-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
კითხვები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს
lasha_alo replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo არ შეიძლება არამორწმუნეს ქონდეს ცუდი აზრები, მაგრამ ადამიანურ თვისებებზე თქვა დადებითი? ცხოვრება შავთეთრი პალიტრა არაა. რელიგია ოპიუმია , მაგრამ ყველანი იმ დოზით ვიღებთ როგორც გვწამს. ცოტა სხვა ფილოსოფიას ვდებ ......რელიგია არცევანია და ყველას გაუმარჯოს ტავის გზაზე. აი შინაგანი რწმენა კი ოპიუმი არაა.ეს უკვე გონების ჰორიზონტის პრობლემებია..... არ ვთვლი რომ სატაანაა .ხშირად ვაკრიტიკებ და ბევრ სისულელეს ამბობს .....ეს არ მიგულისხმია... -
კითხვები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს
lasha_alo replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვამჩნევ დადებით თვისებებს(მსოფლმხედველობას არ ვგულისხმობ) -
კითხვები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს
lasha_alo replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლეო კარგი ადამიანია. მარტივი დაკვირვებაც საკმარისია. ცოტა გრადუსში იყო. ჭკვიანი ბიჭია და ტავის გზას იპოვის. მე არც იმათ(მმკს) არ ვუტანაგრძნობ იქ ვინც მივიდა.მაპატიეთ და ზებნელები არიან.ადამიანი შესაძლოა არ იყვნენ ცუდები,მაგრამ.....ეს გზა არაა სწორი. რწმენა ზნეობაზე უნდა აისახოს და ღმერთმა ქნას აქეთკენ წავიდეს ქართველობა და არა ბართლომეს ღამემდე. -
Jonathan Livingston ეს სოფელი მაძლევს ენერგიას, როცა ქალაქში ძალა მეცლება იქ მივდივარ და დამუხტული ჩამოვდივარ.
-
კონფერენციის ორგანიზაციული საკითხები, ანუ რა არის გასაკეთებელი
lasha_alo replied to a topic in შემეცნებითი ფორუმი
მოკლედ ლაოლაის დრო არაა. ხვალ ნიუსტუდოოსთან ერთად მოვიფიქრებთ კონკრეტულად რააა შესაძლებელი.ბანერების გაცვლა უფრო ლოგიკური იქნებოდა გაარკვეული დროით. -
რა ხდებოდა
-
არა მათთანაა
-
კი ნაფტაც ჩანდა....მნათეუსი,ბოცმანი,კობახიძე,თუთბერიძე,ბექა მინდიაშვილი. სიტყვიერი შელაპარაკება იყო მგონი მმკელებთან
-
Nukriko ბევრი სრული სისულელეა კითხვათაგან არის ლოგიკურიც ....გადაჭარბებულად მეჩვენება ზოგიერთი მორწმუნის რეაქცია. პს კორექტულობაა საჭირო ,როცა რწმენაზე და სიწმინდეზე ვსაუბრობთ.
-
ვოუ ,მაგრამ პროფილში მიწერია ასაკი ;)
-
უკომენტაროში ვნახე მათი სიტყვიერი შელაპარაკება. ვფიქრობ იმსახურებს ეს აქცია ცალკე თემას. უპასუხებს საპატრიარქო? მე მათ ადგილზე დეტალურად გავცემდი პასუხს....თუნდაც შეურაცხმყოფელ ბრალდებებს.
-
lasha1997 http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo
-
lasha1997 ფაქტია გულზე მოხვდათ ეს ალიანსი ;) პარტია შექმნა....
-
lasha1997 წაიკითხე თავიდან და იხალისებ . ყავის ისტორია საერთოდ ჯოკერია ;)
-
http://droni.ge/?article_id=183&lang=geo ირაკლი ალასანია გასაქცევად ემზადება... ავტორი სოსო დევდარიანი „დრონი.ჯი“-მ ექსკლუზიურად დაადგინა, http://s42.radikal.ru/i095/0912/87/91eb13e12cb8.jpg რომ „ალიანსში“ სერიოზული პრობლემებია. გაერთიანების რღევის პროცესი უკვე დაიწყო, რაც შესაძლოა, ალასანია-სუბარის „ალიანსიდან“ გაქცევის საფუძველი გახდეს. „დრონი.ჯი“-მ პირველმა გაცნობათ „ალიანსის“ წევრების - დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის ჩხუბის შესახებაც. http://www.lookinfo.net/uploads/posts/1182584905_vjxbkjdj.jpg ამჯერად კი გთავაზობთ იმ პრობლემებს, რომელმაც შესაძლოა „ალიანსის“ დაშლა-არმოშლა გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ „ალიანსშიც“ პოლიტ-ამბიციები სჭარბობს. ლიდერთა ერთი ნაწილი ისეა გაბერილი ამბიციით, რომ თავი კიტრი და ყველას უფროსი ჰგონია. http://www.gdn.ru/images/ogurec.jpg მართალია, ალასანია თავიდანვე ცდილობდა, რომ სიტუაცია დაებალანსებინა. თუმცა, გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინა, რომ ის უფრო „რესპების“ მძევალი და სათამაშო თოჯინაა, ვიდრე რეალური ლიდერი. http://acteurs.ru/wp-content/uploads/2009/08/x_6bbed659.jpg ალასანიას გარემოცვა შიშობს, რომ „რესპუბლიკელები“ მას პოლიტიკურ რესურსს მთლიანად შემოაფცქვნიან და ისე დაძირავენ, როგორც თავად არიან დაძირულ-ჩაძირულები. http://u-la-la.ru/uploads/posts/2009-07/1248781627_216949.jpg ალასანიას „გატყვავების“ პროცესი უკვე დაიწყო. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჟონავს ინფორმაცია, რომ ბატონ ირაკლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაც კი აღარ შეუძლია და იძულებულია უსუ-ბერძენ-ხიდას ტლინკებს დაემორჩილოს. http://media.aplus.by/uploads/posts/1198452370_2.jpg პრობლემაა დავით გამყრელიძე და მისი პარტიაც. ამ კაცს, ადრე, კახა თარგამაძის სახით მხოლოდ ერთი უფროსი ჰყავდა. მერე უფროსებს წარა-მარა იცვლიდა (ნიკო ლეკიშვილი, ედუარდ შევარდნაძე, ბადრი პატარკაციშვილი), მაგრამ ერთზე მეტი „ბოსი“ არასოდეს ჰყოლია. ახლა კი, საწყალი გამყრელიძე ისე გრძნობს თავს, როგორც ძნელადაღსაზრდელი ბავშვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ხან „რესპები“ წამოარტყავენ მის პატივმოყვარეობას, ხანაც ალასანია-სუბარის დუეტი „აჭერს ფეხს მაზოლზე“. http://alligater.my1.ru/list/7_c.jpg გამყრელიძის გარდა, „ალიანსზე“ გული აქვთ აცრუებული მამუკა კაციტაძეს, დავით საგანელიძესა და ფიქრია ჩიხრაძესაც. ქალბატონი ფიქრია ფიქრობს, რომ „ალიანსი“ მალე დაიშლება და შესაძლოა, მისმა ერთიანობამ არჩევნებამდეც ვერ გასტანოს. http://s43.radikal.ru/i099/0912/47/b3c3bde4f485.jpg მართალია, ჩიხრაძე ამას საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად „რესპებსაც“ და ალასანიასაც მოუსავლეთში აგზავნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამყრელიძე ჭიქა ყავასთან გადაუშლის ხოლმე გულს და უყვება - თუ როგორ დაჩაგრულად გრძნობს თავს ამ „ინტრიგნების“ გარემოცვაში. http://extrasenstop.ru/uploads/posts/2008-02/1202847872_15.jpg ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ „დრონი.ჯი“-ს კულუარულად უკვე დაუდასტურეს, რომ „მემარჯვენეები“ „ალიანსის“ მისატოვებლად ემზადებიან. http://kurjer.info/wp-content/uploads/2009/02/razvod.jpg თავის მხრივ, ალასანიაც ემზადება გასაქცევადო. ბატონი ირაკლი, ამ ეტაპზე, ხმაურის გარეშე ცდილობს „რესპების“ კლანჭებიდან დაძრომას, თუმცა, მისი გარემოცვის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ირაკლის მაგათთან შესვლა თავიდანვე შეცდომა იყო. ეუბნებოდნენ ამას, მაგრამ არ ვიცი რატომ არ დაგვიჯერა. თუმცა, ახლა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ეგ „სექტა“ მიატოვოს“. http://bloggingexperiment.com/wp-content/uploads/2007/11/prison-break-tattoo-2.jpg წარმოიდგინეთ, კაცს არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურს (იცის რომ 30 პროცენტიანი ბარიერი მის შანსებს ამცირებს, არჩევნებში დამარცხება კი, მისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება) მაგრამ „რესპების“ ზეწოლის თუ ქვეწოლის გამო, იძულებულია ენას კბილი დააჭიროს და მის ნაცვლად უსუ-ბერძენ-ხიდას კლანმა აკეთოს კომენტარები. ერთადერთი, ვისაც ალასანია მეტ-ნაკლებად ენდობა, სოზარ სუბარია. ალასანიას გარემოცვის აზრით, „მხოლოდ სუბართან შეიძლება ერთობა“. თუმცა, გარემოცვა სუბარს მაინც გამადიდებელი შუშით აკვირდება - კაცი ადრე ლევან რამიშვილის იდეების თაყვანისმცემელი იყო და „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ო - ფიქრობენ ალასანიას გარემოცვაში. ############################ შავი პიარი :hello:
-
ვერ შეგეწინააღმდეგები :resent:
-
ალასანიას უნდა ეყოს ძალა, მოახერხოს და ოპოფლანგი ხელში აიყვანოს. ოფტოპ დიტო პმ ნომერი შემახსენე რა "იმ" ადამიანის და მანამდე შენ თუ გააფრთხილებ ჯიგარი იქნები
-
http://planeta.ge/index.php?showforum=70
-
ვერ დაგეთანხმებით.საკმაოდ სწორი მომენტები აქვს დაჭერილი. მისი ფანი არ ვარ ,მაგრამ ეს ინტერვიუ მომეწონა
-
მაგარი ტვინიკოსაა. ცოტა ავანტურისტი . თავის დროზე კოლეჯში შეძლო მაიმუნობა და კინაღამ გააგდეს..... მაგის ფანი ვარ
-
shamili გავმიჯნოთ სასურველი და რეალური. მეც მინდა, მაგრამ.... აი როგორიც სინამდვილეა ,ტაქტიკაც შესაბამისი უნდა იყოს კარგით რა.....გთხოვთ რეალისტები ვიყოთ
-
“საქართველოს გზის” და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ახლახანს ამერიკიდან დაბრუნდა. ვის შეხვდა იგი აშშ-ში, რას ელის ის ამ შეხვედრებიდან და როგორ აფასებს დღეისათვის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას? ”პრესა.გე” სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ვის შეხვდით ამერიკაში და რა კონკრეტულ შედეგებს ელით ამ შეხვედრების შედეგად? - კონკრეტული შედეგი უკვე არის, რადგან ახალ ადმინისტრაციას ამ ქვეყნის მიმართ ძველი ილუზიები აღარ აქვს. საღად და ნათლად ხედავენ მდგომარეობას - როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ყველა სხვა ვითარებასთან დაკავშირებით რომელიც შექმნილია ქვეყანაში. რომლის შესახებაც შიგნით, ჩვენ ვიცოდით, მაგრამ გარეთ ვერ გაგვქონდა. თუ ადრე რაღაც კედელი გვხვდებოდა, ახლა ეს კედელი აღარ არის. ადმინისტრაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ”იუ-ეს-აიდ”-ში, სხვადასხვა ინსტიტუტებში თუ სხვაგან, ყველგან ჩვენი სათქმელი მისულიც არის და სრულად გაგებულიც. აქედან უკვე მოდის მათი კითხვა: რა გავაკეთოთ? უკვე, უხერხულობაც კი არის მათი მხრიდან - უნდათ დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს, მაგრამ არ იციან რა ფორმით დაგვეხმარონ. საქართველო აღარ არის ის მაღალი პრიორიტეტი როგორიც იყო გარკვეულ პერიოდში და ამავე დროს, ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას - სადღაც შუაში ვართ. ის ადამიანები, რომლებიც კურირებენ საქართველოს, კარგად ხედავენ დღეისათვის არსებულ ვითარებას, მაგრამ იმავდროულად, ეს არ არის ისეთი პრიორიტეტული საკითხი, რომ ყველაფერი ბოლო ეტაპამდე მივიდეს და იქ რაიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. იმაზე, თუ რა და როგორ მოხდება აქ. ამერიკაში ჩემი მესიჯი იყო, რომ მათი მხრიდან იყოს სიტუაციის სწორად აღქმა და აღარ იყოს სურათის შელამაზება რათა ჩვენც ვიცოდეთ, რომ ჩვენს სიტუაციას იქ ნათლად და ზუსტად ხედავენ. გარდა ამისა, ჩაერთონ იმ პრობლემების მოგვარებაში რომლებზეც უფრო ხელი მიუწვდებათ. და სად შეიძლება ჩაერთონ ამერიკელები თუ არა, მედია-საკითხებში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში. ამ ორი მიმართულებით ველოდებით მათგან სერიოზულ დახმარებას. ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მხოლოდ დასავლეთიდან ზეწოლის შემთხვევაშია შესაძლებელი? - ზეწოლა უნდა იყოს ხელისუფლებაზე როგორც შიგნიდან - ჩვენი მხრიდან, ასევე გარედანაც. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიბრძვით არჩევნებისთვის. მე არ მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები თავისით ისე ჩატარდება, რომ სამართლიანი არჩევნები მივიღოთ. ამიტომ სამართლიანი არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღიურად. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიბრძვით არჩევნებისთვის. მე არ მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები თავისით, ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის გარეშე ჩატარდეს დემოკრატიულად. ეს ბრძოლა უკვე დაწყებული უნდა იყოს ყველა მიმართულებით - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. დღე არ უნდა გადიოდეს იმის გარეშე, რომ არ შევაწუხოთ მედიაში, საარჩევნო სისტემაში თუ სხვა პრობლემების შესახებ საუბრით. დასავლეთმა თვითონაც უნდა მოითხოვოს დემოკრატიზაციის დანაპირების შესრულება. ეს უნდა იყოს მუდმივი, გაუჩერებელი, ჯერ-ჯერობით პოლიტიკური (არა ქუჩის) ბრძოლა კონკრეტულ საკითხებზე; 50%-იან ბარიერზე ხალხის ქუჩაში გამოყვანა საჭირო არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გროვდება. ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია აქვს გაჩაღებული მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ისინი რაღაც სხვა არჩევნებისთვის ემზადებიან და არა, ადგილობრივისთვის. ამიტომ, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ვართ ის ოპოზიცია რომელიც პირველივე დღიდან - 2007 წლიდან - ვიბრძვით თავისუფალი არჩევნებისთვის რათა ხელისუფლება სწორედ არჩევნებით შევცვალოთ. მინდა ხაზი გავუსვა: ეს ბრძოლაა და არა, იმის ლოდინი, რომ ხელისუფლება არჩევნებში რაღაცას დათმობს. ესენი ერთ ნაბიჯს არ თმობენ და არჩევნებში გამარჯვებას დათმობენ? არ დათმობენ. ამიტომ, როგორც ხელისუფლება არ თმობს არაფერს, ასევე ჩვენც, ყოველ ნაბიჯზე უნდა ვიბრძოლოთ. მე არ მგონია, რომ მაისში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება - უფრო სხვა არჩევნებს ველოდები, მაგრამ თუ მაინც ჩატარდა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ეს იქნება პლებისციტი. ჩვენ თუ აღვიქვით ეს არჩევნები როგორც რაღაც, სადაც მეურნე მერი უნდა ავირჩიოთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ გვცოდნია ქვეყანა რა დღეშია. არ გიფიქრიათ, რომ ოპოზიციამ ვერ აუხსნა საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას ამ არჩევნების ნამდვილი მნიშვნელობა? - ჰო, მე უფრო ამას ვიტყოდი, რომ მართლაც, შეიძლება ვერ ავუხსენით. ჩვენც ჯერ კიდევ გარკვევის ეტაპზე ვართ. რაც უფრო რთულდება ქვეყნის სიტუაცია, მით უფრო რთულდება სწორი სტრატეგიის დასახვა. ახლა უკვე ისეთ წერტილში ვართ, რომ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ, როგორ მივდივართ ამ არჩევნებში. ყველა მეტ-ნაკლებად ხედავს, რომ რაღაც ჩიხშია შესული. არც ერთი სტრატეგია ცალკ-ცალკე, არ ამართლებს. ამიტომ, გვინდა თუ არა, სულ უფრო ნათლად ვიაზრებთ, რომ უნდა მივმართოთ იმ ხალხის კონსოლიდირებულ მასას, რომელიც არავისი არ არის. პროტესტი რომელიც იყო, არსად წასულა - უბრალოდ გაყინულია, არ არის გააქტიურებული. ეს კონსოლიდირებული მასა ელოდება ჩვენგან კონსოლიდირებულ სტრატეგიას რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. თუ იქამდე რაიმე სხვა, გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საბოლოოდ ეს კონსოლიდირებული სტრატეგია მიგვიყვანს იმ წერტილამდე რომელსაც ადგილობრივი არჩევნები ჰქვია სახელად, მაგრამ სინამდვილეში პლებისციტია. რეალურად, ხელისუფლება ამზადებს პლებისციტს, რომელიც ან ადგილობრივი არჩევნების, ან საპარლამენტო ან კიდევ რაიმე სხვა არჩევნების სახით ჩატარდება. ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენი თავის და ჩვენი პრინციპების ერთგულები. ჩვენ ხომ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს - დამარცხდეს არჩევნების გზით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის და ვიბრძოლოთ ასევე, ნებისმიერი არჩევნებისთვის. ამ ყველაფერში კი, გვჭირდება საარჩევნო კოდექსი, მედია, სასამართლო... ეს ყველაფერი უნდა მოვითხოვოთ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ! მიუღებელია 50%-ს პლიუს ერთი პრინციპის შესახებ ვაჭრობა. ეს პრინციპია: სადაც არსებობს მაგარი მმართველი პარტია, ოპოზიციას რაიმე შანსი რომ ჰქონდეს, სამართლიანი არჩევნები იმართება 50%-იანი ბარიერის პრინციპით რაც ნიშნავს მეორე ტურს. სხვა ყველაფერი სისულელეა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის შანსები ირღვევა. მაგალითები, რომლებიც ხელისუფლებამ მოიტანა, სხვა სისტემებია და მხოლოდ იმ ზედმიწევნით დემოკრატიულ ქვეყნებშია სადაც ტრადიციულად უკვე ჩამოყალიბებულია ორპარტიული, მაგრამ სრულიად დემოკრატიული სისტემა. აქ ვაჭრობა უადგილოა. ვინ ვის და რას უთმობს ძალიან მაინტერესებს. ვის აქვს უფლება, რომ მოსახლეობის სახელით 50%-ის ნაცვლად 30%-ზე დათანხმდეს? არავის! ეს არის მიღებული წესი მთელს მსოფლიოში. და ამაზე ვაჭრობა არ უნდა. სწორედ ეს ყველაფერია არჩევნებისთვის ის ბრძოლა რასაც წეღან ვამბობდი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ: როდესაც ”ბათუმელებზეა” შეტევა; როდესაც არსებობს ქვეყანაში სამარცხვინო შინაგან საქმეთა ტელევიზია რომლის ერთადერთი დანიშნულება ოპოზიციის ლანძღვაა. მე არ ვიცი რომელი კანონით უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ეს არის ქვეყნის სირცხვილი. მე არ ვიცი მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელშიც ამდენი თანხებით იხსნება - აშკარაა, რომ ამ არხს აქვს დიდი დაფინანსება - ასეთი ფორმის ტელევიზია. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც - იმიტომ რომ არ იცის რას ლაპარაკობს და როგორ უნდა ილაპარაკოს - აღიარებს, რომ არის ხელისუფლების დახმარება კერძო, მის მიერ დაპყრობილი არხებისთვის. და მერე, როცა ვითომ სიტუაციის გამოსწორება უნდათ, კიდევ უფრო დიდ სიულელეებს ლაპარაკობენ: რომ თურმე, ეს არ ყოფილა ფინანსური დახმარება და თურმე, ეს უბრალოდ კანონმდებლობით დახმარებაა. მაინტერესებს, რომელი კანონები არის მიღებული, რომლებიც მხარს უჭერს ორ კერძო ტელეარხს და არა, სხვებს. თქვენი საშუალებით ვეკითხები ხელისუფლებას: რომელია ეს კანონები, გვითხრან და გამოაქვეყნონ ისინი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია დღეს ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაშია და საბოლოო ჯამში ან ქუჩაში გასვლა მოგიწევთ ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმა... - მართლაც, ძალიან ვიწროვდება ჩვენი არეალი. ამიტომ ეს ბრძოლა უნდა იყოს ძალიან პრინციპული დღევანდელი დღიდან. უკვე უნდა ყოფილიყო დაწყებული და ახლა დროის დაკარგვა აღარ შეიძლება რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და უზარმაზარ თანხებსაც ხარჯავს. ამიტომაცაა ბიზნესზე წარმოუდგენელი ზეწოლა. მათ შორის, უცხოელ ბიზნესმენებზეც. წარმოუდგენელ თანხებს ხარჯავს ხელსიუფლება რათა ჩაგაყენოს მდგომარეობაში, რომელშიც შანსი აღარ გექნება. როცა ყველა სადარბაზოში დანიშნულები არიან მათი წარმომადგენლები რომელსაც თანხას უხდიან - 150 ლარს; როცა რეგიონებში ყველა სოფელში დანიშნულია მათი წარმომადგენელი თუ კოორდინატორი; როცა დადიან ყველა ოჯახში რათა გაარკვიონ ვინ ვისი მხარდამჭერია და თან ეკითხებიან, რა გაგიკეთოთო... ეს ისეთი საარჩევნო კამპანიაა, რომელიც მე არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში თუნდაც ყველაზე სერიოზული არჩევნების დროსაც. ხელისუფლება მართლაც თავისი ბოლო ბრძოლისთვის ემზადება. ასეთ დროს, არ შეიძლება ვიყოთ გაურკვევლობაში და არ ვიცოდეთ რას ვაპირებთ: ბრძოლას, მოთმენას და რაღაცის ლოდინს... ამიტომ ჯერ ჩვენს თავში უნდა გავარკვიოთ რა ფორმით მივდივართ ამ ბრძოლაზე. წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ შედეგი მაინც არაფერს ექნება და მაინც იძულებულები ვიქნებით, ქუჩაში გამოვიდეთო, არასწორია. ჯერ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. ვიბრძვით მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაღწევთ ვერც ერთი ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამის მერე, თუ ქუჩაში გამოვალთ, უკვე ამ გამოსვლასაც ლეგიტიმური საფუძველი ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ის ნიჰილიზმი, რომელიც დღეს საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებაშია, დიდწილად, ოპოზიციის გათიშულობითაც არის ალბათ გამოწვეული. ძალიან არასასიამოვნო სანახავია მათი მხრიდან ერთმანეთის მიმართ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მეტოქეობა. თქვენ ერთხელ უკვე შეასრულეთ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლი. იგივეს გამეორებას ხომ არ გეგმავთ? - კი, ვაპირებ. უკვე ყველა ხედავს, რომ ცალკ-ცალკე მხოლოდ ერთი გზით სიარულით, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ვერ შევძლებთ, რომ ერთიანი სტრატეგია დავსახოთ, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ცალკეულ ელემენტებს მთლიანობაში, მაშინ ეს მეტოქეობა ბუნებრივად ჩნდება. ცხადია, რომ როცა შენი გზა გაქვს, ბუნებრივია, ცდილობ დაარწმუნო შენი ამომრჩეველი, რომ შენი გზა უფრო სწორია. რომც არ გინდოდეს, ბუნებრივად გამოგივა ეგ მეტოქეობა. არსებობს ამბიციებიც და ესეც, ბუნებრივია - უამბიციო პოლიტიკური მოღვაწე არც უნდა არსებობდეს. სხვა საქმეა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში ამ ამბიციების მოთოკვა და ერთიან სტრატეგიაზე გადასვლა უნდა ვიცოდეთ. მაგრამ თუ ის არ არსებობს, ვერც ამბიციას მოთოკავ. ახლა რა ნიშნით უნდა მოსთხოვო ვინმეს ამ ამბიციის მოთოკვა? არის საერთო სტრატეგია? არა! სწორედ ამიტომ არის საჭირო ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. მე მახსენდება 9 აპრილამდელი პერიოდი. მაშინაც, ყველას თავისი გზა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხერხდა, რომ ყველას ერთად გვებრძოლა. აუცილებელია ეს ერთიანობა და აუცილებლად მივაღწევთ ამას. მე პირადად, ვუკვირდები ხოლმე როდის შეიძლება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ვდგამ კიდევაც. შესაძლოა, ჯერ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შეჩერებულია. რას ფიქრობთ პრაიმერის შესახებ? ერთი შეხედვით, ამ იდეას ბევრი საფრთხე ახლავს თან. თქვენ თუ ხედავთ მათ და უჭერთ თუ არა მხარს პრაიმერის ჩატარებას? - კი, მეც ვფიქრობ რომ ამ იდეას კონკრეტული საფრთხეები აქვს. თუნდაც ის, რომ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე, ხელისუფლებას ეცოდინება ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობა - ვინც მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას, უკვე გასაგებია, რომ ის ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს როდესაც ოპოზიციური განწყობის გამო ხელისუფლება ხალხზე დიდ ზეწოლას ახორციელებს, შეიძლება ბევრმა არც კი მოისურვოს პრაიმერში მონაწილეობა. მაშინ, ადვილი იქნება, რომ ხელისუფლებამ თავის მომხრეებს, შემოგზავნილებს მიაღებინოს პრაიმერში მონაწილეობა და თავიანთთვის სასარგებლო კანდიდატს გაამარჯვებინონ. ამას როგორ შეიძლება წინ აღუდგე, მე არ ვიცი. ამიტომ ამ საფრთხეებს ვხედავ. მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ჩვენ არ ვიბრძვით მერისთვის. სინამდვილეში ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩატარდეს არჩევნები რომელიც იქნება პლებისციტი ამ ქვეყნისთვის. პლებისციტი, რომელიც იქნება საბოლოო განაჩენი და პასუხი კითხვაზე: გვინდა ეს რეჟიმი და ეს სისტემა თუ არა! რას ვეძებთ ჩვენ სინამდვილეში? ჩვენ ხომ ამ ბრძოლის მეთაურს ვეძებთ სინამდვილეში. ხოლო ამ ბრძოლის მეთაური ის გახდება ვინც თვითონ აიღებს მას ხელში და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეს კი, არც პრაიმერით ხდება და არც, შიდა შეთანხმებით. ჩვენმა ამჟამინდელმა ბრძოლამ უნდა გამოავლინოს ბოლოსდაბოლოს, ვის შეუძლია და ვინ არის მზად, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. http://presa.ge/index.php?text=news&i=11168 საკმაოდ საინტერესო ანალიზია.
-
მე "ეროვნულ ძალის " გაგებადაც არ მიმაჩნია ......სახელმწიფოებრივი შეგნებაა და ელემენტარული საღი აზრი.