დავით ბერძენიშვილი - არ ვაპირებთ ხელისუფლება ვამყოფოთ იმ ფუფუნებაში, რომ ირაკლი ალასანია არ იყოს მერობის კანდიდატი სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 26 / 11, 2009 20:07 Print Font size: ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლება ვამყოფოთ იმ ფუფუნებაში, რომ ირაკლი ალასანია არ იყოს მერობის კანდიდატი, - განუცხადა ~ინტერპრესნიუსს~ ~ალიანსი საქართველოსთვის~ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა. ~პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ინიცირება სულაც არ ნიშნავს, რომ კანონი მაინცდამაინც ამ ფორმით იქნება მიღებული. შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არ არის ამოწურული. ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლება ვამყოფოთ იმ ფუფუნებაში, რომ ირაკლი ალასანია არ იყოს მერობის კანდიდატი. მათ ჩათვალეს, რომ 30 პროცენტზე თუ შეთანხმდებიან, ირაკლი ალასანია არ იქნება კანდიდატი და ამით პრობლემებიც მოგვარდება. ამასთან, არ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერ ღონისძიებაში, მათ შორის ისეთში, ასლან აბაშიძე რომ არჩევნებს არქმევდა, მივიღებთ მონაწილეობას~, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. Mმისი თქმით, ალიანსის ამოცანაა შეიქნას ისეთი პირობები, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ თქვას. ~ჩვენ ორიენტირებული ვართ არჩევნებზე და გამარჯვებაზე. ალბათობა მაღალია, რომ ვაიძულებთ შექმნან ასეთი პირობები~, - განაცხადა ~ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელმა. დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ორი ალიანსის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ~პრაქტიკულად ორი ალიანსის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ეს არის ~ალიანსი საქართველოსთვის~ და ~ნაციონალური ალიანსი~. ~ნაციონალურ ალიანსში~ შედიან "ქრისტიან-დემოკრატები", "ედპ და კამპანია~, - განაცხადა ბერძენიშვილმა. მისვე განმარტებით, დაპირისპირება მხოლოდ მერის არჩევნების ბარიერთან დაკავშირებით არ არის. ~რა თქმა უნდა ბარიერი მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა თავად უნდა დაადგინოს რომელი ოპოზიციონერი სურს იხილოს მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მხრიდან მაღალ ბარიერზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ მათ იციან, აგებენ. ჩვენთვის ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხიც~, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს. საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის წევრები დღეს უკვე NDI-ს ოფისის ნაცვლად, პარლამენტში, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის სამუშაო ოთახში შეიკრიბნენ. შეკრებას არ ესწრებოდნენ ‘’მრეწველები’’ და ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ წარმომადგენლები. პავლე კუბლაშვილმა სამწუხარო უწოდა ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ გამოთიშვას და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ პოზიციისა, დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიღწეული შეთანხმება კანონმდებლობაში აისახება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სულ დავიბენი. მე მგონი თავად ალიანსში არ არიან უნისონში და ამოტომ ერთი ალთას ბაზრობს და მეორე ბალთას T_A_T როდის მივდივართ?