analgin ვარდების პუტჩი რომ დაიწყო , არ მივედი , რადგანაც ვიცოდი ვინც იყვნენ;) გულით თანავუგრძნობდი შევარდნაძის მოშორების იდეას ,მაგრამ კარგად მახსოვდა 95, 99 წლის არჩევნები. მაშინ არჩევნებს ზუსტად ეს ბანდა აყალბებდა. მარკირების შემოღებაც კი დაბლოკა ქნარიკამ და შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის ტანდემმა, სარიშვილის გამოყენებით, 2 პროცენტით ააწევინა ბარიერი , რათა ნაკლები პარტია მოხვედრილიყო საკანონმდებლო ორგანოში ... ირაკლი ,მახსოვდა ეს და მხარი არ დავუჭირე ვარდების დღეებში . არაა ეს კონფორმიზმი , გარკვეულ მომენტში უძლურებაა,რომელიც აუცილებლად როდისღაც გავა, თუ თავს საკუთარი თავის წინაშე თვლი მართლად. აი 2-7 ნოემბერს იქ ვიყავი. გულწრფელი გახლდით და ვატყობდი ეს გამოსვლაც ალალ ემოციებზე წარმოიშვა, მაგრამ იმდენი ქნეს,სანამ დედა არ უტირეს ამ მოძრაობას . დროზე არ დაიწყო არც კარვების გაშლა, არც ქუჩების პარალიზირება , არც შიმშილობა, დღემდე არ ვიცი რა იყო " საპარლამ,ენტო რესპუბლიკის" მოთხოვნა. ჰოდა, მიშა მოემზადა და 7 ნოემბერი მოაწყო. ეს იყო შეგნებული რევანში , რომ დავეშინებინეთ .დაემტკიცებინათ , თუ ვინ იყო ბოსი. არანაირი შეცდომა. სააკაშვილმა ტაქტიკური სვლა გააკეთა, ხოლო შემდეგ კი იცი.... აპრილი , კარვები , საკათედრო ტაძარში პიზდეცი .... და ახლა აწიეს თამასა...გვიმესიჯებენ რევოლუციას..... კარგით რა ეს აღარაა ნოემბერი, ფარისევლობაა ყველაფერი . ჰოდა მე არ მომწონს მოსალოდნელი მარაზმი და მაქვს 2 არჩევანი - ან დავრჩე სახლში ,რითაც მიხოს შევუწყო ხელი , უარესი ქაქი ავიტანო თავზე და დღითიდღე კატასტროფამდე მივიდეთ ან გავიდე მიტინგზე და ამ რუსეთის მიერ დაქოქილ ლიდერთა სბროდს შეზავებული რამდენიმე პატიოსანი ადამიანით, შორიდან თვალი ვადევნო. მომიწევს მეორე გზა თუმცა კარგად ვიცი , ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია. ნუ მომთხოვთ ტაში დავუკრა აბსურდს .... მამა იობის სისულეებზეც მომიტევეთ და ჩემი აზრი მაქვს. ტოჟე მნე სულიერი ოკუპაცია. იობიზმი თუა ჟიგრული ქართველობა , აი მაშინ დაგვრხევია. მე მინდა გაღიმებული საქართველო და არა ,რასაც ეს ხალხი გვთავაზობს . მე მინდა განათლებული ქვეყანა და არა საბჭოთა დროიდან გაძლიერებულ ინსტინქტებზე მანიპულაციები. მე არ მინდა პუტინის ადეპტები აქ საქმეს გვიგვარებდნენ .მესმის ,დასავლეთი არ ყოფილა ბევრისთვის ანგელოზი ,მაგრამ ეს არ ნიშნავს დაგვავივწყდეს ჩვენივე ქვეყანა . ჰოდა , მომიტევეთ თუ მოვიწყინე .არ მევასებით არც კრებისტები და არც მიშისტები (შენზე არ ვამბობ ირაკლი ...მწარედ ვხუმრობ ზოგადად )