http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo&...show&id=423 ირაკლი ალასანია მიუნჰენში შეხვედრებს განაგრძობს. “ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი აშშ-ს პერეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ირაკლი ალასანიას თქმით, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება. ასევე, მისი თქმით ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხობას და მას ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს. „დღეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე. შეხვედრა მქონდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ეს საკითხები დეტალურად განვიხილეთ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსთან. შეხვედრები შედგა ბალტიის ქვეყნების და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. ძირითადი თემა უსაფრთხოების საკითხების განხილვა იყო, მაგრამ რათქმაუნდა, ვისაუბრეთ ასევე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ინტერესი გამოხატა, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი არჩევნები. ეს საკითხი, პრაქტიკულად აყვანილია უსაფრთხოების ერთ-ერთი საკითხის რანგში, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ საქართველო შედგა დემოკრატიულ ქვეყნად, მისი უსაფრთხოებაც საერთო ევროპულ სახლში გარანტირებული იქნება. კონფერენცია გრძელდება და იმედი მაქვს მომავალი შეხვედრები, ასევე საინტერესო იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ვუდასტურებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იმას, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენი საერთო სწრაფვა ევრო-ატლანტიკური და ევროპული სტრუქტურებისკენ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მშვიდობიანი განვითარებისკენ, არის მთელი ქართული საზოგადოების საერთო ხედვა.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. “ალიანსის” ლიდერის თქმით, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან. ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვა ასევე, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. ფრიად სოლიდური ხალხი ხვდება. :hello: