-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ა ვსიო გავიგე რაცაა http://khabume.com/test/2.php ვიმეორებ ჩათვალეთ ეს ჩემს გვერდად სადაც ვხალისობ და თან გიყვებით. ეს საშუალებას მისცემს პროფესიონალმა გადახედოს დამწყების იაღლიშებს და შემდეგი დამწყები შეცდომას არ დაუშვებს ყველაფერს არ მოვყვები რათქმაუნდა ძირეულ მომენტებს. მუღამში ჩავარდი .არა ზის ეს მუხტი ჩემში რა
-
საყისი და ბოლო თეგები <php ?>ეს ხშირად შემხვედრია .როგორც წიგნი ბიძია მატყობიმნებს ყველაზე რეკომენდირებული ფორმაა. <? ?> ესეც შემხვედრია ანუ არის მოკლე ვარიანტიო . მუშაობს მაშინ თუ საკონფუიგურაციო ფაილი ჩართულიაო . ჩემთან მუშაობს . <script language="php">. . . ეს არც შემხვედრია გაფართოებული ვარიანტიაო .ეს = ?> ეს ჯერ ვერ გავიგე კარგად ...ნუ გავითვალისწინებ რომ არსებობს და
-
დაბადების თარიღი: 18 სექტემბერი, 1975 ენების ცოდნა ინგლისური, რუსული განათლება: 2003 - 2004 Williams College. Center for Development Economics Master of Arts in Development Economics 1997 - 2000 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ფინანსებისა და კრედიტების" ფაკულტეტის ასპირანტი 1992 - 1997 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი პროფესიული გამოცდილება: 2009 - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე 2007 – 2009 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი 2004 - 2007 ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2004 - 2004 ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი 2002 - 2003 საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი 2001 - 2002 საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი 1999 - 2001 საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის განყოფილების კონსულტანტი 1997 - 1999 საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების სპეციალისტი
-
ამ სკრიპტით იწყება ყველგან <html><head><title>planeta</title></head></html> <body> <?php echo "hello planeta" ; ?> </body> </html> შედეგი: http://khabume.com/test/1.php
-
Php ენა არის უნივერსალური ანუ შეიძლება მისი გამოყენება ნებისმიერი პროგრამის შესაქმნელად , მაგრამ ყველაზე მეტად პოპულარულია მისი მოხმარება ვებგარემოში. .ესაა ინტერპრეტირებადი ენა ეი მოქმედება ხდება თანმიმდევრულობით და არ ხდება კომპილირება გარკვეულ მოდულში .ესეიგი შესაძლებელია მისი რედაქტირება ნებისმიერ დროს . http://www.computerworld.com/computerworld/records/images/story/06TQSphp_OL_qa1_rasmus_seco.jpg მისი გამომგონებელია რასმუს ლერდორფი . მან დაწერა მარტივი ძრავი პერსონალური გვერდის შესაქმნელად ,რომელსაც დაერქვა პერსონალ ჰოუმ პეიჯ ტულზი(PHPT), შემდეგ გადაკეთდა როგორც ჰიპერტექს პროპროცესორი. მანვე შექმნა ფორმების ინტერპრეტატორი . ამ ენის შემდეგი განვითარება უკავშირდება ზივ სურასკის და ენდი გუტმანს , რომელთა მიერაც გამოიცა პჩპს მესამე ვერსია . 99ში ამ ენით შექმნილი პროგრამების ოდენობამ მიიაღწია მილიონს ათასობით ადამიანი დაინტერესდა . ენის განვითარება უკავშირდება ფირმა ზენდ ტექნოლოგის.2000წელს ჩნდება პჩპს მეოთხე ვერსია პჩპ ესაა win32 პლატფორმის მხარდაჭერა ; თავსებადობა სერვერთან აპაჩე ; კომ xml , java , cobra wddx , ფლეშ ტექნოლოგიებთან თავსებადობა . ქსელურ შეერთებებთან მუშაობის ფუნქცოიონალურობა ; შესაძლებლობა შეიქმნას სრულფასოვანი პროექტები; უფასო ხასიათი ; ღია კოდი ისაა სკრიპტული ენა ანუ მისი გამოყენება ხდება გარკვეულ გარემოში . მისი ცასმა შესაძლებელია ჰტმლში. გამოვტოვებ წიგნებში არსებულ ბლაბლაბლას ,რაც არაა აქტუალური ამწუთას ჩემთვის
-
რა ზრდილობიანი პრეზიდენტი გვყავს?
-
რა ლექსიკა აქვს მახათი , გაქსუებული http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=20-07-2010%2018:11 გაქსუებულიპოპულისტისსმაილიკი:
-
ფორმატზე ვფიქრობ ...."ჩემს სწავლაზე" არაა მარტო.
-
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე გადააკეთა რომ ... ანუ გამოუვიდა ნინოს გვინიშნავენ და ჩვენ უნდა შევეგუოთ ...ჩვენ ბედს ჩვენ ხომ არ ვწყვიტავთო. მიშიზმს რას ვერჩი მაშინ?უტუნბაევას დედაც ვატირე რა -
ჩვენმა ტვინმა უნდა დაგვიცვას . გვაქვს კი :დ პერერივზეა გასული.
-
ჩემი სკაიპის მიხედვით დღეს ჭანოს დაბადების დღეა. კი ცოტა ბრაზიანია,მაგრამ ჩვენებურია და იმიტომ გილოცავ , ყველა შენი გეგმის შესრულებას გისრულებ .
-
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ხალხმა გადაწყვიტოს ...;) მარტივი პასუხია. ჯერ წასვლას არ აპირებს. ბლეფია, მოგვიწევს ყურება -
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ასე თუ მოხდა და გვიბრძანეს თქვენი პრეზიდენტი ნინო იყოს , მე მიშისტი ვხდები. მერე 20 წელი ამ ქალს გავუძლოთ კიდევ რა . სახელმწიფო სისტემა უნდა შეიცვალოს ეს დედანატირები,თორემ მოირგებენ და მერე ვკრიფოთ კბილები ზოგადად კი ინტერვიუ დიდი სისულელეა. -
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://b.pix.ge/v/isb6l.jpg ასეთი უთავმოყვარეო და გამაღიზიანებელი ინტერვიუ საერთოდ არ წამიკითხია .ჩამთვალეთ გამიშისტებულად , მაგრამ ვინმემ რომ დამისვას კიდევ ერთხელ პრეზიდენტი არანაირად არ მინდა.არ მგონია ბურჯანაძე უკეთესი პრეზიდენტი იქნება . პირიქით , გაუარესდება გარემო და მიშას კლანს მისი შეცვლის. მიშა იმიტომ არ მომწონს რომ სოფლის კლუბად გადაგვაკეთა . თუ ამ სოფლის კლუბს გამგედ კაბიანს დაუნიშნავენ რაიმე მოგვემტება? თან შეეგუეთო.... სირცხვილია რა .. ფუ ბლინ -
რამაზ კლიმიაშვილი: “ეს არის სააკაშვილის გასტუმრება”
lasha_alo replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რებს ლაპარაკობენ .ვკითხულობ "ახალ თაობას" და.... -
შესაძლებელია ,მაგრამ ცხადია რაღაც სტადიის შემდეგ. ხვალ ამის გაკეეთება სათუოა , ზოგადად არაფერია პროგრამირებაში რაც კეთდება, საიტზე შეუძლებელი მისი დანერგვა. სურვილი შესაძლებლობებს და მოგებას უნდა ემთხვეოდეს...ანუ ვნახოთ ...იდეა კი საინტერესოა , თან მართლა ,მაგრამ არა ადვილი , გეტანხმები.ეს პურველ სტადიაზე ვერ წავა...აი შემდეგში, თუ ფეხზე წამოვდექით კი.
-
“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”... -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მას მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება. „რეალ ტვ“-მ არსებობის ხანმოკლე პერიოდში არაერთხელ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ყველაზე სკანდალური კი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ოჯახთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება იყო. მაშ ასე, როგორ აღმოცენდა „რეალტივი“? „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია „მედიევალი“-მ გადასცა. ორივე კომპანიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მფლობელი ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე 2002 წლის 18 თებერვლიდან 2006 წლის 21 დეკემბრამდე იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.მან შპს „მედიევალი“ 2004 წლის 10 მაისს დააფუძნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით კი, 2005 წლის იანვარში შპს „მედიევალზე“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცა (N1445). „მედიევალზე~ ამ ლიცენზიის გაცემის დროს ია პაიჭაძე, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი იყო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით კი, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს: „ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი…“ „თუ ია პაიჭაძე იყო საჯარო მოხელე, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის (ამ შემთხვევაში „მედიევალის“ - ავტ.) მფლობელი. ამდენად, თუ დასტურდება ეს ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე არის კანონდარღვევა“- აცხადებს იურისტი თამარ კორძაია. „ბათუმელებისთვის“ საჯარო რეესტრისეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, ია პაიჭაძე ”მედიევალის” ერთადერთი დამფუძნებელია, ანუ ამ კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ლელა თალიური: „თუ სიტყვასიტყვით გავყვებით კანონის განმარტებას, მაშინ შეიძლება თქვან, რომ კანონი არ დარღვეულა, რადგან ლიცენზია მიიღო იურიდიულმა პირმა და არა თანამდებობის პირმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 37-ე მუხლი დასახვეწია, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანი, რაც სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი მაუწყებლობის ფორმირებას, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია“. ლელა თალიური აცხადებს, რომ 37-ე მუხლი ლავირების საშუალებას იძლევა, მაგრამ `თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ ია პაიჭაძეს შპს „მედიევალი“-ში ეკუთვნის 100-ვე პროცენტი და ის არის მესაკუთრე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, გავლენა ხელისუფლებისა კომპანიაზე და შესაბამისად კავშირი ამ კომპანიისა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ნათლად იკვეთება. ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც გადაჭრით შეუძლია თქვას, რომ კანონი დაირღვა, არის სასამართლო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე კანონის მიზანი დარღვეულია“. „მედიევალის“ კუთვნილი ლიცენზია (#1445), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა (გადაკეთდა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად (#B84). „მედიევალის“ მფლობელი ია პაიჭაძე ამ დროს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ია პაიჭაძემ ახალი სამაუწყებლო კომპანია „რეალტივი-საქართველო“ 2009 წლის 16 ივლისს დააფუძნა (100- პროცენტიანი წილის მფლობელი ამ შემთხვევაშიც ია პაიჭაძეა). აგვისტო- ში კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიევალს“, „რეალტივისაქართველო“- ზე ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიის დაფუძნებიდან და მედიევალის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლის ლიცენზიის (#B84) მიღებიდან მეოთხე თვეში, 2009 წლის ოქტომბერში კი, „რეალტივი საქართველომ“ ფუნქციონირება დაიწყო. იმავე წლის 5 ნოემბერს „რეალტივი„ აუქციონის წესით (აუქციონში მხოლოდ `რეალტივი~ მონაწილეობდა), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ლიცენზიასაც იღებს. „რეალტივის“ დამფუძნებელი და მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ გასულ წელს მიწოდებული ინფორმაციით „რეალტივის„ დამფუძნებელი ია პაიჭაძეა. შპს „რეალტივი„ საქართველოს მესაკუთრეთა მონაცემებში, მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება შედის- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „რეალტივი საქართველოს„ ასპროცენტიანი წილის მფლობელად ვინმე არტემ ზაქარაიაა დასახელებული. 22 ივნისს კი არტემ ზაქარაიამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოტივით. კომპანიის მიერ 2010 წლის 3 ივნისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის- თვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით კი (#1/60) „რეალტივის“ მესაკუთრედ და მმართველ დირექტორად ისევ ია პაიჭაძეა მითითებული. საჯარო რეესტრის 23 და 25 ივნისის ამონაწერებში კი არტემ ზაქარაიას კვალი ქრება და კომპანიის მფლობელი ისევ ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე და პოლიცია დაუდასტურებელი ინფორმაციით, ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 4 მარტს მივმართეთ. შს სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რის შემდეგაც სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. შესაბამისი განხილვის შემდეგ, 14 ივნისს (მთლიანობაში ოთხი თვის დაგვიანებით) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ზვიად თავართქილაძემ მოგვწერა: „...გაცნობებთ, რომ შს სამინისტროს ორგანოებში ია პაიჭაძის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ “შს სამინისტროს მიერ გაცემული პასუხი არ არის პირდაპირი უარყოფა იმისა, რომ ია პაიჭაძე არ მუშაობდა შს სამინისტროს რომელიმე ორგანოში. ამიტომ (მეტი ვარაუდით), ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ჩავთვალოთ, რომ ის იქ მუშაობდა“. „რეალტივი“, როგორც პროპაგანდისტული მანქანა ლიცენზიანტი, კანონით ვალდებულია თავის საქმიანობაში დაიცვას „პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები“, მიუხედავად ამისა, როგორც მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს,კომპანია „რეალტივის“ მიერ შექმნილ მედიაპროდუქტებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკური ნორმები: „სიუჟეტებში ხშირია დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი კონკრეტული სუბიექტის მიმართ ავრცელებს. შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია ტელევიზიის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი. ხელყოფილია პიროვნების კონსტიტუციური უფლება რელიგიის, აზრის თავისუფლების შესახებ. ამის მაგალითია თუნდაც ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთებული სიუჟეტი - „სუბარის რელიგიური მრწამსი“, ან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე -„მედია დანაშაული, კანონი”. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, „რეალტივის“ სახით ჩვენ ვაწყდებით ახალ მაუწყებლობას, რომელიც ჩანასახშივე უკეთებს იგნორირებას ჟურნალისტურ ეთიკას. „ჩვენ არ ვიცით ტელევიზიის დამფუძნებლის ფინანსური დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდესღაც იყო საჯარო პირი, რაც ყველაზე საინტერესოა, არ ვიცით მისი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. რა ფულით აფინანსებს იგი ტელევიზიას“. ექსპერტის თქმით, „რეალტივი საქართველო“ პროპაგანდისტულ პროდუქტს ქმნის: „ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული პროექტი. ეს არის ტელევიზია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, იგი მთლიანად არის მიბმული სახელმწიფო მანქანას და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, რომელიც დიდი დოზით არის წარმოდგენილი ამ ტელევიზიაში“. იგივე აზრია გამოხატული ინტერნეტ გამოცემა „მედია გე“-ს ჟურნალისტის თამაზ კუპრეიშვილის მოსაზრებაშიც: „ეს არის თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანტორა, სადაც საბრალდებო დასკვნები სატელევიზიო სიუჟეტების სახით იწერება“. ერთადერთი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია ია პაიჭაძე, 2004 წლის 22 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, რაზმაძის 41-ში მდებარე სახლში, დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული ორივე სამაუწყებლო კომპანია - შპს „მედიევალი“ და შპს „რეალტივი საქართველო“. ია პაიჭაძის დედა, გულნარა ჯიმშერაძე, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა პრეზიდიუმის ადვოკატია. ია პაიჭაძის წლიური შემოსავალი იმ დროისთვის 1200 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ირიცხება 5500 ლარად შეფასებული მსუბუქი ავტომანქანა. ამჟამად ია პაიჭაძის სახელზე ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT“-ია რეგისტრირებული (გაფორმების თარიღი: 29/08/2009). გულნარა ჯიმშერაძის შემოსავლები კი შვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის: „არ ვიცი“ - წერია შესაბამის გრაფაში. ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ია პაიჭაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მხოლოდ 2004 წლისთვის აქვს შევსებული. ფინანსური გა(უ)მჭვირვალობა ლიცენზიის პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გამოაქვეყნოს და მარეგულირებელ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში, როგორც საქმიანობის გეგმის, ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ასაიდუმლოებს. კონფიდენციალობის მიზეზად კომისიას კერძო ბიზნესებს შორის კონკურენცია მოჰყავს. იურისტი თამარ კორძაია: „ასეთ შემთხვევაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უნდა არსებობდეს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. თუ ასეთი პროცედურა არ არის დაცული, მაშინ ინფორმაცია ღიაა და ის უნდა გასცენ“. „მედიევალისა“ და „რეალტივი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროების მოტივით “ბათუმელებმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მიმდინარე წლის 17 ივლისს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების მფლობელ ია პაიჭაძეს, ფინანსური ანგარიშების გასაიდუმლოებაზე მოთხოვნა არ ჰქონია გაკეთებული, „მედიევალის“ ანგარიში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ მოგვაწოდა. „რეალტივი საქართველოს“ ანგარიშის (#1/60, 2009წ.) მიხედვით ამ კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 46 854 ლარია. დოკუმენტის მიხედვით, „რეალტივის“ გრანტიდან და რეტრანსლაციიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ია პაიჭაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. პირველად ერთი თვის წინ, ბოლოს კი გუშინ. მაშინაც და ახლაც კომპანიის წარმომადგენლებისგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. „ქალბატონი ია საქართველოში არ იმყოფება, უცხოეთშია. სამწუხაროდ, მასთან ვერ დაგაკავშირებთ“, - განაცხადა ქალბატონმა, რომელმაც „ბათუმელებს“ თავი დირექტორის თანაშემწედ წარუდგინა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს “გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.
-
"მე მხარს ხელისუფლებას კი არა არჩეულ კურსს ვუჭერ"
lasha_alo replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისინი არიან გურჯი "პრაგმატიკოსები".ათეიზმი კი შენი ემოციებია. ვისზე ნაკლები ბიჭები არიან მარქსისტი ნიკუშა , აგნოსტიკი ჩეგესტო ან ბევრი კიდევ. ამ ფორუმში თუ ვინმეს გულით პატივს ვცემ ეს ხალხია ..... ასე ნუ მივაბავთ. -
ეს განყოფილება არამარტო პოლიტიკას შეეხება ,არამედ საზოგადოებრივ თემატიკასაც . ამიტომ გადამოვიტან ... ჯერ ერთი ფაქტია , მომრავლდა უხამსი ძალადობა , სტრიქონებს შორის შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც გაუპატიურება , ასევე რაღაც "ისეთი" ,რამაც ადამიანი გაანადგურა. შეიძლება ამ ზალადობის გამომწვევი ბიჭის ცადენილი საქციელი იყოს ,მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მძიმე ისტორია ..... პლუს სუიციდის ფაქტები მატულობს როგორც ვაკვირდები . კი იყო ადრე ,მაგრამ ბოლო დროს....იმატა ასეთმა შემთხვევებმა
-
ბერების პიდარასტებად წარმოჩენის კამპანია იგეგმებოდა?!
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დავაზუსტებდი ...პირველ რიგში მრევლის საქმეა მე გამოვეხმაურე ამ ქალის სიგიჟეებს და არა სხვა რამეს -
ბერების პიდარასტებად წარმოჩენის კამპანია იგეგმებოდა?!
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo მე თავს ათეისტად არ ვთვლი, რადგანაც "არვიცთეისტი" ვარ. ეკლესიას კი ცხადია ტავისი ადგილი აქვს ჩემ ცხოვრებაშიც კი. დაცვა გაბოროტებით არ ხდება . დაცვა ესაა თვის პატივისცემაც და სხვისი უფლებებისადმი ლოიალური განწყობაც. მე სულაც არ ვუყურებ ცუდი თვალით მოსახლეობის რწმენას . ;)გულწრფელი რწმენა ეს ფანატიზმი არაა. -
ბერების პიდარასტებად წარმოჩენის კამპანია იგეგმებოდა?!
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo არ ვიცი ,მაგრამ ცხადია ყველა თავისას ეცდება და ეკლესიის ინტერესები მრევლის დასაცველია. თუმცა აი რაც მე მოვისმინე...კარგით რა.....ამ ქალის ბჟუტური ანტირეკლამაა :018: ადა,მმიანი ხომ უნდა დაუკვირდეს რას ამბობს. -
რაც დღეს საქართველოში ხდება არის სამარცხვინო. ბიზნესი, პოლიტიკა გურჯულ პრაგმატიზმზეა. ახალი ტიპის ქართული ლუარსაბიზმია.
-
სამაგიეროდ ჯამრთელობისათვის სასარგებლოა :018:
-
ფორუმელების შიშველი ან ნახევრად შიშველი სურათები...
lasha_alo replied to HaMMerFaLL's თემა in მეცამეტე რაიონი
:018: