Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. აბა მე მკითხე....იუზერს გავაქრობ თუ მინდა.... :ავისმაილიკი:
  2. რაა შესაცვლელი ახალგაზრდულ საპროტესტო მოძრაობაში?
  3. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=455 ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ სახელმწიფო კანცელარიაში განაცხადა. “ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთთან უთანხმოების მიუხედავად, არ შეიცვლება. ამას ალიანსის მიერ ურთიერთობების დალაგება ისეთ დიდ ქვეყანასთან სჭირდება, როგორიც რუსეთია”- აღნიშნა ბოკერიამ მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი აქტიურობას არ კარგავს მანამდე, ვიდრე მათი დეოკუპაცია არ მოხდება. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე დღის წინ, ნატოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რასმუსენის შეფასებით, მსოფლიოს კლიმატი ამ რეგიონში ძალიან მყიფეა და ეს ყველა მხარეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს. რასმუსენი ამბობს, რომ საქართველოს ის დაეხმარება, რათა ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს. “საქართველომ ბოლო დროს ბევრი რამ გადაიტანა და ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი. თუმცა, ჩვენის მხრივ ვარწმუნებ მათ, რომ აუცილებლად დავეხმარებით საქართველოს გახდეს “ნატო”-ს წევრი. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,” - განაცხადა ნატოს მინისტერიალზე ანდერს ფოგ რასმუსენმა. პაზვანიზე და ნატოზე გამახსენდა
  4. Gagi 67 მაგათ მოუკვდათ პატრონი,მაგრამ რასაც ვხედავ იმას ვამბობ არაა ეს კაცი კარგად. შესაძლოა გადაღლილია,მაგრამ აშკარად მძიმედ გამოიყურება.
  5. http://ghn.ge/news-4199.html სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუკი საქართველო მილიტარიაციას გააგრძელებს, ამას, შესაძლოა, კავკასიაში ახალი დაძაბულობის გაჩენა მოჰყვეს. "საქართველო სიტუაციის დაძაბვის პოლიტიკის გატარებას არ ეშვება, ხოლო ჟენევის მოლაპარაკებათა მოდერატორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო მდდომარეობის დაძაბვის ძველებურ პოლიტიკას აგრძელებს", _ განაცხადა შამბამ დღეს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე იოჰან ვერბეკესთან (გაერო) შეხვედრისას, რომელიც აფხაზეთში თავის ბოლო ვიზიტს ახორციელებს. შამბამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედებებმა აიძულეს აფხაზეთი, დახმარებისთვის რუსეთისათვის მიემართა, რათა ზღვაზე თავისი უსაფრთხოება დაეცვა. სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გაიზიარა იოჰან ვერბეკეს ოპრიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდგომარეობა "სტაბილურია". შამბას განცხადებით, აფხაზურ მხარე ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ "ამ შეხვედრებს თავისი დადებითი შედეგი მაინც აქვს". "რაც არ უნდა იყოს, დისკუსია მიდის და ეს არის მოედანი აზრთა გაცვლისთვის", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ "საქართველო გამალებით იარაღდება, გრძელდება უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენა, იზრდება სამხედრო კონტიგენტი დასავლეთ საქართველოში, ხორციელდება არტილერიული დანაყოფების გადასროლა გორიდან ვაზიანში". შამბამ განაცხადა, რომ დღემდე არ არის ამოწურული ნეიტრალურ წ####ბში დაკავებული გემის საკითხი, რომელიც აფხაზეთში მოემართებოდა. "ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ინციდენტს ამოწურულად მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, როდესაც დაბრუნებული იქნება გემიც და ტვირთიც", _ განაცხადა შამბამ. ეშინია თუ გვაშინებს?! თქვენი აზრით?
  6. Leo_Nafta ოპოზიციონერების გამო არ ვამბობ.....ძალიან სასტიკად ცუდად გამოიყურება.ლაპარაკში არ ეტყობა....სახე აქვს და ფერი წასული.....
  7. რა ბელაია კაცო? კაცს სახე აქვს წართმეული, თვალები შეშუპებული.....გუშინდელ მის გამოსვლას უყურე. ნახე ღორები რას წერენ....
  8. ყველა რელიგიურ მიმდინარეობაზე ერთი თემა . მივცეთ ამ განყოფილებას შემეცნებითი სახეც მე სომხებზე გავხსენი ადრე ,შეიძლება სხვებზეც პატარათი ინფორმაციები ამოვკრიბო და დავდო თქვენც ...მგონი ურიგო არ იქნება
  9. აშკარად ცუდად და არეადეკვატურად გამოიყურება . უცხოური , განსაკუთრებით იმპერიული პრესა ამაზე ქილიკობს. სერიოზული პრობლემაა,როცა პრეზიდენტის ჯამრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვცდები? მეჩვენება ?
  10. 18 წლის წინ ელცინ-შუშკევიჩ-კრავჩუკის ბელოვეჟის შეთქმულებით საბოლოოდ ძირი ამოთხარეს სსრკს არსებობას
  11. უსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება. როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ მედვედევმა ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ”ჩვენ ამჟამად ევროკავშირთან უვიზო სივრცის მიმართულებით ვმოძრაობთ. იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვიმედოვნებ, ასეთი დრო საქართველოსა და რუსეთისთვისაც დადგება”, - აღნიშნა მედვედევმა. მისივე თქმით, ქართველმა და რუსმა ხალხებმა წარსულში გაკეთებული ყველაფერი პოზიტიური უნდა შეინარჩუნონ, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები ბოლო დროს დაინგრა და ეს რუსეთის ბრალი არ არის. ”არაერთხელ მითქვამს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან და ზოგ ხელმძღვანელთან კონტაქტს არ ვგეგმავ. ჩვენი გზები გაიყო და მოვლენების ჩვენი შეფასებები ძალიან განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკისრება პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა და განსაკუთრებული ისტორიაა”, - განაცხადა მედვედევმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. zen მე თანახმა ვარ ფორმატზე კარგად მოვიფიქროთ.
  13. ორივე ვიდეო ნახეთ და ..... სიმართლე სადაა? მეტაფორულად ვუპასუხებ ნუკრიკოს თემას
  14. jondi_bagaturia ყველა ოპოზიციური პარტიის მინუსია, რომ სუსტად წარმოადგენთ არგუმენტს, თუ "რით ხართ უკეთესი ხელისუფლებაზე". ნაცების ანუ ყოფილი მოქალაქეთა კავშირის პიარის პრინციპი კი მარტივია- "ვაკეთებ საქმეს, აბა ასფალტს ვინ დააგებს?". ალბათ საფიქრია სვლები ამ პოლიტიკური შულერობის წინააღმდეგ. აღნიშნულზე ფიქრობთ? მუშაობთ თუ არა პარტიულ პიარზე? და საერთოდ ,ხომ არ გგონიათ პარტიებმა უნდა გადადგათ ნაბიჯი მეტი ინტეგრაციისაკენ? დიდი პოლიტიკური გაერთიანებების ფორმირების დრო არ დადგა? ასე იმჰო ყველას გაგიჭირდებათ. :ravic:
  15. ოპოზიციაში თუ იგულისხმება საპრამენტო ოპოზიციის ნაწილი?(თქვენ არ გგულისხმობთ ....მგონი გასაგებია საზოგადოების ეჭვები)
  16. აუცილებელი შეხსენება იუზერებთან-დავიცვათ კორექტულობა
  17. არის სანსი ხელოვნურად გაუნაკრუტკონ ხმები
  18. სუკონკაზე ვცხოვრობდი და პატარა ბიბლიოთეკა იყო. დღეს სახაჭაპურეა. არადა მაგ ბიბლიოთეკა რომ არა სად ვიშოვიდი წიგნებს? მეორე ბიბლიოთეკა დიდუბის ქუჩაზე მეგულებოდა... იქაც ანალოგიური.... ფეხებითაა ჩამოსაკიდებელი, ვინც ბიბლიოთეკების ქსელი გაანადგურა. დღესაც გადარჩა რამდენიმე და გრანტები მცირედით მუშაობენ,მაგრამ მეტია საჭირო. არ ვაფასებთ-ერთი ადამიანი ბირჟას რომ მოწყვიტოს ცოტააა? თუნდაც ერთ ეზოში... ეგონათ ვინ კითხულობდა.მეც ყოველდღე არ დავდიოდი. მჭირდებოდა ან იქ ვიჯექი ან მქონდა ნდობა წიგნები სახლში მომქონდა.... კომპი ვერ შეცვლის ვერასდროს წიგნს. ჭანო ისე თავისებური ინტერპრეტაცია მივცემ შენ ერთ ძველ იდეას .ქუჩაზე წიგნის მიტანა-გატანაზე. ასეტ ლოკალურ ბიბლიოთეკებში რომ გაკეთდეს ეს პროექტი წამღები მეტი იქნება ,მაგრამ მაინც. ცოტა კარგად მოსაფიქრია და შეიძლებოდა კარგი პროექტი გამოსულიყო.ფორუმული რესურსიც გამოგვეყენებინა.
  19. დიანა ღურწკაიამ შესაძლოა რუსეთი დატოვოს Print Written by Gevision.Tv Monday, 07 December 2009 15:31 დიანა ღურწკაია ყველა რუსული ტელეპროექტიდან მოხსნეს და მას რუსეთში სიმღერას უკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გაზეთი ,,ვზგლიადი’’ ბუბა კიკაბიძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “დიანა ღურწკაიას ძმა, რობერტ ღურწკაია დამიკავშირდა და მითხრა, რომ დიანა ყველა რუსული ტელეპროექტიდან მოხსნეს და მას ასევე რუსეთში სიმღერას უკრძალავენ,”- აცხადებს ბუბა კიკაბიძე რუსულ პრესასთან საუბარში. კიკაბიძის განმარტებით, დიანა ღურწკაია საქართველოში გადმოსვლაზე ფიქრობს. მისივე თქმით, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისადმი ასეთი დამოკიდებულება, საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ კონცერტებზე გამოსვლამ განაპირობა. თავად ვახტანგ კიკაბიძემ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში სცენაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა. მან ასევე უარი თქვა ყველა რუსულ ჯილდოზე. http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=en
  20. თბილისის მერის არჩევნებზე რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს? გიგი უგულავა 88 ირაკლი ალასანია 183 ზვიად ძიძიგური 132 კობა დავითაშვილი 14 დავით იაკობიძე 8 http://ipn.ge საინტერესოა მგონი......
×
×
  • შექმენი...