Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. lasha1997 მაგარი თუ ისე რა? გამარჯობა დიტო :hi:
  2. მიხეილ სააკაშვილი - ადგილობრივი არჩევნების ახალი სისტემა დემოკრატიული ექსპერიმენტია 05 / 12, 2009 17:15 ადგილობრივი არჩევნების სისტემა, რომელიც ახლა საქართველოში მიიღება, დემოკრატიული ექსპერიმენტია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში განაცხადა. მისი თქმით, ამ სისტემით საკრებულებში პარტიების გაცილებით მეტი წარმომადგენლობა იქნება. “ეს სისტემა ნიშნავს, რომ ბევრად უფრო დიდ ბალანსს ვიღებთ ადგილბრივ მმართველობასა და ე.წ ცენტრალურ ხელისუფლებას შორის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დადებითია, რომ ამასთან დაკავშირებით ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარესა და ყველა იმ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც ამ კონსენსუსის მიღწევაში, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სულ დაკარგა სინდის- ნამუსი
  3. განსაკუთრებულად რატომ გამოყავი? დაგლიჯა
  4. lasha1997 ლეო ღამურაა, ჩემო დიტო, ახლა ფაიზაღი ეძინება. ისე რად გინდა მაგ ეშმაკის ფეხის მკვნეტელთან ბაასი? მაგას არ ჯობია, რომ მე და შენ დავჯდეთ ( დარბაისელი ხალხი) და ვიმუსაიფოთ ამ ცხოვრების ავ-კარგზე
  5. NERVOSA და რაც მეტი ექნება, მით უკეთესი, არა?
  6. რავი, თუ ნებას დამრთავ, შენს ლამაზ გულში დავისადგურებ, ცოტა ხნით მაინც, ცოტა ხნით მაინც, დაგაწყნარებ, დავწყნარდები, მოგეფერები და გავირინდები ნინო :hi: :2kiss:
  7. analgin აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. უბრალოდ დავამატებ, რომ "ზეპატრიოტი" ქართველების სათამაშოდ არ უნდა გავხადოთ ნაციონალიზმი.
  8. მრავალჟამიერ ბატონო კოტე :maladec: მივულოცოთ კონკურენტი "ფირმის" შეფს დაბადების დღე
  9. ფრიგიდულობა ანუ ქალის სქესობრივი გულგრილობა, სიცივე, როდესაც ქალი სასიამოვნო შეგრძნებას არ განიცდის. იუზერებო, შეგხვედრიათ ასეთი ქალი? ასეთ ქალს მოიყვანთ ცოლად და თუ მოიყვანთ, დარჩებით მასთან-უამრავი დადებითი თვისება, რომ გააჩნდეს? განაგრძეთ... პ.ს. "ფრიგიის მეფე დასაჯეს წყალში დგომა მიუსაჯეს და წყალს ვერ სვავდა როცა დაიხრებოდა წყლის დასალევად წყალი ქრებოდა და მეფე ისევ მწყურვალი რჩებოდა" ასე წვალობენ ფრიგიდული ქალებიც ორგაზმის წყურვილს მონატრებულები . :love3: ჰოდა მაინტერესებს ძლიერ :ena: ჩვენს პლანეტელ ქალბატონებს ხომ არ აწუხებთ ეს პრობლემა? რავი უბნობენ რომ ფრიგიდულობა ქალების 25 % ჭირს-ო
  10. lasha1997 პარადოქსია, მაგრამ მეც სიმპატიით ვარ მის მიმართ გამსჭვალული :yes2:
  11. lasha1997 ზოგჯერ მეჩვენება, რომ _Nafta მოიხელთე, მუჭში გყავს გამომწყვდეული, მაგრამ შემდეგ ის ხელიდან გისხლტება და გეკარგება "უზნეო და უნამუსო"
  12. არ მეგონა ეს თემა თუ ასე "შუსტრად " ჩაიძირებოდა, მაგრამ ეტყობა ისე მივეჩვიეთ პოლიტიკოსების სირეგვენეს , რომ არაფერი აღარ გვიკვირს, არა?
  13. T_A_T კიი, ჰიგიენური საფენი, რომელიც ამავდროულად მფრინავი ხალიჩაა
  14. რუსეთი ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს 04 / 12, 2009 21:23 რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის წიგნში “ქართული ქრონიკები” მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის წიგნში შესულია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების დეტალები და ნათქვამია, რომ ომისთვის საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. “იმ თავდაცვითი პოლიტიკის მიღმა, რომელიც მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ, ადგილი ჰქონდა შეიარაღების პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო რევანშს და დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერ მეთოდებით დაბრუნებას”, - ნათქვამია “ქართულ ქრონიკებში”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ტრადიციული ო(ბ)ოზიციის აჩრდილი დაძრწის საქართველოში . რავი, ჩემი აზრით, მიშას სიძულვილს ანაცვლა საქართველო უზერებო, რა დედიმისის უნდა ამ ფრანგ ქალბატონს?
  15. T_A_T უსიტყვოდ გნეგდები. შენ ოღონდ მითხარი სად და როდის?
  16. ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2009 • მამუკა ღლონტი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას არ უერთდება • ნინო ბურჯანაძე - “უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი დაუცველ ახალგაზრდებს, მიშას კი ეცვა - თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ” • სანგრები თბილისის გარშემო - თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს მამუკა ღლონტი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას არ უერთდება “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერა და ქარტიის მარეგულირებელი საბჭოს არჩევა დღეს სასტუმრო “რედისონში” მოხდება. ქარტიის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნა და მათი დამკვიდრება, ასევე პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ. გუშინ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა ჟურნალისტების ეთიკის ქარტიას “სისულელე” უწოდა და განაცხადა, რომ ის ქარტიას ხელს არ მოაწერს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ხელი დღეს მოეწერება / ღლონტი: “ამ ქარტიას არ შევუერთდებით, ეს საბავშვო თამაშად მეჩვენება”. “ქარტია, რომელიც ჟურნალისტების თვითრეგულირების მექანიზმია, ქართველი ჟურნალისტებისა და ევროპელი ექსპერტების ერთობლივი 18-თვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ქარტიის პრინციპები მთლიანად ევროპის საბჭოს “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე-10 მუხლსა და “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” მიერ აღიარებულ “ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას” ეფუძნება. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე. ქარტიის შექმნის გარდა, ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტები დღესვე თავად დააფუძნებენ ასოციაციას. გარდა ამისა, აირჩევენ საბჭოს, რომელიც როტაციის წესით 3 თვეში ერთხელ შეიცვლება. საბჭოს წევრები დააკვირდებიან, რამდენად იცავენ ქარტიის პრინციპებს ხელმომწერი ჟურნალისტები. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ეს იქნება არჩევნები, სადაც ყველას ექნება უფლება საკუთარი სურვილის მიხედვით ღიად დაასახელოს კანდიდატები. ეს იქნება აბსოლუტურად სპონტანური პროცესი და ვერავინ იტყვის, რომ პირადად მე ან ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელმა რამე მოლაპარაკებები გავმართეთ ვინმესთან, როგორ უნდა დაკოპლექტდეს ეს 9-კაციანი საბჭო. ყველა იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელსაც ის მიიჩნევს თავისთვის მისაღებად და საჭიროდ, ხოლო თუ არ იცნობს კანდიდატს რომელიმე ჟურნალისტი ან არ ენდობა მას, შეუძლია საერთოდ არ მისცეს ხმა არავის. 6 საათზე დაიწყება ქარტიის ოფიციალური დაფუძნების ცერემონიალი, სადაც ძალიან საპატიო სტუმრები იქნებიან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიიდან. ეს იქნება დღე, როცა ქარტიისა და მისი მუშაობისთვის ყველა საჭირო ნიუნსი და დეტალი გადაწყდება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჟურნალისტი ია ანთაძე. “ამ ქარტია არ შევუერთდებით. ეს საბავშვო თამაშად მეჩვენება. იქ რაც წერია, ეს ისედაც ისე უნდა იყოს, მას ხელმოწერა არ სჭირდება. ის ჟურნალისტები კი, რომლებიც იტყუებიან და მალავენ ინფორმაციას, ქარტიაზეც მოაწერენ ხელს და დედასაც დაიფიცებენ, რომ ობიექტური იქნებიან, მაგრამ პრაქტიკაში სხვაგვარად მოიქცევიან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დააყენოთ ქართველი ქალები და მოაწერინოთ ხელი ქალის ქარტიაზე ან პატიოსნების ქარტიაზე, დაადებინოთ პირობა, რომ ცირკთან არ დადგებიან არასდროს, მოაწერენ ამაზე ხელს? ზუსტად იგივე წერია ამ ქარტიაში - რომ არ მოიტყუება ჟურნალისტი და ა.შ. ბოლო ვარიანტი არ წამიკითხავს ქარტიის, მაგრამ რაც წავიკითხე, სწორედ ეს ეწერა იქ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “მაესტროს” გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი. ნინო ბურჯანაძე - “უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი დაუცველ ახალგაზრდებს, მიშას კი ეცვა - თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ” “ამ ქვეყნის პრობლემა არის პრეზიდენტი. ილუზიაა, როცა ფიქრობენ, რომ მერის არჩევნებით სისტემის დემოტაჟს დავიწყებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე უნდა დარჩეს და ნელ-ნელა მოვახდინოთ ცვლილებები, ცდება. გეუბნებით, ამ ხელისუფლების ხელში რისკი - ქვეყანაში მოხდეს კატასტროფა, დიდია. ხალხო, შეხედეთ პრეზიდენტს, მოუსმინეთ მას, გააანალიზეთ მისი ქმედებები - დენთის კასრზე ვზივართ და რა წუთში გაკრავს ეს ადამიანი ასანთს ხელს, არავინ იცის!” - აცხადებს “დემოკრატიული საქართველო - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბურჯანაძე “ვერსიას” უნიკალურ” ინფორმაციას აწვდის / რა სქემით აპირებენ “ნაციონალები” არჩევნებში სტუდენტების 20 ათასი ხმის მიღებას და რატომ უხდის მადლობას სააკაშვილ-არველაძეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. “პირველად თქვენ გეუბნებით, დეტალები არ ვიცი - სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა, ვითარების გამწვავების შემთხვევაში დევნილი პრეზიდენტის სტატუსი მიიღოს. სამწუხაროდ, სააკაშვილს ურჩევნია რუსეთის მიერ გაგდებული პრეზიდენტი იყოს, ვიდრე ოპოზიციისა და ხალხის. დევნილი პრეზიდენტის სტატუსით იგი საერთაშორისო არენასაც გამოიყენებს. ეს საფრთხე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიაქტიუროთ, მუხტი არ უნდა დავაგდოთ. სამწუხაროდ, არაეფექტური ქმედებებითა და გარკვეულწილად შეუთანხმებლობით, უმოქმედობით შემოდგომა ხელიდან გავუშვით. ხელისუფლებამაც ამ არჩევნებით მანიპულირება შეძლო. სასწრაფოდ უნდა გავაქტიურდეთ და პოლიტიკური ბრძოლის ყველა დემოკრატიული მეთოდი გამოვიყენოთ. იმედია, პარტიები დროულად მიხვდებიან, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. საერთოდ, ოპოზიციის დიდ შეცდომად მიმაჩნია დაუნიშნავ არჩევნებზე 10 თვით ადრე ლაპარაკი. სჯობდა შემოდგომა აქტიური ბრძოლისთვის მიგვეძღვნა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე. “ან რა არჩევნებზე საუბრობენ? დავუშვათ, თბილისის მერი გახდა ოპოზიციონერი და მეორე დღეს სააკაშვილმა ომი გამოაცხადა, რა უნდა ქნას მერმა? გეუბნებით, შესაძლებელია სააკაშვილმა პროვოკაციაში ჩართოს ქვეყანა და საქართველოს დაშლა დაიწყოს, გეკითხებით, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ყველაზე იდეალური, ოპოზიციური მერი?.. ჯერ ისიც არაა ცნობილი, მაისში გაიმართება თუ არა არჩევნები და მანამდე გაჩერება და ლოდინი არასწორად მიმაჩნია. არჩევნები ბრძოლის იარაღად მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოიყენო, როცა ყველაფერს სცდი. ჩვენ ჯერ ყველაფერი არ გვიცდია. რა თქმა უნდა, “ყველაფერში” ყველაფერ კონსტიტუციურს ვგულისხმობ. ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, არსად ხდება, რომ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, პრაქტიკულად, დიქტატორი რეჟიმი წავიდეს. მით უმეტეს, ესენი მოუსწრებელს მოესწრნენ. კარგად მახსოვს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში - ავტობუსით მგზავრობის ფული არ ჰქონდათ და საკუთარი თვითმფრინავებით დაფრინავენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ფიქრობთ, ესენი მარტივად დათმობენ ამ ყველაფერს? მით უფრო, რომ ამ 30-40 წლის ადამიანებმა იციან, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მათი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად წამოჭრის, რადგან უამრავი სიბინძურე და უკანონობა აქვს ჩადენილი. ამიტომ სამი თვე ქუჩაში დგომა საკმარისი არაა. რამდენიც საჭიროა, იმდენი თვე უნდა ვიდგეთ ქუჩაში და პარალელურად ბრძოლის სხვა მეთოდებიც გამოვიყენოთ. რესურსები ძალიან შეზღუდულია. “ვარდების რევოლუციის” დროს კი სხვაგვარად იყო, გავაფრთხილე ბევრჯერ ეს ხელისუფლება, დაანებონ თავი ისტორიის გადაწერას. სააკაშვილმა მორიგი ტყუილიც შემოგვთავაზა. რესურსები არ იყო, თვითონ ვაკეთებდი ლობიოს და ხახვს ვაჭრიდიო. ყველამ იცის, რომ ძალიან სერიოზული თანხები არსებობდა. ამ თანხის ნახევარი რომ გვქონოდა 9 აპრილს, სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა... თუ ასეთი მარჯვეები იყვნენ, რატომ დარბოდა მიშა “ბრონეჟილეტით”, ან ჩემთვისაც შემოეთავაზებინა. ჩემმა დაცვამ კი მომთხოვა ჩაიცვიო, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, - უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი სრულიად დაუცველ ახალგაზრდებს. მიშას კი ეცვა. ეს არასოდეს დამიდასტურებია. თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ”, - დასძენს ნინო ბურჯანაძე. “როგორც სახელმწიფო ტელევიზიები არ მომწონს, ისე არაა მოსაწონი აბსოლუტურად ოპოზიციური არხები. რაც შეეხება “მაესტროს” ჩემს სახელთან დაკავშირებას, უკვე ყველაფერი დაუკავშირეს ჩემს სახელს. საინტერესო წიგნს ვკითხულობ - სალმან რაშდის “კლოუნი შარიმანი”. ამერიკის ელჩზე წერს, ყველაფერი დააბრალეს, გარდა იმ პერიოდში მომხდარი ჩე გევარას მკვლელობისაო. მე კი, მგონი, ჩე გევარას მკვლელობასაც დამაბრალებენ მალე”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - “ჩე გევარას მკვლელობამდე, გაბრალებენ, ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს, ოღონდ ერთი პირობით - მხარი არ დაუჭირონ ალასანიას კანდიდატურასო”, - პასუხობს: “ფული თუ მექნება, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, იმას დავაფინანსებ და სააკაშვილს არ შევეკითხები. “გათიშე და იბატონეს” პრინციპებით სურს ოპოზიციის დამარცხება. ხელისუფლებაში ყოფნისას ჩემსა და ჩემს ოჯახზე ჭორებით იმდენი ქნეს, ისეთები იკადრეს, აბსოლუტური იმუნიტეტი გამომიმუშავეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გაარკვევს, რა არის სიმართლე. იმუნიტეტისთვის პირადად სააკაშვილს, არველაძესა და მათ ძმებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო... უნიკალურ ინფორმაციას მოგაწვდით. პრაქტიკულად ყველა სტუდენტს, რომელიც წლეულს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, მიატანინეს პირადობის მოწმობები და ხდება ხელახალი პირადობის მოწმობების გაცემა, სადაც ყველა ეს ახალგაზრდა არის ჩაწერილი თბილისში. საბოლოოდ ეს 20 ათასი ხმაა, რომელსაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. შეგიძლიათ ინფორმაცია გადაამოწმოთ. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ. თუ ასე არ მოხდა, მე ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებ”. სანგრები თბილისის გარშემო - თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს “თავდაცვის სამინისტროში დედაქალაქის დაცვის გეგმა მუშავდება. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა გეგმის დეტალებზე საჯარო განცხადებები არ კეთდება, ვინაიდან ის გარკვეულ სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია “რეზონანსისთვის” თავდაცვის სამინისტროს შტაბიდან გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ზღუდეების შენება და სანგრების თხრა, რაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ / თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს. “ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის დაცვის გეგმის არსებობა აუცილებელია. თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის დაცვის გეგმის მზადებას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა ასეთ გეგმის შემუშავება და განხორციელება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ადასტურებს, რომ თბილისის დაცვის გეგმა მუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემა. “განსაზღვრული ღონისძიებები გასატარებელია. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საოკუპაციო ძალებია განლაგებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაზღვრული ღონისძიებები უნდა გატარდეს. წესით და რიგით, ეს უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რამდენად ეფექტური იქნება ეს გეგმა, თუ საომარი მოქმედებების განხორციელება მოგვიწევს. ამ გეგმის საჯარო განხილვა არ უნდა იყოს, ვინაიდან ის სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური. “სანგრების თხრა ორ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პირველი - სანგრები იმიტომ ითხრება, რომ წინასწარ მზადდება სანგრები დაცვისთვის და მეორე - შესაბამისი შეიარაღებული ძალები წვრთნებს გადიან. მაგრამ აქ მთავარია, თუ არის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები შეძენილი, თბილისი მთლიანად თუ არის გადაფარული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში საუბარი და არა სანგრების თხრაზე. სანგრები მეათეხარისხოვანია. XXI საუკუნეა, არსებობს უფრო ეფექტური საშუალებები, რომლებითაც უნდა იყოს ქალაქი დაცული და არა მარტო დედაქალაქი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე. “ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა სამხედროთათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ომს იწყებს. არც რუსეთისგან იგრძნობა, რომ დღეს რუსეთი აპირებდეს ინტერვენციის გაფართოებასა და სამხედრო ძალით ოკუპაციის მასშტაბების გაზრდას. რაც შეეხება თბილისის დაცვის გეგმას, ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეს გეგმა აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესებს, ვიზუალურად შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ადგილას გათხრილი სანგრები თბილისის გარშემო. სანგრების გათხრა ტექნიკური დეტალია და სრულფასოვანი სასანგრე სისტემის გათხრა შეიძლება 10 წუთიდან 1 საათის განმავლობაში. ანუ ეს პროცესი არაა თბილისის მომზადება თავდაცვისთვის - თუ მხოლოდ ეს არის თბილისის დაცვა, მაშინ ეს არაა საკმარისი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/118868.html
  17. T_A_T სად დაიკარგე დიაცო? ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხომ არ გახდი?
×
×
  • შექმენი...