Jump to content
Planeta.Ge

choxa

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    1.153
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი choxa

  1. ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ ოღრაშებო ჟურნალისტია :vini:
  2. lasha1997 იმ ტანკერის დაპატიმრება სწორი იყო, სხვა საკითხია რამდენად გვაქვს ძალა არსებითად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ხორცი შევასხათ.
  3. lasha1997 და ის ზღვა ჩვენი ტერტიტორია არაა?
  4. lasha1997 და რატომაა მიუღებელი თუ აფხაზეთში ეკონომიკურ ექსპანსიას თურქეთი განახორციელებს რუსეთის მაგივრად და ისიც ჩვენი ფარული თანხმობით და ასევე ჩვენი გარკვეული ინტერესების გათვალისწინებით?! აფხაზეთსა და თურქეთს საერთო საზღვარი არ აქვთ, ვერ შეიერთებს თურქეთი აფხაზეთს და ვერც აღიარებს დამოუკიდებლად. სამაგიეროდ მივიღებთ იმას, რომ რუსეთი სრულად ვერ გააკონტროლებს რეგიონს და პერსპექტივაში მის გავლენას საპირწონე გაუჩნდება, ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები საპირწონე. ბურზო ვეღარ გაუძლო ამდენ ბოღმას და გეზლს
  5. და რა წერია ასეთი მიუღებელი ამ სტატიაში ან რა უკეთესი პერსპექტივა გვაქვს დღეს? ნუ გვავიწყდება ერთი რამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ეს გამოსავალი ძალიან იშვიათადაა იდეალური და სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენ ყოველმხრივ გვაძლევს ხელს
  6. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ეკონომიკური თავისუფლების აქტზე” “ინტერპრესნიუსი” ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავას ესაუბრა. _ ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სააკაშვილის “ეკონომიკური თავისუფლების აქტს”, რომლის ინიციატივითაც იგი პარლამენტის წინაშე წარსდგა? – ინიციატივა თავისუფალ აქტთან დაკავშირებით ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი უნდა შეფასდეს, როგორც ღია კარის მტვრევა, ხოლო მეორე ნაწილი - როგორც კლასიკური შეცდომები. ღია კარის მტვრევაა ჩვენი ეროვნული ვალუტის თავისუფალი კონვერტაცია. 1995 წლიდან, რაც ლარი შემოვიღეთ, ლარი თავისუფალ კონვერტაციაშია. კონვერტაციიათვის მას არანაირი დამატებითი აქტი არ სჭირდება, ეს არის სწორედ ღია კარის მტვრევა. ასევე, ღია კარის მტვრევაა უცხოელი პარტნიორების მიერ მიღებული მოგების რეპატრიაციაზე საუბარი, ვინაიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უცხოელების მიერ მიღებული მოგების რეპატრიაცია 1996 წელს არის მიღებული. ასეთი ინიციატივების კონსტიტუციის რანგში აყვანა უბრალოდ არაფრისმთქმელია, რადგანაც ეს ისედაც ასეა და არაფერს არ იძლევა. რაც შეეხება შეცდომებს, რომლებიც აშკარა და გამოკვეთილია. ჯერ ერთი, არ შეიძლება, კონსტიტუციის დონეზე იყოს აყვანილი ის, რაც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი. ეკონომიკური პოლიტიკა ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარებაშია ქვეყანა, როგორია გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, არის თუ არა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი და ასე შემდეგ. _ რას ნიშნავს კონსტიტუციაში საბიუჯეტო ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების 30%-ით განსაზღვრა? ან ის, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-ი უნდა იყოს? _ თავისთავად ის, რომ საბიუჯეტო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, კარგია. როგორც ეკონომისტი, ამას მივესალმები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რაღაც ეტაპზე მთავრობა იძულებული გაახდეს, რომ საბიუჯეტო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 30 კი არა, 31% იყოს. იმის გამო, რომ კონსტიტუციურად შეზღუდვა დაწესდება, შესაბამისი საბიუჯეტო პარამეტრების შემუშავება და მიღება ვერ მოხერხდება. პრეზიდენტის ინიციატივა, კონსტიტუციურად განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ძალიან კარგია, მაგრამ დღევანდელი ვითარება ასეთია _ დღეს საქართველოში შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტი 9,4% შედგენს. დეფიციტი ასეთი მაღალია იმიტომ, რომ კრიზისის პირობებში საგადასახადო შემოსავლები შემცირდა და ქვეყანა იღებს უცხოურ დახმარებას. თუ კონსტიტუციაში შევიტანთ ცვლილებას, რომ დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მაშინ რა გამოდის, უცხოურ დახმარებაზე უარი უნდა ვთქვათ და არ უნდა მივიღოთ? ამ შეზღუდვის კონსტიტუციაში ჩაწერა დაუშვებელია. ეკონომიკაში ვითარება ცვალებადია, ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება. იდეალურ მდგომარეობაში დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს ხომ 9%-ზე მეტი გვაქვს. რაც შეეხება საგარეო ვალს. ინიციატივა, რომ საგარეო ვალი არ უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი, აბსოლუტურად სწორი მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტია, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა როგორ შეიძლება? ეკონომიკაში ყოველთვის ცვალებადი სიტუაციაა. სახელმწიფომ შეიძლება, ვალი აიღოს, შეიძლება - არა, მაგრამ როცა კონსტიტუციაში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი, ნიშნავს, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის 60%-მდე აღებას აკანონებს. თუ დღეს საგარეო ვალი 25%-ზე მეტი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე დიდი “ლუფტი” აიღო საგარეო ვალების ასაღებად. ასე რომ, ამ ინიციატივის კონსტიტუციაში ჩაწერა ნამდვილად არ შეიძლება. – რაც შეეხება მაკონტროლებლების შემცირებას, არ მიგაჩნიათ, რომ მაკონტროლებლების შემცირება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ეკონომიკის განვითარებას? – ამის კონსტიტუციაში ჩაწერაც გაუგებარია. დღეს ჩვენ ევროკავშირი მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასასვლის ერთ-ერთ მოთხოვნად გვიყენებს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას და, შესაბამისად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებას. თუ კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ ასეთი მარეგულირებელი სამსახურები აღარ უნდა შეიქმნას, გამოდის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ვერასდროს ვერ გადავალთ. უნდა ვიცოდეთ, რომ სინგაპურისადმი ტრფიალი არ გამოგვადგება. სინგაპურში კი არის ეკონომიკური თავისუფლება, მაგრამ სინგაპურს ავტორიტარული რეჟიმი მართავს. სინგაპურული მოდელი ქვეყნის მოწყობის ევროპული მოდელი სულაც არ არის. ასე რომ, კითხვა საით მიგვყავს ქვეყანა? აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი იქნებოდა. ქვეყნის სინგაპურიზაცია ევროპული განვითარების გზა არ არის. როგორც ვთქვი, პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილი ღია კარის მტვრევა, ნაწილი კლასიკური შეცდომები და პიარის კეთების სურვილია. თქვენამდე, არა ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა, ახლა დაიწყება ამ ინიციატივის საჯაროდ განხილვა, ტელევიზიები ამ თემაზე ბევრს იხმაურებენ და მოხდება ერთი თემის მეორე თემით გადაფარვა. ინიციატივის კიდევ ერთი შეცდომა გამომრჩა და უნდა ითქვას. ეს არის გადასახადების განაკვეთის ზრდა და ახალი გადასახადების შემოღება რეფერენდუმის გზით. როგორც ეკონომისტი, მომხრე ვარ დაბალი საგადასახადო ტვირთის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეკონომიკა ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა, აუცილებელიც იყოს გადასახადების განაკვეთის გაზრდა. ჩვენ თუ ამას რეფერენდუმზე გავიტანთ, წარმოგიდგენიათ, რომ რეფერენდუმზე ამას ვინმე დათანხმდეს? ანუ რას ვაკეთებთ? ჩვენ თვითონ ძირს ვუთხრით ქართულ სახელმწიფოს? თუ მომავალში ქვეყანაში პრობლემები შეექმნა, მას არ უნდა შეეძლოს პრობლემების გადაწყვეტა? ინიციატივის ეს მხარეც აბსოლუტურად გაუგებარია. – ბატონო ლადო, თქვენ ისეთი სურათი დახატეთ, რომ მართლაც გაუგებარია, როგორ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი “ეკონომიკური თავისუფლების აქტი” ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ეკონომიკის განვითარებას? _ ამაზე, გარკვეულწილად, უკვე გიპასუხეთ. ჩემი აზრით, ეს ემსახურება რაღაცის, შესაძლოა, ტალიავინის მისიის დასკვნის გადაფარვას. დღეს ყველაზე აქტუალური თემა ტალიავინის მისიის დასკვნაა. პრეზიდენტის ამ ინიციატივის შემდეგ ყველაზე აქტუალური თემა ის იქნება, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ქართული ეკონომიკისთვის ამ ინიციატივაში რამე რეალურად ღირებულს ვერ ვხედავ, დანარჩენი მოგახსენეთ, როგორც მესმის _ პრეზიდენტის “ეკონომიკური თავისუფლების აქტი” ღია კარის მტვრევა, კლასიკური შეცდომები და მხოლოდ პიარზე გათვლილი ინიციატივაა. “ინტერპრესნიუსი” კობა ბენდელიანი =================== მგონი აქაა ამის ადგილი
  7. დაიღუპა საწყალი და დარჩა ულუკმაპუროდ
  8. მეც მოვისმინე მაგრამ ამას უფრო პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვის არქონას დავარქმევდი
  9. მეც თუ არ ჩავთვლით ალიანსის განცხადებას
  10. chegesto სახლი დარეგისტრირებული გაქვთ საჯარო რეესტრში საკუთრებად? (ნუ დიდი ალბათობით ესეა) ხოდა თუ ასეა სასწრაფოდ ნახე ვინმე ადვოკატი და 4 ათასის გულისათვის მაგ სახლს ნუ დაკარგავ.
  11. chegesto გინდა თქვა რომ დატვირთული იყო იპოთეკით ალბათ ხომ? ამ შემთხვევაში უნდა გაირკვეს რა თანხის უზრუნველსაყოფად იყო იპოთეკა გამოყენებული და როდის იყო ძირითადი თანხის, პროცენტების გადახდის ვადა. ნებისმიერ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის შეცვლა ბანკს არ შეუძლია, არ შეუძლია არც მისი თვითნებური რეალიზაცია. ბანკის აქტივების ახალ შემძენზე გადადის იპოთეკა სწორედ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ჰქონდა პირველ იპოთეკარს, მესაკუთრეს ეს ვერ შეცვლის.
  12. ამ თემაში ძუძუებიანი ქალების სურათების დადება მოსულა? :buchti:
  13. მეძახდით? Saturn ჯერ არ დანიშნულხარ და უკვე დაიწყე ხო ფორუმზე ზონდერების თარეში რა უქენი ამ ხალხს ეგრევე ჩოხა რო "მოუნდათ" ?
  14. newstudio კი, ამერიკის Nukriko რუსეთზე არ გეუბნები, ჩვენ მოკავშირეებზე ვუბნობ
  15. Nukriko ასეთ განცხადებებს საჯაროდ არავინ აკეთებს ნუკუშ შენ პუტინის მართვის სტილს და პუტინის რუსეთის თავისებურებებს არ ითვალისწინებ. ეგ ავაზაკი ომის წყალობით მოვიდა ხელისუფლებაში და მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების თუ განმტკიცების საუკეთესო საშუალება ომი, მტრის ხატია. არა, ომის გამოც იზარალა რუსეთმა და აქ არ ვგულისხმობ ჩამოგდებულ საფრენ აპარატებს ან განადგურებულ ტექნიკას, მილიარდები გავიდა ომის შემდეგ რუსეთიდან და ეს ორგანიზებულად მოხდა, ეს არ იყო მთლად შემთხვევითი და მთლად კრიზისის ბრალი. და კიდევ უფრო მეტად მესამე მხარეს ხო?
  16. Siknadmo machkatela არაა ეს თემა ღმერთზე და რელიგიაზე
  17. რისკიანი ის პოლიტიკაა, სადაც გამარჯვების შანსი 80-20ზე მაინცაა პროცენტილად, იქ სადაც მოგების შანსი 10% იც კი არ გაქ, მაგას რისკი არ ჰქვია უკვე
  18. Nukriko მაშინ იდეალური ყოფილა ეს ხელისუფლება და რას ვერჩით? არ ვაპირებ ამათ ჯინაზე ქვეყნის საზიანო რიტორიკას, დანარჩენზე მგონი მოვახერხებთ შეთანხმებას :viking:
  19. Nukriko ხელისუფლების მხარეზე დგომა და საქართველოს მხარეზე დგომა სხვადასხვა რამაა
×
×
  • შექმენი...