Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ჩემი შენდამი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად გაკვირვებული ვარ ამ თემით. სტალინი იყო ბოროტება , წიტელი ტირანი ,რომელიც ჩვენი ისტორიაა, მაგრამ სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, მიიხეილ ჯავახიშვილი გავიხსენოთ....მათი მკვლელის ძეგლი შეიძლ;ება ყოფილიყო მხოლოდ ფუტლიარი,არაც იყო კიდევაც ჩემთვის. ნაცებმა რაც ქნეს ტინგიცობა იყო.ეგ სხვა საქმეა. ქუთაისში მომხდალი კი დიიიიიდი ლეღვობააა , კრიმინალიც კი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს გრიგოლ რობაქიძე , თეთრი გიორგიანელები, მაღლაკელიძე ათასობით ქართველი გერმანიის მხარეზე ანუ ეს ხალხიც იბბრძოდა საქართველოსათვის და ისინიც დაბრმავებულები იყვნენ.
  2. ისე მაგარი "სპრავიდლივი" ბაასია გველები. ასეთი რამ ქურდულ კოდექსში არ იყო
  3. DonCaredo მე არაფერს გამოვრიცხავ და საშინლად მოგეჩვენებათ ,მაგრამ არც იმას რომელიმე მათგანი სექსუალური მანიაკი ყოფილიყო სადიზმის ნიადაგზე.....ვერაფერს მოკლედ და asesino_141გეთანხმები რომ ამ ადამიანების სულის გადარჩენა საჭიროა, საშინელი ტრავმა თვითონაც მიიღეს....,მაგრამ თუ იარსებებდა სიკვდილით დასჯა და ვიქნებოდი პირობითად მსაჯული. სამწუხაროდ ეს სამართლიანი იქნებოდა სამართლებრივად.მეტი რაღაზე გამოიყენება? არ არსებობს ჩვენთან, ღმერთი განსჯის , აქვთ დრო იფიქრონ რაც ქნეს. ვარ მხოლოდ სამართლებრივი მეთოდების მომხრე...
  4. ეს ტიპები თავისი ჰაბიტუსით ავტორიტეტები როგორ უნდა იყვნენ, ეგ გამკვირვებია...აი თუნდაც თავის წრეში ბლინ....
  5. არანაირი "რა ჩაიდინა".....ამნისტიის გარეშეა
  6. უი ისე კარგი იქნებოდა ნაცნობებისათვიუს გეკითხა. ნევრასთენული მოვლენები შეიძლება მახასიათებს, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება=0ს.... ეს ხალხი კლავს ქვეყანას, აჩერებს განვითარებას. არაა ეს ევროპული განვითარება და კაპიტალიზმის ცოდნა....არა! დროა დავფიქრდეთ...გადავხედოთ შვილებს.....და შევამჩნევთ
  7. მე რასაც ვამბობ ...ვიცი. პირველი ხარ , ვისაც ჩემი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებაში ეჭვი გაუჩნდა. პს სიგარეტს არ ვეწევი...ასე რომ მაქვს თვითკონტროლი
  8. ეს მომეწონა. რომ დააკავონ და სანქცია აკიდონ...თანასოფლელებმა ნახე რა მიქნესო...... არადა დროა კანონიც ავამუშავოთ ,ავუხსნათ შვილებს მაინც ,რომ ესაა ლეღვური ცხოვრების წესი . ერთგვარად პაროდიულ სცენარებშიც მოხვდეს......დასაცინად ...... ბოლობოლო ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად პოზიტიურ თვისებას- მეგობრობას ,მეზობლისადმი კეთილ დანმოკიდებულებას და ა.შ.... არააა ეს გაევროპულება , ესაა სენი ტვინებში. ვიღაც ნაბოზარი რომ წარმატებული ხდება, შემდეგ ჩვენი შვილებიც მას მობაძავენ. ამნაირი გურჯი პრაგმატიკოსები არ არიან ხელისუფლებაში? შევარდნაძის დროს გულაობდნენ მისი სახელით, დღეს მიშა ყავთ მედუზას თავად ...... ეს არაა თემა "ვაი საწყალო საქართველო" კუთხით...პირიქით...მოსაფრთხილებელია ძირეული ღირებულებები,რომელიც ჩემი აზრით თავისუფლად შეზავდება, თუნდაც რაციონალურ ბიზნესთან და მენეჯმენტთან....არ ეწინააღმდეგება.აი ეს.....ვითომ ქართული პრაგმატული მორალი კი ....დღესაც გამომყვა სიმთვრალე ,მაგრამ მგონი გასაგებად ვწერ... მთავრობა , ოპოზიცია , ამ ტიპის "ბიზნესმენები" , აი ის გლეხიც, შენი მეზობელი= ერთს დამახინხებულ გურჯულ პრაგმატიზმს.
  9. Siknadmo ზუსტად , ზუსტად იგივე სინდრომია. არღვევსა კანონს , აკეთებს საშიშ, უკანონო მიშენებას. გაუძლებს....ერთი ამისიც.....იტყვის ის კაცი და სადმე რესტორანში გაილეშება. მეზობლები კი ხათრი, ჩივილი არ გვინდაო და ...... ესაა კლასიკური გურჯული პრაგმატიზმი. ვითომ ვისწავლეთ კერძო საკუთრების პატივისცემა, ჩვენ სარაიას ვაშენებთ, მაგრამ სხვის გვამ,ზე და ყველასათვის საშიში სახით..... ეჰ , ილია იყოს ცოცხალი... დაწერდა ლუარსაბის ახალ რიმეიქს ამ "პრაგმატიკოსებზე" და ნოვი გრუზინებზე" პრინციპში ლუარსაბიც შორს არაა ამ სენისგან....
  10. ეს რა უბედურებაა? რა სადიზმია? ეს უკვე მკვლელობა აღარაა , კანიბალიზმია. ამ დროს სიკვდილით დასჯის მომხრე ვხდები ხოლმე
  11. ამიტომაც ვსაუბრობ პირველ , მრავლობით რიცხვში..... გურჯული "პრაგმატიზმი" შინაგანად მძულს, რადგანაც არაფერი საერთო არა აქვს საქმეში საკუთარი ინტერესების დაცვასთან. ესაა ამპარტავნობა და ამბიცია. "აუ უმისოდ უნდა ვიჩალიჩო , ის რად გვინდა ამ საქმეში"-ეს ნარცისტული სინდრომია, რომლის საფუძველი ეგოცენტრიზმია, მაგრამ ერთთვლიანი საჭადრაკო კომბინაცია და პარტიის დასრულება "საბავშვო მატით" , რადგანაც ჭადრაკში მინიმუმ 2 ადამიანი თამაშობს , ცხოვრებაში კი მილიარდობით სუბიექტი ანუ არარაციონალური გათვლაა. არ ვგულისხმობ ყველა ერთობა კარგია ან სადაც ხარ სამუდამოდ იქ იყო.ნწუ ....არის ხოლმე სიტუაციები, როცა არაფრის გამო ცხელი გული არ უნდა ჩართო. არ ვსვავ ბევრს. მაქსიმუმ კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ ...ისიც ლუდი არაგათიშვამდე..... დარეკვით ვინ გიშველის? შენი ოჯახის საქმეები შენი გადასაწყვეტია.გარედან არავინ დაგეხმარება "ისე" ...აიღე გუდანაბადი და ოჯახს სამუდამოდ მოცილდი. საერთოდ არ გაიხსენო . გამოსავალი არის სიტემის მოწესრიგება, სწავლის მეთოდოლოგიის შეცვლა, გურჯული პრაგმატიზმის კინოს , სერიალებით გამასხარავება. ვიმეორებ, ეს ეგო ცენტრიზმი არის სენი, სოციალური მოვლენა , რომელკიც ასოციალურ სუბიექტებად გვაქცევს
  12. უცნაურად გვაქვს ქართველებს ტვინი მოწყობილი. თითქოს კომუნიკაბელურები ვართ, სუფრას და ღრეობას არ ვიკლებთ ერთმანეთთან,მაგრამ პარალელურად ეგო ისეა განვითარებული, რომ მის გამო საერთო საქმეზე და კეთილდღეობაზეც უარს ვიტყვით .....თან ამას ზუსტად პირადი ინტერესების სახელით გავაკეთებთ,.........ამ პრაგმატული "გურჯობის " არაერთი მომენტი სხვადასხვა საქმეში ვიგრძენი და მიტეხვ-მოტეხვები გვგონია ჯეობიზნესის საყრდენი თუ პოლიტიკური აღმასვლის პლაცდარმი ;) იმიტომაც ვართ სადაც ვართ....მეტის ღირსები არა ვართ .... არა, არ შეგვიძლია დავრჩეთ ინდივიდებად და თან რაციონალურად გავიაზროთ საკუთარი როლი გარკვეულ სოციალურ თუ საქმიან ველში სადაც ვსაქმიანობთ..... ეჭვიანობა, ორგულობა და ა.შ " ბედნიერი ერის" მოტივები ეს მეორეხარისხოვანია....მთავარია ,ვერ მივეჩვიეთ გუნდურ მუშაობას , საერთო ძლისხმევის რაციონალურ გამოყენებას .არ გვინდა ვიყთთ ჭანჭიკი , გამჩენი არ გვასვენებს და ვკმაყოფილდებით შემდეგ დაჟანგული, ჩამოწერილი ნაწილის ხვედრით..... .... რას ვიზავთ ? ჯერ კიდევ შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი დრო ესაჭიროება ამ ტვინის დეფორმაციისაგან განთავისუფლებას....მოტეხვებზე მაღლა "რაღაცის " დაყენება როცა შეგვეძლება, მაშინ შეიძლება გვეშველოს, მანამდე ნწუ.... ვიმეორებ, ეს საზოგადოებრივი ბაცილაა , შესული ყველა სფეროში თუ ბიზნესში.პოლიტიკაში უბრალოდ ნათლად ჩანს.... მაპატიონ ედეპეშნიკებმა , მაგრამ მათი "ჰისტორი" ამ მხრივ კლასიკაა .... ჯერ იყო და ზვიად გამსახურდიასთან ვერ განსაზღვრეს პრიორიტეტები , საერთო ანტისაოკუპაციო ფრონტის მაგივრად შეჭამეს ერთმანეთი და შემოეჭამათ ქვეყანა, შემდეგ ჭანტტურია ძლიერი პარტიული მენეჯერი აღმოჩნდა და აააწყო გამართული პარტიული მანქანა,მაგრამ გარდაიცვალა და ....დაიშალნენ 2 ტოლ ნაწილად, გაანიავეს ყველა რესურსი ......მერე კი გაერთიანდნენ უკან ..... მაგრამ იმ შეცდომას რა გამოასწორებს,რაც დაუშვეს ამ ერთობის დაშლით....?! თემა არაა ამ პარტიაზე.ღმერთმანი ...ნიმუშია ,რაზეც ვდარდობ და ჰილარიმაც შენიშვნა მოგვცა..... 1) ვერ გავაცნობიერეთ რომ სახელმწიფო ჩვენია.......მტერს არ უნდა შევეკრათ ხელისუფლების გამო..ესეც ზუსტად ეს სინდრომია , ვუბრაზდებით ქვეყანას , ვაცლით აგურს და ვანგრევთ; 2)ხელისუფლებაში ყოფნა ელიტამ მარადიულობად აქცია. არა, არ უნდათ სხვა პარტიები კონკურენტებად ყავდეთ, პოლიტიკური სისტემა მოწესრიგდეს. თვითონ ხომ არიან მეფურად და ასე რომ 20 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით ეგ არაფერი.წინ არ იხედებიან ;) 3)ვირჩევთ მესიას და ვიღებთ მოკვდავ ბარბაროსებს 4) 5) 6) და ა.შ გამიგრძელდება ....მთავარი სწორედ ეს მომენტი მეჩვენება დასაძლევი. დავძლევთ კი.....?! ცხოვრება გუნდური თამაშია , სადაც ინდივიდები თამაშობენ...... ლუდი მაქვს დალეული და თუ გამართული არაა ტექსტი....მომიტევეთ...იმედია გაიგებთ,თუ არა ხვალვე წავშლი.....აღარ დაგტვირთავთ
  13. გილოცავ წარმატებული ყოფილიყავი ცხოვრების გზაზე.
  14. asesino_141 პრინციპში შეიძლება მართალიც ხარ.ეჭვი არ მეპარება რომ ეს დაკავება შანტაჟია.
  15. ვერაფერი შევამჩნიე მის მოსაზრებებში "მასონური" და რაა მასონობა ეს კიდევ , კიდევ დიიიიიდი თემაა
  16. ეჭვს არ იწვევს გურამ ელიზბარაშვილმა ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს და მკვლელებისადმი ტოლერანტული არ უნდა ვიყოთ. მაგრამ ფსიქიატრთა საქმე მანცვიფრებს როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს ,თავდებით გამოუშვეს ეს გამომძალველები , ხოლო ელიზბარაშვილის ოჯახის წევრები რჩებიან პატიმრობაში. ბარემღა თქვან ......არსენა ყაჩაღები მუშაობენ თუ როგორ და რამდენი წაართვან ბიზნესმენს. ყველასათვის ისედაც გასაგებია, რომ ამ საქმის ერთერთი მოტივაცია მათი ჯიბეში ძრომიალია. არანაირი მართლმსაჯულება, ფარისევლობააა ეს ყველაფერი . ინფორმაცია ერთერთი საინფორმაციო საიტიდან: "პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინათ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც გურამ ელიზბარაშვილს და მამამისს "იქს-5" მარკის "ბეემვეს" ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა." მგონი ყველაფერი გასაგებია ხომ? ვიმეორებ, ერთია იმ ლაწირაკის ჩადენილი კრიმინალი, ელიზის შეიძლება ითქვას გაუგებარი საქმიანობა, მაგრამ მეორეა ამ სიტუაციაში აშკარად სულ სხვა მოტივაცია იმისგან რასაც "ჟურნალისტები" ავრცელებენ.
  17. მაგარია , მაგრამ ოპოზიციის მთლიანი საცით ერთობა არ მინდა
  18. აბა მედიცინის მცოდნეებოო ვისაუბროთ ამ შავ ჭირზე . რატომ ვერ ახერხებს კაცობრიობა მოერიოს ? საერთოდ რა შეიძლება გაკეთდეს რომ ავიცილოთ? რა სიმპტომებია რომ ადამიანი მიხვცდეს ონკოლოგს აუცილებლად უნდა გაესინჯოს? კი მესმის ყოველწლიური შემოწმება ,მაგრამ ისეთი მდგომარეობააა რომ 99პრ ექიმს გამარჯობას არ ეუბნება ,სანამ ძალიან არ გაუჭირდება
  19. ისე სულ მაინტერესებდა . ამ სახელებს ვინ არქმევს ამ დაავადებებს
  20. "ნანა , მაგრამ კოლექტიურ ციციოიზმს ასახავს რაც ვნახეთ ამ ტიპის ქალების აქტიურობაში
  21. ერი უნდა იცნობდეს თავის გმირებს . ის "ერის რჩეულია " და სახელდების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2&cevri_id=131 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=09-07-2010%2018:18 დიახ ციცო დეიდა , ის თქვენი პრეზიდენტია და საქართველოს პრეზიდენტობაზე რა მოგახსენოთ .
  22. თემა მორალურად და ყველანაირად დალპა და იკეტება მოდერებს ვთხოვ ყურადღება მიაქციონ ქსენოფობიიას და ანსიმეტიზმს . მე შეგნებულად არ ვმოდერირებბ ხელი რომ არ შეგიშალოთ. ამჯერად თავს მივცემ უფლებას დავკეტო , რადგანაც სადაც წავიდა სტალინს აღარ ეხება , არამედ სტერეოტიპებს ჩვენ გონებაში
  23. lashsh http://planeta.ge/index.php?showuser=4448 ეს იყო ამ საიტის ვებმასტერი. სავარაუდოდ ამ საიტის ლინკი ვიღაცამ მიუთითა . თუ იცის დაგეხმარება .
  24. მიწერე ლეგოლას ამ ნიკზე . ამჟამად თბილისში არაა ოღონდ
×
×
  • შექმენი...