-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ტატtat რა არის "უჯას"?
-
დავით დარჩიაშვილი: "ვარდების რევოლუციის" გზით მოსულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს შექმნა "პოლიტიკური არაფრისგან" დაიწყო ვარდების რევოლუცია" ეს იყო მოდერნიზაციის პროცესში გადადგმული თვისობრივად ახალი ნაბიჯი. რას ნიშნავს მოდერნიზაცია? ეს გულისხმობს, რომ ქვეყანა გახდეს თანამედროვე, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო აპარატი, საჯარო ინსტიტუტები, მათ დაიწყონ ფუნქციონირება იმის მიხედვით, რაც კანონშია გაწერილი. ეს ყველაფერი ქვეყანაში 2003 წლამდე არ არსებობდა - ქაღალდზე ეწერა, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. 2001-2002 წლებში საქართველოს ან არშემდგარ სახელმწიფოდ ან ჩამონგრევის პროცესში მყოფ ქვეყნად აფასებდნენ... უნდა აღინიშნოს, რომ რომ არა ეროვნული მოძრაობა, სახელმწიფოს მშენებლობის არანაირი საფუძველი არ იქნებოდა. ამ მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ პირველი მთავრობა აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი, არ ქონდა კომპეტენცია, არ ქონდა პროფესიონალიზმი, გამოცდილება, რომ ეს პროცესი სწრაფად დაწყებულიყო. მერე იყო სრული ქაოსი და ინტერესთა ჯგუფების, უფრო სწორად კლანების მიერ საქართველოს დანაწილება-გადანაწილება, თუმცა მეორე პრეზიდენტის დრო კონსტიტუცია იქნა მიღებული და ეს არ უნდა დაიკარგოს. საბოლოო ჯამში, სწორედ 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო ოცნების ხორცშესხმა, რომ შექმნილიყო არა ფეოდალური, არა ვირტუალური, არა ეთნოგრაფიული ოაზისი, არამედ თანამედროვე სახელმწიფო", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ვარდების რევოლუციის" შედეგებზე კომენტირებისას. http://ghn.ge/news-3015.html უზერებო, დღეს რეგვენების "პარადია"?
-
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari არ გინდა ცოტა ვორნი გრევად რომ გაგატანო ? :sorry: -
:sorry: ყველაზე ფაიზაღი პასუხი: ქალს გააჩნია
-
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გე-ზე დაიპოსტა ერთ-ერთ ჩემს თემაში ჩემი რევოლუცია ანუ ერთი დღე არა ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან ------------------------------- 22 ნოემბერი, შაბათი, ჩემთვის არ იყო სამუშაო დღე. მაინც შევიარე სამსახურში. უმანქანოდ. იმხანად რადიო „თავისუფლების“ კორეპონდენტი ვიყავი. ოფისში, კინოს სახლის მე–5 სართულზე, ტელევიზორის წინ თამარ ჩიქოვანი და დათო უსუფაშვილი საუბრობდნენ. დათო ძალიან შეფიქრიანებული ჩანდა. მგონი, მაშინ ჯერ არ გაწევრიანებულიყო რესპუბლიკურ პარტიაში. 22 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოეცხადებინა. ჩვენც ვუყურებდით ტელევიზორს და ვლაპარაკობდით. ეკრანზე რა ჩანდა, არ მახსოვს. დღეს ყველაფერი მორჩება – თქვა თამარ ჩიქოვანმა, – გამოაცხადებენ შედეგებს, ესენი რამდენიმე დღეს კიდევ იდგებიან და ბოლოს დაიშლებიან. არ მოხდება ეგრე, თამარ – ვუთხარი. აბა, რა იქნება? – მკითხა არა ნამდვილი ცნობისმოყვარეობით, არამედ სურვილით, გაეგო, რა სისულელეს დავუყენებდი გვერდით მის უტყუარ პროგნოზს. ხალხი შევა პარლამენტის შენობაში და აიღებს პარლამენტს – ვთქვი მე. თამარმა ისეთი მზერა მომიცურა სახეზე, არასოდეს დამავიწყდება. ასე უსიტყვოდ და ასე ძლიერად ჩემთვის არავის დაუცინია. მე წავედი თავისუფლების მოედანზე. ნაშუადღევს იქ მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ. სახლიდანაც მაგისთვის ვიყავი გამოსული. სამნი მივდიოდით: დათო უსუფაშვილი, მე და ერთი ქართველი ინტელექტუალი. დათო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩასთან დაგვემშვიდობა. ნოემბრის პირობაზე ძალიან თბილი და მზიანი დღე იყო. თავისუფლების მოედანზე მერიისკენ ზურგით ვიდექით და ვუყურებდით, ყველა ქუჩიდან როგორ მოდიოდნენ და იყრიდნენ თავს მოქალაქეები. დავინახეთ, როგორ დარბოდა ოპერატორით და მიკროფონით გურამ დონაძე. რამხელა დაცინვაა – ირონიით თქვა ქართველმა ინტელექტუალმა, – რომ დემოკრატიის ბედი ახლა ამ ადამიანის ხელშია. შემდეგ მან ისიც თქვა, არჩევნებთან შეურიგებლობისათვის როგორ აგულიანებდა ქართველ არასამთავრობო აქტივისტებს საერთაშორისო ორგანიზაციათა ზოგიერთი წარმომადგენელი, თბილისში რომ მოევლინათ მისიების წევრებად. თავისუფლების მოედანი მალე გაივსო. ყველამ პირი იბრუნა ლეონიძის ქუჩისკენ და ნელი სვლით აუყვა მცირე აღმართს. ჩუმად, მშვიდი დაძაბულობით, ხმადაბალი საუბრით. მე მივდიოდი პროფესორ ზურაბ კიკნაძის გვერდით. უცბად ლეონიძის ქუჩაზე რაღაც სითხე ჩამოედინა გვარიანი რაოდენობით. წყალს კი ჰგავდა, მაგრამ მაინც უცბადვე გავრცელდა და ყველას მოედო გაფრთხილება, სიგარეტი არ მოეწიათ და არც ძირს დაეგდოთ. ჩანს, შევარდნაძისგან მაინც ყველაფერს ველოდით. ზოგ მოქალაქეს ფანჯარა გაეღო, ხელს იქნევდა და ალბათ რაღაც გამამხნევებელს ამბობდა. ინგოროყვას ქუჩას ცოტა გვაშორებდა, როცა ჩოჩქოლის ტალღა მოგვწვდა. არაფერი ჩანდა. წინ ვეღარ მივდიოდით. თუმცა, ცოტა ხანში ისევ დავიძარით. ქუჩის კუთხესთან დავინახეთ მიწაზე დაწყობილი საპოლიციო ფარები და განზე გამდგარი, ხელებჩამოშვებული, სპეცსამოსიანი ახალგაზრდა კაცები. ერთ–ორს თვალში ცრემლი ედგა. სვლა გაგრძელდა კანცელარიამდე. იქ შევდექით და კარგა ხანს დავრჩით. მობილური ტელეფონები არ მუშაობდა. საიდანღაც უშნოდ მოკაზმული ჯაგლაგი ჩამოატარეს. ამჯერად ვიდექი რესპუბლიკელი ოთარ ზოიძის გვერდით. ოთარმა თქვა, კერძო საუბრებში როგორ მოუწოდებდა ერთი მღვდელმთავარი შეტევისა და შეუპოვრობისკენ. მღვდელმთავრის ვინაობა არ გაუმხელია. არ მახსოვს, ვინ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ახალ მემარჯვენეებს უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე და ამით კვორუმი ვერ შემდგარიყო. თუმცა, ეს ცნობა მალე საპირისპირო შინაარსის ამბავმა შეცვალა. ისიც გავრცელდა, პატრიარქი სხდომაზე არ მივიდაო. რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. უცნობი ორატორი მოგვიწოდებდა ვმდგარიყავით კანცელარიასთან, რადგან ეს ჭირდებოდა საქმეს. მე მეტის გაგება მსურდა და პარლამენტისკენ წავედი. ამჯერად თემურ მჟავიასა და ეთერ ასტემიროვასთან (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები) ერთად მოვხვდი. პარლამენტს უკანა შესასვლელიდან მალე მივუახლოვდი, ხალხმრავლობის მიუხედავად გავძვერ–გამოვძვერი და მარცხენა ფლიგელის კართან ამოვყავი თავი. ეზოში შესასვლელ ჭიშკარს რამდენიმე ადამიანი ამაოდ ეჯაჯგურებოდა. შესასვლელს ბლომად ხალხი შემოჯარვოდა. კარი დაეკეტათ და პარლამენტში ვერავინ შედიოდა. კართან იდგა კოპებშეკრული ბადრი ბიწაძე და მშვიდად განმარტავდა გარეთ ყოფნის საჭიროებას. საიდანღაც ჩემს გვედრით აღმოჩნდა ანდრო ბარნოვი. ჩვენ და ხუთიოდე კაცმა დავუჯერეთ ბიწაძეს და რაღაც ცოცხალი ჯაჭვის მსგავსი შევკარით კარის წინ. უცებ გამოჩნდა ზვიად ძიძიგური, კარზე ძლიერად დააკაკუნა და მოითხოვა, პარლამენტის წევრი ვარ, შემიშვითო. გაუღეს და შეუშვეს, ხოლო კარი ისევ ჩაკეტეს შიგნიდან. ის ჩვენი ექვს თუ შვიდკაციანი ცოცხალი ჯაჭვი ტყუილად გვეყენა, რადგან აგრესიულად არავინ იწეოდა კარისკენ. მთელი ამ ხნის მანძილზე წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პარლამენტში. ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და შენობაში მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, ყველანი შემოუშვითო. მე სხვებთან შედარებით ცოტა გვიან შევედი. მარცხენა ფლიგელის ლიფტებისკენ რომ გავიქეცი (თან დაცვას გზადაგზა ვუფრიალებდი ჟურნალისტის აკრედიტაციას – როგორ ჭირდებოდათ!), დავინახე, ბადრი ბიწაძე პარლამენტის ეზოში გამავალ კართან იდგა და მოქალაქეთა ნაკადს სწორედ იქით, ეზოში უშვებდა. ამჯერად აღარ დავუჯერე (ეზოში რა მინდოდა), პირდაპირ წავედი, ვიწრო დერეფანი გავირბინე და პარლამენტის სხდომათა დარბაზის თითქმის ცარიელ ჰოლში აღმოვჩნდი. მაშინ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შევაღე სხდომათა დარბაზის კარი. დარბაზიც ასევე თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე ადამიანს წიხლქვეშ გაეგდო დეპუტატი ჯემალ გოგიტიძე და თავდავიწყებით, მენადური აღტყინებით ურტყამდა. მე გამახსენდა, რომ აქამდე ყველაფერი უმსხვერპლოდ მიდიოდა და ძალიან არ მომინდა, ჯემალი ქცეულიყო ზვარაკად. თან, როგორ ვთქვა და, შემეცოდა. მივვარდი და მცემელებს სათითაოდ ვაგლეჯდი. იმდენად ატანილები თუ შეპყრობილები იყვნენ, რომ ვერც გრძნობდნენ ამას. თან ჯემალის ცემის მოსურნეებიც არ ილეოდნენ. ერთი „აგლეჯილი“ სრულიად შეშლილი, წითელი, ანგრეული სახით მომიტრიალდა და დავასწარი, ბოლო ხმაზე ვუღრიალე: „მაგის დედაც ##################!“ – მივუთითე ჯემალზე – „მაგრამ არ გინდა, რაში გჭირდება!“ რატომღაც გაჭრა. ამასობაში გაფითრებული გოგიტიძე, მორღვეული პერანგითა და სისხლის ლაქებით, ვიღაცეებმა გამოაძვრინეს და დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზში კი დეპუტატების შესასვლელი კარიდან შემოდიოდა და შემოდიოდა ხალხი. უხმოდ, გამშრალი და გაფითრებული იდგა ელენე თევდორაძე. სამთავრობო ლოჟის მხრიდან გამოჩნდა მხრებზე დროშაშემოხვეული (რა თქმა უნდა, ხუთჯვრიანი) ელდარ შენგელაია და უბედნიერესი სახით გადამეხვია. მე ვუთხარი: რაღას უცდით, დროზე, ნინო ბურჯანაძემ გააკეთოს განცხადება, რომ თავის თავზე იღებს პრეზიდენტის ფუნქცათა შესრულებას. რატომღაც რომ ეს უჩემოდაც არ ცოდნოდათ. დარბაზში კი ზეიმობდნენ. თინა ხიდაშელი და მე ჯერ ერთმანეთს გადავეხვიეთ, მერე დავდექით სამთავრობო ლოჟაში და ზურა ბურდულს (ახლა წითელ ჯვარში მუშაობს და სადღაც აფრიკაშია) ვთხოვეთ, სურათი გადაეღო. თინას წინ იდო წარწერა „კობა ნარჩემაშვილი“. შუა დარბაზში, მოზეიმე და გაბრწყინებულ ადამიანთა შორის ვხედავდი კახა ლომაიასა და მის ცოლს. კახას ხელები გაეშალა და მგონი, მღეროდა. პარლამენტის ხმის რეჟისორი დაუსრულებლად აგუგუნებდა სიმღერას ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. დარბაზიდან გამოვედი და აღმოვჩნდი პარლამენტის წინ, მიტინგზე. საკვირველებავ, იქ მყოფებმა არაფერი იცოდნენ. უკვე ბნელოდა. უცებ ვიგრძენი, რომ ძალიან მომშივდა. წავედი „ნიკალაში“. „ნიკალაში“ შევუერთდი ნაცნობების ჯგუფს (მათგან მარტო თეო ხატიაშვილი მახსოვს). 21 ლარის საჭმელი ვჭამე (ჩეკს კარგახანს ვინახავდი). შემოვიდა ლაშა ბაქრაძე და დაიგრგვინა: “ვისია საქართველო?!!!“ ერთხმად უპასუხეს, ვისიც იყო. ტელეფონები ამუშავდა და ტელეკომპანია მე–9 არხმა დამირეკა, ეგებ ჩვენთან მოხვიდეთ და კომენტარი გააკეთოთ დღევანდელ დღეზეო. მე–9 არხზე, ეთერის მოლოდინში ვნახე, რაც მომხდარა ამ დღეს: ვარდი, გადადექი, ჩაი, შევარდნაძის ციმციმ წაცუხცუხება. ვგრძნობდი შვებას, ცოტა მღელვარებას და ვიყავი ბედნიერი. არ მახსოვს, ეთერში რა ვთქვი, ერთადერთი ფრაზის გარდა: რუს რეჟისორსა და პარლამენტის წევრს, სტანისლავ გავარუხინს გადაღებული აქვს ფილმი „РОССИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ“. ახლა შეუძლია გადაიღოს ახალი ფილმი, ГРУЗИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ–მეთქი. ძალიან მკაფიოდ მქონდა მაშინ ეს შეგრძნება – შეგრძნება, რომ რუსეთს ვწყდებოდით. ეთერის შემდეგ კიტა მხეიძემ წამოგვიყვანა გოგა ხაინდრავა და მე. ხაინდრავა რუსთაველზე ჩამოსვა, მე – სახლთან. კიტას ეფიქრებოდა, რას იზამდა შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მე – არა. და არ მესმოდა მისი დაძაბული სიფრთხილის. არ ვიცოდი – ვგრძნობდი, რომ შევარდნაძე ვეღარაფერს ვეღარ იზამდა. ხოლო სიტყვებთან, რომელიც ვუთხარი თამარ ჩიქოვანს, ინტუიცია არაფერ შუაშია. წინა დღეს, 21–ში დილით, მძიმე ხასიათზე, თითქმის დათრგუნული მივედი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლევან ბერძენიშვილთან. სწორედ მან დამამშვიდა და მითხრა, თუ წესიერი შედეგი არ იქნა, ხალხი შევა და აიღებს პარლამენტსო. მეც დავიჯერე. ჩემი რევოლუცია 22 ნოემბერს მოხდა. დავით პაიჭაძე -
აზერები და სომხები რაღაცაზე შეთანხმდნენ
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio და მაინც, ჩემი აზრით, მათ შორის "კლიმატის" დათბობა "ავი" ფანტასმაგორიაა -
გილოცავთ! გფარავდეთ უფალი
-
zen დაბალი (პლინტუს ქვემოთ) დონე თქვენკენ მოიკითხე
-
maliari ძალიანაც ნუ გადავუვლით. რაც არ უნდა იყოს ეს მეამბოხე ნეკნი, ანუ ქალიც ადამიანია
-
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მრავალს დაესწარით! :) -
გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხოდა ასე -
Nukriko ტატtat ბერდიაევს თუ დავუჯერებთ, მაშინ საშინელება კი არა, არამედ სიმართლეს უბნობს Nukriko "ქალი წარმოუდგენლადაა მიდრეკილი მონობისკენ და იმავდროულად ცდილობს სხვის დამონებას"-ო
-
კარგად ვიცნობ და იმიტომ. მოკლედ, კარგად ვიცი რა ჩიტიცაა
-
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტატtat maliari ბავშვებს გეფიცებით არც მიფიქრია -
Siknadmo Mishmakakasmmusvreli-ზე უბნობ, ალბათ, არა?
-
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari ალბათ "პლატეროზე ამხედრებული" უნდა გეთქვათ, არა? პ.ს. ხუან ხიმენესი "პლატერო და მე" -
...:momento mori:... ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი,ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი ეს_ memento moriა. დღეს სამია ივნისი, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა-მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე,სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა,სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი,ცაძე ანთებულია ვარსკვლავები_სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა, არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი,ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო_ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა,შავი ღამეა,მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი,მისი ყრუ ადგილები. http://i018.radikal.ru/0911/81/e26a310125e7.jpg ახლა რაღაც სხვა მინდა,რაღაც სხვა,უსახელო, რომ დაღუპვა მომელის ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე,ძვირფასო ვერ მოვალ,გზა შენამდი შორია. ჩემი გვარი: გრანელი_პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი ეს _memento moriა. ტერენტი გრანელი
-
ერთი კითხვა გამიჩნდა: რატომ ხარ მუდმივად "ბიჭო ქოჩორს ხელი გაუშვი"-ს მდგომარეობაში? მოეშვი, გაერთე, იხალისე, ცხოვრება ხომ მშვენიერია...Siknadmo
-
ღმერთმა შეარგოთ
-
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari მშვენიერი გამოსვლა გქონდათ ბატონოჩემო დილა მშვიდობისა:maladec: -
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება 09:39 - 22.11.2009 მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ოთხდიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. როგორც ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრები "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" ორგანიზებით მზადდება. "ჩემი მორიგი ვიზიტი რუსეთში ამჯერად ნაკლებად იქნება კონცენტრირებული ქართულ, აფხაზურ და ოსურ დიასპორებთან შეხვედრებზე. მოსკოვში უფრო მეტად რუსეთის ოფიციალურ პირებს შევხვდები. შეხვედრების შესახებ საზოგადოება, რაღა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ინფორმირებული", - განაცხადა ნოღაიდელმა. როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, მისი ვიზიტის მთავარი მიზანია, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნოს. ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში დღეს გაემგზავრება და სამშობლოში 27 ნოემბერს დაბრუნდება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...27&Itemid=1 ლიცემერი: გამაგებინეთ ამ მასტს ვინ თქნავს? რატომ დადის და ჩვენი სახელით რატომ ელაპარაკება ღრუსებს? რავი, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 99% სულ "ჰამაკზე" ჰკიდია ეს კლიენტი... თუ ვცდები?
-
რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მსგავს პრეზიდენტს ისურვებდნენ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი , როგორ არა, ორივე ღანდონები არიან