Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. შაშკინი უხეშად ერევა სკოლების ცხოვრებაში. მის დროს გაიზარდა რესურსცენტრების გავლენა და უხამსი ფორმით ჩარევა პედაგოგების ცხოვრებაში. რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროა რომ პირდაპირ ამის თქმას ვერ ბედავენ .
  2. საერთოდ არ მაქვს ამ გამოცდების საწინააღმდეგო არაფერი . შაშკინის ქცევაა აბსურდი
  3. Saturn დენი გამომერთო და შემდეგ გადამავიწყდა . გადავხედავ აუცილებლად . ერთი შეხედვით კი მოდერის საქციელი დაუშვებელია , ვალდებულია მოითმინოს . ეს გეხებოდა შენც მოდერობის დროსაც და ირაკლისაც.
  4. საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი მომავალ პარასკევს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ, ნაწილი კი განათლების სამინისტროსთან გამართავს, - ამის შესახებ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე მოილაპარა. საინიციატივო ჯგუფი დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბა. მოსწავლეები ამბობენ, რომ დღესაც აპირებდნენ აქციის გამართვას, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობამ გამოსვლა ვერ მოახერხა. დღეს პარლამენტთან მოსულ ყველა მოსწავლეს პირბადე ეკეთა. პირბადეს ეწერა 8, რომელიც გადახაზული იყო ორი ხაზით. ,,იმიტომ გვიკეთია, რომ არ გვიცნონ და სკოლაში პრობლემები არ შეგვექმნას. თან სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადახაზული რვიანი ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმებას ვთხოვთ’’, - აცხადებენ მოსწავლეები. დღეს მოსწავლეები დირექტორებისა და მასწავლებლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, სკოლის დირექტორები მათ ეუბნებიან, რომ თუ თავიანთი პროტესტის გამოსახატავად წავლენ, ამას გართულებები მოყვება. ,,თავიდან ვაპირებდით აქციას, მაგრამ მოხდა მოსწავლეების დაშინება და ამიტომ ბევრი ვერ მოვიდა, სკოლაში მათ გარიცხვით ემუქრებიან, ზოგ სკოლაში ბავშვები ჩაკეტეს, რომ აქციაზე არ წასულიყვნენ. თითქმის ყველა სკოლაში დადიოდნენ დირექტორები და მოსწავლეებს სთხოვდნენ, არ წასულიყვნენ აქციაზე’’, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე. დღეს მოსწავლეებმა საკმაოდ ბევრჯერ განმარტეს, რომ ეს არის მათი თხოვნა განათლების სამინისტროს მისამართით და არა – მოთხოვნა. ,,ბატონ დიმიტრი შაშკინს ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი მეთორმეტე კლასელებისთვის’’ – ამბობენ ისინი. მომავალ პარასკევს მოსწავლეები პარლამენტთან 3 საათზე შიკრიბებიან. http://netgazeti.ge/GE/33/News/3183/მოსწავლეების-პროტესტი-ამჯერად-–-პირბადით.htm ამ პროტესტს არ თანავუგრძნობ , მაგრამ მოსწავლეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება გამოხატონ თავისი აზრი . კომუნისტი მინისტრი კი არის ოროსანი
  5. შენი დიდი ხათრი მაქვს , მაგრამ თამაშის ინსტალაცია მეზარება . ასეტ დროს პროვლემა მონიშნე და დაგუგლე 80 პრ შველის , იპოვი მიზეზს . იე მეილს თუ გთხოვს კრეკი დაძებნე ფაილებში , მგონი მარტივადაა ყველაფერი
  6. lasha1997 არჩევნების პროცესში ზუსტად მათი რესურსი იქნა გამოყენებული. რაც შეეხება "გადამდგარებს " , გავითვალისწინოთ რომ ოჯახი ყავთ და მე მათ საქციელს მკაცრად ვერ შევაფასებ . თუმცა მოვუწოდებ თავი მაღლა აწიონ , გაბედონ , თქვან სიმართლე , ოჯახში სახეში შეფურთხებული მამის მოტანილი ვითომ სიმშვიდე მეტად ფასობს თუ ღირსეული საქციელი? არ ვამბობ პოლიტიკაში ჩაერთონ. თქვან რაც იყო . იგივე ბავშვების მშობლებს,ნუ შეგეშინდებათ ედუარდიდების , თუ მიუშვი, უფრო მწარე შედეგი დაუდგებათ თქვენს შვილებს. მოკლედ, ეეეეჰ
  7. სანამ შაშკინებია ხელისუფლებაში ძნელია განათლებაზე საუბარი. :გენიინსპექციისუფროსისდაკითხვაძმაუწადითორემხომიცივლასტივისხელშია: proletari გიორგი68 იიიიიიიიიიიიიიიიიიი. proletari მეც დაგიპლიუსე.გაგიხარდებათ :018:
  8. დღეს იმდე3ნჯერ ვახსენე ეს შაშკინი რომ უკვე ენერგია დამეხარჯა. ისე კი ყველაფრის ტავი მიხოს ხუსტურებია კიდევ კარგი დირექტორთა კონკურსზე არ გავედი აი რომ გამემარჯვა ხართ დარწმუნებული რომ ასეთი მოთხოვნის წამომყენებელს თავზე არ დავამხობდი თავის კაბინეტში მდებარე რაიმე მძიმე ნივთს?! :TAT:
  9. ეს ფრიდრიხას ჩანაწერებიდან, მაშინ როცა პატიმრებზე ზრუნავდნენ ეს ტიპი იყო 14 სკოლის სკანდალში გახვეული . დრეს კი მისი ხელით 8 დირექტორი მოხსნეს. ესაა უტიფრობის შედეგი სასჯელაღსრულებვის გენინსპექციის უფროსბიდან განათლების სამინისტროს გენინსპექციამდე .
  10. ვიცი , ამ ფორუმში ქართული რეპის დიდი გულშემატკივრები არ არიან (მათ შორის მეც ) ,მაგრამ მოვუსმინოთ ,ძალიანაც არ გავაკრიტიკოთ იუზერი რომჩიკა http://roma.ge/R.z.N-mKv-Ft_ROMA_Ft_Banks-Me_Vxedav_Chemshi_Poets.mp3 http://roma.ge/ROMA-aXaLi_sTiLi.mp3 შეაფასეთ! :018: მკაცრად არა
  11. მოკლედ რა :დ ამ იაქშკინმა საერთოდ აიწყვიტა ნეთგაზეთთან საბრისას, #149 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული მოსწავლეების გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვის შეხვდა გიორგაძე სამინისტროში და რა საკითხებზე ისაუბრეს მათ? - ეს შეკითხვები ნეტგაზეთმა 149-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუსვა. ქალატონო მაია, იყავით დღეს სამინისტროში? კი, ვიყავი. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დირექტორებს, რომლებიც სამინისტროში იყვნენ, თან ჰქონდათ მოსწავლეებისა და მშობლების ახსნა-განმარტებითი განცხადებები, თუ რატომ გააცდინეს მოსწავლეებმა გუშინ სკოლა. თქვენ რა დოკუმენტაცია მიიტანეთ სამინისტროში? მე მივიტანე ჟურნალის გვერდების ასლი, სადაც დაფიქსირებული მქონდა, ვინ ესწრებოდა გაკვეთილებს და ვინ – არა. ვინც არ ესწრებოდა, ამაზე იმავე დღეს იყო დამრიგებლისგან რეაგირება. შევამოწმეთ, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ სახლში, ყოველ შემთხვევაში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, მშობლებმა იცოდნენ. ამიტომ მოვითხოვეთ მშობლებისგან ახსნა-განმარტება, რომ ჰქონოდა ამას ოფიციალური სახე და წავიღე ეს სამინისტროში. სამინისტროში პირადად ვის შეხვდით? გენინსპექციას. ირაკლი ანდრიაშვილს, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს? დიახ. მოგთხოვათ მან, რომ ხელი მოგეწერათ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც თქვენ დატოვებდით თანამდებობას? იცით რა, იყო? – ასეთი რაღაც, რახან მოსწავლეებმა აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი დირექტორები არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზეო. სხვა რომელი სკოლების დირექტორები იყვნენ? არ ვიცი, მე მარტო შევედი. კიდევ თუ დაგიბარეს? არა. ანუ თქვენ უარი თქვით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე? მათი მხრიდან რაიმე დაძალება ან კამათი ამის თაობაზე არ ყოფილა? იცით, ახლა გენინსპექცია როგორ მოიქცევა, ამაზე ყველამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა. რას გულისხმობთ? რა ვიცი, შემდეგი ქმედებები რა იქნება, ვნახავთ, გამოჩნდება. დღეს რა იყო, ამაზე გეკითხებით? დღეს იყო ის, რომ მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე. თუ დაიჯერეს მათ ეს? არა, არ დაიჯერეს. თუ არ დაგიჯერეს, მაშინ არ მოგთხოვეს, რომ დაგეტოვებინათ თანამდებობა? კი, მითხრეს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემს პოზიციაზე ვარ. ამას თქვენი აზრით არ მოყვება გაგრძელება? ალბათ, ვნახოთ… ქალბატონო მაია, თქვენ გუშინაც იყავით სამინისტროში და დღესაც, რატომ მიხვედით? გუშინ შეუძლოდ გავხდი და გამოვედი. დამირეკეს და დამიბარეს. რისთვის გიბარებდნენ? რა გითხრეს? რას ფიქრობ? რა გადაწყვეტილებას ღებულობ? მოსწავლეები რომ იყვნენ აქციაზე წასული და მე ვუმტკიცებ რომ არ იყვნენ, მაინც არ იშლიდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილებას ღებულობო?
  12. თბილისის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი პოლიციის განყოფილებებში დაიბარეს, სადაც მათ მე-12 კლასელების შესახებ ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ და საეჭვო მოსწავლეებს პოლიციაში აღრიცხვაზე აიყვანენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” თბილისის რამდენიმე სკოლიდან აცნობეს. სკოლის პედაგოგების განმარტებით, სასწავლო დაწესებულებების დირექტორებთან დილიდან უცნობი ადამიანები იმყოფებიან და მე-12 კლასელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. ამავდროულად დასტურდება ფაქტი, რომ დღეს 8 სკოლის დირექტორი პოლიტიკური მოტივით იქნა გათავისუფლებული. კერძოდ, რვავე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ცნობილ აქციაში მონაწილეობდა. ამასთან “ექსპრესნიუსს” პედაგოგებმა აცნობეს, რომ მანდატურებს დაევალათ სკოლებში შემსვლელი ყველა უცხო პირის საგანგებოდ შემოწმება.
  13. თამარ ჩხეიძე http://netgazeti.ge/GE/33/News/3164/ინტერნეტკონტროლი-საქართველოში.htm პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში – კანონის მიხედვით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ვალდებულები არიან გამოძიებისთვის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. კავშირგაბმულობის იმ კომპანიებში, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება 24 სექტემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა: კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, რაც ცვლილება ამოქმედდა , ამ დრომდე ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კანონის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია აქვს. არც ერთ მედიას ეს თემა ამ დრომდე არ გაუშექებია. კანონის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთისგან გაიგო ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დიანა მიატოვიჩმა. მან გვითხრა, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოების სახელით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მნიშნელოვანია, რომ ამ კანონმა, რომელიც შესაძლოა, გვიცავდეს კიბერდანაშაულისგან თუ ტერორისტული აქტისგან, არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“. მიატოვიჩმა თქვა, რომ ყველაზე მნიშნელოვანია მსგავსი საკითხების მაქსიმალური გამჭვირვალობა: „თუ ეს კანონი მართლაც არსებობს, აუციელებელია, რომ ის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა გამომძიებელს არ შეეძლოს იმის ნახვა, რასაც მოისურვებს“. „ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება“ – ეს ის უფლებაა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს კანონით მიენიჭა. სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ან გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შემთხვევისას, როგორც ეს ხდება სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლება, გააკონტროლონ ელექტრონული ინფორმაცია. „აქამდე, დავუშვათ, სკაიპის საუბრების კონტროლი არ იყო ხელმისაწვდომი ოპერატიული მუშაკისთვის. ასევე, არ იყო გათვალისწინებული ამ კანონით ინტერნეტ რესურსში შეღწევა და იქ დანაშაუალის გამოვლენა», – ამბობს იურისტი ეკა ხუციშვილი. ის ამბობს, რომ ცვლილებების ძირითადი არსი კიბერდანაშაულის გამოვლენას უკავშირდება. თუმცა მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, დანაშაული კომპიუტერული ხასიათის იყოს, რომ გამომძიებელმა პირადი კომპიუტერული ინფორმაციის წვდომა მოითხოვოს. „თუ რეალურად მაილსერვერთან არ აქვს წვდომა, ეს უნდა მოხდეს პროვაიდერებთან შეთანხმებით. კანონში ეს იმიტომ წერია, რომ ადმინისტრატორი არის ვალდებული ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,–ამბობს ხუციშვილი. კომპანიები სილქნეტი, აიტიდისი და კავკასუს ონლაინი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და რომ მათ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც კანონს ექვემდებარება, შეასრულებენ. კანონით გათვალისწინებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მოითხოვონ: „ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან,კომპიუტერული სისტემიდან . ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი“. უმრავლესობა ფართო მოხმარების პირადი მეილები და სოციალური ქსელები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული, არ არის ქართული. მაგალითად, yahoo, gmail, facebook, twitter და სხვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ საქართველოში. მათი გაკონტროლება ქართული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის სირთულეს წარმ ოადგენს. ქართულია ფორუმ.გე, ფოსტა.გე, აიტივი.გე, ფეის.გე – მათ შემთხვევაში გამოძიებას აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა ამ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე. თუ საგამოძიებო სამსახურებისთვის, ეჭვის არსებობის და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, გართულდება ფეისბუქთან, იაჰუსთან და ჯიმეილთან წვდომა, ქართული ფორუმები თუ ფოსტები, მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს,რომ არსებობსსისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო კანონი. რომლის თანახმად ხდება სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მაგრამ სხვა ქვეყნის საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი ზემოთჩამოთვლილი კომპანიები არ გასცემენ ინფორმაციას. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, მათ არ ავალდებულებს გამოძიებასთან მუშაობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2009 წელს შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო სამსახურები ინტერნეტის გაკონტროლების უფლებას მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს კანონი სენატმა არ მიიღო. დებატები ამ დრომდე გრძელდება. კანონის მიღების მომხრეები აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტებისგან თავის დასაცავად და ასევე, კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამ ტიპის კანონის არსებობა.ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი საფრთხის შემცველია. დემოკრატიის და ტექნოლოგიების ცენტრის ერთ–ერთი წარმომადგენელი, გრეგ ნოიემი ღიად აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღება, კომპანიების პრივატულობის აქტის დარღვევას ნიშნავდა. ცნობილ სოციალურ ქსელ ფეისბუქს აქვს თავისი პრივატულობის აქტი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია არ გაიცემა მესამე პირზე. ვალერი ნასყიდაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ამბობს, რომ კონკრეტულ კომპანიებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა უფლებას მესამე პირს, ამ შემთხვევაში გამოძიებას, მომხმარებლის პირად ინფორმაციას. ეს ვრცელდება როგორც მეილებზე, ასევე, სოციალური ქსელების პირად საუბრებზე. ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ მესამე პირს მისცეს ინფორმაცია, არსებობს, მაგრამ საჯაროდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის მისი მომხმარებლის პირად ინფორმაციას არ გასცემს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა. მაგალითად, არაბეთის ემირატებში RMI-ის ქსელი რამდენიმე დღე იყო გათიშული იმ მიზეზით, რომ სპეცსამსახურებს კოდირების გასაღები უნდოდათ. ვალერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სამ სავარაუდო საშუალებას ასახელებს. 1. თუ თავად გაქვს ინფორმაცია აფიშირებული და მითითებული გაქვს სოციალურ ქსელში სტატუსად საჯარო 2. თუ შენი პირადი პაროლი არ არის კარგად დაცული 3. თუ კომპანიამ ფარულად მისცა შენი პირადი მონაცემები მესამე პირს. თუმცა მესამე შემთხვევაში, მოპოვებული ინფორმაცია არ გამოდგება საქმის წარმოებისთვის დამამტკიცებელ საბუთად იმიტომ, რომ ის არ ჩაითვლება კანონიერად. იურისტი ხუციშვილი ამბობს,რომ საგამოძიებო სამსახურს ჭირდება მოსამართლის ნებართვა, აღნიშნული კანონის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისთვის. თუმცა მისივე თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საგამოძიებო სამსახურს აქვს უფლება ჯერ ქმედება განახორციელოს, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს, სადაც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით, იურისტი გვპასუხობს: „ზოგადად, საკანონმდებლო დონეზე ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის იმიტომ, რომ შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობით იყოს საჭირო მოქმედება. და მეორე არის პრაქტიკა. გამომძიებელმა კარგად უნდა ჩამოაყალიბოს, რომ დაგვიანების შემთხევევაში ინფორმაცია აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი“.
  14. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია. "ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა", - განცხადება დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში დღევანდელი სტუმრობისას. მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებით დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს. "საქართველოს კანონმდებლობით სკოლის დირექტორებს არ ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლების დეცენტრალიზაციის სისტემის თანახმად, დირექტორები თავად წერენ განცხადებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ განცხადებას კი, სამეურვეო საბჭო აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მათ მიერ არის მიღებული", - განმარტა დიმიტრი შაშკინმა. ინფორმაცია თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახენ გუშინ გავრცელდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათი სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია სკოლებში საატესტაციო გამოცდების მოხსნას ეხებოდა. კონკრეტული სკოლები ჯერ უცნობია. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები გუშინ საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა - თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ. გარდა ამისა, ინფორმირებული წყაროს ცნობით, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ. http://www.ambebi.ge//sazogadoeba/28030-dimitri-shashkinma-8-sajaros-skolis-direqtorebis-samsakhuridan-tsasvlis-informacia-daadastura.html
×
×
  • შექმენი...