შედეგები: თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას. თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება. თქვენი მეგობრები გამორჩეულად კარგებიც უნდა იყვნენ და ყოველთვის უნდა შეეძლოთ დახმარების გაწევა, მათ შორის მატერიალურისაც. მეგობრობა თქვენთვის მთელი რიტუალია. მეგობრები გჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ მნიშვნელობას გრძნობდეთ. საკუთარ თავში ჩაკეტილი და ეჭვიანი ხართ. ახლობლებსაც კი არ ენდობით. თქვენი ცხოვრების დევიზია: „დაიჭირე თავი ყველასაგან შორს!“. არასოდეს ქმნით კონფლიქტს და გვერდს უვლით მწვავე სიტუაციებს. სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით. როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: ქვეცნობიერად ცდილობთ ყოველგვარ პრობლემას გვერდი აუქცოთ. გზიდან თქვენი გადაცდენა პრაქტიკულად შეუძლებელა. ყოველგვარი შავ–ბნელი საქმიანობა თქვენთვის უცხოა და მიუღებელი. თუ შეგიძლიათ დახმარება – ამას აკეთებთ. მაგრამ არ გიყვართ, როცა წამდაუწუმ გთხოვენ შველას. თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით და სასურველი ტემპით მიდის... ცოტ–ცოტა ცხოვრებისეული პრობლემები კი გაქვთ, მაგრამ არის ვინმე, ვისაც რანაირი პრბლემა არ აქვს? თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით. წარსულისადმი თქვენი დამოკიდებულება დამაკმაყოფილებელია. არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რომ მოსვენებას გიკარგავდეთ. უმეტესად მშვიდად და კარგად გძინავთ. გიყვართ წიგნები? თქვენ განათლებული და ერუდირებული პიროვნება ხართ. პატივს სცემთ განათლებას და განათლებულ ადამიანებს. ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია. რამდენიმე ოცნება გაქვთ, რომელთა განხორციელებაც გსურთ, მაგრამ ამ წუთისათვის ისინი მაინც ოცნებებად რჩება. ირაკლი75 იგივე მივიღე