-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უნდა დაიწყოს? ამ გეგმის ქართველ მარიონეტებს კი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლის დავალებას შეასრულებენ, ჯილდოდ “ხელისუფლება” ერგებათ, ოღონდ ახალი ხელისუფლება დაქვემდებარებული იქნება რუსულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე. რუსული პოლიტიკის ქართველ პაიკებად განიხილებიან ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება. კრემლის ინტერესების არეალში არიან: ბურჯანაძე-ბიწაძე, ფორუმი, ლეიბორისტები, თემურ შაშიაშვილი და მისი “თეთრები”, ტრადიციონალისტები, გრეჩიხები და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატორები... რუსული გეგმის მიხედვით, ქართულმა პრორუსულმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ წყენა ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ დიდი რუსეთის ბოროტი ზრახვების შესასრულებლად. კრემლის ახალი ანტიქართული გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი საგარეო კურსის შეცვლა და ქვეყნის რუსეთიზაციაა. კრემლისა და ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინტერესები კი ერთმანეთს ემთხვევა. თუ კრემლის მიზანი საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა, ქართული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების დამხობა აქვს განზრახული. ოპოზიციის ამ ნაწილის დევიზი დაახლოებით ასეთია: ოღონდ ეს ხელისუფლება არა და, თუ გინდა, წყალსაც წაუღია საქართველოს ნაციონალური ინტერესები. სექტემბრამდე კი არც თუ დიდი დრო რჩება. მართალია, ზემოთდასახელებული პარტიები კატეგორიულად უარყოფენ კრემლთან რაიმე ღია თუ ფარულ კავშირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თავის დროზე გაჩეჩილაძე-გამყრელიძის დუეტიც უარყოფდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ ქართველებთან კავშირს, მაგრამ “ბერლინის ჩანაწერმა” ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. რა მოხდება სექტემბერში? პოლიტილოგების აზრით, საზოგადოებას აქვს არჩევანი – ან კრემლის მიერ მართული პოლიტიკოსების მოწოდებების ატაცება, ან ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა საქართველოს ჟირინოვსკიზაციაზე. ან ბურჯანაძე-ბიწაძისთვის “თავისი ადგილის მიჩენა” ან ანზორ ბურჯანაძის ეპოქაში დაბრუნება. http://droni.ge/?article_id=63&lang=geo ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?
-
ცხინვალის რეჟიმმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი არ შეუშვა 11 / 08, 2009 19:04 ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპოლუსი არ შეუშვა, - ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება. ხრისტოპოლუსი დე-ფაქტო რესპუბლიკაში ეუთო-ს მომავალი საქმიანობის საკითხების განსახილველად დღეს უნდა გამგზავრებულიყო. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ხრისტოპოლუსი ე.წ. საზღვრამდე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ტრანსპორტით მივიდოდა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი რუსეთში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ავტომობილით გადავიდოდა. თუმცა, ჩოჩიევის განმარტებით, გუშინ საღამოს გაირკვა, რომ რუსეთში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ტრანსპორტი ჩასვლას ვერ შეძლებდა. „ხრისტოპოლუსმა საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ტრანსპორტის შემოსვლა შემოგვთავაზა, რაზეც ჩვენ ვერ დავთანხმდებოდით. მას ჩვენი ტრანსპორტი შვთავაზეთ, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო მან უარი განაცხადა და შეხვედრა არ შედგა“, - განაცხადა ჩოჩიევმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
kisa да не растраивайся … :ena:
-
ვლადიმერ პუტინი - საქართველოს ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია 11 / 08, 2009 18:31 რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან „აგრესიის განმეორება“ გამორიცხული არ არის. როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გამორიცხულია თუ არა გასული წლის აგვისტოს მოვლენები, პუტინმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია. „მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით გაუჭირდებათ. და თუ მათ რაღაც მაინც ასწავლის ჭკუას, გასული წლის აგვისტოს მოვლენებმა უნდა ასწავლოს, რომ ძალის პოზიციიდან ლაპარაკი უპერსპექტივოა“, - განაცხადა პუტინმა. მან აქვე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთდახმარების შესახებ სამხედრო სფეროში. პუტინის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ძალებს განათავსებს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შესაბამის აფხაზურ სტრუქტურებთან ერთად თანამედროვე საზღვარი მოვაწყოთ. ეს ყველაფერი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დამატებითი სერიოზული გარანტიებია“, - განაცხადა პუტინმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
да киса Это серьёзно = Идём в загс :ena: :flowers: :love2:
-
პოლიტიკური ლიდერის ფსიქოტიპს ერის ხასიათი განსაზღვრავს, ჩვენ კი, ჩემო დიტო, ჯერ არ ვართ მზად "დალაგებული" პოლიტიკოსი მივიღოთ
-
მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მითარგმნეთ, გეთაყვა :ena: -
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არ შეეძლო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გასაჭირში მიეტოვებინა 11 / 08, 2009 18:03 რუსეთს არ შეეძლო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გასაჭირში მიეტოვებინა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მისი განცხადებით, ამ ნაბიჯისგან მოსკოვი დიდ ხანს იკავებდა თავს, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საერთაშორისო პრინციპიდან გამოდიოდა. თუმცა, პუტინი აქვე აღნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხებს პატივისცემით უნდა მიდგომოდა. „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. პირადად მოვუწოდებდი მათ, რომ მოთმინება მოეკრიბათ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნდობა, პატივისცემა და ავტორიტეტი მოეპოვებინათ. ახლაც მიმაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. ისინი პასუხობდნენ, რომ ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ პრაქტიკულად სრულიად საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ“, - განაცხადა პუტინმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ცინიკოსი და თავხედია და თან ძალიან მაგარი
-
უკრაინა რუსეთის მხრიდან შეიარაღებულ აგრესიას არ გამორიცხავს 2009 წლის 11 08, სამშაბათი - 14:21 მედვედევის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, ოფციალური უკრაინა ეხმაურება, და მას უკრაინის დამოუკიდებლობის ნაწილობრივი ხელყოფის მცდელობად აფასებს, მედვედევის განცხადება რომ უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ “მალე აღსდგება” - უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვეს, საქართველოს შემდეგ, მოსკოვი უკვე ღიად ცდილობს უკრაინის ხელისუფლების შეცვლას და ისევ “უკრაინელი ხალხის სიყვარულით და მეგობრობით” მანიპულირებს, არსებული ინფორმაციით კრემლს, უკრაინის მომავალ პრეზიდენტად იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ოფიციალური კიევი, 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსეთისგან არაფერი არ არის გამორიცხული, მათ შორის არც შეიარაღებული აგრესია, მითუფრო, რომ გუშინ მედვედევი რუსული არმიის საზღვრებს გარეთ საბრძოლო მოქედებების დაკანონების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მორიგი პიარ-კომპანია, ბლეფი, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება, მედვედევის განცხადებას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და რუსეთის ფავორიტი იანუკოვიჩი ოპერატიულად ეხმაურება და პირობას დებს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობა ძალაინ სწრაფად და “უკრაინისთვის დადებითად” მოგვარდება http://fact.ge/news.aspx
-
ნამდვილად საინტერესოა
-
რამაზ კლიმიაშვილს ესროლეს? - “ეს იყო აბსოლუტური გაფრთხილება” “კვირას მე და ჩემი მეუღლე ვისხედით მრგვალ ბაღში, ვაკეში, ორი ტიპი აგვეკიდა, უკვე აშკარა იყო. მერე როგორღაც მოვიცილეთ, მანქანაში ჩავსხედით და წავედით კუს ტბაზე. იქ რესტორანია - “რაჭის უბანი”, მოკლედ ვისხედით “ვერანდაზე”, მარტო ორნი ვიყავით, მეტი არავინ იყო. იქვე კატა იჯდა შორიახლოს. უცებ გაისმა რაღაც ყრუ ხმა და ამ კატას პირდაპირ თვალში მოხვდა ტყვია. არ ვიცი, როგორი სნაიპერი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს? რესტორნის პერსონალი გაგიჟებულია, იქვე ტყეა და გასროლა იქიდან მოხდა... ფაქტობრივად, გამაფრთხილეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ კლიმიაშვილს ესროლეს? / რა მოხდა რესტორან “რაჭის უბანში”. “შემთხვევით აცილება გამორიცხულია. სნაიპერი, რომელიც კატას თვალში არტყამს, მე ამაცილებდა? თანაც როგორი ტყვიაა ნასროლი იცი? არც საფანტი და არც არაფერი, ამერიკული იარაღიდანაა ნასროლი. ტყვია ვნახე, 22 კალიბრი იყო. ყველა შეშინდა, რესტორნის ხელმძღვანელები მოცვივდნენ, ყველანი გაოგნებული იდგნენ და შემომყურებდნენ, ტერასაზე მეტი არავინ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ეჭვით მომჩერებოდნენ. ყველა მიხვდა და მეც მივხვდი, რომ გამაფრთხილეს... გაოგნებული ვარ, კატას თვალში ჩაუსვეს ტყვია. მე კარგად ვიცი, ეს იყო ამერიკული წარმოების ტყვია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უცებ მოვიდა პატრულის რვა მანქანა. პოლიციელებიც მე მიყურებდნენ, მაგრამ არაფერი უკითხავთ. არც მე დამირეკავს და არც რესტორნის მეპატრონეებს... გასროლა და რამდენიმე წუთში დაიკეტა იქაურობა. თქვენ გჯერათ, რომ პოლიციელები კატის გამო მოცვივდნენ წამებში?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ კლიმიაშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106417.html ლიცემერი: მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი, რომ ყველაფერი დაინახა...და მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენი, რომ ყველაფერი მოისმინა :ena:
-
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106417.html
-
მაგია, ჩემო დიტო
-
თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, ბათუმში 16 აგვისტოს სპეცრაზმელებმა ქუჩიდან აიყვანეს. რამდენიმე საათში როინ შავაძის ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. მოგვიანებით შავაძის სხეულზე ოჯახის ახლობელმა ექიმმა 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება აღმოაჩინა. ოფიციალური ვერსია ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავება იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავდა, რომ დაკავებული თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს და მისი ლიკვიდაციაც ამ დროს მოხდა. ეს არის ვერსია, რომელიც გამოძიების მასალებშიც წერია, თუმცა შავაძის ისტორიის უფრო საინტერესო ნაწილი ის არაოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც მისი აყვანისა და სიკვდილის წუთებიდან ბათუმში ვრცელდებოდა - სამშობლოს ღალატი. შავაძის ოჯახს და მის მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ, თუნდაც იმიტომ რომ ამის დამამტკიცებელი არცერთი საბუთი არ უნახავთ. როინ შავაძე, როგორც ირკვევა, თავდაცვის სამინისტროს ბევრჯერ ჰყავდა გაგზავნილი საიდუმლო დავალებაზე, ის იყო დაზვერვის სამსახურის ეგრეთ წოდებული ”ჯე-2”-ის მზვერავი, და როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხშირად დადიოდა როგორც ცხინვალში ასევე აფხაზეთში. შესაბამისად ფლობდა ბევრ საიდუმლო ინფორმაციასაც. საომარი მოქმედებების დროს შავაძე 14 აგვისტომდე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობას უკავშირდება - როინ შავაძეს მკვლელობის წინა ღამეს სახლში კუდის თანამშრომელმა, გიორგი ჩიქოვანმა იგივე “მაიმუნამ” მიაკითხა და შავაძე უშიშროებაში წაიყვანა. ციცინო შავაძე ყვება, რომ იქიდან მისი მეუღლე აღელვებული დაბრუნდა: - “ნეტა, ხომ მარ მომკლავენ?”, - უკითხავს რომან შავაძეს მეუღლისთვის. გიორგი ჩიქოვანი, იგივე “მაიმუნა”, თავის დროზე ასლან აბაშიძის დაცვაში მუშაობდა, 2007 წელს ის სკანდალში 23 წლის გოგონას სასტიკად გაუპატიურების გამო გაეხვა სკანდალში, რის შემდეგაც გარკვეული დროით ”მაიმუნა” დაკავებულიც იყო, თუმცა ის სასამართლომ მოგვიანებით დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ბათუმში ამბობენ, ”მაიმუნა” დღესაც კუდის სპეცრაზმელია. ვინ მოკლეს სამართალდამცველებმა - სამშობლოს მოღალატე თუ მზვერავი, რომელსაც შესაძლოა ბევრი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ კაცზე ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდა ხელისუფლებას. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა სრულიად საპირისპირო ინფრომაციას აწვდის საპარლამენტო კომისიას: - “შავაძეს თავდაცვის სამინისტროში პრობლემები არ ჰქონია ... ვერ ვიტყვი რომ ეს კაცი ქვეყნის დამაქცევარი იყო”. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კი შავაძე ბრალოდ ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული ეჭვმიტანილია. ბათუმში შავაძის თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბათუმელებში ერთი შეკითხვა გამუდმებით ტრიალებს - რატომ კლავენ ადამიანებს ქუჩაში მაშინ, როდესაც მათი დანაშაული სასამართლოს არ დაუმტკიცებია?
-
რუსეთის პატრიარქმა საქართველო აგრესიაში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თქმა უნდა,ჩემო ბატონო Lo Janko დაუ -
რუსეთის პატრიარქმა საქართველო აგრესიაში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისევ ვხსი ამ მრავალტანჯულ თემას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გინესის წიგნში ვარ შესაყვანი, რამეთუ ერთადერთი უზერი ვარ მსოფლიოში, რომელმაც ფორუმზე თემა გახსნა და ამისთვის სხვა ფორუმზე სამუდამო ბანით დასაჯეს http://polit-forumi.com/index.php?showtopic=6611 -
მართლა კარგი იქნება
-
მოდი
-
შენ სიტყვებზე "ატვეჩაი ხარ"?
-
ჩემი ოცნების ქალაქია!