Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. newstudio გიორგი ნამდვილად საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. ერთი პერიოდი ქონდა თავისებური ბავშვური აგრესია,მაგრამ აშკარად გაიზარდა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულწრფელ სიმპათიას ამ იუზერის მიმართ. გიორგი ანუ მოდუსი ანუ კრიტიკოსი ანუ ყოფილი მარად ოდიოზური.
  2. shamili დიახ ვიყავი. მეტიც გახლდით "ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის" ერთერთი ჩამომყალიბებელი და ბოლო პერიოდში თავმჯდომარის მოადგილე. არანაირი აგრესიულობა ყოფილი თანაპარტიელების მიმართ არ მაქვს.უმეტესობას კარგი გამარჯობით ვხდები და ვთქვათ ბაჩუკის ნახვა ,როგორც ძველი ნაცნობის, ყოველთვის გამიხარდება. სხვა საქმეა ჯანსაღი კრიტიკა. არ მომწონს სიახლოვე ე.წ ჯუჯა პარტიებთან და მიმაჩნია ეს არაა სწორი გზა. იმედი მაქვს ტვითონაც მიხვდებიან ამ დიდ შეცდომას. წამოვედი 1996წელს.დეტალებზე შემიძლია პიემში ვისაუბროთ. უმთავრესი იყო- არ მომწონდა ირინეს პოლიტიკური სვლები და არ მინდოდა მასთან ერთად ერთ პარტიაში ყოფნა.გარკვეული დრო ვითმინე,მეგონა ყველაფერი დალაგდებოდა .სამწუხაროდ ასე არ მოხდა და იყო საბაბი,რომლიც გახდა ბოლო წვეთი. გურამი მამაჩემის ნაცნობი იყო და დღემდე ოჯახში მხოლოდ კეთილი სიტყვები მესმის მასზე,მის გაბედულ, ღირსეულ ნაბიჯებზე,როცა კომკავშირის მდივანი გახდა ედეპეს წევრი 87 წელს!! და ამის გამო სამსახურიდან გარიცხეს. მეც პირადად ვიცნობ,კარგ ადამიანად მიმაჩნია და საერთოდ ედეპეში ბევრია ისეთი ადამიანი,ვისაც პატივს ვცემ და გულწრფელად გამეხარდება მათი წარმატებები.გურამიც წამოსული იყო პარტიიდან იმ პერიოდში. მაგრამ დღეს არ მომწონს ამ პარტიის სიახლოვე ნაციონალებთან და მათი გამოყენება ოპოზიციის რიგებში ალიაქოტის შესასტანად. ადამიანური იმედი მაქვს ეს დროებითია,რადგანაც ედეპეში გავატარე რამდენიმე წელი.შტაბში ვათენებდი და ვაღამებდი. ეს ასე ადვილად მეხსიერებიდან არ იშლება .მაშინ ხუმრობა იყო "ბივშიხ ედეპესნიკოვ ნი ბივაეტ.... ედეპეს ჰიმნიც მიმღერია-თუ მტერმა გადმოლახა საქარტველოს საზღვრები ....გაგრძელება ეცოდინებათ სტაჟიან წევრებს.... ვერ ვიხსენებ. მაგრამ მოსე და ოჩოპინტრე არაა ლიტერატურული შედევრი. დაბალი დონის ნაწარმოებებია ,რომელშიც იგრძნობა როგორც ეროვნული მოტივები ,აგრეთვე ნიცშეს ფილოსოფიის ზეგავლენა.ერთგვარი ამბოხებაა არსებული პროზის წინააღმდეგ,მაგრამ მაინც არ წარმოადგენს მაღალი დონის ნოველებს. პს გია ჭანტურიას გასვენებაზე ღამეები ვათენე.ძალიან განვიცადე და შეცდომების მიუხედავად ვიცი ეს კაცი ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა. დიახ,დიახ ამაში დღემდე ვარ დარწმუნებული .არ ვნანობ მის მხარდაჭერას იმ წლებში,თუმცა მისი დაპირისპირება ზვიადთან იყო ამაზრზენი ,რაზეც არასდროს საკუთარი პოზიცია არ დამიმალავს. პარტიაში სტაჟიან წევრებს ვემახსოვრები. შეიძლება გაიხსენონ.
  3. ლამაზი სიტყვებია. მე კი რაციონალური მიდგომები უფრო მხიბლავს.....
  4. დალოცვილო ,პირდაპირ ნაციონალებს მიეცი ხმა . ვიღაცას მაინც მოემატება ერთი ბიულეტენი
  5. 1) თეზისების დიდ ნაწილს ვეთანხმები; 2) რას აპირებ? 3) ომს ყოველთვის აქვს აზრი გივარგი
  6. ზოგადად ნაციონალიზმი გულზე არ მომდის პატრიოტიზმი უფრო ზუსტი დეფინიციაა ჩემთვის ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატავად. ნაციონალიზმა უნდა დათმოს ნარცისიზმი ანუ მესიანისტური იდეები და კონსერვატიული ტიპის მოძრაობად ჩამოყალიბდეს ,რომელიც დაიცავს ტრადიციებს , დაამტკიცებს რომ მისი ხედვა უფრო მართებულია , შეერკინება ლიბერალიზმს თუ მემარცხენეობას, შეძლებს შეცდომების გათვალისწინებას . შერკინება ჩემთვის საინტერესოა ,რადგანაც ტრადიციონალიზმის და ვთქვათ ლიბერალიზმის მუხტების თაქი იწვევს საერთო ელვას რომლის დროსაც ბანალური და არასასარგებლო ცეცხლში იწვის ....საბოლოოდ კი გარკვეული დროის შემდეგ ორივე მხარე იძულებულია ადაპტირება გაუკეთოს თავის ხედვას ახალი რეალობის სესაბამისად.....ერთმანეთსაც კი ემსგავსებიან....ეს პროცესი ესაჭიროება ქვეყანას ......მუდმივად ...ცხადია არ ვგულისხმობ სამოქალაქო დაპირისპირებას ,არამედ იდეოლოგიურ კამათს. ჭეშმარიტება კი ჩემთვის არც ერთია და არც მეორე ,არამედ ამ თამაშის წესების ცივილურობის უზრუნველყოფა.
  7. ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკა გიორგი ცხადაია, არაპრაგმატულ, „იდეალებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა", პატარა და სუსტი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოსთვის დიდი საფრთხის შემცველია. საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი საგარეო პოლიტიკურმა კონცეფციამ, რომელსაც აქ „ნეოკონსერვატიზმად" მოვიხსენიებთ. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ტერმინს არ ვიყენებთ საგარეო პოლიტიკური მოძღვრების ზუსტად იმ მოდელის დახასიათებისთვის, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა ირვინგ კრისტოლსმა ჩამოაყალიბა. ბუშის საგარეო პოლიტიკის ადვოკატები, როგორც წესი, აპროტესტებენ ხოლმე საკუთარი თავის ამ ტერმინით დახასიათებას, რადგან თვლიან, რომ ზოგიერთ საკითხში მათი შეხედულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ადამიანების შეხედულებებისგან, რომლებსაც ისინი ნამდვილ ნეოკონსერვატორებად თვლიან. იმისათვის, რომ ტერმინმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს, თავიდანვე განვმარტავ, თუ ვის ვგულისხმობ „ნეოკონსერვატორებში", შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას მოცემულ ჩარჩოში განვიხილავ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც მთელი ამერიკის შეერთებული შტატები შეძრა, ამერიკულ საზოგადოებაში გაიზარდა მხარდაჭერა ისეთი საგარეო პოლიტიკური კონცეფციის მიმართ, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა ტერორისტების და ამერიკის მტრების დასჯაზე. სწორედ ასეთი აღმოჩნდა პრეზიდენტ ბუშის და რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი პლატფორმა, რომელმაც გლობალურ ტერორიზმს ომი გამოუცხადა და მსოფლიოს სამი ავტორიტარული ქვეყანა ამერიკის წინააღმდეგ „ბოროტების ღერძის" წარმოქმნაში დაადანაშაულა. ეს ქვეყნები - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ერაყი, ბუშის წარმოდგენით, ეხმარებოდნენ ტერორისტებს მთელ მსოფლიოში და ეძებდნენ გზებს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად. თუმცა, ერაყის დაპყრობის შემდეგ დამტკიცდა, რომ სადამ ჰუსეინს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა და არც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის მოსახლეობის ნაწილი ამ მარტივი კონცეფციის ერთგული დარჩა, ვიდრე არ გამოაშკარავდა ის პრობლემები, რომლებიც ამერიკის ჯარს ერაყსა და ავღანეთში შეექმნა; ასევე, გართულდა ურთიერთობა ირანთან, რუსეთთან, ევროპასა და ჩინეთთანაც. შედეგად, ამერიკაში ბევრი დაფიქრდა მსგავსი რიგიდული კონცეფციით გამოწვეულ პრობლემებზე და არჩევნებზე მხარდაჭერა მისგან სრულიად განსხვავებულ, ბარაკ ობამას პროგრამას გამოუცხადეს. მიუხედავად ამისა, ბუშის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა პრეემფციული ომის წარმოებას მტერი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამერიკული სამხედრო ძალით უნილატერალურ მოქმედებას დემოკრატიის გასავრცელებლად, დღემდე რჩება მსოფლიოში ბევრი საგარეო პოლიტიკური დოქტრინის თავისთავად ნაგულისხმევ ელემენტად. ამერიკის მეგობარ ქვეყნებში, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და საქართველოში, ჩამოყალიბდა წარმოდგენა ამერიკული სამხედრო ჰეგემონობის დაუსრულებელ შესაძლებლობებსა და დემოკრატიული იდეალებისთვის სამხედრო გზით ბრძოლის აუცილებლობაზე. ნეოკონსერვატიზმის ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები, იმის გარდა, რომ იზიარებენ ბუშის დოქტრინის ძირითად დებულებებს, თვლიან, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს დემოკრატიულმა ჰეგემონმა, ანუ აშშ-მ, არ უნდა მიიღოს მხედველობაში ის გეოპოლიტიკური სიძნელეები, რომელიც მას მიზნის მიღწევის გზაზე ხვდება და საკუთარი თავი მსოფლიოს სახელმწიფოების ისეთ გლობალურ მორალურ მსაჯულად უნდა გამოაცხადოს, როგორადაც მაგალითად რომელიმე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები აცხადებენ ამ ქვეყნის ტერიტორიის საზღვრებში. მსგავსმა ნაივურმა წარმოდგენამ, თუ გავითვალისწინებთ ამერიკის უზარმაზარ სამხედრო პოტენციალს, შესაძლოა, ამერიკის მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში გააჩინა ერთგანზომილებიანი, „კეთილი და ბოროტი" ტიპის, მოუქნელი საგარეო კონცეფციების წარმოქმნის წინაპირობა. „კეთილი და ბოროტი" ტიპის რიტორიკა თავად ამერიკის პრეზიდენტისგან მოდიოდა: ის ამბობდა, რომ ახლო აღმოსავლეთში (ინგლისურად, "შუა აღმოსავლეთში", Middle East) კონფლიქტების მოსაგვარებლად ტერორისტების განადგურება და დემოკრატიის გავრცელებაა საჭირო. ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევისთვის კი ყოველგვარი საშუალება გამართლებული იქნებოდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევაც კი. საქართველოში ბუშის პოლიტიკა მმართველმა წრეებმა მომგებიან გამოწვევად აღიქვეს და „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დემოკრატიის გავრცელების საქმეში საქართველოს მთავრობა აშშ-ს უმცროსი პარტნიორი გახდა. რუსეთის „ცივი ომის" პერიოდიდან შემორჩენილი „ბოროტების იმპერიის" იმიჯი ნეოკონსერვატორებისთვის კიდევ ერთ ფუნქციურ ელემენტად იქცა მსოფლიოს ახალი ამერიკული წესრიგის დოქტრინის შესავსებად. პრეზიდენტ ბუშისთვის რუსეთის ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყანაზე მორალური წნეხის შემცირებისთვის ერთგვარ მიზეზად რჩებოდა. წამყვან პოლიტიკურ წრეებში მალე უფრო რადიკალური შეხედულებებიც გაჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკეინმა ნეოკონსერვატორიზმის იდეალურ მოდელთან მიახლოებული პოზიცია დაიკავა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასაც კი გულისხმობდა. სწორედ მაკეინი გამოვიდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით აგვისტოს ომის დროს და, გავლენიანი დასავლური გამოცემების ცნობით, სწორედ ის ელაპარაკა პრეზიდენტ სააკაშვილს აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. საქართველოს ხელისუფლებაში ბუშის მეორე ვადის დაწყებისთანავე აგრესიული საგარეო პოლიტიკის კურსი აიღეს. განუწყვეტლივ ისმოდა სამხედრო შეიარაღების გაძლიერებისა და სამხედრო მორალის ამაღლების მოწოდებები ახლად დაფუძნებულ თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „საქართველოზე". სამხედრო მილიტარისტული პროპაგანდა განსაკუთრებით გაძლიერდა კოდორის ხეობის დაკავების შემდგომ. 2008 წლის იანვრიდან კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა თემურ იაკობაშვილი, რომელიც იქამდე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იყო. იაკობაშვილი, ისევე როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის" გამგეობის თავმდჯდომარე, ლევან რამიშვილი იდეოლოგიურად ბუშის დოქტრინის მხარდამჭერები არიან. რთულია ვისაუბროთ ხელისუფლებაზე რამიშვილის პოლიტიკურ გავლენებზე, მაგრამ იაკობაშვილი მინისტრად დანიშვნის შემდგომ ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ერთ-ერთ ორგანულ რგოლად იქცა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ წრეებში ამის შემდგომ ნეოკონსერვატორული იდეოლოგიური განწყობები, როგორც არასდროს, ისე გაძლიერდა. იქამდე კი, 2005 წელს საქართველოს ხელისუფლება აღებული კურსის სისწორეში თავად პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლამ დაარწმუნა. ყველა პირობა უწყობდა ხელს იმას, რომ საქართველოს მაღალი პოლიტიკური წრეები დარწმუნებულიყვნენ ორ რამეში: პირველი, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს, როგორც „დემოკრატიის შუქურის" მიმართ, ურყევი იქნებოდა, და მეორე, რომ კონფლიქტის უნილატერალური მოგვარება რჩებოდა ერთადერთ სწორ გზად მოცემულ საერთაშორისო ვითარებაში. არჩევნებში მაკეინის დამარცხების და აგვისტოს ომში საქართველოს მიერ განცდილი მარცხის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯიუტად განაგრძობდა ამერიკელი „ნეოკონების" (იგივე „ნეოკონსერვატორები") მხარდაჭერის მოპოვებას. მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 11 აპრილის ჟურნალ „ნიუსვიქთან" ინტერვიუში განაცხადა: „მე ვესაუბრე მას (პრეზიდენტ ბარაკ ობამას-გ.ც.). პრობლემა ჩვენში არ არის - პრობლემა მათ საშინაო პოლიტიკაშია. ჩვენ გავხდით ინტეგრირებული ამერიკის საშინაო პოლიტიკაში. ძალაუფლების ცვლილებების პერიოდში ამერიკაში იყო გარკვეული ტიპის ვაკუუმი ჩვენთან დაკავშირებით. არავინ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილება მიეღო საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, საფრანგეთის ჩათვლით, ელოდებოდა ობამას მითითებებს. მე ვაღმერთებ ამერიკულ იდეალებს. ჩემი იდეალი იყო ამერიკა ბუშის ეპოქაში, როდესაც იდეები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა. ახლა სხვა დრო დადგა, როდესაც პრაგმატული პოლიტიკა ცვლის იდეებს. ამან, შესაძლოა, ის ამერიკა გააფუჭოს, რომელსაც მე ვიცნობდი". ინტერვიუდან ჩანს, რომ თავად სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნეოკონსერვატორულ იდეალებთან, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკის სამხედრო ძალის პრიმატსა და „დემოკრატიის გავრცელების" ბუნდოვან მისიას მოიცავს. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფცია სწორედ დემოკრატიის გავრცელებისა და "ბოროტების იმპერიასთან" ბრძოლის ლოზუნგებით ჩამოყალიბდა. „იდეალებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა", პატარა სახელმწიფოსთვის და მთლიანი რეგიონისთვის, ბუნებრივია, რომ დიდი საფრთხის შემცველია. არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნის, ამერიკის პოლიტიკაც, ობამას არჩევასთან ერთად, უფრო პრაგმატული და რეალობის მეტ-ნაკლებად ადეკვატური გახდა. არაპრაგმატულმა საგარეო პოლიტიკურმა იდეებმა და აბსტრაქტულმა მიზნებმა არაერთხელ აჩვენა, რომ შესაძლოა, ამან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ, ამერიკაში პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ხშირად - "ლიბერალურს", ხისტსა და რიგიდულს კი „ნეოკონსერვატორულს" უწოდებენ ხოლმე. საგარეო პოლიტიკაში ლიბერალიზმის ნაკლებობა ხშირად საშინაო პოლიტიკაში გაძლიერებულ ავტორიტარიზმშიც გამოიხატება. მაგალითად, ბუშის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს მოჰყვა ამერიკაში ე.წ. „პატრიოტთა აქტის" მიღება, რომელმაც ზოგიერთი ფუნდამენტური სამოქალაქო თავისუფლება შეზღუდა. დემოკრატიის ნაკლები ტრადიციის მქონე პატარა საქართველოში კი გაუთვალისწინებელ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება გაცილებით უფრო დრამატული შედეგები მოჰყვეს საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. http://liberali.ge/node/1163
  8. მინახია მე უკვე და ვიცი კარგადაც ეროვნულების გოთვერნობებიც. 35ს ვარ და 14 წლიდან ვაკვირდები მაგათ დეგრადაციას. ასე რომ მე პას .მეტიც , მე სხვა პოზიციაზე ვარ. ძალიან მალე შენც იგრძნობ რომ ქართული ნაციონალიზმი რეალურად ნარცისიზმია.....უფხო და უძვლო.
  9. ყველა ადამიანი უნდა იყოს ამბიციური და ამაში ცუდი არაფერი არაა, მაგრამ ხელი არ უნდა მოწეროს ისეთ რამეს ,რაც წინ დაგხვდება. რომ მომეწერა ამის შანსები მქონდა..... სხვამ იმსჯელოს
  10. 88 წელს ,როდესაც საქართველოში დაიწყო განმანთავისუფლებელი მოძრაობა , აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში. 14 წლისამ ქართული დროშაც ბავშვური გულწრფელობით გავიკეთე და ძალიან კარგად მახსოვს ის ნაციონალური მუხტი ,რომელმაც ნამდვილად შეაჯანჯღარა ჩვენი ცნობიერება , ჩააფიქრა იმპერია , მაგრამ დავმარცხდით საკუთარ მაქსიმალიზმთან , რომელშიც ბოლშევიზმის მეტასტაზები ობივით მოედო და დაიწყო ეროვნული იდეის მონოპოლიზირების სხვადასხვა მცდელობა. 1989წლიდან არანაირი ეროვნული ძალები აღარ არსებობს . ყველანი მედროვე კარიერისტებად იქცნენ და საბოლოოდ მივედით 22 დეკემბრამდე. ყველა ეროვნული ძალა ცოცხლად დარჩენილი პოლიტიკური საფრთხობელაა. ღიად გეუბნებით- მეზიზღება თქვენი რეტროგრადული, სადღეგრძელოებით აღსავსე ბლაბლაბლა და შეიგნეთ თქვენი დრო წავიდა. მე არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობის გამო,რადგანაც "ეროვნულს" მხოლოდ უნივერსალურს აქვს აზრი და დიახაც ნაციონალური სახელმწიფოებრიობის ფორმირების იდეა დღესაც ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუსტად ეროვნულებმა მძიმედ დაჭრეს ეს იდეა , შემდეგ "დემოკრატებმა" დემოკრატია დაასამარეს და მივიღეთ რაც გვაქვს... უიდეო, აბსოლიტურად დეგრადირებული , პერიფერიად ქცეული ქვეყანა. ქართული კონსერვატიზმის მზე ჩაესვენა და მივესალმები ამ ტალღის ახალი ძალების გამოჩენას ,მაგრამ მხოლოდ მათ ექნებათ წარმატება , ვისაც შეეძლება ოპონენტების მოსმენა და პოლიტიკის ანბანის გათვალისწინება.
  11. მიშა რჩება. ალასანია მიდის. როგორ შეაფასებდით ამ ორ ინფოს ? რა ქვეტექსტები შეიძლება იყოს? ნამდვილად ასე "დაკავებულია" პრეზიდენტი თუ...... ალასანიას ვიზიტზე- http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სააკაშვილის პრესმდივნის განცხადება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. ლ ი ც ი დიახაც ნუ ეს მარგალიტია: დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით თბილისის მერად? გიგი უგულავას 900 (31%)აი სულ ცოტაც და ჩავარდებოდა ნინო ბურჯანაძეს 59 (2.03%) რუსუდან კერვალიშვილს 109 (3.75%) ლევან გაჩეჩილაძეს 227 (7.82%) გიორგი გოგუაძეს 370 (12.75%) შალვა ნათელაშვილს 133 (4.58%) არჩილ გეგენავას 42 (1.45%) ირაკლი ალასანიას 452 (15.57%) გუბაზ სანიკიძეს 189 (6.51%) კობა დავითაშვილს 35 (1.21%) არცერთს 387 (13.33%) სულ: 2903
  13. ეს შეიძლება ცოლის ბოღმაა,მაგრამ მისი მოყვანა სტუდიაში აშკარად არაშემთხვევითია.
  14. თავშია !! გამსახურდიას შეეცვალა ბრალდება და უცებ მისი სათაყვანებელი მეუღლე იმედში მიბრძანდება. ამ ორ მოვლენას შორის არის პირდაპირი კავშირი. ძალიან თავისებური დამთხვევაა მგონი. არ გამიგოთ ეგ ბიჭი გულზე მეხატება,მაგრამ აშკარად "ფონის" შექმნა უნდათ კრეატიული გადაცემით.
  15. ნუ არა დავითი "შემთხვევით" გაახსენდათ. ცოტნეს ცოლი კი მეტროში იპოვეს. ირინაჩკაც შემთხვევით გააშავეს. თითოეული ეს სვლა იყო გათვლილი .ამაში დარწმუნებული ვარ.
  16. ჯერ გისმენთ. ვინდოუზის გამო პოსტებს ვერ ვწერ. შემოვუერთდები ამ თემას
  17. დავით ბატონიშვილის "სკანდალი". ირიბი დარტყმა საპატრიარქოზე. ირინას აღსარება გიორგაძის მოღალატეობაზე. ამჯერად კი დაერტყმა გამსახურდიების ოჯახზე და და ირიბი ბრძოლა ზვიადის ხსოვნის წინააღმდეგ . არც მონარქისტი ვარ , არც გიორგაძის მეხოტბე და ცოტნე კი იდიოტ ბიჭად მიმაჩნია ,მაგრამ ტახიროვიჩის კანტორა რულზ. იმედში ასეთ საზიზღრობებზე მომუშავენო. ეწევით ღია პროსტიტუციას და თუ ვინმე ასე მოგმართავთ ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან პორნოსეანსებს თქვენ აწყობთ.
  18. იყო ზუსტად პრაგმატული პოლიტიკოსიც სულაც არა.ძლიერი თვისებებიც ჰქონდა ,მაგრამ ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა და ვერ მოსწრო ბევრი რამ.
  19. ჯერ სადაა ?!დავიქოქო მიმდევარი არანაირად ახლომხედველი რომ არ იყო იმიტომ არ მოდიოდა თვალში მხარგრძელი და კამპანია.
  20. ეს ყველა ქვეყნის თვისებაა და გასაკვირი არაფერი არაა,მაგრამ უნდა გავიხსენოთ რომ რაციონალური პოლიტიკა უფრო არსებითია,ვიდრე ოცნებები.კი გარკვეულწილად გეთანხმები,მაგრამ ეროვნული იდეის მონოპოლიზირებამ გაგვიწია ეს დათვური სამსახური. ლაშაანთ გიორგი უპირისპირდებოდა მხარგრძელთა და რეტროგრადების ფილოსოფიას. ძალიან საინტერედო მეფე იქნებოდა,მაგრამ არ დასცალდა. ლაშა არ იყო თავქარიანი.ესაა ჟამთააღმწერლის გამოხატული არსებული პოლიტიკური წარმოდგენების ზეგავლენა,რომელიც შემდეგ შეიქმნა. ის ცდილობდა ათაბაგის გავლენიდან გამოსულიყო, რომელიც რეალურად იყო საქართველოს "მენეჯერი" . რინდებთან მისი ურთიერთობაც და ველისციხური მითი მის პოზიტიურ თვისებებზე მიუთითებს. რაც შეეხება მხარგრძელს, მან მიატოვა შალვა ახალციხელი ბრძოლის ველზე. გაქნილი პოლიტიკოსები იყვნენ ყველა მხარგრძელი..... შალვა და ლაშა კი ტრაგიკული ეპიზოდებია. ორივე თავისებური პერსონაჟია აშოტი ქართული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ერთერთი რეალური პატრიარქია.
×
×
  • შექმენი...