-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
gadya გონიერო, მაგრამ ჯიუტო gadya , სიყვარულის ხიბლი არაპროგნოზირებადობა(ში) და არაკონტროლირებადობა(შია)
-
დილამშვიდობისაო ყველას როცა თქვენი ქალაქის ქუჩებში, თქვენი სკოლების დერეფნებში, უნივერსიტეტების აუდიტორიებში, კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტუალეტებში, დასასვენებელ პარკებში, გასართობ ღამის კლუბებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მოვლენ ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები, სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები, ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები, სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები, შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები, პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები და გეტყვიან “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი” “არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” “ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა” “დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!” “არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია” “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია” თქვენ უპასუხეთ: ყალბია თქვენი გამოხედვა! ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი! ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება! ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე! ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო! ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი! ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი! ყალბია უილიამ შექსპირი და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა! ყალბია დანტე ალიგიერი და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის! ყალბია ფრიდრიხ შილერი! ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან! ყალბია შარლ ბოდლერი და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად! ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი! ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები! ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი! ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას! ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი! თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს, რომელიც ასევე ყალბია! ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”! ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა! ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა! ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად! ყალბია სიმონ ჩიქოვანი! და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის “ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”! ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი! ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები: ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი! ყალბია უოლტ უიტმენი და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან! ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი! ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა, არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით! ყალბია ბრძენი, ბრმა სიტყვების ოსტატი მაცუი ბაშო ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა! და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე! ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი, ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა! ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი! ყალბია ჯეკ კერუაკი! ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”! ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი! ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ. ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”, ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი, თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია. ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი! ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია! ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას! და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა, ან გამოვტოვე, ყალბია! ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა, და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ “აი ია”-დან დაწყებული და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული, ყალბია! ყალბია! ყალბია!!! ალექსანდრე ლორთქიფანიძე ამ ლექსის ხასიათზე ვარ დღეს!
-
babuagiorgi "სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" ძუკუ გამარჯობა მიშა
-
ეჰ, ჯერ ალბათ უცადი ყმა ხარ
-
babuagiorgi ბოიშვილიშვილიშვილიშვილი ვიყო თუ ვსტყუოდე
-
lasha1997 ალასანია ჰგონიხარ ალბათ
-
babuagiorgi ნამდვილად არ არის ნათესავი
-
kisa ნამდვილად არ ვიცოდი
-
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კიიი, თუ დამიჯერებ ომეპრაზოლი იაფფასიანი(ინდური) ჯობია...kisa -
Gagi 67 დაისვენეთ ორი დღე +20% ვორნი. შემდეგში მსგავსი გამოხტომის შემთხვევაში ადმინისტრაციას ვთხოვ, რომ იპ ბანი დაგადოთ
-
დონაძეს კაცობა არ მოეკითხება ჩემო დიტო
-
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio აჟიოტაჟის გარეშეც პირწმინდად ფცქვნიან ხალხს -
lasha1997 მაგ ტელევიზიას არ ვუყურებ, ვგონებ ნაბოზარი დონაძესია
-
lasha1997 იმედი ან ერორი იტყოდა ალბათ, არა დიტო?
-
newstudio ოხერი და მუდრეგი ფ უ ლ ი newstudio ოხერი და მუდრეგი ფ უ ლ ი newstudio ოხერი და მუდრეგი ფ უ ლ ი
-
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ჰეჰეი, ნააანა, ეჰეჰეიიიიიიი! ვირის გრიპი ქართველებს ოთხმოცდაათიან წლებში შეგვეყარა და მას აქეთ დაავადებულეები ვართ ვირგრიპით -
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ჩემით გაერთე, ჩემო ეკა, თანახმა ვარ ამაღამ შენი სათამაშო ვიყო :2kiss: -
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
paolo არადა საღადაოდ ნამდვილად არ არის საქმე А/H1N1 ვირუსით დაავადებული 6 პაციენტი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია 11 / 12, 2009 21:01 А/H1N1 ვირუსით დაავადებული 6 პაციენტი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა. “4 პაციენტი თბილისში, ერთი ბათუმში და ერთიც ქუთაისშია. ყველა მათგანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები ყველა შესაძლებელს ზომას მიმართავენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ყველა მათგანს სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადება აქვს და რისკჯგუფში შედიან”, - აღნიშნა ცანავამ. მისივე თქმით, რისკის მქონე ყველა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა გართულებები თავიდან აიცილოს. H1N1 ვირუსით დაავადებულ ბათუმელს, 27 წლის რამაზ ბეჟანიძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ე.წ. ღორის ვირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. პაციენტი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე H1N1 ვირუსით დაავადებული ორი ადამიანია შეერთებული. 55 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მათაც ორმხრივი, ტოტალური პნევმონია აღენიშნებათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში H1N1 ვირუსის 460-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი საქართველოში უკვე დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა გართულების გარეშე გადაიტანა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა ნასა, ვღადაობ ჩემო ბატონო paolo -
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რაც ჩვენ ისინი ვხოცეთ, ვბრაწეთ, ვხარშეთ და ვთოხლეთ საუკუნეების განმავლობაში, აბა რა იქნება. მოკლედ, "აბაროტს" გვიღებენ -
მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად "თხის გრიპი" ემუქრება.
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ო, მშვენიერო ეკა, ვაპათოლოგებ თქვენს პოსტებზე -
მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის შესახებ - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის 17:12 11.12.2009 ”ბაქო მთიანი-ყარაბაღის გამო ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს”-ასეთი სათაურით გამოქვეყნა 8 დეკემბერს შაჰინ აბასოვის სტატია ინტერნეტმედიასაშუალებამ ”ევრაზიანეტ.ორგ”-მა. მისი ქართული ვერსიის ნახვა ”ფორინპრეს”-ზე შეიძლებოდა. სტატია ორი თვალსაზრისით იყო საინტერესო: ჩვენს რეგიონში-სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა და თან, აქვე მეზობლად არსებული კიდევ ერთი, ე.წ. ”გაყინული კონფლიქტის” - მთიანი ყარაბაღის თემატიკას ეძღვნებოდა. - ”ბოლო კვირებში, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები დასავლეთზე ბრაზობენ და მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის ბაქოსთვის სასიკეთოდ მოგვარებას რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ, მიაჩნია ანალიტიკოსების ნაწილს” - ნათქვამი იყო აბასოვის სტატიაში. რას ფიქრობენ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ექპერტები, მართლაც გაჩნდა თუ არა ანტიდასავლური განწყობები? როგორია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების წარმატების შანსები და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ”პრესა.გე” პოლიტიკურ ექსპერტს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა. თქვენი აზრით, ბაქო მართლაც პრორუსულ კურსს ირჩევს? - არა, არა... დღეისათვის აზერბაიჯანში არის პროდასავლური განწყობებიც და პრორუსულიც. მრავალფეროვნებაა. არიან ძალები რომლებიც ფიქრობენ, რომ ბაქოსთვის უმჯობესი იქნება თუ პრორუსულ ხაზს გაატარებს, ზოგი - დასავლეთს ანიჭებს უპირატესობას. მთლიანობაში, მაინც შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა მკვეთრად პროდასავლურია. მკვეთრად პროდასავლური თუ უფრო, დამაბალანსებელი? - არა, მკვეთრად პროდასავლური კურსი აქვთ, მაგრამ გარეგნულად, ალიევი ცდილობს ეს დააბალანსოს და რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. მან კარგად იცის, რომ რუსეთსაც უნდა გადაუგდოს ”ერთი ძვალი” - უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომაცაა, რომ რუსეთთან პატარ-პატარა დათმობებზე მიდის. იგივე თუნდაც, ნავთობის თუ გაზის საკითხში. აზერბაიჯანი ახლა ცოტა დელიკატურ სიტუაციაშია. ერთი მხრივ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული პრესა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება დასავლეთი იმდენად დაინტერესებული იყოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებით და მათი საზღვრის გახსნით, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ინტერესები შეიძლება მაქსიმალურად არ გაითვალსიწინოს. შესაძლებელია კი, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ინტერესები არ გაითვალისწინონ? გარდა სხვა საფრთხეებისა, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი ბაქოს რუსეთისკენ უბიძგებს? - საერთოდ დასავლეთს კი, მთლიანად პროდასავლური სამხრეთ კავკასია ესაჭიროება, მაგრამ... მთლად ასეც არ გამოდის. სამხრეთ კავკასიაში ძალიან რთული მდგომარეობაა, რადგან რუსეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა. ამიტომაცაა, რომ 10 ოქტომბერს მოეწერა ხელი სომხეთ-თურქეთს შორის შეთანხმებას და ჯერაც არ განუხილავს არც ერთი ქვეყნის პარლამენტს. დამტკიცებაზე აღარაფერს ვამბობ. პოლიტიკური წინააღმდეგობები რომ არ ყოფილიყო, ერთ კვირაში დამთავრდებოდა ყველაფერი. რუსებმა კარგად იციან რომ თურქეთი მაინც ბოლომდე ვერ მოიმდურებს აზერბაიჯანს: მოძმე ხალხები არიან, საერთო რელიგია აქვთ... ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამიტომ თურქეთს სჭირდება, რომ რატიფირიცირებას თან ახლდეს რამე, აზერბაიჯანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ყარაბაღთან დაკავშირებით საუბარი იყო იმაზე, რომ ხუთი პროვინციიდან ჯარები უნდა გამოეყვანა სომხეთს და ამ ხუთ პროვინციაში დაახლოებით 800 ათასი ლტოლვილი უნდა დაბრუნებულიყო. სულ რვა პროვინციაა ოკუპირებული და აქედან ხუთი უნდა გათავისუფლებულიყო. რაც შეეხება სომხეთს, ჩემი აზრით ერევანში ცოტა არ იყოს, ზომიერების გრძნობას კარგავენ. იქ ამბობენ, რომ საზღვრის გახსნას არაფერი საერთო არა აქვს ყარაბაღის საკითხთანო. მათი თქმით, ერევნის მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისი ის იქნება თუ პრაქტიკულად მოხსნიან გენოციდის საკითხს - როგორც ისინი ამბობენ, ”გადადებენ ისტორიის სამსჯავროსთვის”. სხვათაშორის, ეს აზრი ძალიან არ მოსწონს სომხურ დიასპორას და ოფიციალურ ერევანს ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება. არსებობს თუნდაც უმნიშვნელო შესაძლებლობა იმისა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ? - მანდ საუბარი იყო იმაზე, რომ სომხები დფაბრუნდებიან და ათი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ასეთი იყო არაოფიციალური შეთანხმება სომხეთსა და თურქეთს შორის. თუმცა, არ ვიცი ღიად ეთანხმება თუ არა ამ ვარიანტს აზერბაიჯანი. კიდევ ვიმეორებ, რასაკვიარველია ამ პროცესებით უკმაყოფილება მართლაც არსებობს აზერბაიჯანში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა დასავლეთზე უარი თქვა. თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ ალიევი თავიდან ბოლომდე ”ვესტერნიზირებული” ფიგურაა. სხვათაშორის, არც ფუნდამენტალისტი ისლამისტები არ არიან. მიუხედავად ამისა, ალიევს ლავირება უხდება. სხვათაშორის, ლუკაშენკოც ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებს. ბოლო პერიოდში - მას შემდეგ რაც ყარაბაღის საკითხის ირგვლივ კონსულტაციები გააქტიურდა, ოფიციალურმა ბაქომაც და აზერბაიჯანმაც საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის თემა ისევ დიდი ხნით არის ”გაყინული”? - კი, ასე ჩანს ჯერ-ჯერობით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ თურქეთის შიგნითაც, ერდოღანს აზერბაიჯანის განაწყენებას არ აპატიებენ. ასევე სომხეთში, სარქისიანს გენოციდის აღიარება - არაღიარებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები... მოკლედ, ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. რუსეთი ცდილობს ამ პოცესებში შუამავლის როლი მოირგოს, მაგრამ რეალურად, აწყობს კი მოსკოვს ყარაბაღის პრობლემის მოგვარება? - რუსეთს სხვა გზა არა აქვს - დღეს მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ღიად დაუპირისპირდეს თურქეთს ან თუნდაც, სომხეთს. ამიტომაც მათ ”ჩათრევას ჩაყოლა” ამჯობინეს და განაცხადეს, რომ კი ბატონო, მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. სინამდვილეში მათ ეს სულაც არ უნდათ. ამიტომ, თუ მოლაპარაკებების პროცესი უშედეგო აღმ ოჩნდება ოღონდ ისე, რომ ამაში დამნაშავედ რუსეთი ვერ დაასახელონ, მოსკოვს ეს მხოლოდ გაუხარდება. შეიძლება, რომ რუსეთმა ღიად არა, მაგრამ პროვოცირება მოახდინოს, რათა ეს ”გაყინული კონფლიქტი” კავკასიაშია კიდევ ერთ ”ცხელ წერტილად” იქცეს? - არა, ვერ გარისკავენ რადგან ეს ძალიან მალე გაირკვევა. ასეთი რამ დასავლეთს შეუმჩნეველი არ დარჩება. რუსეთს კი სრულიად არ აწყობს სკანდალი რომელიც მას დაბრალდება. თუ დავაკვირდებით, რუსეთი მუდმივად ცდილობს პროვოცირება მოახდინოს და სიტუაცია გაამწვავოს, მაგრამ ისე, რომ ეს მას არ დაბრალდეს. მერე სულ ცდილობენ ხოლმე, რომ ”მშვიდობის მტრედის” როლში გამოჩნდნენ... პროვოკატორის როლი მათ არ აწყობთ. რით არის სახიფათო ან სასარგებლო საქართველოსთვის ყარაბაღის თემის ”გაცოცხლება”? - გააჩნია რა მიმართულებით გააქტიურდება პროცესები. თუმცა, რადგან ჩვენი მეზობლები არიან, ჩვენთვის ეს პროცესები ცხადია მნიშვნელოვანია. თუ ყარაბაღში რეფერენდუმი დაინიშნა და ჩატარდა ლტოლვილების დაბრუნების შემდეგ, ჩვენთვის ეს ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში, უკვე ჩვენც შეგვეძლება, რომ ჩვენი ლტოლვილების დაბრუნება მოვითხოვოთ აფხაზეთსა და ცხინვალში და მერე ჩატარდეს იქ რეფერენდუმი. აი, დააბრუნონ სამასი ათასი ქართველი აფხაზეთში და მერე ნახავენ რა შედეგებსაც მიიღებენ რეფერენდუმში. არის მეორე ვარიანტიც, თუმცა ის უფრო ნაკლებად შესაძლებელი მგონია - აზერბაიჯანი არ დათანხმდება. თუ ყარაბაღის დამოუკიდებლობა სცნო ბაქომ, მაშინ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს შეიძლება ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეგვექმნას აქვე, სამხრეთ კავკასიაში. http://presa.ge/index.php?text=news&i=11325 საკმაოდ საინტერესოა ინტერვიუა მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის შესახებ - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის 17:12 11.12.2009 ”ბაქო მთიანი-ყარაბაღის გამო ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს”-ასეთი სათაურით გამოქვეყნა 8 დეკემბერს შაჰინ აბასოვის სტატია ინტერნეტმედიასაშუალებამ ”ევრაზიანეტ.ორგ”-მა. მისი ქართული ვერსიის ნახვა ”ფორინპრეს”-ზე შეიძლებოდა. სტატია ორი თვალსაზრისით იყო საინტერესო: ჩვენს რეგიონში-სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა და თან, აქვე მეზობლად არსებული კიდევ ერთი, ე.წ. ”გაყინული კონფლიქტის” - მთიანი ყარაბაღის თემატიკას ეძღვნებოდა. - ”ბოლო კვირებში, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები დასავლეთზე ბრაზობენ და მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის ბაქოსთვის სასიკეთოდ მოგვარებას რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ, მიაჩნია ანალიტიკოსების ნაწილს” - ნათქვამი იყო აბასოვის სტატიაში. რას ფიქრობენ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ექპერტები, მართლაც გაჩნდა თუ არა ანტიდასავლური განწყობები? როგორია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების წარმატების შანსები და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ”პრესა.გე” პოლიტიკურ ექსპერტს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა. თქვენი აზრით, ბაქო მართლაც პრორუსულ კურსს ირჩევს? - არა, არა... დღეისათვის აზერბაიჯანში არის პროდასავლური განწყობებიც და პრორუსულიც. მრავალფეროვნებაა. არიან ძალები რომლებიც ფიქრობენ, რომ ბაქოსთვის უმჯობესი იქნება თუ პრორუსულ ხაზს გაატარებს, ზოგი - დასავლეთს ანიჭებს უპირატესობას. მთლიანობაში, მაინც შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა მკვეთრად პროდასავლურია. მკვეთრად პროდასავლური თუ უფრო, დამაბალანსებელი? - არა, მკვეთრად პროდასავლური კურსი აქვთ, მაგრამ გარეგნულად, ალიევი ცდილობს ეს დააბალანსოს და რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. მან კარგად იცის, რომ რუსეთსაც უნდა გადაუგდოს ”ერთი ძვალი” - უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომაცაა, რომ რუსეთთან პატარ-პატარა დათმობებზე მიდის. იგივე თუნდაც, ნავთობის თუ გაზის საკითხში. აზერბაიჯანი ახლა ცოტა დელიკატურ სიტუაციაშია. ერთი მხრივ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესება. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული პრესა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება დასავლეთი იმდენად დაინტერესებული იყოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებით და მათი საზღვრის გახსნით, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ინტერესები შეიძლება მაქსიმალურად არ გაითვალსიწინოს. შესაძლებელია კი, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ინტერესები არ გაითვალისწინონ? გარდა სხვა საფრთხეებისა, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი ბაქოს რუსეთისკენ უბიძგებს? - საერთოდ დასავლეთს კი, მთლიანად პროდასავლური სამხრეთ კავკასია ესაჭიროება, მაგრამ... მთლად ასეც არ გამოდის. სამხრეთ კავკასიაში ძალიან რთული მდგომარეობაა, რადგან რუსეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა. ამიტომაცაა, რომ 10 ოქტომბერს მოეწერა ხელი სომხეთ-თურქეთს შორის შეთანხმებას და ჯერაც არ განუხილავს არც ერთი ქვეყნის პარლამენტს. დამტკიცებაზე აღარაფერს ვამბობ. პოლიტიკური წინააღმდეგობები რომ არ ყოფილიყო, ერთ კვირაში დამთავრდებოდა ყველაფერი. რუსებმა კარგად იციან რომ თურქეთი მაინც ბოლომდე ვერ მოიმდურებს აზერბაიჯანს: მოძმე ხალხები არიან, საერთო რელიგია აქვთ... ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამიტომ თურქეთს სჭირდება, რომ რატიფირიცირებას თან ახლდეს რამე, აზერბაიჯანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ყარაბაღთან დაკავშირებით საუბარი იყო იმაზე, რომ ხუთი პროვინციიდან ჯარები უნდა გამოეყვანა სომხეთს და ამ ხუთ პროვინციაში დაახლოებით 800 ათასი ლტოლვილი უნდა დაბრუნებულიყო. სულ რვა პროვინციაა ოკუპირებული და აქედან ხუთი უნდა გათავისუფლებულიყო. რაც შეეხება სომხეთს, ჩემი აზრით ერევანში ცოტა არ იყოს, ზომიერების გრძნობას კარგავენ. იქ ამბობენ, რომ საზღვრის გახსნას არაფერი საერთო არა აქვს ყარაბაღის საკითხთანო. მათი თქმით, ერევნის მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისი ის იქნება თუ პრაქტიკულად მოხსნიან გენოციდის საკითხს - როგორც ისინი ამბობენ, ”გადადებენ ისტორიის სამსჯავროსთვის”. სხვათაშორის, ეს აზრი ძალიან არ მოსწონს სომხურ დიასპორას და ოფიციალურ ერევანს ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება. არსებობს თუნდაც უმნიშვნელო შესაძლებლობა იმისა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ? - მანდ საუბარი იყო იმაზე, რომ სომხები დფაბრუნდებიან და ათი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ასეთი იყო არაოფიციალური შეთანხმება სომხეთსა და თურქეთს შორის. თუმცა, არ ვიცი ღიად ეთანხმება თუ არა ამ ვარიანტს აზერბაიჯანი. კიდევ ვიმეორებ, რასაკვიარველია ამ პროცესებით უკმაყოფილება მართლაც არსებობს აზერბაიჯანში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა დასავლეთზე უარი თქვა. თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ ალიევი თავიდან ბოლომდე ”ვესტერნიზირებული” ფიგურაა. სხვათაშორის, არც ფუნდამენტალისტი ისლამისტები არ არიან. მიუხედავად ამისა, ალიევს ლავირება უხდება. სხვათაშორის, ლუკაშენკოც ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებს. ბოლო პერიოდში - მას შემდეგ რაც ყარაბაღის საკითხის ირგვლივ კონსულტაციები გააქტიურდა, ოფიციალურმა ბაქომაც და აზერბაიჯანმაც საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის თემა ისევ დიდი ხნით არის ”გაყინული”? - კი, ასე ჩანს ჯერ-ჯერობით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ თურქეთის შიგნითაც, ერდოღანს აზერბაიჯანის განაწყენებას არ აპატიებენ. ასევე სომხეთში, სარქისიანს გენოციდის აღიარება - არაღიარებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები... მოკლედ, ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. რუსეთი ცდილობს ამ პოცესებში შუამავლის როლი მოირგოს, მაგრამ რეალურად, აწყობს კი მოსკოვს ყარაბაღის პრობლემის მოგვარება? - რუსეთს სხვა გზა არა აქვს - დღეს მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ღიად დაუპირისპირდეს თურქეთს ან თუნდაც, სომხეთს. ამიტომაც მათ ”ჩათრევას ჩაყოლა” ამჯობინეს და განაცხადეს, რომ კი ბატონო, მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. სინამდვილეში მათ ეს სულაც არ უნდათ. ამიტომ, თუ მოლაპარაკებების პროცესი უშედეგო აღმ ოჩნდება ოღონდ ისე, რომ ამაში დამნაშავედ რუსეთი ვერ დაასახელონ, მოსკოვს ეს მხოლოდ გაუხარდება. შეიძლება, რომ რუსეთმა ღიად არა, მაგრამ პროვოცირება მოახდინოს, რათა ეს ”გაყინული კონფლიქტი” კავკასიაშია კიდევ ერთ ”ცხელ წერტილად” იქცეს? - არა, ვერ გარისკავენ რადგან ეს ძალიან მალე გაირკვევა. ასეთი რამ დასავლეთს შეუმჩნეველი არ დარჩება. რუსეთს კი სრულიად არ აწყობს სკანდალი რომელიც მას დაბრალდება. თუ დავაკვირდებით, რუსეთი მუდმივად ცდილობს პროვოცირება მოახდინოს და სიტუაცია გაამწვავოს, მაგრამ ისე, რომ ეს მას არ დაბრალდეს. მერე სულ ცდილობენ ხოლმე, რომ ”მშვიდობის მტრედის” როლში გამოჩნდნენ... პროვოკატორის როლი მათ არ აწყობთ. რით არის სახიფათო ან სასარგებლო საქართველოსთვის ყარაბაღის თემის ”გაცოცხლება”? - გააჩნია რა მიმართულებით გააქტიურდება პროცესები. თუმცა, რადგან ჩვენი მეზობლები არიან, ჩვენთვის ეს პროცესები ცხადია მნიშვნელოვანია. თუ ყარაბაღში რეფერენდუმი დაინიშნა და ჩატარდა ლტოლვილების დაბრუნების შემდეგ, ჩვენთვის ეს ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში, უკვე ჩვენც შეგვეძლება, რომ ჩვენი ლტოლვილების დაბრუნება მოვითხოვოთ აფხაზეთსა და ცხინვალში და მერე ჩატარდეს იქ რეფერენდუმი. აი, დააბრუნონ სამასი ათასი ქართველი აფხაზეთში და მერე ნახავენ რა შედეგებსაც მიიღებენ რეფერენდუმში. არის მეორე ვარიანტიც, თუმცა ის უფრო ნაკლებად შესაძლებელი მგონია - აზერბაიჯანი არ დათანხმდება. თუ ყარაბაღის დამოუკიდებლობა სცნო ბაქომ, მაშინ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს შეიძლება ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეგვექმნას აქვე, სამხრეთ კავკასიაში. http://presa.ge/index.php?text=news&i=11325 საკმაოდ საინტერესოა ინტერვიუა