ამ ფორუმზე არაერთი პროფესიონალი, ქვეყნის მოყვარული და წესიერი ადამიანი პოსტავს, რომელიც არაა დაავადებული „ისტობით“, აქვს პროტესტის გრძობა არსებული რეალობის მიმართ და უნდა უკეთესი მომავალი ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში სერიოზული კრიზისია და ახალ სისხლს საჭიროებს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მცდელობა იყო ამ ფორუმზე, თუმცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ჯერ–ჯერობით შედეგი არ დამდგარა მაშ ასე ყველას: ვინც დაიღალეთ არსებული უსამართლობით, ვისაც აღარ გინდათ უმოქმედოთ უყუროთ იმ ჭაობს რაც ქვეყანაშია; ვინც აცნობიერებთ, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას; ვინც თვლით, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს კლანური ბიზნესი; ვინც მზადაა შერჩევითი სამართალის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს; ვისაც მობეზრდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია; ვისთვისაც მიუღებელია სახელმწიფო, სადაც ადამიანს აზრის გამოხატვისათვის და პოლიტიკური შეხედულებებისათვის დევნიან; ვინც ხვდება, რომ არ შეიძლება ბედნიერი იყო ქვეყანაში, როდესაც შენი თანამოქალაქეების უმრავლესობა სიღარისბის ზღვარზე ან მის ქვევითაა; ვისაც უნდა, რომ პოლიცია იყოს საზოგადოებრივი წესრიგის და არა ერთი პარტიის დამცველი; ვისაც აღარ უნდა, რომ რუსთაველზე ნიღბიანმა ბრბომ იბოგინოს; ვისთვისაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პოპულიზმზე მაღლა დგას დეოკუპაციის სხვა გზას, გარდა „სტრატეგიული მოთმინებისა“ არ სთავაზობენ კიდევ უამრავი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლება გავერთიანდეთ და ვცადოთ ჩვენი სიტყვის თქმა, ჩვენი წილი საქმის გაკეთება იყოს ამ გაერთიანების „ლიდერი“ იდეები და ღირებულებები, ჩვენ კი მათ ვემსახუროთ............საქართველოსთვის! ეგებ შევძლოთ და ოდნავ უკეთესი გავხადოთ ეს ქვეყანა, თუნდაც სულ მცირედით ჩვენ გვაქვს ამის უფლება მე აღარ მინდა მშვიდად, უხმოდ ვუყურო ამ ყველაფერს ვისაც არ გეშინიათ, ვინც მეთანხმებით და ვისაც მოგბეზრდათ ამ ყველაფრის შორიდან ყურება – ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. ვინც თანახმაა, დადეთ იდეები და საერთო საკითხებზე შეთანხმების შემდეგ, შეხვედრაც მოვაწყოთ რას იტყვით ფორუმელნო?! მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც აი ეს ხდება: