Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. როგორც იმპერია აღარ იარსებებს...Saturn . გრძელვადიანი პერსპექტივით, ჩემი აზრით, 10-15 წლის შემდეგ რუსეთის იმპერია "ნაკუწ-ნაკუწ" დაიშლება
  2. ”რუსეთს გაქრობა ელოდება” - ჯოზეფ ბაიდენის პროგნოზს, რუსეთის ნაწილი ეთანხმება 2009 წლის 07 08 ა.შ.შ. ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზეთ Wall Street Journal -ს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ანალიზი გააკეთა, რუსული მედიის დიდი ნაწილის აზრით, ჯო ბაიდენმა ”აპოკალიფსური სურათი” შემქნა, რომელშიც უფრო თავისი ”სურვილები” იყო ასახული ამ ქვეყნისადმი - ვიდრე ”რეალობა” ინტერვიუს კვალდაკვალ ატეხილ მედია-პანიკაში, რომელიც დღესაც აქტუალური იყო, რამდენიმე ”თვითკრიტიკული” შეფასებაც გაჩნდა, ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ბაიდენის პროგნოზების ანალიზით დაკავდა და ფაქტობრივად, ყველა პუნქტში დაეთანხმა ”აპოკალიფსური მომავლის ალბათობას” ა.შ.შ.-ს მთავრობაში მეორე პირის მთავარი თეზისი არის ის, რომ არ ღირს რუსეთზე ზეწოლის გაკეთება, რადგან ის დროთა განმავლობაში დათმობებზე მაინც წავა. დღეს კი ზედმეტი ზეწოლა გამოიწვევს "რუსეთის აგრესიას." "რუსებს უმცირდებათ მოსახლეობა, ენგრევათ ეკონომიკა, მათი საბანკო სექტორი და ინფრასტრუქტურა ძლივს გაქაჩავს კიდევ 15 წელი, - ამბობს ბაიდენი, - მსოფლიოში სიტუაცია იცვლება, ისინი კი წარსულს ეჭიდებიან." ბაიდენი პირველი არაა, რომელიც რუსეთს უახლოეს მომავალში დაღუპვას უწინასწარმეტყველებს. მათ შორის, ვინც ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა სსრ კავშირის და რუსეთის დამხობას, ამერიკელი პოლიტიკოსები, გენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი იყვნენ, რომელთა პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ სსრ კავშირს დამხობამდე დარჩა 10 წელზე ნაკლები, მათი “წინასწიარმეტყველების” ახდენა - ვადების დაცვით მოხდა, სხვათა შორის, მათ შორის ვინც რუსეთის მომავალს ბუნდოვნად ხედავს, უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, რუსი მეცნიერ-დემოგრაფები და პოლიტიკოსებიც არიან. Тихоокеанское информационное агентство «Острова», ცდილობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პროგნოზები ლოგიკურად და საღად გაანალიზოს. ბაიდენი რუსეთს მხოლოდ 15 წელს აძლევს. ვცადოთ, დავეყრდნოთ ხელმისაწვდომ სტატისტიკას, გავარკვიოთ, როგორი იქნება რუსეთი 2024-25 წლებში. ООН -ის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით – წერს იგი - 2025 წელს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 124,4 მილიონ ადამიანამდე დაეცემა (დღეს მათი რიცხვი 141,9 მილიონია). რუსეთში შობადობის რიცხვი არ აღწევს იმ რიცხვს რაც საჭიროა, უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ხოლო სიკვდილიანობა აჭარბებს ყველა ცივილიზებული ქვეყნების პარამეტრს. დეპოპულაციის მთავარ ფუნდამენტალურ საბაბად სპეციალისტები თვლიან რომ, კატასტროფულად არაეფექტურია სოციალური დაცვის არსებული სისტემა და ჯანდაცვა, ასევე რუსეთის ეკონომიკური მოდელის არამდგრადობა და მერყეობა. საკუთარ სახელმწიფოსადმი რწმენის დაკარგვა, შობს თვითმკვლელობათა ტალღას, ასევე დანაშაულს და ლოთობას. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება წელიწადში საშუალოდ 600-700 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. "როსპოტრებნადზორ"-ის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული სუფთა სპირტი, შეადგენს 18 ლიტრს. ეს კი ორჯელ მაღალია, ვიდრე საჭიროა ნებისმიერი ერის გენოციდისთვის. მოსახლეობის რიცხვის შემცირება რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთში არ იქნება მუშახელი და არავინ იმსახურებს ჯარში. შემთხვევით არაა, რომ ლაპარაკობენ "ჩინეთის საფრთხეზე" ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. ფედერალური მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე რომოდანოვსკი "Независимой газете" -სთვის მიცემულ ინტერვიუში ვერ შეძლო ჩინელი მიგრანტების ზუსტი ციფრის დასახელება, თუმცა განაცხადა: "ვფიქრობ, რომ 10 მილიონი ადამიანია." შედარებისთვის! გამოდის, რომ 15 წლის შემდეგ, მათი რიცხვი იმდენივე იქნება, რამდენიც დღეს რუსეთის მოქალაქეა. ეს მიწები კი რუსეთისთვის დაკარგული იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას. ევროკავშირის ექსპერტები რუსეთის პერსპექტივებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. ერთის მხრივ, ნავთობისა და გაზის დიდი მარაგის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებული გახდეს. თუკი განვითარება ამ მიმართულებით მოხდება, 2025 წლისთვის, რუსეთი მიაღწევს ამ სფეროში იმ დონეს, როგორსაც იტალია და საფრანგეთი ერთად - დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს. თუმცა სხვა ქვეყნებიც არ იდგებიან ერთ ადგილზე.. მეორეს მხრივ, ეკონომიკაში გაზისა და ნავთობის როლი შემცირდება, რადგან იმავე ევროკავშირმა ამ წლის მარტში მიიღო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში მათი რიცხვი სამჯერ შემცირდება. ამასთან ევროპელები თვლიან, რომ რუსეთი თანდათანობით დაკარგავს თავის პოლიტიკურ გავლენას. ცენტრალური აზიის ქვეყნები თავიანთ მზერას ჩინეთზე გადაიტანენ, როცა რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა და კავკასია მოექცევიან ევროკავშირისა და ნატოს გავლენის ქვეშ. ასე, რომ თუ გადავხედავთ ჯო ბაიდენის სიტყვებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არც თუ ისე ცდება. ა.შ.შ ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ რეალობის კონსტატაცის ახდენს, რომელსაც შეეჯახება ეს ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ – ასკვნის რუსული ინტერნეტ გამოცემა და თვითკრიტიკულ სტილში განაგრძობს - ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სისუსტის გამო, იძულებული იქნება, შეამციროს თავისი ატომური პოტენციალი. "ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ მის შენახვას", _ ფიქრობს იგი. სხვათაშორის, ამასწინათ, დასავლეთის პრესა წერდა, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს ატომურ იარაღს ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. მიზეზი უბრალოა: ხომ არ დაბომბავთ იმ ქვეყნებს, სადაც ინახება თქვენი მილიონები "შავი დღისთვის". და კიდევ, მოსკოვს მოუწევს ოსეთისა და აფხაზეთის "ჩაბარება", და თავისი გავლენის შემცირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. "ძალიან ძნელია შეეგუო იმპერიის დანაკარგებს", - ამბობს ვიცე-პრეზიდენტი, და ასკვნის, რომ მიუხედავად ამისა, ეს მაინც გარდაუვალია. http://fact.ge/news.aspx ლიცემერი: ვეთანხმები ჯო ბაიდენს, რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია ასე, რომ ჯო ბაიდენის აზრით, სიტუაცია ნათელია: რუსეთს ელოდება "გაქრობა" ეს მისთვის ნათელია, თქვენთვის?
  3. „The Washington Post“-ი საქართველოს პრეზიდენტის წერილს აქვეყნებს 07 / 08, 2009 10:49 რუსეთ-საქართველოს ერთი წლისთავზე „The Washington Post“-ი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიამ საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები გადმოლახა. ასე დაიწყო ის, რაც მტკიცებულებების დადასტურებით, დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენდა და, რომლის მიზანიც ჩემი მთავრობის დამხობა, რეგიონში მოსკოვის გავლენის განმტკიცება იყო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კრემლმა ის შედეგი ვერ მიიღო, რომელსაც ელოდა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რომლის ქართულ ვერსიასაც „foreigpress“ აქვეყნებს. წერილში პრეზიდენტი ომის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებზე საუბრობს. „ტრაგიკულია, რომ ჩვენი 410 თანამემამულე, მათ შორის, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ხოლო 1 700-ზე მეტი დაიჭრა. გაერო-ს ლტოვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემების თანახმად, თითქმის 130 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, სახლებიდან გაქცეულიყო, მათ შორის ათობით-ათასი, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ქართულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლებში ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. შეთანხმების დარღვევით, რომელსაც 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი, დაახლოებით, 10 000 რუსი სამხედრო დღესაც საქართველოს ორ რეგიონში რჩება“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. მისივე განცხადებით, ამ ბოლო დღეებში მოსკოვი პროვოკაციული ქმედებების და განცხადებების მთელ სერიაშია ჩართული, რაც გასული წლის შემოჭრის პრელუდიის გამეორებაა. შეთანხმების დარღვევით, რუსეთი ევროკავშირის დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების ნებას არ აძლევს. „მიუხედავად ამისა, საქართველო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები იზრდება, უცხოელი ინვესტორები ბრუნდებიან. მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ გასულ აგვისტოს რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუცი“-ის შემდეგ, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ღრმად კორუმპირებული, წარუმატებელი ქვეყანა დასავლეთის მოკავშირე, თანამედროვე და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოდ გვექცია, ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპული სტანდარტებით იმართება, ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების და თავის მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ერთგულია“, - წერს სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. ინტერნეტ ჯგუფ ''რე-აქციის'' წევრები დღეს რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წლისთავზე, დღეს, ინტერნეტ ჯგუფი ''რე-აქცია'' რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას , სახელწოდებით ~გზა გეორგიევსკის ტრაქტატიდან ოკუპაციამდე’’ გამართავს. როგორც ''ინტერპრესნიუსს'' ჯგუფის წარმომადგენელმა გივი ქარჩავამ განუცხადა, ჯგუფის წევრები ომის წინააღმდეგ გამოდიან და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი ერთობლიად დააფიქსირონ. ისინი დღეს ყოფილ სასტუმრო ~ივერიასთან~ შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას მოაწყობენ. ინტერნეტ-ჯგუფის წევრები გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ათ ისტორიულ სექტორად დაყოფენ. ქარჩავას თქმით, სექტორები დაიყოფა ''გეორგიევსკის'' ტრაქტატიდან მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებამდე. ყოველ სექტორში წარმოდგენილი იქნება, ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. აქციაზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოს ისტორიაში განვითარებული მოვლენები აუდიო-ვიდეო ვერსიით გაიხსენოს. აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია 8 აგვისტოს რუსულ ფაშიმზე გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს მასტი ფაიზაღი ვერ არის კარგად
  6. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია 8 აგვისტოს რუსულ ფაშიმზე გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 გაგვიმარჯვია, მაგრამ მე ბრიყვს რატომ მეგონა, რომ დავმარცხდით
  7. არა, მე ჩემი აზრი გითხარით, თორემ, აბა, მე რა ვიცი, ერთი ალალი კაცი ვარ. იქნებ ამიხსნათ რას გულისხმობთ...liliko
  8. და რა არის ამ გადაწყვეტილებაში საოცარი და მიუღებელი?
  9. 03:00 07/08/2009 МОСКВА, 7 авг - РИА Новости. Российские политические партии и молодежные движения проведут акции и митинги в годовщину грузино-югоосетинского конфликта. Единороссы отнесут цветы Багратиону "Единая Россия" отметит день памяти погибших в Южной Осетии возложением цветов к памятнику великому русскому полководцу Петру Багратиону 8 августа. Багратионы - один из древнейших и знаменитейших родов Грузии, представители которого были армянскими и грузинскими царями. От единороссов возлагать цветы к памятнику Багратиону пойдут заместитель секретаря президиума Генсовета партии Андрей Исаев, потомок Багратиона, руководитель "Багратион-фонда" Ирина Багратиони-Мухранели, певица Диана Гурцкая, а также представители "Молодой Гвардии "Единой России" и члены грузинской и осетинской общин Москвы. ამათზე ფარისეველი ერი არ არსებობს
  10. და თან მსუყე ტყუილები :ena: თუ არ ვცდები გებელსის სიტყვებია: "რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებსო ხალხი"
  11. ვისზე უბნობ...kisa :ena: მივხვდი და ამიტომ დაგინდეთ და აღარ მოგაწექით მწარედ...liliko :ena:
  12. ეკა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 გიორგი ბარამიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ისტორიულ მოვლენად აფასებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. liliko mogzauri არაობიექტურობის და არაადეკვატურობის "არაჩვეულებრივი გამოფენა"
×
×
  • შექმენი...