Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. სააკაშვილის ფაქტორს სხვა თემებში შევეხოთ. დეოკუპაციით პოლიტიკური მოღვაწეობის წარმართვა კი ორგვარი შეიძლება იყოს: 1) ამ თემით მანიპულირება და რეალურად თვითგვემა; 2)რაციონალური გზების ძიება ,რომელიც ადვილი საპოვნი აღარაა
  2. Gagi 67 ფიზიკა ცხადია მეც არ მესმის...კითხვაც ხელშეწყობაა :sorry:
  3. ჩემთვის ერონული შეგრძნება გულისხმობს 81 წლის 13 მაისის, 88 წლის ნოემბრის და 89 წლის აპრილის განცდას, საერთო წარმატებებზე თუ ფიასკოს მიზეზებზე. ჩემ ოჯახს, უახლოეს ადამიანებს და სამშობლო აბსტრაქტული სადღეგრძელო არაა.(არ მიყვარს ტრაფარეტული სიტყვები "ერზე",რომელიც სუფრასთან სრულდება ) მეზიზღება მონოეთნიკური ნარცისიზმი და უპირატესობას ვანიჭებ საერთო სახელმწიფოებრივი პოზიტივის გაძლიერებას ....... მეზიზღება როცა ცდილობენ ჩამიკლან ეს შეგრძნება, იმ მოტივაციით თითქოს ეს მოგონილია ....არადა ხომ მიგვრძნია ეს მუხტი?! მაგრამ..... პატრიოტიზმი რომ ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია დიდი ხანია დავრწმუნდი.ამიტომაც სკეპტიკურად ვეკიდები რიტორიკას "ეროვნული ძალების " შესახებ..... საქმე დამანახეთ და ნაკლები ლაყბობა.....,თანაც ნებისმიერი ეროვნული მოგონილია ,რომელსაც არ შეუძლია კაცობრიობის გლობალურ ოკეანეს შეუერთდეს.......
  4. [ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] საქართველოში მომრავლდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, მხოლოდ მამაკაცები არ ძალადობენ ქალებზე, არამედ ქალბატონებიც არიან მოძალადეები. დღეისათვის საქართველოში მრავალი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც იცავს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ინტერესებს. ჩვენ შევხვდით ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის „ძდექის" („ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი") თავმჯდომარეს ქალბატონ ნატო შავლაყაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ძდექი" უკვე 6 წელია, არსებობს და წელიწადში მას დაახლოებით 300 ადამიანი აკითხავს. აქვს 11 კრიზისული ცენტრი საქართველოს მაშტაბით და მათ შორის - იმერეთშიც. „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს" აქვს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები გარკვეული ხნით აფარებენ თავს, სანამ ორგანიზაცია არ მოაგვარებს მათ პრობლემებს. „ჩვენთან მოსულ მსხვერპლს, შეგვიძლია, შევთავაზოთ სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული და პირველადი სამედიცინო დახმარება. სოციალური მუშაკი იკვლევს ამ ადამიანების პრობლემას, ადგენს, რა დახმარება შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მისი პრობლემა მოვაგვაროთ, რათა ადვილად შეძლოს რეაბილიტაცია. ვცდილობთ, მედიატორები ვიყოთ ოჯახსა და მსხვერპლს შორის. მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ სასამართლოს, სადაც წარმომადგენლობას ჩვენი იურისტები უწევენ," - აღნიშნა ქალბატონმა ნატომ. „ძდექი"-ს თავშესაფარში მსხვერპლის ყოფნის ვადა სამი თვით განისაზღვრება, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო, მათ უფრო დიდხანს უწევთ იქ გაჩერება, ამიტომ ადგილები თითქმის არ არის. „ამაში დიდ დახმარებას გვიწევს სახელმწიფო ფონდისა და საპატრიარქოს თავშესაფრები. დღეისათვის იქ ჩვენს მიერ მიყვანილი 7 მსხვერპლი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უკვე აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, რაც ასევე საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობაშიც გამოიხატება, ისინი ჩვენთან 2006 წლიდან თანამშრომლობენ," - აგვიხსნა ქალბატონმა ნატომ. ძალადობის მსხვერპლი არის ის, ვისაც ეშინია და დამოკიდებული ხდება მოძალადეზე. იმის გამხელა, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი არიან, სირცხვილად მიაჩნიათ. ქალის შემთხვევაში ეს გამოწვეულია იმით, რომ ეშინია ღია ცის ქვეშ ბავშვთან ერთად მარტო დარჩენის. ხოლო მამაკაცი არ აღიარებს მის მიმართ ძალადობას და არ აქვს იმედი, რომ ასეთი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია დღეს საქართველოში, ამასთანავე აქ მამაკაცური თავმოყვარეობაც, ბუნებრივია, დიდ როლს თამაშობს. „როდესაც მსხვერპლი იძახებს პატრულს და ოქმი დგება, ქალი უარყოფს ყველაფერს და პირიქით - მის ქმარს, ამ შემთხვევაში - მოძალადეს, იცავს. მსხვერპლს არ უნდა, მისი შვილების მამა ციხეში აღმოჩნდეს. ეს არის არასწორი, ის ვერც კი ხვდება, რომ ამით ზიანს აყენებს საკუთარ შვილს. ჩვენთან ხშირად მოდიან ისეთი დედები, რომლებზეც მათი 8 წლის ბიჭები ძალადობენ, ისინი ზუსტდ მამის მსგვსად ექცევიან დედებს," - გვიამბო ქალბატონმა ნატომ. ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალები უფრო გაბედულები არიან, წავიდნენ მოძალადე მეორე ნახევრის წინააღმდეგ. მათ შედარებით არ უჭირთ ოჯახურ ძალადობაზე საუბარი, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა მამაკაც მსხვერპლთან. მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. „დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით ბევრია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი, ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენს ორგანიზაციას 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ათამდე მამაკაცმა მოაკითხა. ჩვენთან მოსულ მსხვერპლთა უმეტესობა ანონიმურობას ითხოვს. მათი მთავარი კითხვაა - არიან თუ არა ისინი ერთადერთები. აგრეთვე მოდიან მამაკაცები, მათ აქვთ სხვა პრობლემები, უმეტესად - იურიდიული, რომელიც შეეხება ქონებრივ დავებს ოჯახის წევრებთან," - გვიამბო ქალბატონმა ნატომ. ჩვენ დავინტერესდით ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ვინაობით, მაგრამ ქალბატონმა ნატომ აგვიხსნა, რომ თუ თავად პიროვნება არ დაგვთანხმდებოდა, მას არ ჰქონდა უფლება, მოეცა რაიმე სახის ინფორმაცია ამ მამაკაცის შესახებ. რესპონდენტი დავითანხმეთ, მან მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგვითმო და ჩვენს შეკითხვებს უპასუხა (რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვის გამო, მისი სახელის და გვარის ინიციალები შეცვლილია). - ბატონო რ., ვიცით, რომ თქვენთვის ძალიან მძიმეა ყველაფრის გახსენება, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში? რ.ჩ.: ჩემი შვილი მაგინებდა, რამდენჯერმე სცადა ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა. ამას ყველაფერს ჩემი ცოლი აკეთებდა, ის აქეზებდა შვილს, მან ამიმხედრა და განაწყო ჩემს წინააღმდეგ, ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. მათ სურდათ, რომ მე სახლიდან წავსულიყავი, ერთი სიტყვით, ჩემს საკუთარ ოჯახში ზედმეტ ნივთად ვიქეცი, არადა, ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება. ამ ყველაფრის ატანა ოჯახის მამისათვის ძალიან ძნელია, მაგრამ უფალი მაძლიერებდა და მაძლევდა იმის ნებისყოფას, რომ სისულელე არ ჩამედინა და ბოროტებისათვის ბოროტებით არ მეპასუხა. არ მინდოდა, საკუთარი ხელით მომეკლა ჩემი სისხლი და ხორცი. - რამ მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დღეისათვის ტაბუდადებულ თემაზე უცხო ადამიანისათვის გეამბნათ? რ.ჩ.: ჩემი მთავარი მიზეზი ამ ორგანიზაციაში მოსვლისა იყო ის, რომ გამეგო, არსებობდნენ თუ არა ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. დახმარების იმედი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ სასწაული მოხდა და ღვთის ნებით, ალბათ, სიბერეს ნორმალურად გავატარებ. ეს პრობლემა ჩემთვის ნამდვილად ტაბუდადებულია და აღიარებაც კი მიჭირს, რომ ჩემს ოჯახში ასეთი სიტუაცია ნამდვილად არსებობდა. *** მამაკაცი წარსულ დროში იმიტომ საუბრობს, რომ მისი პრობლემა ორი დღის წინ მოგვარდა. ამის შესახებ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტმა გურამ ცინცაძემ გვიამბო: „ოქტომბერში ჩვენი ორგანიზაციის კრიზისულ ცენტრს მომართა შუახნის მამაკაცმა. დაბნეული ჩანდა. არ იცოდა, საიდან დაეწყო თავისი პრობლემის მოყოლა და რა სახის დახმარება შეგვეძლო ჩვენ მისთვის გაგვეწია. მამაკაცი ცდილობდა, დაემალა სახელი, გვარი, მისამართი და ასაკი. ჩვენი რჩევით, მან ნება დაგვრთო, სარჩელი შეგვეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. ორი დღის წინ სასამართლომ დაგვიკმაყოფილა სარჩელი და დამცავი ორდერი გამოსცა, რაც ითვალისწინებს მისგან ოჯახის დანარჩენი წევრების გარიდებას. მათ ასევე აეკრძალათ კონტაქტში შესვლა და მიახლოება მამაკაცთან. ჩვენი ინფორმაციით, დამცავი ორდერის პირობები აღსრულებაში მოვიდა." *** როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელობისგან შევიტყვეთ, დღეისათვის 8 ქალი იხდის სასჯელს მოძალადე მეუღლის მკვლელობისათვის. საკმაოდ დიდია ამ ბრალდებით დაკავებული მამაკაცების რაოდენობაც, ისინი არიან როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადენიც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოჯახური ძალადობა ზოგადად ძალიან რთულია, მაგრამ მოგვარებადი. როცა არსებობს მოგვარების აპრობირებული გზები, რატომ უნდა დამთავრდეს ის მსხვერპლით? ყველა ადამიანი, ქალიც და კაციც, უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ოჯახური ძალადობის დროს, მათი შვილები პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან. მომავალში თვითონ მოძალადე შეიძლება გახდეს, თავისივე შვილის მსხვერპლი, ანუ იმოქმედოს ბუმერანგის პრინციპმა. ამიტომ, აუცილებელია, ქართული მენტალიტეტი თუ ამპარტავნობა გვერდზე გადაიდოს. დროა, საკუთარ მძიმე პრობლემებზე საუბარი გახდეს საჯარო. დამიჯერეთ, ეს მოძალადეს ყველაზე მეტად აშინებს http://regions.ge/Imereti&newsid=2654&...ition=news_main
  5. ცხინვალში დარჩენილ ორ ქართველ მოზარდს ვიქტორ ბუჩუკურს და ლევან ხმიადაშვილს ცხინვალის რეჟიმი ათ დღეში გაათავისუფლებს. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა დაუდასტურა. "მართალია სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მაგრამ პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგას ჰუმანური ნაბიჯი. როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტმა კოკოითმა თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ ორ ქართველ მოზარდს გაათავისუფლებენ. ამდენად, დარწმუნებული ვარ, იგი ამ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა მერაბ ჩიგოევმა. ცხინვალის რეჟიმმა დღეს 4 ნოემბერს დაკავებული ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი გაათავისუფლა. ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ცხინვალში დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი ბუჩუკური და ხმიადაშვილი ათ დღეში გათავისუფლდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. ეჰ რომ კი :sorry: რა მაცინებს ...თორემ კი
  7. http://planeta.ge/index.php?showtopic=13144 Gagi 67 აგერ ბატონო. ვცდილობთ აპოლიტიკური განყოფილებებიც მოვაძლიეროთ.
  8. ტიგრან სარქისიანი: ზემო-ლარსის გახსნა საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის პოზიციას გაამყარებს ყაზბეგი _ ზემო-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა გაამყარებს საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციას, _ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა. მან დღეს სომხეთში ახლადანიშნული საქართველოს ელჩის გრიგოლ ტაბატაძე მიიღო. მისივე თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითად აისახება რეგიონის შემდეგომ ეკონომიკურ განვითარებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მუშაობის მიმდინარეობა, რომლის მერვე სხდომა მომავალი წლის დასაწისში, ერევანში გაიმართება. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ქართული კულტურის დღეების ერევანში წარმატებულად გამართვის საკითხს. http://ghn.ge/news-3653.html
  9. არს შესაბამისი განყოფილება ცვენ ფორუმში .იქაც დაპოსტეთ ხოლმე ყველამ ......გამოხატეთ თქვენი აზრი :sorry:
  10. machkatela ისინი მოიწვია მათმა კოლეგამ და მხოლოდ კანონიერი საფუძველი უნდა ედოს უარს. პირადი ბოღმა კონსტიტიტუციით არაა გათვალისწინებული. თრარგამაძესადმი კი ჩემი პრეტენზიები მაქვს.არსი არ იცვლება.
  11. აპოლიტიკური იუზერებიც თუ მოვლენ მოვალ.......
  12. მე გადმოვიტანე საჭიროა ეს თემა მერწმუნეთ.
  13. shamili ძუკუ ედეპეში 1993 წელს შევედი და და პარტია დავტოვე 1996 წელს. ვიყავი ცენტრალური აპარატის თანამშრომელი,"ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატის" პრეზიდიუმის წევრი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე,სტუდენტი-ახალგაზრდობის კავშირ "გრაალის" შექმნა პირადად ჩემი ინიციატივა იყო და გახლდით მისი პირველი თავმჯდომარე.მოკლედ ძალიან კარგად ვიცნობ პარტიის შიდასამზარეულოს . ჭანტურია ძლიერი ლიდერი იყო.მას ნამდვილად პატივს ვცემდით.მისი დამოკიდებულება გამსახურდიასაადმი ცემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო,მაგრამ მინდოდა შევარდნაძის ხელისუფლება შეცვლილიყო და არ ვნანობ ჩემ არჩევანს, რომელმაც ბევრი ცუდიც მომიტანა ,თუმცა ეს კაცი გახლდათ პარტიული სტრუქტურების შექმნის პიონერი . საკმაოდ კარგი, მობილური მექანიზმი იყო...ცოტა რევოლუციული, რომანტიკულიც კი ....იქ მყოფ ადამიანებში იყვნენ ნაძირლებიც და სამშობლოს ნამდვილი პატრიოტებიც. საბოლოო ჯამში ედეპე ჩემთვის სკოლა იყო. გია მიშაზე უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა და მასზე ძლიერი ფიგურა იყო.....ეს უპირობოდ.
  14. წუხელ გალის რაიონის სოფელ თაგილონთან 16 ქართველი დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები. ისინი მიკროავტობუსით ზუგდიდიდან გალში ბრუნდებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევამდე, გუშინ ასევე ზუგდიდისა და გალის საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა 6 ქართველი დააკავეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი ადგილსამყოფელიც. აგრესორები მგზავრებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ http://ghn.ge/news-3593.html როდემდე?
  15. ჩემთვის კი ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილია რუსთაველის 21 . თუმცა ვერ ვიტყოდი ყველაფერი კარგად მახსენდება. ფაქტია საუკეთესო წლები დღედაღამ მაგ შენობაში ვიყავი. ბევრი რამ ვისწავლე და ისიც გავიგე როგორ არ შეიძლება მოიქცე პოლიტიკაში
  16. chegesto დომენს ყიდვა უნდა . ჰოსტინგზე აგიხსნი. ვორდპრესის დაყენება 5 წუთის საქმეა,რაზეც დგას ქართული ბლოგების 99პრ. მეწვიეთ სტუმრად სკაიპში lasha_alo . დეტალურად გეტყვი
  17. chegesto ბლოგი ? ==============================================
  18. ედეპემ ეროვნული მოძრაობის ზეობის დროს ეს შენობა დაიკავა და საჯაროდ ვაღიარებ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იმ დღეს იქ ვიყავი . (ოღონდ მაშინ არ იყო მომხდარი განხეთქილება ზვიად გამსახურდიასთან და ედეპეშნიკი არ გახლდით.) ასევე იმ დღეს დაიკავა მაჩაბელზე მრგვალმა მაგიდამ სხვა დაწესებულება. 3 წელი ყველამ მიივიწყა ეს თემა და ბატონი დოლიძე აპროტესტებდა . მე მეოთხე სართულზე მქონდა "რეზიდენცია". დანგრეული იყო იქაურობის ნახევარი . როგორც გავიგე თეატრალურს მისცეს 2 სართული .დანარჩენი დარჩათ. პირველ სართულზე საპატრიარქოს ტელევიზიაა, მეორე და მესამე სართულზე იმყოფებიან მხოლოდ ეკუთვნოდა კომკავშირის კომიტეტს . ვფიქრობ ეს მათი შენობაა და შევეშვათ. კი პრიხვატული გზით ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ ოცი წელია იქ არიან .
  19. chegesto რა გინდა ? რა ტიპის საიტი?
  20. ყველას თავისებურად წამს.მე არ ვიცი რა როგორაა....
  21. გიორგი მთაწმინდელი გავიხსენოთ....და მისი მისია საქართველოში...........
  22. მე ასე არ ვიტყოდი .......ცემი დაკვირვებით,თუმცა მტლიანობაში უნდა მოიაზრებოდეს ეს პროცესი და სეეხებოდეს ყველა მოქალაქეს და არამარტო სამღვდელო პირებს. სკანდალები საჭირო არაა.სწორი და ფრთხილი მიდგომა.
  23. ლუსტრაცია ზალიან რთული პროცესია. მხარს ვუჭერ ,რათა ეკლესიაში ეს პროცესი წარიმართოს კანონის სრული დაცვით და სარწმუნოების პატივისცემის გათვალისწინებით,მაგრამ მთლიანობაში თანამშრომლობა კაგებესთან" ცნება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპს. არაერთი ადამიანი იქნება ახალი ხელისუფლების სამსახურში.
×
×
  • შექმენი...