საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" კურსს ემხრობა, 28% კი - არ ეთანხმება . 83% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 15%-ის დამოკიდებულება კი, უარყოფითია. გამოკითხულთა 58%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით კი, ქვეყანა არასწორი გზით მიდის. ინტერვიუერებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებაც დაუსვეს კითხვა. გამოკითხულთა 50% რეფორმას ეთანხმება, 16% კ, არ ეთანხმება. ამერიკულმა კომპანიამ სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოში 1200 ინტერვიუერი გამოკითხა. კვლევა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხება. კვლევა, რომელიც არსებული ინფორმაციით, დახურულია, დღეს ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/148335-greenberg-quinlan-rosner-is-kvlevith-mikheil-saakashvilisa-da-qnacionaluri-modzraobisq-mimarthulebas-67-emkhroba.html თქვენი კვლევების და დასაქმების თავზეც გავიარე