-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
მაშინ დამრხევია და ეგაა, ჩემო liliko . ასაკგათანგული ვარ უკვე და აწი, ცხოვრების მიწურულს ვაღა შემხვდება ;)
-
http://pic.ipicture.ru/uploads/090810/T6QgvwED62.jpg 16:38 10.08.09 - რუსეთის პატრიარქმა საქართველო აგრესიაში დაადანაშაულა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. „ერთი წლის წინ აგრესიის შედეგად, რომელიც ბოროტმა პოლიტიკურმა ნებამ გააჩაღა, უამრავმა ადამიანმა სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, საქართველოში შვილები დაკარგეს. დაუცველ ხალხს თავს სამხედრო ძალა დაატყდა. ცხინვალში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებები მიხედვით, საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, ამ აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. ბევრი მართლმადიდებელი ქართველი ამ ძმათამკვლელი ომის მონაწილე გახდა და მათაც დადეს თავისი სიცოცხლე", - განაცხადა პატრიარქმა კირილემ პანაშვიდის წინ გამართულ ქადაგებაში. ამ ინფორმაციას „როსიისკაია გაზეტა" ავრცელებს. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53248 ლიცემერი: ხრრრ...თფუ! ესაა ჩემი კომენტარი@კოხორა
-
შეიძლება შეიძლება, უცადი და პირტიტველა ყმა ვარ ჯერ ;)
-
100% სიმართლეს უბნობს
-
15:28 10.08.09 - რუსეთთან ომში საქართველომ ორი პროვინცია და პოლიტიკური წონასწორობა დაკარგა. [მათიას ბრუნი. TELEPOLIS. foreignpress.ge] სოზარ სუბარს ზეპირი საუბარი არ სურს. ის ფოტოებს იმოწმებს. ”შეხედეთ”, ამბობს იგი. სუბარი ”ნოუთბუქს” ხსნის. ეკრანზე ფილმი იწყება. ეს შავ-თეთრი სცენა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ბანკის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. კადრში მანქანა მარცხენა მხრიდან ჩნდება. მას მეორე მოჰყვება, რომელიც პირველს წინ ეღობება და გაჩერებას აიძულებს. მანქანიდან სამი ნიღბიანი მამაკაცი გადმოდის. ერთ-ერთი პირველი მანქანის უკანა, მარჯვენა კარს აღებს. ორს მანქანიდან მამაკაცი გადმოჰყავს და სასტიკად სცემენ. რამდენიმე წუთში ისინი ისევ მანქანაში სხდებიან და ნაცემ მამაკაცს მიწაზე მიწაზე დაგდებულს ტოვებენ. სუბარს თავის პორტატიულ კომპიუტერში ასეთი ბევრი ჩანაწერი აქვს. კადრები ერთმანეთს გავს. ღამით რამდენიმე მამაკაცი ჩნდება. ისინი უმაწყალოდ სცემენ მსხვერპლს. სუბარისთვის მათი ვინაობა უცნობია. თუმცა მან იცის მსხვერპლთა ვინაობა. ისინი მიხეილ სააკაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. ამიტომ სუბარის თქმით, ამ ადამიანებზე სასტიკი თავდასხმების გამო პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ”ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს”, ამბობს იგი. საქართველოში არანაირი პოლიტიკური კონტროლი და წონასწორობა აღარ არსებობს. სოზარი მის ბრალდებებს თავის მოკრძალებულ ოფისში აგროვებს, რომელსაც წინ პატარა ბაღი აქვს. ერთ დროს, როდესაც კავკასიას ბოლშევიკები მართავდნენ, ეს სტალინის დაგეშილი ძაღლის ლავრენტი ბერიას რეზიდენცია იყო. სუბარი - საქართველოს სახალხო დამცველია; ხელფასს სახელმწიფო უხდის, რომ მან ამ უკანასკნელისგან მოსახლეობა დაიცვას. ადამიანის უფლებების დამცველი სუბარი ომის პირველი წლის შედეგებს მისი ქვეყნისთვის ასე აღწერს: საქართველომ წონასწორობა დაკარგა. მასზე ბევრად ძლიერი მეზობლის, რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულმა ხუთდღიანმა კამპანიამ, რომელმაც შარშან აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩააგდო, ეს კავკასიური რესპუბლიკა დაანაწევრა. დღეს რუსული ტანკები ქართულ რეგიონებში დგანან და საეჭვოა ამ ტერიტორიების დატოვებას აპირებდნენ. რუსების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოკიდებლობისკენ ისწრაფვიან. თითქმის ყოველმა მეათე ქართველმა საკუთარი სახლი დაკარგა. ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის ცემა და თვალთავალი დაშვებულია. თავის მხრივ პოლიტიკური ოპოზიცია ერთმანეთში კამათობს. მხოლოდ ეკონომიკა არსებობს, ისიც დასავლური დახმარების წყალობით. ”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია” ლაშა ჟვანია კრიტიკას არ იზიარებს. მარდი პოლიტიკოსი სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. მან, პრეზიდენტის თითქმის ყველა ახლობლის მსგავსად კარიერა ადრე გაიკეთა. 1973 წელს დაბადებული კვალიფიციური იურისტი ახლა ეკონომიკური განვითარების მინისტრია. ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი დაამხო, ერთ წელიწადში ჟვანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე კაცის რანგს მიაღწია. მოგვიანებით ის ელჩად ისრაელში დანიშნეს. ახლო აღმოსავლეთიდან მას წინადადება მოჰყავს, რომლითაც საკუთარი პრეზიდენტის პოლიტიკას ხსნის - ”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია”, ამბობს ჟვანია. ანუ ამ ფრაზის გაგება ასე შეიძლება: საერთაშორისო საზოგადოება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ისევე სერიოზულად უნდა მოეკიდოს, როგორც ახლო აღმოსავლეთისას. და კიდევ ერთი: ორი სახელმწიფოს არსებობა გამორციხულია. ”აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო და მომავალშიც ასეთად დარჩება”, ამბობს მინისტრი. ჟვანიამ სასტუმრო ”მერიოტში” მიგვიწვია. სულ ცოტა ხნით ადრე, ამ სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მთავრობისადმი საქართველოს ოპოზიციის პროტესტის სიმბოლური გამოხატულება - ხელოვნური ციხის საკნები იდგა. დემოსტრანტების რიცხვმა იკლო. ოპოზიცია დაიშალა. ჟვანიამ ”ესპრესო” შეუკვეთა და მის გაგრილებას ელოდება. პერიოდულად ჭიქიდან წყალს სვამს. მინისტრი სწრაფად საუბრობს. მას მოკლე წინადადებები უყვარს. გონივრული იყო თუ არა ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმა? ”ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, თქვა ჟვანიამ. საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიის დემონტაჟს ახდენს? პასუხი: ”მიხეილ სააკაშვილი - კარგი მმართველია, რომელიც ყოველთვის ისმენს რჩევებს”. საერთაშორისო ინვესტიციების ასეთი შემცირება ამ ხუთდღიანი ომის დამსახურებაა? ”ერთ ომზე მეტად უცხოურ ინვესტიციებს პოლიტიკური არასტაბილურობა უფრო ვნებს”, ამბობს იგი. ავტორიტარული რეჟიმის გზაზე ”მერიოტის” გრილი ფოიედან მთა-გორიან საბურთალომდე ავტომობილით ნახევარი საათის სავალი გზაა. ირაკლი ალასანია მოვლენებს სხვაგვარად აფასებს. ალასანია, ბურჯანაძის მსგავსად, ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი კარიერა ჟვანიასას გავს. ალსანიაც 30 წელს გადაცილებულია. ისიც სამართალს სწავლობდა. ”ვარდების რევოლუცია” მისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. სააკაშვილმა ის ჯერ აფხაზეთის ემიგრანტული მთავრობის ხელმძღვანელად, მოგვიანებით კი გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნა. თუმცა, ომმა ქართველი გენერლის შვილს ოპოზიციაში გადასვლისკენ უბიძგა. ალასანია სტუმრებს ოპოზიციური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ახალ შტაბ-ბინაში მასპინძლობს. დიდი სარკმლიდან კარგად მოსჩანს თბილისის ფართო ხედი. მოშორებით, სამების ტაძრის გუმბათი ელავს, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დასრულდა და ის საქართველოს რელიგიური გამოღვიძების სიმბოლოს წარმოაგდენს. ”ალიანსი” დიდწილად კონსერვატიული პოლიტიკოსების გაერთიანებაა. ”ცხინვალის აღების მცდელობა შეცდომა იყო”, ასე აფასებს ალასანია სამხრეთ-ოსურ ქალაქზე განხორციელებულ შეტევას. მთავრობამ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა. სააკაშვილი უბრალოდ ”პოლიტიკური მოთამაშეა”. მის დროს კონსტიტუციაში ცამეტჯერ შეიტანეს ცვლილებები და ყოველ ჯერზე ამ ცლილებების მიზანი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვა იყო. ”სააკაშვილი ავტორიტარული რეჟიმის გზას ადგას”, აცხადებს ალასანია. ირაკლი ალასანია შესაძლოა სააკაშვილის უფრო რეალურ ალტერნატივას წარმოადგენდეს, ვიდრე სადაო ნინო ბურჯანაძე. მას კომპრომისების უნარი და თავშეკავებული რიტორიკა აქვს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სააკაშვილი მაინც ძლიერ ფიგურად რჩება. ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტს თავისი ვიზიტით ივლისში ზურგი გაუმაგრა. ოპოზიციას კი განუცხადა, რომ ამერიკა არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53245
-
‘’მემარჯვენეებმა’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად გიორგი ჭანტურიას დანიშვნა შეაფასეს ’ახალმა მემარჯვენეებმა’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი ჭანტურიას დანიშვნა შეაფასეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღევანდელი გადაწყვეტილებით ღიად ჩამოერთვა საზოგადოებას. ფიქრია ჩიხრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოიყვანა ასევე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც 10-17 ივლისს თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მედიის ნდობის ფაქტორს შეეხებოდა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს თბილისის მასშტაბით ‘’კავკასიას’’, ხოლო ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’-ს 16%, ‘’იმედს’’- 15%, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 %. ‘’ეს ციფრები მიუთითებენ იმაზე როგორ მუშაობდა აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამწუხაროა, რომ სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან ვერც ერთი ვერ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც გაბედავდა და ხმას სხვა კანდიდატს მისცემდა’’, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოაცხადა დემოკრატიის ახალი ტალღა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებს მედიის თავისუფლებაზე, დღეს მოხდა, ის რასაც პროგნოზირებდნენ ექსპერტები. ‘’შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ დღეს დასრულდა პარტიული ნაციონალიზაციის ეტაპი’’, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, ტელეკომპანია ‘’იმედი’’ წართმეულია მისი კანონიერი მფლობელისთვის და მას მართვას გიორგი არველაძე ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი ხელმძღვანელი. ‘’რუსთავი 2’’-ის მფლობელიც არის სახელისუფლებო ძალა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სიმართლეს ჰგავს...machkatela მართლა ძალიან წესიერი კაცია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ჭორი არ არის. ბაჩო ახალაიასთან წესიერი კაცი საერთო ენას ვერ გამონახავს, ჩემო ბატონო ძუკუ -
თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ?! “თვის ბოლოს მთავრობაში ცვლილებაა მოსალოდნელი. “მთელი კვირის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე თანამდებობას დატოვებს, ხოლო მის ადგილს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ და სიხარულიძის გადადგომის მიზეზებსაც ასახელებენ - 5 მაისის მუხროვანის ამბოხი და სიხარულიძის დაპირისპირება თავის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ / დავით სიხარულიძე სამინისტროში არსებულ “ორხელისუფლებიანობას” ვერ შეეგუა. “გელა ბეჟუაშვილს ერთხელ უკვე ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ექსპერტთა ნაწილი მას ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის საუკეთესო თავდაცვის მინისტრად მიიჩნევს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, იმავე ექსპერტთა ცნობით, სწორედ მასთან დაპირისპირების გამო დატოვა შარშან თანამდებობა გაერთიანებული შტაბების უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც მოგვიანებით უწყებაში დააბრუნეს და მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ექსპერტთა თქმით, სიხარულიძემ თავადაცვის სამინისტროში შექმნილ ორხელისუფლებიანობას ვერ გაუძლო, მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს რეალური მმართველი ბაჩო ახალაიაა, რომელიც შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა. “ძალიან ძნელია ამ სახელმწიფო სისტემაში რაღაცას ნორმალურად მოერგო. მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ამაზე უკვე ნახევარი ქალაქი ლაპარაკობს. გელა ბეჟუაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე მეც გავიგე. იცით, ძალიან ძლიერი თავდაცვის მინისტრი რომ ჩამოიყვანო, ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იმასაც კი გაუჭირდებოდა რამეს გაკეთება. ეს პრობლემა ბეჟუაშვილსაც ექნება და ნებისმიერ მინისტრს. როდესაც ბეჟუაშვილი მინისტრის მოადგილე იყო და მე სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, იმ დროიდან ვიცი, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მას და სააკაშვილს. ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარისადმი არის ძირეულად შეცვლილი. ახლა, როდესაც უკმაყოფილება გაჩნდა სამხედროებში, საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ჯარს. ჯარი მათთვის არასოდეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტი. მათთვის ჯარი ყოველთვის იყო პირადი ხელისუფლების განმტკიცების ინსტიტუტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106313.html ლიცემერი: უზერებო, როგორ ფიქრობთ, მორიგი ჭორია ?
-
‘’ლეიბორისტების’’ მტკიცებით, სააკაშვილმა საქართველოს 7 მლრდ ლარის ოდენობით ვალი აჰკიდა ‘’ლეიბორისტების’’ მტკიცებით, სააკაშვილმა საქართველოს 7 მლრდ ლარის ოდენობით ვალი აჰკიდა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა. მისი თქმით, გაღატაკებულ ქვეყანაში მილიარდიანი ღირებულების საპრეზიდენტო რეზიდენციის ამშენებელმა სააკაშვილმა ქვეყანას 7 მილიარდის ოდენობით ვალი აჰკიდა. ‘’5 მილიარდი საგარეო ვალია, ხოლო დანარჩენი კი შიდა ვალი ბანკებისა, რაც ყაჩაღების დასვენებასა და გართობას მოხმარდა’’, -აღნიშნა გუგავამ. ‘’ლეიბორისტები’’ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსახლეობას გართობის ხარჯზე ნუ აღარიბებენ. გუგავა მიმართავს მსოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს დაინტერესდნენ თუ რას ხმარდება ვალად აღებული თანხები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლეიბორისტები თავის სტიქიაში არიან
-
1000% Saturn :maladec:
-
მაგას რა დამავიწყებს...mogzauri
-
გიორგი ჭანტურია პირობას დებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია პირობას დებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდება. ამის შესახებ გიორგი ჭანტურიამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე არჩევით მას საშუალება ეძლევა, გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია და რაც უსწავლია. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში ახალი ფორმატით, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან გავა. ახალი გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთი ორი გადაცემა დარჩება ისიც ის, რომელიც მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელია, სხვა ყველაფერი იქნება აბსოლიტურად ახალი. გიორგი ჭანტურია პირობას დებს, რომ მისი არჩევის მომენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ზეწოლას და გავლენას ვერ მოახდენს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 კარგი იუმორის გრძნობა აქვს
-
14:38 10.08.09 - ზვიად ქორიძე: სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მანკიერების შენარჩუნება არჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში მონაწილე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ გიორგი ჭანტურიას დირექტორის პოსტზე არჩევით სამეურვეო საბჭომ არხისთვის ძველი მანკიერების შენარჩუნება არჩია. როგორც ქორიძემ განაცხადა, მისთვის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო. „ყოველთვის ვამბობდი, რომ საბჭოს წინაშე იდგა გამოწვევა. მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ყველაფერი მანკიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში და არ შეეცვალა, ან პირიქით დაეწყო ცვლილებების ხანა. სამეურვეო საბჭომ, რა თქმა უნდა, ძველი მანკიერების დატოვება ამჯობინა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53231
-
14:05 10.08.09 - საქართველოში იაპონიის საკონსულო ამოქმედდა საქართველოში იაპონიის საკონსულო ამოქმედდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „იაპონიის საკონსულო საქართველოში იაპონიის საელჩოსთან გაიხსნა და 3 აგვისტოდან ფუნქციონირებს. საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, იაპონიაში გასამგზავრებელი ვიზები მიიღონ", - განაცხადა კაპანაძემ. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53226
-
10:30 / 10-08-2009 "რუსეთი საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება" აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების წლისთავმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლიზმის კასკადის თანხლებით ჩაიარა - ქართველებისთვის უჩვეულო ორგანიზებულობით დაინთო უამრავი საპროტესტო კოცონი, აეწყო ცოცხალი დროშა და სხვ. ცხადია, პროტესტის გამოთქმის უფლება შეუზღუდავია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება იგი. სხვა საკითხია ისიც, ყველას გვაქვს თუ არა გაცნობიერებული შედეგის საჭიროება - სხვადასხვა საპროტესო აქცია იმით დაგვირგვინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს რუსულ ფაშიზმზე გამარჯვების დღედ დაწესება მოითხოვა. სიტყვებზე - "რუსული" და "ფაშიზმი" არ ვკამათობთ, სადავო "გამარჯვებაა". თუ ეს ასეა, მაშინ ან პროტესტი, ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია რაღა საჭირო იყო, გამარჯვებულებს ხომ არაფრის აღდგენა არ სჭირდებათ, ბრძოლისას დახარჯული ენერგიის გარდა... ვლადიკავკაზში ჩასული რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობდა, ველიკოდერჟავული იერი შეენარჩუნებინა, თუმცა ამხანაგი მედვედევის ამგვარი ხელოვნურობა ღიმილის მომგვრელი იყო. როგორც ჩანს, კრემლში "გაღმა შედავების" პოლიტიკა ამჯობინეს - სარკოზისადმი მიწერილ უსტარში მედვედევი მადლობას იხდის... თბილისელი ავანტიურისტების შეჩერების გამო. ალბათ იმიტომ, რომ ეს "ავანტიურისტები" დასავლეთ ევროპას დროულად რომ არ შეეჩერებინა, მოსკოვს აიღებდნენ... გასულ კვირას, ერთი წლის წინ დატრიალებული მოვლენების მიზეზებსა და გარემოებებზე ბევრი ითქვა, ამიტომაც პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე დავიწყეთ: - რამდენად რეალურია კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დამშვიდების შანსი? - გააჩნია ჩვენ, საქართველოს რას მოგვიტანს ეს "ვითარების დამშვიდება"... თუ რუსული გავლენისა და რეალური მმართველობის ქვეშ ისე დამშვიდდა და დაწყნარდა ვითარება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყოველგვარი შანსი დავკარგეთ, ამგვარი მშვიდობა სიკეთეს არ მოგვიტანს. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ ამ რეგიონებში ომი და არეულობა გვჭირდება და არა სიმშვიდე. ალბათ, უფრო თქვენი კითხვის შინაარსს შევცვლიდი და საკითხს ასე დავაყენებდი - არის თუ არა ვითარების მოგვარებისა და დარეგულირების ისეთი შანსი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ შეილახოს. რა თქმა უნდა, შანსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან აგვისტომდე იყო, მაგრამ არა ნულოვანი. ამასთანავე ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთმანეთისგან განსხვავებულია - შარშან აფხაზეთში ომი არ ყოფილა, ცხინვალში კი სისხლი დაიღვარა. ამდენად, სამხრეთ ოსეთის პრობლემა აფხაზეთთან შედარებით შარშანდელზე ბევრად უფრო გამწვავდა. რაც შეეხება ერთ საკითხს - ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ალბათ უფრო უნდა გამიჯნოს, განასხვავოს და განაზოგადოს, ვისთან გვაქვს საქმე. თუ საქმე გვაქვს რუსეთთან, მაშინ მასთან მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ. მოლაპარაკებაში არ ვგულისხმობ, რომ სასწრაფოდ რუსეთს უნდა ჩავეხუტოთ, მაგრამ საურთიერთობო გზების მოძიება რომ აუცილებელია, ცხადია. რა გზები უნდა გამოიძებნოს, ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუ სეპარატისტების სახით სრულ მარიონეტებთან გვაქვს საქმე და ყველაფერს რუსები გადაწყვეტენ, შემდეგ ცხინვალსა და სოხუმს კრემლი ფაქტებს დაუდებს წინ, მაგრამ ის, რაც ბაიდენმა თქვა და მოგვიანებით ჩვენებმა დამჯერი მოწაფეებივით გაიმეორეს - კონფლიქტურ რეგიონებს ვთავაზობთ ფართო ავტონომიას, ფედერაციის სუბიექტობასო და სხვ., იმაზე მეტყველებს, რომ ცხინვალისა და სოხუმის სახით მთლად მარიონეტებთან არ უნდა გვქონდეს საქმე. რაკიღა მათ რაღაცას ვთავაზობთ, ბაიდენის მოწოდებით იქნება ეს თუ მის გარეშე, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ სამუშაო ვერსიად მაინც უშუალოდ სეპარატისტებთან ურთიერთობას განვიხილავთ. იმაზე ლაპარაკი, რომ ესენი მხოლოდ მარიონეტები და შემსრულებლები არიან, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი მგონია. ყველა მომენტი კარგად უნდა განვსაზღვროთ და გავიაზროთ - რა არჩევანს ვაკეთებთ, უფრო სწორად, როგორია სინამდვილეში ვითარება, რადგან სამწუხაროდ, არჩევანი არცთუ ფართო გვაქვს. რეალობის მიხედვით უნდა ავირჩიოთ სამოქმედო გზა, რომლის მეშვეობითაც კონფლიქტებს მოვაგვარებთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ... არსებული რეალობის გამომხატველია, თანაც არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ვლადიკავკაზში ჩასული მედვედევის განცხადებაც - რომ რუსეთი უკან აღარ დაიხევს და რომ მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა შარშან აგვისტოში... - აგვისტოში "უკან დახევაში" ალბათ იმას გულისხმობდა, რომ თბილისისკენ წამოსული რუსული ჯარები სადღაც შეჩერდნენ? - როგორც ჩანს. თუმცა მეორე მხრივ, იმავე რუსეთის 58-ე არმიის სარდალმა, ხრულოვმა კატეგორიულად განაცხადა, რომ რუსული ჯარები თბილისში შესვლას არ აპირებდნენ და რომ ეს მტკნარი სიცრუეა... ასეა თუ ისე, მედვედევი გასულ თვეებთან შედარებით, აგვისტოს მოვლენების წლისთავზე, საკმაოდ რიხიანად გამოიყურებოდა. მან წერილითაც მიმართა სარკოზის და მადლობა გადაუხადა თბილისელი ავანტიურისტების დაშოშმინებისთვის... - ეტყობა, რუსეთს საერთაშორისო რეაქცია აღარ აშფოთებს. - ვფიქრობ, რუსეთი არც შარშან უფრთხოდა ამ რეაქციას. ეჭვი მეპარება, რომ ცხინვალში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გაშლამდე მოსკოვმა წინასწარ, შესაბამისი სიგნალები არ დაუგზავნა დასავლეთის ქვეყნებს. ცხადია, ამ სიგნალებში დეტალურად არ იქნებოდა აღწერილი, კონკრეტულად რას და როდის აპირებდა რუსეთის გენერალური შტაბი, მაგრამ სავარაუდო მოქმედებაზე ნამდვილად მიანიშნებდნენ... ეს არც იმას ნიშნავს, რომ 7 აგვისტომდე დასავლეთმა და რუსეთმა მოილაპარაკეს და ცხინვალის ბედი გაარკვიეს, მაგრამ დასავლეთის შესაძლო რეაქციაზე რუსეთს იმ დროისთვის ნიადაგი უკვე მოსინჯული ჰქონდა. შეუძლებელია კრემლს ეს არ გაეკეთებინა - ამას მხოლოდ ბრიყვი თუ ჩაიდენდა. ვიძახოთ, რუსები ბრიყვები არიან და ჟანგიანი ტანკები ჰყავთო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე... მოსკოვში, ასე თუ ისე, აგვისტომდე, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ უკვე "აზრზე იყვნენ", რა რეაქცია მოჰყვებოდა მათ შეტევით ოპერაციებს საქართველოზე. მედვედევის რიხიანობის მიზეზი "შიდა მოხმარება" გახლავთ - ეს "რიხი" ნაწილობრივ რუს ამომრჩეველზე იყო გათვლილი, ნაწილობრივ კი უცხოეთზე, - ჩვენ მაინც ჩვენსას მივაღწიეთო. და მართლაც - რუსებმა სამხედრო გამარჯვებას მიაღწიეს, ამჟამად კი ამ გამარჯვების პოლიტიკურ კაპიტალში გადაყვანის პროცესი მიმდინარეობს. რითი დამთავრდება ყველაფერი, ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რუსეთი დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესში მარტო არ დარჩეს. ამგვარი მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია, მაგრამ რუსეთი კარგად აცნობიერებს, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ამისთვის მზად არის. ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უაღრესად რთული და ხანგრძლივია და იმ შემთხვევათა რიგს არ მიეკუთვნება, როცა სახელმწიფოს სწრაფი წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს. - ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიმომხილველები იმედოვნებდნენ, რომ რუსულ-ამერიკული კონფრონტაცია კონსტრუქციულ ფარგლებს დაუბრუნდა, ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესის დაწყებაზე მაინც არ ყოფილა კამათი. როგორც გასული კვირის მოვლენებმა გვიჩვენა, მთლად ასეც არ არის საქმე - გავიხსენოთ თუნდაც რუსულ სუბმარინებთან დაკავშირებული ამბავი... - გააჩნია, რაშია თანხმობა და რაში - უთანხმოება. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებისა და უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ რაღაც საკითხები ყოველთვის რჩება მოუგვარებელი. არც ერთ მხარეს არ დაუმალავს, რომ ამჯერად ასეთი საქართველოს საკითხი იყო. მართალია, მოილაპარაკეს ავღანეთის, ბირთვული განიარაღების შესახებ, შესაძლოა, საერთო მოსაზრებები არსებობდეს ირანთან დაკავშირებითაც, მაგრამ არსებობს აბსოლუტურად შეუთანხმებელი საკითხიც და ეს არის საქართველო... ამერიკის საზღვაო აკვატორიის სიახლოვეს რუსული სუბმარინების გამოჩენის ფაქტი თვითონ რუსებსაც არ უარუყვიათ. საქმე ის არის, რომ რუსეთი ცდილობს, თანდათან მოიკრიბოს ძალა და გლობალური პოლიტიკის სრულფასოვანი მონაწილე თუ მოთამაშე გახდეს... - რამდენად რეალურია, ასეთ პირობებში გლობალური პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანობას დაუბრუნდეს? - ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ვგულისხმობ... - რუსეთი ჯერჯერობით მეორე პოლუსად ვერ გამოდგება. ეს უფრო რუსეთის შიდა "პიარის" თემაა, ვიდრე რეალობა. პუტინსა და მედვედევს სურთ, რუს ხალხს დაუმტკიცონ, რომ რუსული ველიკოდერჟავობა კვლავაც ცოცხალია, რომ რუსეთი ძალას იკრებს და სხვ. ამ დუეტში, თუ ამერიკა იქნება ერთი პოლუსი, რუსეთი მეორედ ვერ გამოდგება. თუკი ზოგადად, გლობალურ პოლიტიკაში მეორე პოლუსის ჩამოყალიბება დადგება დღის წესრიგში, ამ ამპლუაზე რუსეთზე ბევრად მეტი შანსი ჩინეთს ექნება. - ბოლო დროს რუსეთის მუქარასა და განცხადებებს, საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ლაკონიური პასუხი გასცა - ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის საქართველოსაცო... - რასაკვირველია, ასეც არის. როდესაც რუსეთი ემბარგოზე ლაპარაკობდა, გულისხმობდა საბჭოთა ან რუსული წარმოების შეიარაღების მიწოდებას საქართველოსთვის. როგორც ჩანს, კრემლს საამისო ბერკეტები, ლიცენზიისა თუ სხვა რამის სახით კვლავაც აქვს. სხვა მხრივ, ის საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება - ვერც მორალურად და ვერც იურიდიულად. იარაღის ბაზარი ისეთივეა, როგორიც სხვა პროდუქციის ბაზარი. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, იქ ყველა ქვეყანას შეუძლია გავიდეს და შეიძინოს, რაც სურს. ერთადერთი დაბრკოლება თუ Uშეზღუდვა ამ შემთხვევაში საერთაშორისო კონვენციებია, რომლებიც ზოგიერთი სახის იარაღის ყიდვა-გაყიდვას და მასობრივ მოხმარებას კრძალავენ. ეს არის და ეს. სხვა რამ შეზღუდვა, რასაც რუსეთი შეიძლება დაეყრდნოს, არ არსებობს. - რაც შეეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას: შეიძლება თუ არა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოჩენა პოლიტიკური კონსოლიდაციის დასაწყისად ჩაითვალოს? პრეზიდენტის რეზიდენციაში საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ირაკლი ალასანია, კოკო გამსახურდია და აკაკი ასათიანიც მივიდნენ... - ეს ძალიან რთული საკითხია. მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ალასანიას გამოჩენა იყო. ნუ მიწყენს ნურავინ, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ის გახლავთ - ამას სარწმუნო გამოკითხვები ადასტურებს. ახლა რაც შეეხება ფაქტს: შეიძლება ითქვას, რომ ეს ბეწვის ხიდზე გავლაა, რადგან ოპოზიციურ ლიდერს შესაძლოა რეიტინგის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მეორე მხრივ, როდემდე უნდა გაგრძელდეს სიტუაცია, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ორი ყოჩივით, პერმანენტულად, შუბლებით ეჯახება ერთმანეთს და მხოლოდ ტკაცანი ისმის. ვფიქრობ, რომ ამ სხდომებში დამსწრის რანგში მონაწილეობა ურიგო არ არის, ეს სასარგებლოა ოპოზიციისთვისაც. მთავარია, ოპოზიცია ისე მოიქცეს, ალასანიას ვგულისხმობ, რომ სწრაფად მოპოვებული რეიტინგი არ დაკარგოს. სხვათა შორის, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საჯარო დასწრება უფრო გამართლებულად მიმაჩნია, ვიდრე ოპოზიციის ფარული და საიდუმლო შეხვედრები ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, რომლის არც თემა ვიცით და შედეგებიც გვიან ჩნდება, თანაც იმედის მომცემი არაფერია... ასე რომ, ფაქტი მისასალმებელია, თუმცა გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ, თორემ მათი რეიტინგი დაეცემა. - რამდენად შედეგის მომტანი იქმნება ოპოზიციისთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ან არმონაწილეობა? - თუ ეს არჩევნები ისევე ჩატარდა, როგორც აქამდე ტარდებოდა და ამის დიდი ალბათობაა, მე ამ არჩევნებში ვხედავ მახეს ოპოზიციისთვის, რომელიც საარჩევნო პერიპეტიებში გადაეშვება, მონაწილეობას მიიღებს და რა თქმა უნდა, დამარცხდება. - არსებობს კი დღეს რესურსი, რომ ეს არჩევნები ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდეს? - ერთადერთი რესურსი, რაც ამ არჩევნების რეალურად ჩატარებისთვის არის საჭირო, პოლიტიკური ნება გახლავთ. ეს კი დღესდღეობით მხოლოდ იმაში შეიძლება გამოიხატებოდეს, რომ რომელიმე რეგიონში ხელისუფლებამ დათმოს და პირველ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენელი დასვას და ისევე მიაწეროს ხმები, როგორც თავისთვის მიიწერს მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ საქართველომ დემოკრატიის ნიშნით წინ წაიწია. დღევანდელ რეალობაში კონკურენტული პოლიტიკური ბრძოლა ამ პირობებში შეუძლებელია. ”კვირის პალიტრა”
-
ხან უნდათ, ხან-არა, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც აწყობთ ისე მღერიან...DATA TUTASXIA :naushnik:
-
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2009 10 / 08, 2009 11:13 რუსები აფხაზეთის საბოლოოდ რუსიფიკაციას სომხების, ადიღეელებისა და კაზაკების ჩასახლებით იწყებენ “დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი საქართველო და ქართველი ხალხი კი არა, ტერიტორიაა. მათ სურთ, საქართველო იყოს მათი გავლენის თუ კონტროლქვეშ და აქ ბაზები განათავსონ. ასევე არ აინტერესებს ოსი და აფხაზი ხალხი რუსეთს. მისთვისაც ტერიტორიაა მთავარი. ასეთ ვითარებაში კი ჩვენი - ქართველების, აფხაზებისა და ოსების ეთნორესურსი ნადგურდება. თუ არ შენარჩუნდა ის ეთნორესურსი, რაც არსებობს ამ რეგიონებში, ამ ტერიტორიებს სხვები დაეპატრონებიან. ამის დამადასტურებელი ნიშანი უკვე ჩანს აფხაზეთში. 10-12 წელიწადში იქ აფხაზები აღარ იქნებიან და ეს მიწა დაკარგული იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც. ჯერჯერობით ამხელა საფრთხე არ ემუქრება ქართველ და ოს ეთნოსს, მაგრამ თუ პროცესები ძველებურად გაგრძელდა, ეს საფრთხე რეალური გახდება”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართველების, აფხაზებისა და ოსების ეთნორესურსი ნადგურდება” / “ბაღაფშის ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, სამძიმარიც კი შეიძლება ვუთხრათ” / “თრუსოს ხეობის თავზე შავი ღრუბელი მოგროვდა”. “აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ ყაბარდოელების მობილიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები იყვნენ ძმები ტაჰირ და ასმან ბაჟოვები, იმ ესკადრილიის წევრები, რომელსაც ავღანეთის ომის დროს, შემდგომში რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი, რუცკოი ხელმძღვანელობდა. ამავე ესკადრილიაში იყო სოხუმელი ქართველი სლავიკ ჯაბუა, ძმები ბაჟოვების მეგობარი. სლავიკ ჯაბუა აფხაზეთის ომში დაიღუპა. როდესაც ბაჟოვებს გაუგიათ, ჩვენი მეგობარი ფრონტის მეორე მხარეს იბრძოდა და დაიღუპაო, ბრძოლისთვის თავი გაუნებებიათ... ბაჟოვები დღეს კრასნოდარში მუშაობენ, გუბერნატორმა ტკაჩოვმა მათ დაავალა იმ ყაბარდოელებისა და ადიღელების მობილიზება, რომლებსაც აფხაზეთში ცხოვრება უნდათ. ძმებმა ბაჟოვებმა თავი ვალდებულად ჩათვალეს, ეს ქართული მხარისთვის შეეტყობინებინათ, რაც ნამდვილად ვაჟკაცური საქციელია... ადიღელებს მოუთხოვიათ, თუ აფხაზეთში გადმოვალთ, მიუსერაში დაგვასახლეთო, რაზეც რუსებისგან კატეგორიული უარი მიუღიათ. მიუსერა რუსებისთვის საუკეთესო ლუკმაა და როგორ გაიმეტებენ? ადიღელებს გულრიფშის რაიონი გამოუყვეს, ოღონდ ზღვისპირა ზოლი კი არა, სიღრმეში, მთისკენ. ოჩამჩირის რაიონის მიტოვებული ქართული სოფლები კი კაზაკებისთვის არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სოხუმსა და გაგრას, რუსები ამ ტერიტორიას არავის დაუთმობენ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “ბაღაფშს არავინ არაფერს ეკითხება. ის რუსულ პრესაში უკვე ანტიაფხაზურ განცხადებებს აკეთებს, რაკი ბოლო ომში რუსეთმა დაგვიცვა, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთო. ასეთი რამის თქმა აქამდე ბაღაფშს არ უკადრებია. აფხაზები ხვდებიან, რომ ძალზე მძიმე დღეში ჩაიგდეს თავი, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ხედავენ. მით უმეტეს, საქართველოდანაც არ ჩანს ნიშანი, რომ მათთვის რამე შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ბაღაფშის ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, სამძიმარიც კი შეიძლება ვუთხრათ. ერთი მხრივ, ოპოზიცია აუმხედრდა, მეორე მხრივ კი რუსეთისგან არის არნახული ზეწოლა. მეეჭვება, ამას ბაღაფშმა გაუძლოს. გალის მოსახლეობას რომ აიძულებენ, აფხაზური პასპორტები აიღოს და აფხაზეთის მოქალაქეებად ჩაეწეროს, ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბაღაფშს ამ შემთხვევაში ამოძრავებდეს მიზანი, გაზარდოს თავისი მომხრე მოსახლეობა აფხაზეთში. ახალი კანონით ნებისმიერ რუს მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. რეალური საშიშროებაა, რომ აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი აფხაზი არ იყოს. ამიტომაც ცდილობს ბაღაფში მის მიმართ ლოიალურად განწყობილი გალის მოსახლეობის მდგომარეობის შეცვლას. ბაღაფშის არჩევისას კანონის დარღვევით მონაწილეობდნენ არჩევნებში გალელები, რადგან არ ჰქონდათ აფხაზეთის პასპორტები და ბაღაფშს ფორმა N9-ის საფუძველზე მისცეს ხმა”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “დღეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა დისკრიმინირებულია. Oოქტომბრის რევოლუციამდე მოსახლეობის აღრიცხვის დოკუმენტში იყო გრაფები: ქართველი, მეგრელი, სვანი. საბჭოთა დროს ეს გრაფები გაუქმდა და 2003 წლის არჩევნებში ისევ გაჩნდა. 2003 წლის აღწერით გალის რაიონში არის 27 ათასი ქართველი და 1400 მეგრელი. სინამდვილეში, ყველა მეგრელია, მაგრამ მხოლოდ 1400-მა კაცმა დაასახელა თავი მეგრელად. ეს ტენდენცია გრძელდება კოდორშიც. გამუდმებით გაისმის სეპარატისტებისგან მოწოდება, კოდორის ხეობის სვანები უკან დაბრუნდნენ და ყველა პირობას შევუქმნითო. ქართველებს მათ განგებ არ უწოდებენ. ვფიქრობ, კოდორშიც უნდა დაბრუნდნენ ქართველები და აფხაზეთის მოქალაქეობაც უნდა მიიღონ გალის მცხოვრებლებმა. თბილისში ამას ღალატად აღიქვამენ, მაგრამ სამომავლოდ აფხაზეთში დასაბრუნებლად გამოგვადგება. ეს იქნება ქართული რესურსი აფხაზეთში. ეს ხალხი არ უნდა მივატოვოთ. თუ კოდორშიც არ დაბრუნდნენ, იქ ჩრდილოკავკასიელებს ჩაასახლებენ და კოდორიდან მათ განდევნას საუკუნე დასჭირდება”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი. “შესაძლოა, კოკოითის პრეტენზია თრუსოს ხეობაზე მართლაც გახდეს კონფრონტაციის საბაბი. სამხრეთ ოსეთის ავტონომია უმნიშვნელოვანეს ხეობებს კეტავს. მამისონის უღელტეხილი საბჭოთა რუკების მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში შედის. ასევე უცნაურად არის შეჭრილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი საჩხერის რაიონში, პერევთან. ამ პრინციპითაა შედგენილი რუკა აღმოსავლეთის მიმართულებითაც, - თრუსოს ხეობის მიმდებარე ტერიტორია სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია, ასევე მლეთის მარცხენა კალთაც. არადა იქ ერთი ოსიც აღარც ცხოვრობს, შარშან, აგვისტოში, ყველა გავიდა, მაგრამ თუ ლარსის გადასასვლელი გაიხსნება, ყველა უკან დაბრუნდება. მათ საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და მათი დაბრუნებით ახალი დილემა გაგვიჩნდება. საგულისხმოა, რომ თრუსოს ხეობის მცხოვრებთ ვლადიკავკაზში ფული დაურიგეს დანგრეული სახლ-კარის აღსადგენად, მაშინ, როცა სახლები უვნებელია. ეს იცის ფულის გამცემმაც და ამღებმაც, მაგრამ ამით ხალხს აქეზებენ, უკან დაბრუნდითო. ასე რომ, თრუსოს ხეობის თავზე შავი ღრუბელი მოგროვდა და თუ დაიკავეს ოსებმა, საქართველოს სამხედრო გზა გადაიჭრება და ყაზბეგის რაიონი საქართველოს მოსწყდება”, - აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - “რუსულ სამხედრო ელიტაში გახმიანებული მოსაზრება მეორე საომარ კამპანიაზე, რამდენად არის საფრთხის შემცველი?” - პასუხობს: “არის ვარაუდი, რომ კამპანია 12-დან 15 აგვისტომდე დაიწყება. სამხედრო დაპირისპირება დღეს მხოლოდ კოკოითის სჭირდება, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია აგვისტოს ომის “გმირებთან” ურთიერთობის გაფუჭებისა და კორუფციის გამო. კოკოითის გამუდმებით ტანჯავს ეჭვი, რომ ალბერტ ჯუსოითით ჩაანაცვლებენ და ამიტომაც შეაჩერებინა ცხინვალის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა, რომელსაც ჯუსოითი ხელმძღვანელობდა. კოკოითიმ შიშის გამო დაითხოვა მთავრობაც. როგორც ჩანს, ლუდვიგ ჩიბიროვის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტი) კლანი ისევ ძლიერდება. ახალ პრემიერად ჩელიაბინსკელი რუსი ბროვცევი დაინიშნა, რომელიც ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟის უახლოესი მეგობარია. ბოლო დღეებში ისევ გაიყვანეს ცხინვალიდან ბავშვები, თუმც კოკოითის ოფიციალურად არ გამოუცხადებია ევაკუაცია. პარალელურად იარაღის ჩაბარების კამპანიაც წამოიწყო. ამასობაში ახალგორში ჩეხოევი და ბარანკევიჩი (კოკოითის მთავრობის ექსმინისტრი) კოკოითისთან საბრძოლველად ემზადებიან და მომხრეებს რაზმავენ.... ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ყველაზე უკეთ მოიქცევა, თუკი მშვიდად იქნება და სააკაშვილი ნაკლებს ილაპარაკებს საქართველოდან 58-ე არმიის დამარცხებასა და გაგდებაზე. ვიცი, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველი ძალოვნები ძალის დემონსტრირებას ახდენენ (ამ საკითხზე მეტს არ ვილაპარაკებ), მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება? შესაძლოა, ეს გამართლებულიც იყოს, მაგრამ ძალზე სახიფათო თამაშია”. “რა კარგი იყო მაშინ, ომამდე არა?” - ასე დაიწყო ეროვნებით აფხაზმა ქალბატონმა საუბარი, რომლის მეუღლე გუდაუთის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. როგორც ის ამბობს, აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა, განსაკუთრებით მძიმეა კრიმინოგენური ვითარება. გარდა ამისა, ამბობს, რომ აფხაზეთში ნადგურდება ის, რაც აფხეზებს ყველაზე მეტად უყვართ - ბუნება, ინფრასტურუქტურა რა რაც მთავარია ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი - კრასნოდარის გუბერნატორის გადაწყვეტილებით აფხაზეთში ადიღეელებისა და კაზაკების ჩამოსახლება იგიგმება, მთელი აფხაზეთი ზონებადაა დაყოფილი და ჩრდილო კავკასიაში უკვე გადასახლების მსურველთა სიებს ადგენენ.”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით აფხაზეთის რუსიფიკაცია დაიწყო / გულრიფშის რაიონს ადიღეელებით “შეავსებენ”, ოჩამჩირეს კი კაზაკებით. “ყველაზე მეტი გავლენა აქვთ სომხებს. მთელ აფხაზეთს არიან მოდებული. ყველაზე მეტი სომეხი გაგრაში ცხოვრობს. ხშირია კონფლქტი აფხაზებსა და სომხებს შორის, სხვათა შორის, ადგილობრივი რუსებიც კი კონფლიქში არიან სომხებთან. როგორც კი საკურორტო სეზონი დაიწყება, გარეთ გამოსვლა საშიში ხდება. ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს აფხაზეთს. ჩემმა ქმარმა თქვა, ვისაც ვიჭერთ, უმრავლესობა სომხეთიდან და კრასნოდარიდან არიან ჩამოსულებიო. ეს არაა ის აფხაზეთი, რომელიც ადრე იყო. სულ სხვა ვითარებაა და ამის ახსნა მიჭირს. ხალხი მოძრაობს, დამსვენებლებიც ჩამოდიან, მაგრამ მაინც არაა ისეთი ვითარება, როგორიც უნდა იყოს. ბევრი აფხაზისგან გამიგია, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრება კარგი იყო. მაგარამ ომის შიში მაინც არის.. ჩვენთან ამბობენ, რომ ომი გარდაუვალიაო. ძალიან მინდა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. მე ყველა ჩემი ქართველი მეზობელი თუ ნაცნობი მენატრება” - აღნიშნავს გამოცემის კორესპოენდენტთან საუბრისას აფხაზი ქალბატონი. “ჩვენი ინფორმაციით, მიზანმიმართულად ხდება ჩრდილოეთ კავკასიელების ჩამოსახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. სოხუმის რაიონში სომხებისა და ჩრდილოკავკასიელების ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს. ახალდაბის ტერიტორიაზე თურქები დომინირებენ, ხოლო გაგრის რაიონში სომხები და აგრეთვე დიდი რაოდენობით ადიღეელებია ჩამოსახლებული. ოჩამჩირეში კი ნოვგოროდიდან ოკუპანტები კაზაკების ჩამოსახლებას აპირებენ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აფხაზები საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებიან, ვინაიდან რუსიფიკაციის პოლიტიკა აფხაზეთიდან აფხაზი ეთნოსის საბოლოო განდევნას ისახავს მიზნად, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106313.html
-
რამზან კადიროვი: ”რუსეთის ფედერაციასთან ხუმრობის საშუალებას არავის მივცემ” 2009 წლის 09 08, კვირა - 23:02 ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი, აცხადებს რომ მისი იდეალი ვლადიმერ პუტინია. - ” მე მიყვარს პუტინი. მე მას პატივს ვცემ. თუ საჭირო იქნება, პუტინისთვის სიცოცხლესაც გავწირავ. პუტინი ჩემი იდეალია. მინდა რომ იგი რუსეთის ფედერაციის სამუდამო პრეზიდენტი გახდეს.” - აცხადებს კადიროვი. ”რადიო თავისუფლება” - სთვის მიცემულ ინტერვიუში კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთზე თავდასხმის უფლებას არავის მისცემს. რამზან კადიროვი: ”ჩვენ დავიცავთ რუსეთს! ჩვენ ვალდებულები ვართ რუსეთი დავიცვათ. რუსეთის ფედერაციასთან ხუმრობის საშუალებას არავის მივცემ. თუ კავკასიის ქვეყნების დაცვა, როგორც რუსეთის მეზობლის, საჭირო გახდება მზად ვარ რუსეთთან ერთად ვიომო! http://fact.ge/news.aspx ამის მარიონეტი დედას ######