ჩვენ საბჭოთა ეპოქის შვილები ვართ. საქართველოში ბოლშევიზმის კულტი სპეციფიური თვისებებით ხასიათდებოდა,რადგანაც "ეროვნულობის"ფაქტორი სრულიად ვერ ამოძირკვეს კომუნისტებმა. პატრიოტიზმი იყო ერთი მხრივ ფარი რათა სრულად არ წაელეკა თავისუფლების არსი წითელ ქარიშხალს . ამავდროულად კრემლს მართალია აწუხებდა საქართველოში ნაციონალური შეგრძნების მაღალი ხარისხი,მაგრამ რადგანაც იგი გამოხატული იყო ნაციონალური კულტურის,მეცნიერების თუ სპორტის განვითარების თვალსაზრისით , ეს ენერგია საერთო დინებაში მიედინებოდა და გადამჭრელ ზომებს ერიდებოდნენ.ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში არც უშლიდათ ხელს. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მხოლოდ 2 წელი წელი გაგრძელდა კლასიკური სახით . 87 წელს დაწყებული ბრძოლა თავისუფლებისათვის რეალურად დასრულდა 89 წელს. მიზეზი: 1)ის რაც ადრე ფარი იყო და იცავდა ქართულ ყოფას , პერესტროიკის დროს გახდა თავისუფლების იდეის მონოპოლისტი ,რამაც დათრგუნა თავისუფლების გაგების სხვა ასპექტები ; 2) წვრიპარტიობანამ ეროვნული მოძრაობის იმუნიტეტი შელახა; 3) კრემლმა აირჩია დუმილის პოლიტიკა.შედეგად კი მტრის ხატი მისგან შორს წავიდა და ერთმანეთის მიმართ გადაზარდეს ახალმა ლიდერებმა. შედეგად კი მივიღეთ 89-90 წლების "მოძრაობა უძრაობისაკენ" , გაუთავებელი მიტინგები , რომლის მიზანი მოკვდავმა ადამიანმა არ იცოდა. საბოლოოდ კი აბსურდის თეატრი 22 დეკემბრამდე მივიდა , როცა ნომენკლატურულმა ოლიგარქიამ მოძრაობის ნაწილის ხელით დაამხო ახალი ხელისუფლება და რევანში აიღო. დღეს ჩემთვის ეროვნულობა არის ჩემი სახელმწიფოს პატივისცემა; პიროვნების უფლებათა დაცვა და მომზადება გლობალიზაციის გარდაუვალი პროცესისადმი ,რომელიც სულაც არ მიმაჩნია ნეგატიურ მოვლენად პრინციპში. ცხადია ტრადიციებს გამოცდა მოუწევთ. ამაშიც არაფერი არაა ტრაგიკული . დიახ ზოგიერთი დამკვიდრებული წესი ჩვენ ტრადიციად მივიღეთ . ჰოდა გაიაროს ტესტირება. მოკვდეს ის რაც მოსაკვდომია . უნივერსალური ღირებულებები კი იმდენად მდგრადია, მას ვერ მოერევა ვერანაირი ცუნამი საბოლოოდ კი ტრადიციონალისტების და გლობალისტების ურთიერთქიშპობა ერთ მდინარეში ჩავა. დაჭამეთ ერთმანეთი-ეს სასარგებლოა. თქვენ ტესტავთ მეორე მხარის სუსტ მხარეებს და ეს კარგია. ასე რომ მე ამ პოლემიკის მომხრე ვარ ,რადგანაც იმ მდინარის სიჯანსაღეზე ვფიქრობ , სადაც საბოლოოდ ეს ტენდენციები ერთობლივად მოთავსდება.