიერკავკასიაში რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და ამ ვითარებაში შეუძლებელია ორი დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის იგნორირება – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის. ამდენად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედებები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველო არ წყვეტს მუქარას ძალისმიერი მეთოდით აღადგინოს საქართველოს @ტერიტორიული მთლიანობა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდება და პროვოკაციები ხორციელდება. ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტი სარკოზისადმი წერილში აღნიშნავს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოხდეს შეთანხმების მიღწევა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთს შორის, რათა ამ რესპუბლიკების მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები გააჩნდეთ. გარდა ამისა, მედვედევმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველოსთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ამისთანა ცრუ და ნაბოზარი ადამიანი არ დაიარება დედამიწაზე -
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქმეც მაგაშია რომ რუსეთს თავად არ სურს მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა...Saturn -
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 1 აშშ დოლარზე მეტად დაეცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარზე მეტად დაეცა. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.24 აშშ დოლარით შემცირდა და 73.59 აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე კი,Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.01 აშშ დოლარით, 70.93 აშშ დოლარამდე დაეცა. სააგენტოს ინფორმაციით, ფასის შემცირება ამერიკული ვალუტის კურსის მატების ფონზე მოხდა, რაც თავის მხრივ აშშ-ში უმუშევართა სტატისტიკის დადებითმა მაჩვენებელმა გამოიწვია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
09:00 / 08-08-2009 აგვისტოს ომის "მრუდე" ციფრები და აგრესიის გამომწვევი ფაქტორები "ქართველ სამხედროებს მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ..." აგვისტოს ომის წლისთავზე, ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა, საკუთარ ხელისუფლებას ომის დროს მომხდარი ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს - ისინი აცხადებენ, რომ ვერსიები, რომელთაც ოფიციალური წრეები ავრცელებენ, მხოლოდ ტყუილების კასკადია და სხვა არაფერი. მოსკოვის ოფიციალური ვერსიით, ცხინვალთან მომხდარ ომში რუსეთმა დაკარგა: 669 კაცი, აქედან 507 სამხედრო და 162 მშვიდობიანი მოქალაქე; ქართულმა მხარემ კი 224 ადამიანი, რომელთა შორის 186 სამხედრო იყო. ოფიციალური თბილისი მხოლოდ ქართული მხარის დანაკარგებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ 170 ადამიანი - მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალი/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი დავკარგეთ. ექსპერტები ამ მონაცემებს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ რეალური ინფორმაცია არც მათ გააჩნიათ. მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ყველა მნიშვნელოვან ფაქტს ასაიდუმლოებს და მხოლოდ მათთვის სასურველ ცნობებს ავრცელებს. საბოლოო ჯამში, ომის შედეგებით უკმაყოფილონი არიან, როგორც ქართველი, ისე რუსი ექსპერტი-ანალიტიკოსები. რუსები ხელისუფლებას იმ ფაქტის გამო კიცხავენ, რომ პატარა საქართველოსთან ბრძოლას ამდენი ცოცხალი ძალა და სამხედრო რესურსი შეალია, ქართველებს კი დღე-ნახევარსა თუ ხუთ დღეში ომის წაგება ვერ მოუნელებიათ. რა ინფორმაციას მალავენ რუსეთის და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნები, ჰქონდათ თუ არა ქართველებს ომის მოგების შანსი, რა იყო ასეთი სწრაფი მარცხის რეალური მიზეზი და არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთისგან კიდევ ერთი ახალი აგრესია? - ამ კითხვებით სამხედრო ექსპერტს - კახა კაციტაძეს, ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში - ირაკლი სესიაშვილსა და ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს - გიორგი მელითაურს მივმართე. - რატომ ფიქრობთ, რომ ოფიციალური ვერსიები დანაკარგების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება? კახა კაციტაძე: - ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ის გახლავთ, რომ მოსკოვი და თბილისი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, რის შესახებაც მე ხშირად სწორი, უტყუარი ინფორმაცია მაქვს. ყველაზე ობიექტურად შვეციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს მივიჩნევ, რომლის მიხედვითაც, ქართული არმია ორჯერ ნაკლებმა მტერმა დაამარცხა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. - რას გულისხმობთ, ბატონო კახა? თავად რუსი ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ ცხინვალში 40 ათასი რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ მხოლოდ 12 ათასი ქართველი სამხედრო და 5 ათასი პოლიციელი იბრძოდა. - მე ქაღალდზე დადასტურებული დოკუმენტაციის მიხედვით ვმსჯელობ. თქვენ იცით, რომ საქართველოს 37 ათასი ჯარისკაცი ჰყავს? - კი, მაგრამ ცნობილია, რომ აქედან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა - 2 ათასი კაცი ერაყში იყო წასული. - ლომაიამ ისიც კი თქვა, რომ 80 ათასი რუსი სამხედრო იბრძოდა ცხინვალში. სააკაშვილი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა ფანტაზიებში და განაცხადა, საქართველოში 200 ათასი სამხედრო შემოიჭრა, რომელთაც 3 ათასი ტანკი ჰყავდათო. - მხოლოდ ლომაიამ - არა, ბატონო კახა, რუსმა ექსპერტმა, ალექსანდრ ილარიონოვმა ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ 17 ათასი ქართველის წინააღმდეგ ცხინვალში 40-ათასკაციანი რუსული არმია იბრძოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ყველა მონაწილე შეიარაღებულ ძალას, მათ შორის, ზურგის ფრონტის უზრუნველყოფას ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში, რუსი სამხედროების რიცხვი დაახლოებით, 70-80 ათასამდე ადისო. - ილარიონოვს, როგორც ეკონომიკურ ექსპერტს, ისე ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სამხედრო საქმეში ავტორიტეტად ვერ ვაღიარებ. - როგორია შვეციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომელსაც თქვენ ყველაზე ობიექტურად მიიჩნევთ? - მათი კვლევები ადასტურებს, რომ ცხინვალში იბრძოდა 15 ათასი ქართველი და 9 ათასი რუსი სამხედრო, ტანკების რაოდენობა კი თანაბარი იყო. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს. - ბრძოლაში ადგილობრივი ოსებიც ხომ მონაწილეობდნენ? რუსი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსი და ოსი სამხედროების გარდა, ცხინვალში იმყოფებოდნენ აფხაზეთის შეიარაღებული ფორმირებები, ე.წ. "ოპოლჩენცები", ასევე - კაზაკები, მოხალისეები და საბოლოო ჯამში, სამხედრო შეტაკებებში მონაწილე ძალების თანაფარდობის მხრივ, რუსულ-აფხაზურ-ოსური კოალიცია ქართულ ჯარს სამჯერ აღემატებოდა... - 500 ოსი მხედველობაში მისაღები არ არის; აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობა მხოლოდ მითია. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და დავამსხვრიო მითი იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა ომი მხოლოდ საჰაერო ბრძოლების შედეგად მოგვიგო. ჰაერიდან არც ჯარის პირადი შემადგენლობა განადგურებულა და არც სამხედრო ტექნიკა, თუ არ ჩავთვლით სენაკის რეზერვისტებს, რომლებიც ჩვენმა "გონიერმა" "თავდაცვამ" აეროპორტის საფრენ ბილიკზე, პირდაპირ მტრის სამიზნედ დასვა. - მაშ, რა საშუალებით გაანადგურეს რუსებმა ის ტანკები, რომლებიც ჩვენ ტელეეკრანზე ვიხილეთ? - ეს ყველაფერი ცუდი მართვის სავალალო შედეგი იყო. თქვენ იცით, რომ თავდაცვამ ერთი სატანკო კოლონა არასწორი მიმართულებით გაუშვა და პირდაპირ რუსული არმიის შუაგულში მოახვედრა?! ვიდრე ჩვენი ბიჭები აზრზე მოვიდოდნენ, რუსებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. ეს ყველაფერი ხალხმა, სამწუხაროდ, არ იცის. - მიუხედავად იმისა, რომ ომი ერთი წლის დასრულებულია, დღემდე დავის საგანია ბრძოლის ველზე დაკარგული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. თქვენ თუ ფლობთ ამ მხრივ რაიმე სარწმუნო ინფორმაციას? კახა კაციტაძე: - მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსებმა ჩვენი 65 ტანკი უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში. აქედან 40 ერთეული რუსეთში წაათრიეს და მოსკოვთან ახლოს, სამხედრო მუზეუმში, ნადავლის სახით გამოფინეს. გიორგი მელითაური: - ეს იყო მოდერნიზებული, თანამედროვე ტანკები, რომლებიც აღჭურვილი იყო ღამის ხედვის ხელსაწყოებით, ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემებით, მაღალი სიხშირის რაციებით... ტანკები რუსებმა ნადავლის სახით, ისე ჩაიგდეს ხელში, რომ ბრძოლის ველზე არც ერთი არ გამოგვიყენებია. ერთ-ერთი რუსი ტანკისტი იმასაც კი ამბობდა, - როცა ეს ტანკები ვნახე, პირველივე შემხვედრ ეკლესიაში სანთელი დავანთე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ქართველებმა ღამით ბრძოლა არ ჩაგვიტარესო... - როგორ ფიქრობთ - რა იყო უმთავრესი შეცდომა, რომლის გამოც ქართულმა არმიამ ომი ორ დღეში წააგო? ირაკლი სესიაშვილი: - ომში დამარცხების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არასწორი პოლიტიკური კურსი აირჩია და ქართველებს თავს მოგვახვია ომი, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა. შეცდომა იყო მისი ილუზია, თითქოს საქართველოს არმია ძლევამოსილია და რუსეთს ომს მოუგებდა. ამით სააკაშვილი ორი კურდღლის დაჭერას აპირებდა - თან, ცხინვალს დაიბრუნებდა და თან, ქვეყანაში პოლიტიკურ ძალაუფლებას გაიმყარებდა. - ასეთი ილუზია სააკაშვილს რატომ უნდა ჰქონოდა? - ასეთი მოლოდინი სააკაშვილს, "თავდაცვაში" მოკალათებულმა არაპროფესიონალების გუნდმა შეუქმნა. მათ ვერც არსებული საფრთხეები შეაფასეს სწორად და ვერც ომის მოსალოდნელი შედეგები გათვალეს. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს თავდაცვას არც სამხედრო ოპერაციის სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული და არც უკან დახევის გეგმა. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია: მათი არაპროფესიონალიზმის "წყალობით", ჩვენს მხარეს დიდი მსხვერპლი არ იყო. ქაოსურად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, პრეზიდენტი ძალიან მალევე მიხვდა, რომ ომს აგებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. კახა კაციტაძე: - ჩვენი მარცხის მიზეზი, ცუდი ჯარისკაცი და ტანკისტი არ ყოფილა. ამ ომში ქართველი ტანკისტები საერთოდ ვერ ჩაებნენ. მარცხის მიზეზი - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსული, არაკომპეტენტური კადრები გახლავთ. ამ ადამიანებმა ქვეყნის თავდაცვა თავდაყირა დააყენეს. მათი "წყალობით", ომში ისე ჩავებით, რომ ყველაზე ელემენტარული - ომის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა გათვალისწინებული. პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის მიხედვით, რუსეთთან ომის შესაძლებლობა გამორიცხული იყო. ქართველ სამხედროებს მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ. - ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. თქვენ ახლა საწინააღმდეგოს ამბობთ? - გულში ვის რა ედო, არ ვიცი; მე ომის წაგების მიზეზებზე გელაპარაკებით. სააკაშვილს რომ ომის მოგებაზე ეფიქრა, არც კეზერაშვილს დანიშნავდა თავდაცვის მინისტრად და არც პოლიციელ ზაზა გოგავას - გაერთიანებული შტაბის უფროსად. - ხელისუფლებაში კომპეტენტური კადრები რომ ყოფილიყვნენ და "თავდაცვაც" გამოცდილი პროფესიონალებით დაეკომპლექტებინათ, რუსეთთან ომის მოგებას მოვახერხებდით? - მოგებას თუ ვერ მოვახერხებდით, ასე სამარცხვინოდ მაინც არ დავმარცხდებოდით. მეომარ ბიჭებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით აღვნიშნავ, რომ უმცროსმა ოფიცრებმა და რიგითმა ჯარისკაცებმა გმირულად იბრძოლეს, მაგრამ გენერლები და სხვა მაღალჩინოსნები საქართველოდან დაფეთებულნი გარბოდნენ. ირაკლი სესიაშვილი: - მინდა, ისრაელისა და ეგვიპტე-სირიის ომი გაგახსენოთ. ეგვიპტეს, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე ათეულით მეტი საბრძოლო ტექნიკა და ასეული ერთეულით მეტი მეომარი ჰყავდა, მაგრამ ისრაელმა სწორად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისა და ეფექტური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ომი ერთ კვირაში მოიგო. ჩვენი მთავარი პრობლემა - საკადრო პოლიტიკაა. გოგავა თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ სამხედრო არ არის. ის ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, განათლება სულ სხვა მიმართულებით ჰქონდა მიღებული და ეფექტური სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა ამიტომაც გაუჭირდა. გიორგი მელითაური: - ჩემი აზრით, აგვისტოს ომში ყველაზე დიდი შეცდომა და საშინელება ის იყო, რომ ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები მიატოვეს. - ამის დამადასტურებელი ფაქტები გაქვთ? - არაერთხელ მინახავს სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე ქართულ ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცების ნაწამები სხეულები. - ნაწამები სხეული იმაზე მეტყველებს, რომ ის ბრძოლის ველზე დაჭრილი მიატოვეს? - სწორედაც ამას ნიშნავს, იმიტომ, რომ მკვდარს არავინ შეურაცხყოფს. ის ბიჭები რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ჯერ კიდევ ცოცხლები იპოვეს და შემდეგ, წამებით მოკლეს. - აგვისტოს ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. როგორ ფიქრობთ - შეძლებს თუ არა რეფორმირებული ქართული არმია რუსეთის შესაძლო აგრესიის მოგერიებას? კახა კაციტაძე: - რომელი აგრესიის მოგერიებაზეა ლაპარაკი, როდესაც დღეს არმია მეხუთასეხარისხოვნად გადააქციეს?!. ახლა ფლოტსა და ავიაციის ნაწილსაც კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს. "უნიკალური" სახელმწიფო გვაქვს. საქართველოს გარდა, არც ერთი ზღვისპირა ქვეყანა არ მეგულება, რომელსაც სამხედრო ფლოტი არ ჰყავს. - ჩვენში ამ ფაქტს რითი ხსნიან? - ეს ხელისუფლება ძალიან ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც ახსნა არ მოეძებნება. დღეს ჩვენ მხოლოდ საზღვაო პოლიციის იმედზე ვართ. გიორგი თავდგირიძე: - დღეს "თავდაცვა" კოლაფსშია. რა რეფორმებსა და განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ შეიარაღებულ ძალებში, სადაც მინისტრის მოადგილე ანუ სამოქალაქო პირი შეიარაღებულ ძალებს მართავს და მინისტრსაც თავის ჭკუაზე ატარებს?!. ბაჩო ახალაია წყვეტს, ვინ უნდა იყოს ბატალიონის მეთაური ან ოფიცერი... - წელს თავდაცვის სამინისტროს, შს სამინისტროსგან განსხვავებით, ბიუჯეტი არ გაუზარდეს. თქვენი აზრით, ეს ფაქტი რით არის განპირობებული? გიორგი მელითაური: - "თავდაცვას" რა თანხაც გამოუყვეს, ისიც ზედმეტია. არმიას, განვითარებისთვის უზარმაზარი და არამიზნობრივად დახარჯული თანხები კი არა, პროფესიონალი კადრები და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცები სჭირდება. კახა კაციტაძე: - "თავდაცვისთვის" გაზრდილი ბიუჯეტი არასოდეს ხმარდებოდა არმიის ბრძოლისუნარიანობის ზრდას. კონტროლის პალატამ ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 მილიონი ლარი იყო გამქრალი. რატომღაც, ამ ფაქტს ხელისუფლება დღესაც არ ამჟღავნებს. აფხაზეთში წელიწად-ნახევარი ვიომეთ, არმიისა და ბიუჯეტის გარეშე. უზარმაზარი თანხებით დაფინანსებულმა თავდაცვამ კი დღე-ნახევარში წააგო ომი. - შარშანდლის მსგავსად, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამჯერადაც ირწმუნება, რომ საქართველოში ომის დაწყების ალბათობა - 80%-ია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ირაკლი სესიაშვილი: - დღეს რუსეთს მორიგი აგრესიის წამოსაწყებად, არც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და არც საკმარისი რესურსები. უფრო მეტიც - გარკვეული საფრთხის წინაშეც კი დგას. შესაძლოა, მოსკოვმა კონტრშეტევის სახით, საკმაოდ დიდი დარტყმაც მიიღოს, რადგან დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკა, სამხრეთ კავკასიის დერეფანს ასე მარტივად არ დათმობს. შარშან დასავლეთი და ამერიკა მზად არ იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და სწრაფი, ადეკვატური რეაგირება იმიტომ ვერ მოახდინა. ამ შემთხვევაში, ვითარება სხვაგვარია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-სთან უკვე გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც კრიზისულ ვითარებებში გარკვეულ დახმარებასაც ითვალისწინებს. - ექსპერტები ამ ქარტიის გაფორმების პირველივე დღეს აცხადებდით, რომ დოკუმენტი ამერიკას, საქართველოს მიმართ არანაირ ვალდებულებას არ აკისრებდა... - ამერიკა ვალდებულების კი არა, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, არ დათმობს საქართველოს. ასეთივე დიდი ინტერესი აქვს ჩვენ მიმართ დასავლეთს. ჩემი აზრით, კრემლი ამ საფრთხეებსა და რისკებს გააანალიზებს და ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავს შეიკავებს. კახა კაციტაძე: - მეც ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხრიდან აგრესია მოსალოდნელი არ არის. ახლა მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული რეალობა გონივრულად გააანალიზოს და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე გააკეთოს აქცენტი. ადრე ხმამაღლა ვერ ვაცხადებდი, მაგრამ ვიწრო წრეში სულ ვამბობდი: 15 წელიწადში რუსეთის ბირთვული, სტრატეგიული პოტენციალი ჩამოიშლება-მეთქი, - ახლა კი ამის გაცხადების აღარ მერიდება, რადგან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელსაც ჩემზე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, საქართველოში ვიზიტის დროს თქვა: რუსეთის ეკონომიკა 17 წელიწადში ჩამოიშლებაო. ფაქტია, რომ რუსეთი "ჩამოსაშლელად" არის განწირული. ახლა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ამერიკელების რჩევა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელი შევუწყოთ და რუსეთის "ჩამოშლას" მომზადებულები შევხვდეთ, რომ მერე ნანგრევებში არ მოგვიწიოს მოყოლამ. ჟურნალი ”გზა”
-
ყველაზე მეტად, ომი კოკითს სჭირდება 2009 წლის 08 08, შაბათი - 04:56 აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის საოკუპაციო ძალები, სეპარატისტულ რეგიონებში განსაკუტრებულად გააქტიურდნენ, აგიზარდა ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობაც, პარაელურად, გაიზარდა ბრალდებები საქართველოს მისამართითაც, ბევრ ექსპერტს, დღევანდელი სიტუაცია ერთი წლის წინანდელ პერიოდს ახსენებს, როდესაც საინფროამციო ომი და საომარი რიტორიკა, ნამდვილ სისიხლისღვრაში გადაიზარდა, რამდენად არის დღეს ეს საფრთხე რეალური და რა შეიარაღებაა თავმოყრილი დე-ფაქტო რესპუბლიკაში, ამ საკითხებზე “ფაქტი” კავკასიის საკითხების ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრება. - ბატონო მამუკა, თუ ფლობთ ინფორმაციას დღეს რა რაოდენობის შეიარაღება აქვს რუსეთს ცხინვალის რეგიონში თავმოყრილი? - რუსეთის შეიარაღების რაოდენობის დამთვლელი, დედამიწის ზურგზე არავინ არის. მე ჩამოგითვლით რა უწყებები არიან იქ განთავსებულნი, ესენია: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები 3700 ადამიანის შემადგენლობით, რომლებიც არიან ორმაგ დაქვემდებარებაში. სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ან თავდაცვის სამინისტროს, ან მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. ფეესბეს სპეციალური დანიშნულების რაზმები. განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს რაზმი, რომელიც არ ექვემდებარება ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩრდილო ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი. კოკოითის დაქვემდებარებაში მყოფი, ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რაზმები. ანუ იქ წარმოდგენილია 10-12 უწყება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარებიან და ზოგჯერ ხელს უშლიან კიდეც ერთმანეთს, რაოდენობის თვალსაზრისით კი ეს არის ბევრად მეტი ვიდრე ჭირდებათ. დღეისათვის დაახლოებით ექვსიათას კაცამდე უნდა იყოს. აფხაზეთში კი თერთმეტიათასამდე. რაც შეეხება არტილერიას და მძიმე ტექნიკას, ჯავაში განთავსებულია შორსმსროლელი არტილერია. კოკოითს ხშირად აქვს უთანხმოება რუსეთის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან და მან გადაწყვიტა დაეწყო იარაღის ამოღება ყველამ მოიტანა თითო ავტომატი, სამსამი კი სახლში დაიტოვეს. - არსებული ინფორმაციით, კოკოითი კრელმლს აღარ სჭირდება და მისი შემცვლელიც მოძებნილი ჰყავს. - ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ ბარანკევიჩი და ჩეხოევი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან მოიშორონ კოკოითი, რომლის რეიტინგი ცხინვალში უკვე ნულის ტოლია, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის რაღაც ნაწილისთვის ის ჯერ კიდევ მისაღებია. კოკოითმა შარშანდელის მსგავსად ცხინვალიდან უკვე გაიყვანა ბავშვები ჩრდილო ოსეთში, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი რეიტინგის აწევის მიზნით გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. - საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, საერთაშორისო საზოგადოება ბევრად მობილიზებულია და მაშინ რომ მსოფლიოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა გვქონოდა აგვისტოს ომიც არ დაიწყებოდაო - ევროსტრუქტურების მიერ გაწეული მუშაობა შეიძლება სასიკეთოა ჩვენთვის, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან ევროპა არ არის ისეთი ქმედითი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ამ უკანასკნელის პოზიციაც ორჭოფულია, რადგან მას არ უნდა საბოლოოდ გაიფუჭოს რუსეთთან ურთიერთობა, როგორც ჩანს ამ წუთში ის ამისთვის მზად არ არის და მეორეს მხრივ აშშ-ში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ მას ზესახელმწიფოდ გახდომის პრეტენზია აქვს, რადგან რუსეთი, რომელიც მუხლებზე იყო დაჩოქილი, ამერიკული ფულით ფეხზე დადგა და ეს ვერ შეიმშვნია. მაგრამ ჯერჯერობით ამისათვის გზები არ არის გამონახული. ამერიკული დახმარება ჩვენთვის ძალიან აქტიური და აგრესიული ვერ იქნება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში უნდა იყოს დამჯერი მთავრობა, რომელიც მათ გეოპოლიტიკურ ნებასურვილს გაატარებს. სამწუხაროდ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მაინც ცდილობს საკუთარი თამაში ითამაშოს. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურმიდებული უნდა იყოს, რას ეტყვიან ამერიკელები, მაგრამ როდესაც სწორ რჩევას გაძლევენ, უნდა დაიჯერო. ჩვენ აფხაზებისა და ოსებისთვის კარი უნდა დავტოვოთ ღია. თუ ჩვენ ვითვლებით ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებად, მაშინ იმ კარის გაღებაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც შენმა პარტნიორმა მოგთხოვა. - რუსეთი ძალიან ხშირად აკეთებს აქცენტს, რომ საქართველო კვლავ იარაღდება და კატეგორიულად მოითხოვს შეწყვირონ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა. - საქმე იმაშია, რომ როცა ხარ რუსეთის მეზობელი, ან უნდა იყო მისი მორჩილი, ანდა, გინდა თუ არა ეს, უნდა იარაღდებოდე. დსთ-ს წევრი ბევრი ქვეყანა, რუსეთის მონაა, მაგრამ ისინიც კი იარაღდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთის ნებას არ დაყვნენ. რუსეთისთვის სილის გაწვნა იყო, რომ ნიკარაგუას გარდა არავინ ცნო ჩვენი ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. თვით ისეთმა უახლოესმა პარტნიორებმაც კი, როგორიც სომხეთი და ბელორუსიაა. განსაკუთრებით ბელორუსის უარმა გააგიჟა, იმიტომ რომ სომხეთს მორალური გამართლება მაინც აქვს. აღარ ვსაუბრობ შუა აზიის ქვეყნებზე, რომლებიც რუსული ფულით არსებობებენ. რაც შეეხება იმას, გამოიყენებს თუ არა საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ იარაღს, რათქმაუნდა უმჯობესია არასდროს გახდეს მისი გამოყენება საჭირო, თუმცა ჩვენმა მოწინააღმდეგემ უნდა იგრძნოს საქართველოს შეირაღებული არმიის ძალა, ეს აუცილებელია. შარშანდელი ომი, 8 აგვისტოს მერე საქართველოს ხელისუფლებამ სწორად არ აწარმოვა, ბრალდება, რომ საქართვეომ დაიწყო ომი - სრულიად უსაფუძვლოა, მე არაოსოდეს მითქვმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო ეს ომი, რადგან ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და მე ვუკიჟინებდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. ის, რომ ჩევნმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი - მტკნარი სიცრუეა. ასე რომ, დიახაც საქართველო უნდა იარაღდებოდეს. - ბატონო მამუკა, რომელი რეგიონია კავკასიაში ყველაზე მეტად ფეთქებადსაშიში? - მთელი ჩრდილოეთ კავკასია ნაღმია. სიტუაცია ფეთქებადი კი არ არის, არამედ – მოქმედი ვულკანია, ომი ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არც დასრულდება, რადგან დაღუპულის ადგილს იკავებს მისი ძმა, ან ის ადამიანი, რომელსაც ოჯახი შეუვიწროვეს. შარშან კადიროვმა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე 24 სახლი დაწვა, იმის გამო, რომ ამ ადამიანების არა ოჯახის წევრი, არამედ ნათესავი იყო წასულში იატაკქვეშეთში. სისხლის აღების წესი კავკასიაში არასოდეს მოიშლება. http://fact.ge/news.aspx
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ილუზორული ფანტაზიები არ მაწუხებს და აქედან გამომდინარე პირობების დაყენებაზე არ ვუბნობ...liliko -
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამაში 100% გეთანხმები -
რუსეთი საქართველოსგან ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ითხოვს რუსეთის საგარეო უწყების, წარმომადგენლი, ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, რომ მოსკოვი, თბილისს ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერას დაჟინებით მოსთხოვს, სადაც ნათქვამია, რომ საქარეთველოს რუსეთის მიერ აღიარებული რეგიონების,”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მიმართ, სამხედრო ძალას არ გამოყენებს. http://fact.ge/news.aspx ლიცემერი: უზერებო, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულებაზე? 1. უნდა მოაწეროს 2. არ უნდა მოაწეროს 3. მიჭირს პასუხის გაცემა მარტო "კი", "არა" ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ
-
Медведев: Грузия концентрирует войска на границе В связи с годовщиной событий в Южной Осетии президент России Дмитрий Медведев направил послание президенту Франции Никола Саркози ,в котором подчеркнул, что активное участие президента Франции «сыграло большую роль в разрешении грузино-югоосетинского кризиса», сообщила пресс-служба Кремля. По его словам, в результате авантюристской политики президента Грузии Михаила Саакашвили в Закавказье сложилась новая геополитическая ситуация, в которой вряд ли возможно игнорировать самостоятельное существование двух новых государств - Абхазии и Южной Осетии. В этой ситуации, сказал он, главная задача на сегодняшний день - обеспечить прочный мир и безопасность в Закавказье в интересах всех без исключения проживающих здесь народов. Действия грузинской стороны в Закавказье продолжают вызывать серьезные опасения, Грузия не прекращает угрозы силового восстановления своей «территориальной целостности», на границах с Абхазией и Южной Осетией концентрируются вооруженные силы и осуществляются провокации, заявил Медведев. Поэтому необходимо как можно быстрее добиться заключения соглашений о неприменении силы между Грузией, Южной Осетией и Абхазией, чтобы предоставить четкие гарантии безопасности народам этих республик. Кроме того, Медведев отметил, что всем странам необходимо воздержаться в течение продолжительного времени от поставок в Грузию вооружений и военной техники. http://gazeta.ru/news/lastnews/2009/08/08/n_1391259.shtml მაინც თავისას ატრაქტორებს
-
ამერიკას რას ერჩი...The Bearer of Light ?
-
პოლონეთში საქართველოს სოლიდარობის აქციები გაიმართება 08 / 08, 2009 09:48 საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთში სოლიდარობის აქციები გაიმართება. პოლონურმა ორგანიზაციამ „სოლიდარულნი საქართველოსთან” გაავრცელა მოწოდება ყველა პოლონელისადმი – „არა - რუსულ პროვოკაციებს!” დღეს, 18.00 საათზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარშავაში, კრაკოვში, გდანსკსა და პოზნანში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოების წინ შეიკრიბებიან და საქართველოსადმი სოლიდარობას გამოხატავენ. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ერთი წლის წინ მოსკოვმა ვერ შეძლო თავისი მიზნების განხორციელება, თუმცა ერთი წლის მოჩვენებითი მშვიდობის შემდეგ საქართველოს, შესაძლოა, კვლავ მოუწიოს იმპერიალისტურ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება. „მოსკოვსა და თბილისს შორის მზარდი დაძაბულობისა და რუსეთის არმიის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ვალდებულნი ვართ, პროტესტი გამოვთქვათ პუტინ-მედვედევის გუნდის იმპერიალისტური ზრახვების წინააღმდეგ”, - აღნიშნულია მიმართვაში. „არ დავუშვებთ მორიგ ომს კავკასიაში. დავანახოთ ყველას, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა მზად არის, მშვიდობიანად იბრძოლოს საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენს ძმებს, ქრთველებს ჩვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ! ნუ გავუცრუებთ მათ იმედებს!”, - აცხადებს პოლონური ორგანიზაცია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვინდა დავამარცხოთ დამპყრობლები, მაგრამ არა ომით, არამედ მშვიდობით http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის საქართველო საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის წინააღმდეგ იბრძვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო წინა ხაზზეა და ამ აღორძინებადი ახალი იმპერიალიზმის დარტყმა პირველმა მიიღო. ~ვიბრძვით ჩვენი და სხვების თავისუფლებისთვის, ვისაც ეს ახალი იმპერია ემუქრება, ვებრძვით მათ, ვინც დაუნდობლად კლავს უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს~, - განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია უცნობი ჯარისკაცი, რომელიც ბრძანების მიუხედავად ცხინვალიდან არ გამოვიდა და ოთხი დღის განმავლობაში ერთ-ერთ შენობაში გამაგრებული წინააღმდეგობას უწევდა მტერს, ოთხი დღის შემდეგ კი თავადაც დაიღუპა. პრეზიდენტმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა პირობებში დახვრიტეს და აწამეს ქართველები დვანში, მეღვრეკისში და სხვა სოფლებში. “ნუთუ XXI საუკუნეში ნებადართულია ეთნიკური წმენდა?! დღეს მთელი ერი პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ოკუპანტების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი, აფხაზეთის მიწიდან გამოდევნილ მოსახლეობას და შარშანდელი ომის დროს გამოდევნილ ლტოლვილებს~, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან “ნამდვილი ოსების” - დიმიტრი სანაკოევის, ალან ფარასტაევის და ალინა აბაევას მაგალითები მოიყვანა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან დევნილები არიან. “ისენი არიან იმ საქართველოს სახე, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვოცნებობდით, საქართველოში, სადაც ჰარმონიულად თანაცხოვრებას შეძლებენ სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები~, - განაცხადა პრეზიდენტმა. გორში დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გორში ჩავიდა ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 დასტურ!!!