http://a.img-dpreview.com/news/0907/Fujifilm/W1-001.jpg წელს Fujifilm-მა ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, FinePix Real 3D სისტემა, მსოფლიოში პირველი 3D ფოტო აპარატი, რომელიც სურათის სამგანზომილებიან აღქმას უზრუნველყოფს სპეციალური სტერეო სათვალეების გარეშე. 2009 წლის ბოლოსთვის Fuji მთლიან 3D პაკეტს შესთავაზებს მომხმარებელს, 3D აპარატიდან დაწყებული 3D ფოტო პრინტერით დამთავრებული, ასევე მსგავს ვიდეოკამერასაც გვპირდებიან. მოკლედ ძაან მაგარი რაღაცა იქნებაო ესე გვპირდებიან. მალე ალბათ ჩვეულებრივი ფირის ფოტოაპარატები კი არა, აქამდე გამოსული თუნდაც canon-ის უმშვენიერესი და უმაგრესი აპარატებიც კი ძველი საუკუნის გადმონაშთად ჩაითვლება, ხალხი გადაყრის ძველ აპარატებს და ყველა სტერეო ფოტოაპარატების და ვიდეოკამერების შეძენას დაიწყებს. თუმცა ციფრული ტექნიკა ფირს ბოლომდე მაინც ვერ მოერია, არ ვიცი რას იზავს ეს ახალი ტექნოლოგია, ჯერ არავინ იცის ბოლომდე რა გამოხმაურება ექნება, შეიძლება სულაც დაიძიროს ფუჯის ეს უმშვენიერესი წამოწყება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?