Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. მაკლარენის ნაცვლად , რომელიც 1 წელია გვეხვეწება გადადგომას, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაინიშნა გენდოლფი. ასევე ახალი მოდერია თავისუფალ თემაში - ფაშისტი :TAT: ტაში ამხანაგებო, ტაში :018:
  2. ორი კვირის წინ ვიყავი ახალქალაქში .გზა მშვენიერი. ტენდერებზე ფულები კი არამიზნობრივად დაიხარჯაო ,მაგრამ გზა გაკეთდა ახალქალაქში იმატა ქართულმა პროდუქტმა .ეს კარგია. პს რესტორანში 60 ლარად 5 კაცმა კარგად მოვილხინეთ
  3. რა ტყუილად ზის ეს კაცი? ვახოს სტუდენტობიდან ვიცნობ. პოლიგლოტია ,პიროვნულ ურთიერთობებშიც ძალიან ნორმალური ადამიანი. გუმანით ვგრძნობ მსხვერპლია. აქ ნაცნობობა არაფერ შუაშია
  4. ეს პოზიტივია, მაგრამ ნეგატივია რომ უძლურება შეგრძნობა.
  5. "სვიაზნოი" ეს იყო და სასწაული ხალხია რა ,თან პუტინისგან მიიღო ორდენი საპროცესოს შემდეგ ?
  6. შესანიშნავი ნიკის სერჩი მუშაობს ხარისხიანად. პირველად ცხოვრებაში ფაშისტს ვუხდი მადლობას :დ თან ფლუდისათვის
  7. გილოცავ მოდერ ბატონო. კარგი კაცი ხარ
  8. საკმაოდ ცუდი მესიჯები კი აქვს კრემლში გაკეთებული და ორდენიც მიიღო დაახლოებით იგივე დახასიათება მომცეს მასზე სხვებმაც.
  9. opera: config da monishne fontebis naxva suratebad . es mini operaze
  10. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაშიფრულ რუსულ ჯაშუშურ ქსელთან კავშირში მყოფი ადამიანი დააჯილდოვა. საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის "ოტჩიზნას" ხელმძღვანელს ვალერი სვარჩუკს დიმიტრი მედვედევმა პუშკინის სახელობის ორდენით უბოძა. ვალერი სვარჩუკი არის ის ადამიანი, რომელსაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პეტრე დარვიშაძე აღიარებით ჩვენებაში ახსენებს. პეტრე დარვიშაძის განმარტებით, სწორედ სვარჩუკმა დააყენა ის აგენტურულ გზაზე და ბიზნესმენი ჯაშუშად აქცია. ვალერი სვარჩუკმა კრემლში თავის პირველ ამოცანად ადამიანთაDშორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნება დაასახელა. "ბოლო წლების მოვლენებმა რუსეთსა და საქართველოს შორის მძიმე დარტყმა მიაყენა ყველას. ნათესავები, მეგობრები ერთმანეთთან ვერ ჩადიან და ეს ყველას ძალიან აწუხებს", _ განაცხადა სვარჩუკმა კრემლში. აღსანიშნავია, რომ დაკავებულ პეტრე ნურის ძე დარვიშაძეს, ბიზნესმენს ბრალი ედება ს.ს.კ -ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა). გრუ-ს დავალებების შესაბამისად, იგი კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია სახელწოდებით „ენვერი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა. ოპერაციის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულებს შორის ოთხი რუსეთის, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეა. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=1903
  11. ქუჩაში მეგობარი შემხვდა და მისალმება არ მქონდა დასრულებული. გაოგნებული თვალებით კაცს მიაშტერდა. ვაა, ნახე სვარჩუკი "სვაბოდაზეა" შესძახა და სიმართლე გითხრათ დავიბენი. ვალერი სვარჩუკი ენვერული ჩანაწერების თითქმის მთავარი გმირია ,ის აკავშირებდა აგენტებს ერთმანეთთან. გავიკითხე, იქნებ მოეჩვენაო....რამდენიმე კაცმა დამიდასტურა-ეს კაცი თავისუფლად მიუყვება თბილისურ გამზირებს , არანაირი პრობლემა არა აქვს :018: გადამრევთ უშიშროებავ. ვერაფერი ვერ გავიგე თქვენი. თუ რაიმე სახელმწიფო საიდუმლოებას ვავრცელებ , მომჭერით თავი ,მაგრამ სამარშუტო ტაქსთან პოტენციური ენვერის ნახვა რომ გამიკვირდებოდა, ეს ფაქტია
  12. კარგად სეგინიშნია. დედით ელოშვილი ვარ ორმაგი სოლიდარობა
  13. ისინი ვალდებულნი იქნებიან პირადი საიდუმლოება დაიცვან. ჩვენთან? ვთქვათ გაიგეს ენ პოლიტიკოსი გეისურათს შეხედა . გაჩნდება მაივიდეოზე . :დ რაიმეს მოკრა ყური ...ვითომ ხაკერი დადებს. აღარაფერს ვამბობ ამ ტერორის პირობებში ძალიან მძიმე კანონია
  14. Private Nodari ძალიან მაგარია ,სერიოზულია :018:
  15. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა კახა ძაგანიამ პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებისათვის გამართული ბრიფინგის თემა ”ქვეყნის ენობრივ კოლონოზაცია”-ს გახლდათ. ლეიბორისტები პროტესტს გამოხატავენ იმ პრივილეგირებულ უცხოელ ინგლისურენოვან პედაგოგებთან დაკავშირებით, რომლებიც პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდნენ. ძაგანიას განცხადებით, ”ქართველ მასწავლებლებს გაუნახევრდათ არსებული დაფინანსება. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს საერთოდ შეუწყვიტეს და საეჭვო რეპუტაციის უცხოელებს უზრდიან”, -განაცხადა გამართულ ბრიფინგზე ძაგანიამ. http://mms-infoagency.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4126:2010-11-11-10-40-34&catid=46:2009-04-08-20-22-48&Itemid=75
  16. ვინ შეიძლება იყოს მიშას რეალური საყრდენი გაჭირვების დროს რეგიონები? რეგიონალური მიშიზმი ეყრდნობა კონფორმიზმს. კლანური ინტერესები აკონტროლებენ რაიონებს,მაგრამ მათი ორიენტირი სტატუს ქვოს შენარჩუნებაა და ნაკლებად ქაჩავს,რათა თან გადაყვნენ ხელისუფლებას."დიდი აღმშენებლობები" აჩერებენ უკმაყოფილებას ,მაგრამ მეტი ნწუ. პროვინციელები ვინც ძლიერია მასთან იქნებიან. ამიტომაც მიშიზმი მათ პირობითად ეყრდნობა,თუმცა კარგად იციან ცენტრში ფეხი რომ გადაუბრუნდებათ მშველელი ნაკლებად ეყოლებათ ადგილებზე.ეცდებიან არცერთმა ოპომ არ გაიჩინოს ლოკალური რეალური საყრდენი , გააგრძელებენ კლანების სუბსიდირებას . მაგრამ ყველა კლანი პოსტმიშისტურ ეპოქაში და მანამდეც თავზე იფიქრებს. რუსული ფაქტორით სპეკულირება? თემა ამოიწურა და შესაძლებელია კონტრშედეგის მიღება .ასე რომ ,თუ ჭკუა აქვთ ნაკლებად გააკეთებენ აქცენტირებას აღნიშნულზე. პროდასავლურის დაპირისპირების იმიჯი რეტროგრადულ ძალებთან? შეიძლება გარე ლობისტები იშოვონ,შიგნით კი ეს სასაცილოდ არავის არ ეყოფა ,რადგანაც ფიცი მწამს , შაშკინი კი მაკვირვებს. ჯარი , პოლიცია? კი კონტროლირდება , მაგრამ აქაური მუხტი ჩამოუვარდება აგრესიას ,რაც არსებობს ხელისუფლების მიმართ ,თანაც 2013 წელი ახლოვდება , ძალოვანი მინისტრებმა შესაძლოა საკუთარი თამაში დაიწყონ და მანევრირება . მოარული ხმებიც ამას ადასტურებს . უცნაური ფენომენია დიმა შაშუბეშკინი. თუ ასე აიწყვიტა შეიძლება მან ჩამოშალოს მიშა .ეს კაცი ცდილობს ვანოს იმიტირებას , ძლიერი ხელით მართოს პედაგოგთა მასა , ყური ყველგან დასვა და კანონში ღიად ჩააწერინა ,რომ მანდატურები არიან მინისტრის ბრძანებით მოქმედი პირები. ესაა პოსტმიშისტური პლაცდარმის შექმნის მცდელობა ,რასაც სერიოზული აგრესიაც მოყვა შიგნით. პოზიტივი პატრულის რეფორმისგან განსხვავებით მასაზე 0ვანი. დავაკვირდეთ ,იგივე ფორუმელი კიტები 2-3 დღეა აქაურ ტალღებში ნაკლებად ყვინთაობენ.ესეც გასაგებია . უმეტესობა ხომ თავისუფლების ინსტიტუტისადმი არცთუ ცუდ დამოკიდებულებაშია . ვერ გეტყვით ,რომ აღარ იპოსტავებენ მიხოს სასარგებლოდ ,მაგრამ აჩვენებს ტენდენციას -ყველას თავი აწუხებს.შაშკინი კი სერიოზული დებილია ან თუ გაიმარჯვა მართლა დიდი შულერი იქნება ზედმეტი აიღო თავზე ,ზედმეტი ამბიციები ღრნის. მე უფრო პირველი ვარიანტი მგონია ჯერჯერობით მოახერხა და მითების საყრდენია,მაგრამ ძალიან დებილი იგროკია . ფეხი დაუცურდება წესით . მიშას სიგნალი კი არის ზედმეტი თავდაჯერილობის და შიშის უცნაური სალათა. კვლავ მითები მართავენ მიშიზმს მთლიანობაში ანუ მათი რწმენა ,თითქოს ნოემბრამდელი სიჯიუტე ჯობდა შემდგომ დათმობებს . მწარედ ცდებიან აგრესია გააძლიერეს ცარიელ ადგილზე . კარგავენ დედაქალაქს თავიანტი თვითიმედოვნებით,სადაც ზოგადი ოპოგანწყობა საკმაოდ მოაძლიერეს თავიანთივე შეცდომებით. ნამეტანი ადრე დაიძახეს ჰოოოოპ , ილუზიებში ეგონათ დეპოში უკვე თავი. ასე რომ მიშისტური ვუვუზელა სნობური წიკვინი უფროა , ვიდრე გააზრებული პოლიტიკური სვლა. პს სამწუხაროდ წინა პოსტი წამეშალა . ორიგინალი კი ყოველთვის ჩამოუვარდება კოპიოს .
  17. ინტერვიუ "თავისუფალი დემოკრატების" წევრთან, საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრთან დავით ონოფრიშვილთან http://banksandfinance.ge/banks/1747-davit-onofrishvili.html - ბატონო დავით, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერმა გილაურმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც კი დაასახელა _ 6 პროცენტი. რამდენად სანდოა ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და, საერთოდ, რა ვითარებაა დღეს საქართველოს ეკონომიკაში? - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაცია უკვე 10%-ს აჭარბებს, შესაბამისად, რეალური ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არა გვაქვს, რადგან ასეთი ზრდის ძირითადი წყარო არის ინფლაცია და არა ეკონომიკური აქტივობა. საქართველოს ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებულია: გაიზარდა საგარეო ვალი, უცხოური ინვესტიციები შემცირდა 80%-ით, იმპორტი ოთხჯერ ჭარბობს ექსპორტს. გაიზარდა უმუშევრობის დონე. დაახლოებით 1,8 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ნახევარი მილიონი კი უკიდურესად ღარიბია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში 800 ათასი ადამიანია, რომელთა პენსიები ყველაზე დაბალია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ პოსტაბჭოთა სივრცეშიც. პრაქტიკულად, ყველა ძირითადი პარამეტრი, რომლითაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონე და სოციალური საკითხების გაუმჯობესების მაჩვენებლები იანგარიშება გაუარესდა. ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ინფლაციურ პროცესებს. კატასროფულად გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუქტებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. პური მხოლოდ წელს საშუალოდ 15-20 თეთრით გაძვირდა. შაქარი 70-80 თეთრით. გაძვირდა ფასები წიწიბურაზე, ზეთზე, ხორცზე. - "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებდნენ, რომ 2011 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სეკვესტრისათვის განწირულია. რა გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს? - ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი (6 მილიარდ 998 მილიონი) იმდენად ხელოვნურად არის გაზრდილი, რომ მოსალოდნელია მისი სეკვესტრი. ნამდვილად საეჭვოა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მასშტაბურად დაგეგმილი, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) და საშემოსავლო გადასახადის ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რომ უფრო მეტი პროდუქცია შეიქმნება და შემოსავალი დღგ-დან 14%-ით გაიზრდება 2010 წელთან შედარებით. ვფიქრობ, ბიუჯეტში არაობიექტური, გაბერილი ციფრებია ჩადებული და ეჭვი მეპარება, რომ ეს რეალობას შეესაბამებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას საშემოსავლო გადასახადის 18%-იან ზრდაზე. აქედან გამომდინარე, მომავალი წლის აპრილ-მაისში მოსალოდნელია ბიუჯეტის სეკვესტრი და შესაბამისად ხარჯების შემცირება. - წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარით ნაკლებია. ოპოზიცია მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ არ იზრდება პენსიების ოდენობა და სიღარიბის ზღვარმიღმა მყოფი ადამიანების დახმარება. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით, რეალურად, აქვს თუ არა ეკონომიკას იმის რესურსი, რომ უფრო მეტად დააფინანსოს სოციალური პროგრამები? - ბიუჯეტით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მილიონ რვაასი ათასს. მათგან მხოლოდ ყოველ მეოთხე ადამიანს ეხმარება სახელმწიფო დღეში 72 თეთრით. 2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. კვლავ არ დაფინანსდება ამ კონტინგენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა. ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ დაგეგმვისას პრიორიტეტი მიეცეს სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას. სამაგიეროდ, იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ "სხვა ხარჯები". უცნობია, რაში დახარჯავს მთავრობა 900 მილიონ ლარს. - მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ საშემოსავლო ნაწილში ძალიან არის გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან მიღებული შემოსავლები. თქვენი აზრით, ფისკალური პოლიტიკის უკიდურესად გამკაცრების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, რა გავლენას იქონიებს ეკონომიკის და ზოგადად ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე? - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქართული ბიზნესის 50%-ზე მეტი საგადასახადო სამსახურების წნეხის ქვეშ არის. ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად ძლიერდება დაკანონებული სამთავრობო რეკეტი. მეწარმეთა ნაწილი დროებით გაჩერებას ამჯობინებს, ნაწილი კი უარს ამბობს საკუთარ ბიზნესზე, რადგან მიაჩნია, რომ ახლა ამის კეთება სახიფათოა. თუ ადრე შემოსავლების სამსახური უფრო მსხვილ ბიზნესზე იყო ორიენტირებული, ახლა ხელისუფლების წნეხის ქვეშ მცირე და საშუალო ბიზნესიც მოექცა. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ბიზნესმენების სახელმწიფო სტრუქტურებში დაბარება და "ნებაყოფლობით კერძო საკუთრების სეხელმწიფოსთვის გადაცემა". დარიცხული საურავებითა და საპროცესო გარიგებების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ფაქტიურად ბიზნესები საბრუნავი საშუალებების გარეშე დარჩებიან, რაც გამოიწვევს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში გაჩერებას. ეს კი პირდაპირ კავშირშია უმუშევრობის მომავალ ზრდასთან და შემოსავლების შემცირებასთან. - ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასევე დიდი წილი უჭირავს უცხოური და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებიდან არსებულ კრედიტებს. პირველ რიგში იგულისხმება ევროობლიგაციები და სახაზინო ვალდებულებები. ორივე სახის სესხი ძალიან ძვირია, ანალიტიკოსების აზრით, ამ ტიპის რესურსებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ძალიან სარისკოა. თქვენ რა აზრის ხართ მთავრობის ასეთი პოლიტიკის მიმართ? - საქართველოს ბიუჯეტის ასეთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება უცხოური კრედიტებით დაფინანსებასთან მიმართებაში ნამდვილად სარისკოა. 2011 წლის ბიუჯეტში უკვე 315 მილიონ ლარზე მეტი იქნება გადახდილი საგარეო ვალის მომსახურებაზე. 2013 წელს კი ბიუჯეტს მოუწევს უკვე 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა. თუ ისევ გაგრძელდება მაღალპროცენტიანი ევროობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების უკონტროლო გამოშვება, შესაბამისად, მომავალი წლების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ძირითადად მოემსახურება საგარეო ვალების დაფარვას და არა საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ დაცვას თუ სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბოლო დროს ხშირად ეკონომიკურ პრობლემატიკას ეხება. თქვენი პოზიციით, რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებასთან თუნდაც საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში თანამშრომლობა, ან რამდენად მზად არის მთავრობა, გაითვალისწინოს თქვენი პოზიციები ზოგადად ეკონომიკური განვითარების პროცესში? - ირაკლი ალასანიას და პარტია "თავისუფალი დემოკრატებს" გააჩნიათ საკუთარი პროგრამა და კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად გააჯანსაღებს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ბიზნესებს განვითარდნენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ზემოდან ხელდასმული მონოპოლისტების გარეშე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების ფსევდო `ლიბერალურ~ პოლიტიკისაგან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ლიბერალურ ეკონომიკასთან და გამოირჩევა ნეობოლშევიკური მეთოდებით, არაკვალიფიციური, გამოცდილი კადრებით ქვეყნის წარუმატებლად მართვას. ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიცია ვართ, შესაბამისად არ შეგვიძლია პირდაპირ საპარლამენტო დებატებში შევიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მოსაზრებებს ყველა საკითხებთან და მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით ვაცნობთ როგორც მოსახლეობას, ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებს მედიის სხვადასხვა საშუალებებით. თუმცა პირდაპირი ეთერის ლიმიტირებული შესაძლებლობები ბოლომდე არ იძლევა ჩვენი სათქმელის მოსახლეობამდე სრულად მიტანის საშუალებას. სხვა მხრივ, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ პარტიის მოსაზრებებს, თუნდაც ბიუჯეტის საკითხებში, მერწმუნეთ, ამას პირველ რიგში იგრძნობს მოსახლეობა. - მთავრობასთან ეკონომიკური განვითარების პროცესში თანამშრომლობა ერთი საკითხია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების ის ხედვები, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები" საზოგადოებას სთავაზობს. რა არის ის პრიორიტეტები, რაც თქვენ პოლიტიკურ მოძრაობას ეკონომიკის განვითარების პროცესში აუცილებლად მიაჩნია? - "თავისუფალი დემოკრატებისათვის" ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკითა და ინფლაციის დაბალი დონით, დაბალანსებული გამჭვირვალე ბიუჯეტით, ლიბერალური საგადასახადო სისტემით, საბანკო-საფინანსო სისტემის სტაბილურობით და მასზე ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერებით. ეკონომიკის სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება, რომლისთვისაც საჭიროა: - ეკონომიკის მართვა დემოკრატიულ და ტრანსპარენტულ პრინციპებზე დაყრდნობით; - საგადასახადო სისტემის შემდგომი გამარტივება და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება; - ინფრასტრუქტურის რეგულირებადი დარგების (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები) სატარიფო პოლიტიკის სრულყოფა, ამ დარგებში საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინება; - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების მეშვეობით; მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; - სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირება მისი ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიზნით; მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება, რაც საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი, შემცირდეს საგარეო ვალის მოცულობა და, საბოლოო ჯამში, გაუმჯობესდეს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი. სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისთვის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ამისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობა და სრულყოფა; აშშ-თან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება. ახალი ეკონომიკური ხედვა და გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია უნდა განხორციელდეს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით. კონკურენტუნარიან და ეფექტურ კომპანიებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა. შესაბამისად, საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის დასაქმებასა და სიღარიბის შემცირებას, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას საქართველოში. სოფლის მეურნეობის განვითარება დაეფუძნება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, რითაც მიღწეული უნდა იქნეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების გაზრდა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების სტიმულირება. საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის გარანტირებული სოციალური დაცვა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამისათვის საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოქნილი და დინამიური შრომის ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც დაბალანსებული იქნება შრომაზე მოთხოვნილება და მიწოდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ უახლოესი წლების განმავლობაში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას. ამისათვის საჭიროა: - საქართველოში სოციალური დაცვის ძლიერი და მოქნილი სისტემის შექმნა; ამავე დროს, მაქსიმალურად უნდა შემსუბუქდეს უმწეო და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა; - საპენსიო სისტემის რეფორმირება, მათ შორის კერძო საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება; სახელმწიფო საპენსიო სისტემის სრულყოფა უწინარეს ყოვლისა საარსებო მინიმუმთან მიმართებაში; - დაზღვეულებისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების გარანტირება - თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანია და თავად განსაზღვრონ პენსიის მიღების ფორმა; - მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა; - სოფლად სიღარიბის დაძლევის სპეციალური პროგრამის შემუშავება; - ევროპული სტანდარტის შრომის კოდექსის შემუშავება და ამოქმედება. მოკლედ ,მძიმე სურათია
×
×
  • შექმენი...