Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. არა, სხვა მიზეზებია თემის დაკეტვის
  2. შამილ , ბასკებმა და კატალონიელებმა არტა გაგიგონ რასაც ჩვენთან წერ
  3. ბადრი_წიქორაძე ბატონო ბადრი, ესაა საერთაშორისო სისტემა, რომელიც მოყვება იპბს უახლოეს მოდიფიკაციას . გყავთ ოპონენტები და ამის ასახვაა. მეც -ბში ვიყავი საკმაო ხანი ეს ნისნავს ვიღაცამ რაღაც არ მოიწონა. დარწმუნებული ვარ სხვა მოიწონებს.რომ გავაუქმო ბევრი რამ აირევა,თან ხალხი მიეჩვია. ის მიკვირს ამას პირადულად რატომ აღიქვავთ კაცო. თუ მტრები გყავთ "ცუდას რად უნდა მტერობაო" არ გაშაყირებთ მერწმუნეთ.უბრალოდ ძალიან პიროვნულად აღიქვავთ აბსოლიტურ ვირტუალურ ელემენტს. +დავუსვი თქვენ ზოგად რეპუტაცას და ასაკს. ნამდვილად არ მსურს გაწყენინოთ
  4. რაა აქ გასაღიზიანებელი. ვიღაცას არ მოეწონა რომელიღაც პოსტი და ეგაა. ყველას გვაქვს უფლება რაღაც მოგვწონდეს ან არა.ესააა ზოგადი პარამეტრი
  5. ვირფასო მეგობრებო, არჩევნებში რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა და მთელი საქართველოს საკრებულოებს უმრავლესობით დააკომპლექტებდა, ეჭვი არ მეპარებოდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ მაინც საგანგებოდ ცუდ ხასიათზე დავდექი. არა იმის გამო, რაც მოხდა, არამედ, იმის გამო, რაც უსათუოდ მოხდება. * * * ვარდების რევოლუციის შემდეგ ექვსი არჩევნები ჩატარდა – ორი საპარლამენტო, ორი საპრეზიდენტო და ორიც – ადგილობრივი თვითმმართველობის. ამ ექვსი არჩევნებიდან, მხოლოდ ერთი – 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ჩატარდა კონსტიტუციურ ვადაში. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში დაირღვა არჩევნებისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული თარიღი. თუ არ გავაანალიზებთ, რატომ ტარდებოდა არჩევნები ვადების დარღვევით და თუ ვერ აღმოვფხვრით უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციის გამომწვევ მიზეზებს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი არჩევნებიც სხვა დროს ჩატარდება და არა მაშინ, როდესაც ამას საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ადვილი მისახვედრია, რომ არჩევნების ვადის შეცვლას ყოველთვის წინ უძღოდა სახალხო პროტესტი, არჩევნები კი ინიშნებოდა, როგორც ამ პროტესტის შედეგი და ვითარების განმუხტვის საშუალება. ასე მოხდა 2004–შიც, ვარდების რევოლუციის შემდეგ; 2008–შიც, შვიდი ნოემბრის დარბევის შემდეგ; 2010–შიც – ომის და ორთვიანი ხალხმრავალი აქციების შემდეგ. ხელისუფლება კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალებად არჩევნებს მიიჩნევდა და ძალიან საფუძვლიანადაც: გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ პოლიტიკურ ოპოზიციასაც და ხალხსაც აკმაყოფილებდა, როგორც პროტესტის ადეკვატური შედეგი. * * * დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არასოდეს არის ისეთი მიზანმიმართული, ორგანიზებული, ძლიერი და უშეცდომო, როგორიც არჩევნებისთვის მზადების პერიოდში და არჩევნების დღეს. მას არაფერი გამოსვლია უკეთ, ვიდრე – არჩევნების მოგება იმ შედეგით, რა შედეგიც წინასწარ ყოფილა დაგეგმილი. ამიტომ, ვადამდელი არჩევნებით პროტესტის განმუხტვა იწვევდა და იწვევს კონსტიტუციის რღვევას ოპოზიციისა და საზოგადოების თანხმობით, მაგრამ არ იწვევს რეალურ ცვლილებებს ქვეყნის ცხოვრებაში. უფრო მეტიც: იმის გამო, რომ კრიტიკულ მომენტში არჩევნების ჩატარებით, ხელისუფლება მხოლოდ იუმჯობესებს პირობებს ერთპარტიული მართვისთვის, – დროთა განმავლობაში კრიტიკული მუხტი ისევ და ისევ გროვდება და განმუხტვის აუცილებლობა ჩნდება. ქვეყანა, ფაქტობრივად, ვადამდელი არჩევნებით იმართება. * * * მაგრამ 2010 წლის 30 მაისის შემდეგ პოლიტიკური პროცესი ნაწილობრივ ამოვარდნილია ტრადიციული სქემიდან – ორი ფაქტორის გამო. 1. ბოლო არჩევნებმა თვალნათლივ დაადასტურა, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლების ანკესია, რომელსაც პერიოდულად გადაუგდებს ხოლმე მეამბოხე საზოგადოებას: როგორც კი საპროტესტო ტალღა აგორდება, ხელისუფლება ნიშნავს არჩევნებს და დიდი უპირატესობით უგებს ყველა კონკურენტს. ბოლოს და ბოლოს, გაცხადდა მწარე რეალობა: იმის გარდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არც ლიდერი დარჩა და არც პარტია, რომელიც ხალხს კეთილსინდისიერი პროტესტის ორგანიზებაში დაეხმარებოდა, აღმოჩნდა, რომ თავად ორგანიზებული პროტესტიც უაზრობაა. არჩევნების მითი გარდაიცვალა. 2. 30 მაისის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ არჩევნები უახლოესი ორი წლის მანძილზე აღარ ჩატარდება. მან კარგად იცის, რასაც ამბობს, რადგან ვადამდელი არჩევნების ინიციატორი ყოველთვის თავად პრეზიდენტია. ახლა მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ აღარ აპირებს საარჩევნო ვადების გადახედვას. ეს სრულიად გასაგებია, რადგან მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება და ვერავითარ სპონტანურ არჩევნებს მისი კარიერა ვეღარ აიტანს. ახალი კონსტიტუცია გაგვიმხელს, რა სურს პრეზიდენტს ვადის ამოწურვის შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებებამდე კი გაუთვალისწინებელი სვლები და მოძრაობები მიხეილ სააკაშვილს აღარ სჭირდება. * * * მაგრამ როგორ უნდა აიცილოს პრეზიდენტმა თავიდან საპროტესტო მუხტის დაგროვება და ვითარების დაძაბვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში? ამისთვის, თეორიულად, ორი გზა არსებობს: ან მეტი დემოკრატია და პროცესებში მეტი ადამიანის ჩართულობა, ან მეტი ავტორიტარიზმი და მაქსიმალური კონტროლი. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი ფრაზა ადრეც არაერთხელ დამიწერია და სასწორის პინა დემოკრატიისკენ არასოდეს გადახრილა. სულ პირიქით. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, უკვე თითქმის შვიდი წელია, ჰყავს ქვეყნის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და უმრავლესობა ქვეყნის ყველა საკრებულოში; ჰყავს ერთგული ხალხი მთელ აღმასრულებელ ვერტიკალზე; აქვს ნებისმიერი არჩევნების მოგებისთვის საჭირო ფული, ცოდნა და უნარ–ჩვევები; აქვს გამოცდილება, როგორ ჩამოიშოროს გუნდის ყველა მეამბოხე წევრი უმტკივნეულოდ და აქვს სურვილი, რაც შეიძლება დიდხნას შეინარჩუნოს ქვეყნის მართვის სადავეები. ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად აძლიერებს და ასუსტებს მმართველ პარტიას. სწორედ იმით ასუსტებს, რომ მეტისმეტად აძლიერებს. ყოველი მოგებული არჩევნების შემდეგ, გულმოცემული პრეზიდენტი, როგორც წესი, შეცდომების დაშვებას იწყებს. არასოდეს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ისე საშიში არ არის ქვეყნისთვის, როგორც – არჩევნებს შორის პერიოდში. ახლა კი ეს პერიოდი ორ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. მართვის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მცირერიცხოვან ჯგუფში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათი შესრულების ძალისმიერ მეთოდებზე, ჰუმანური ვერ გახდება იმის გამო, რომ პირველ პირს ასე სჭირდება. გაჰუმანურების მცდელობა მთელ სისტემას დაანგრევს და ეს მიხეილ სააკაშვილს არც არასოდეს უცდია, თუმცა, არაერთხელ გამოუცხადებია დემოკრატიის ახალი ტალღა. ასე რომ, სიმშვიდის შესანარჩულებლად, პრაქტიკულად, ერთადერთი გზა რჩება: მაქსიმალური კონტროლი და ყველა სფეროს ცენტრალიზაცია, ძალაუფლების მზარდი თავმოყრა პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ხელში და საჯარო დაწესებულებების პოლიტიზაცია. ყველა სიახლე, რომელსაც ხელისუფლება 2012 წლამდე შემოგვთავაზებს, ამ სტრატეგიას დაექვემდებარება. ახალი სტრატეგიის ნაწილი იქნება ფავორიტების კეთილდღეობის ზრდა, პრივილეგირებული ფენის კიდევ მეტად დაწინაურება, ინტელიგენტების დაჯილდოება პრეზიდენტის მიერ, ინტელექტუალების თავდადება პრეზიდენტისთვის და, საბოლოოდ, ღრმა ნაპრალის გაჩენა „ჩემიანებსა“ და „უცხოებს“, „ღვთის შვილებსა“ და „დევის შვილებს“ შორის. * * * მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ისე მოიქცევა, როგორც ზემოთ აღვწერე: ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სულ უფრო მეტად დამუხტავს ვითარებას, მაგრამ ვეღარ განმუხტავს ჩვეული მეთოდით – ვადამდელი არჩევნებით. როგორ მოიქცევა საქართველოს მოსახლეობა? შეეგუება მძიმე წნეხს, თუ დაუპირისპირდება მას? სწორედ შეგუება–წინააღმდეგობის ბალანსი გასცემს პასუხს სათაურში გატანილ კითხვას – როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები?
  6. ქვეყანა ევროპისაკენ მიდის?
  7. შს სამინისტრო მის მიერ "ელიზი ჯგუფის" პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. "ელიზბარაშვილი არც სოდ-ის და არც კუდ-ის თანამშრომლებს დაუკავებიათ. ინფორმაცია ან პროკურატურაში და ან ფინანსურ პოლიციაში მოიძიეთ" - განუცხადა "პირWელს" შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ "პირჭელის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა "ელიზი-ჯგუფის" პრეზიდენტი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გუშინ დააკავეს. ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დაკავებულები არიან მისი ოჯახის წევრები - შვილის მეუღლე სალომე ივანიშვილი, მისი მამა და კიდევ რამდენიმე პირი. დაკავების ოფიციალური მიზეზები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ასევე უცნობია დაკავებულთა ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. "პირWელის" ინფორმაციით, ელიზბარაშვილისა და დანარჩენი პირების დაკავება ბიზნესმენის შვილს გურამ ელიზბარაშვილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაში იმყოფება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპატიმროში მყოფ გურამ ელიზბარაშვილს ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც მას კიდევ რამდენიმე წელი დაუმატეს. ოჯახმა ეს უკანონოდ მიიჩნია და გააპროტესტა, გაპროტესტებას კი მათი დაპატიმრება მოჰყვა. ჰა ეხლა ვინ იტყუებით?
  8. მკიდია ეს ქვეყანა / მეგობრობა აქ არ იციან , ერთმანეთის გატანა, პადლეცობა გონიათ ბიზნესი. ჰოდა ყველანი მეზიზღებით . ვიზა მინდა ამ მენ ინ ბლექი რომ ქართველობა დამავიწყოს
  9. Grig ცუდი ისაა რომ მართალი ხარ .მაგრამ ვეძებ ხავსს
  10. წერილი სრულიად სუბიექტურია. აი მთარგმნელის ამ შეცდომაზე ვიხალისე. ლოოოოლ
  11. გასახარი არაა, მაგრამ არც სამყაროს დასასრული. კვასნევსკიზე ყველა პროგნოზირებდა ვალენსას პრინციპებს ბოლო მოეღოო ,მაგრამ მის დროს მოხდა ბევრი რამ
  12. ცდები ირაკლი....ცდილობდა დაეპოსტა მაგრამ ვერ შეძლო და ჩემი საშუალებით მაშინ გადმოგცათ
  13. კარგები ხართ, თან მართლა
  14. გამოსწორდება ნელნელა . ;) შემოდგომიდან
  15. ასეა და ამის გამო მიშა გასახლეჩია შუაზე რომ თავის მართლება გვიწევს რაშც ცამდე მართლები ვიყავით და ვართ.
  16. ეს ხალხი ქვეყნის შენებას თავისი აგარაკების სიდიდიდან აფასებს . კი ნიკა შენი ხელფასი გაიზარდა ,4ჯერ მეტი კომპანია დააფუძნე,2ჯერ მეტ შენ ახლობელს აქვს ალბათ ძვირადღირებული მობილური , მანქანაც კარგი გემსახურება, მაგრამ
  17. რჩევა მექნება- ეს ბუნაგი არ მიატოვოთ, იქ არავინ თქვენი პრომოუშენისათვის მადლობას არ გეტყვით. არადა ის განყოფილება მგლების აქტიურიობაზეა. პს ნოკი არაფერ შუაშია.. ასეა იქაურობა მოწყობილი ზოგადად. მოკლედ მოუფრთხილდით აქაურობას ... ამას როგორც ადმინი არ გეუბნებით . ვთვლი რომ ჯობია თქვენ მუღამზე საკუთარი კუთხე აქაც მოაწყოთ და იქაც იკაიფოთ . "მგლების" თემამ გაქაჩა და ცოტა თავიც დაიფასეთ იმჰო ;)
×
×
  • შექმენი...