გუშინ ერორზე ,პოსტსკრიპტუმში იყო სიუჟეტი ინა გუდავაძის წინააღმდეგ და გაოგნებულმა ვუყურე. ბოლობოლო არის ზღვარი ადამიანსა და ყველაზე ველურ ცხოველს შორის?! შეიძლება ხელფასის გამო ამნაირ სიბინძურეებს მოაწერო ხელი, შემდეგ ოჯახში ვახშამზე წახვიდე და ბავშვს ღამის ზღაპარი წაუკითხო?! სამწუხაროდ , ქართულ რეალობაში ადამიანების ნაწილი იქცა ნეობოლშევიკ მონსტრად . მათ მიმართ გამოვხატავ სრულ უპატივცემულობას და დროა ამ ქცევას დაერქვას სახელი. თქვენ იტყვით შემკვეთია დამნაშავე? ნწუ, ნწუ. შემკვეთი რაცაა გასაგებია, მაგრამ ამ ტიპებს აქვთ არჩევანი- არ მოაწერონ ხელი საზიზღრობებზე, ჩუმად დატოვონ ოფისი და სამსახური სხვაგან მოიძიონ. თუ "ხელფასია" უფალი.აიტანონ ეპითეტები. იმსახურებენ. რასაც კადრუულობენ ფსევდოჟურნალისტები ყველანაირ ზღვარს გადაცდა . გილოცავთ, ჩვენ ვბრუნდებით უკან საბჭოეთში. :duel: