Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. კი ვიცი , მაგრამ ვერაფერს ვუხერხებთ დაგვჭირდება სერვის შეცვლა ,მაგრამ ამას ესაჭიროება უფრო უკეთესი ჰოსტინგის მოძიება, რომელიც "ნგრუზკას" გაუძლებს.
  2. ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას ცხადია აქვს დიტო,ადვილი არაა გადატანის პრობლემა . დეტალებს ვერ აგიხსნი. არაა ჩანთა და გვიჭირს გადაწყვეტილება
  3. მისი წარსულით არ დავინტერესებულვარ :018:
  4. დღეს ერთი მერძევე ამოვიდა ჩემთან სახლში და ძალიან უცნაური ისტორია მომითხრო. თურმე ნუ იტყვით და საგადასახადო ამათაც დაერია :givi: ჯარიმები დაუწესებიათ და გადასახადების გადახდა მოუთხოვიათ . ბოლო დღეაოოოოო . მიჭირს დაჯერება ,მაგრამ უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ :018: წყარო: მაგდანა :TAT:
  5. და არ დამთავრებულა ქართული "დიპლომატია" ,რომელიც ადაპტირებული იყო ცივი ომის დოქტრინასთან . ამაშია დრამა ,რომ ვერ განვსაზღვრეთ სწორი სტრატეგია . მარტო რუსეტის გინებით ვერ გავიდოდით ფონს . შევარდნაძე-სააკაშვილის დოქტრინა დამარცხდა . და არის საშიშროება სააკაშვილი პრორუსული მიშათი შეიცვალოს . სახელს და გვარს არა აქვს მნიშვნელობა .ამის საფრთხეს ვხედავ. ზუსტად ეს მოიტანა მიხოს "ბრძნულმა" პოლიტიკამ .
  6. http://www.facebook.com/notes.php?id=160714773952273&notes_tab=app_2347471856 ტავისუფალი დემოკრატების ფეისბუქ გვერდიდან - თავისუფალი დემოკრატების აზრით არაო ,რადგანაც მათი ერთერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაგმო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისეთი არქაული მოდელი, როგორიც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა. 2010 წლის 1 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში შემოიტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კლასიკური, ანუ არქაული მოდელი, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნებიც კი არსებითად ცვლიან ან მთლიანად უარყოფენ. 2010 წლის 16 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, საქმეში ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, გამოიტანა პრეცედენტული მნიშვნელობის, საბოლოო გადაწყვეტილება და არსებითად დაადასტურა 2009 წლის იანვარში პირველი ინსტანციის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, მან მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა კლასიკური მოდელი არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი). სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი ისეთი პროცედურული გარანტიებით უნდა იყოს დაცული, რომ მსჯავრდებულისა და საზოგადოებისათვის გასაგები იყოს გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძვლები და ის, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოცემულ დასკვნამდე პირის ბრალეულობის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი არსებითად უნდა საჩივრდებოდეს.სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო (იხ. ბმული : http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=taxquet+%7C+926%2F05&sessionid=62253869&skin=hudoc-fr საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ვერდიქტის ფორმა, ანუ პროფესიონალი მოსამართლის მიერ შედგენილი ორი ალტერნატიული შეკითხვა (« არის დამნაშავე » თუ « არ არის დამნაშავე »), რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა საიდუმლო თათბირისას უნდა გასცენ პასუხი, არის ზოგადი და ტაქსკეს საქმეში დადგენილი სტანდარტის მიხედვით, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამიტომ, თავისუფალი დემოკრატები მოითხოვენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში გადახედოს ამ დებულებას და მოიყვანოს ის შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დაუსაბუთებელი ვერდიქტის საფუძველზე პროფესიონალ მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ასევე არ საბუთდება. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალი მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის დასმული ორი ალტერნატიული შეკითხვა არის ისედაც ზოგადი და არაფრისმთქმელი, დაუსაბუთებელი ვერდიქტი მით უმეტეს ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია აუცილებლად : მსჯავრდებულმა და საზოგადოებამ უნდა გაიგონ და, აქედან გამომდინარე, მიიღონ ის საფუძვლები, რასაც ემყარება გამოტანილი განაჩენი. ამიტომ, თავისუფალი დემოკრატები მოითხოვენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში გადახედოს ამ დებულებასაც და მოიყვანოს ის შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე და 292-ე მუხლების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი ვერდიქტის არსებითად გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადგინა ტაქსკეს საქმეში, რომ ეს არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. ამიტომ, ნაციონალურმა მოძრაობამ უმოკლეს ვადაში უნდა გადახედოს ამ დებულებებსაც და მოიყვანოს ისინი შესაბამისობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტთან.ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ისეთი ფორმით, როგორიც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიული სიახლის სახით შემოიტანა საქართველოში არის მოძველებული ევროპულ ქვეყნებში და ის უმოკლეს ვადაში გასწორებას საჭიროებს, რათა ისედაც რეგულარულად გამრუდებული მართლმსაჯულება საქართველოში კიდევ მეტად არ დაზიანდეს. ამასთან, თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებისადმი არასერიოზული და სულსწრაფი მიდგომისაგან. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატამ ტაქსკეს საქმეში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში მიიღო. 2009 წლის ივნისში კი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა დიდ პალატაში. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა არ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ძალაში შეიყვანა ისეთი კოდექსი, რომელიც ამოქმედებიდან თვენახევრის თავზე უკვე სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თავისუფალი დემოკრატების აზრით, მუდმივი საკანონმდებლო რყევები ხელისუფლების რეფორმატორობას კი არ ნიშნავს, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გასატარებელ რეფორმებზე ნათელი და კომპეტენტური წარმოდგენა არ აქვს რეფორმის პროცესის დაწყებამდე და ამ წარმოდგენას იყალიბებს რეფორმის მიმდინარეობის ან მისი დასრულების შემდეგ.
  7. ყველა მონაცემი აქვს,რომ ჰიტად იქცეს :TAT:
  8. არაა ეს კაცი ამ კონფესიის წარმომნადგენლი . იმედია არ გაგრძლდება ასეთი ტიის რელიგიური განხილვები. ვისაც რა უნდა ის იწამოს. თავი შეიკავეთ ურთიერთშეურაცხყოფებისგან.
  9. მეორედ გადავიკითხე და უნიკალური მარგალიტია :018:
  10. აქ რა ხდება ? სიკნადმო აქაა , ნაფტაც ნუკრიკო , აზრის ნიკები ერთად მიცქერენ .. ჰა რა ამბავია.... :TAT:
  11. ააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი? სტატიას ამ სათაურით სომხური სააგენტო "ლრაგირ.ამ" აქვეყნებს. ჟურნალისტი ნაირა აირუმიანი წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თანდათან იცვლება და რუსების ფაქტორის გამო საქართველოსადმი ცუდი დამოკიდებულება გონიერი ხედვით იცვლება. აირუმინი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს წარმატებებზე მუდმივად უყვებიან. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ნაცნობი მომავალ არჩევნებზე ყველა კანდიდატის გადახაზვას და იქ სააკაშვილის გვარის მითითებას აპირებს, რათა სომხეთშიც ისე შეიცვალოს სიტუაცია, როგორც საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას აირუმიანი ახალი ავტობანის მშენებლობაზე ამახვილებს. მისივე თქმით, კავშირ "ჯავახკის" ხელმძღვანელი შირაკ ტოროსიანი აგრძელებს მტკიცებას, რომ ჯავახეთში ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება, მაგრამ ამ მოსაზრებას თავად რეგიონში მცხოვრები ადამიანები არ ეთანხმებიან. "ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, კორუფციას ეროვნებით სომხებშიც ებრძვისნ და სწორედ ეს იწვევს "ძველი გვარდიის" წინააღმდეგობას. მოსახლეობა ამბობს, რომ ბიზნესის წარმოება გაცილებით ადვილი გახდა", - წერს ნაირა აირუმიანი. სტატიის ბოლოს ავტორი ამატებს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის დისტანცია ხელოვნურად იქმნება. დროა სომხებმა ცივი გონებით შეხედონ საკუთარ ინტერესებს, თავი გაანებონ შიდა პროპაგანდის მოსმენას, რომელიც ქართველებს მტრებად "ნათლავს", - ნათქვამია სომხური სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში. :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: სულ გაუბერა ერორმა
  12. ლაშას ნებარტვის ეს ტემა განვავრცოტ-ამოუხსნელ ფენომენტან გვაქვს საქმე და მასალები( მარგალიტები აქ დავასაწყობოთ) http://www.interpressnews.ge/ge/interviu/151280-dimitri-shashkini-velodith-rom-gamocdebis-mimarth-methormeteklaselebs-protesti-gauchndebodath.html უკომენტაროდ(ჯერ) გთავაზობთ შაშკინის ინტერვიუს იპიენის ჟურნალისტთან. დიმიტრი შაშკინი - ველოდით, რომ გამოცდების მიმართ მეთორმეტეკლასელებს პროტესტი გაუჩნდებოდათ 21:46 17-11-2010 საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით გამართული აქციები პოლიტიკური განხილვის თემა გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა განათლების სამინისტრო მართვის საბჭოური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულეს. აქციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა კი არაერთხელ განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. "ინტერპრესნიუსმა" ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან მიიღო. _ ბატონო დიმიტრი, საატესტო გამოცდებმა საზოგადოების ნაწილში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. იქნებ, კიდევ ერთხელ გვითხრათ, რატომ გახდა ამ გამოცდების დანიშვნა აუცილებელი, რამდენად ადვილი ან რთული იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა? _ იმისათვის, რომ შეკითხვას ვუპასუხო, გთხოვთ, გაიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ერთი წლის წინ. მაშინ მინისტრი ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია იყო და მე, როგორც მშობელს, მთავრობის წევრს, ხშირად მესმოდა, რომ ნიკასგან სკოლებში მოსწავლეების დაბრუნებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით ნიკა ძალიან ბევრს აკეთებდა და ჩვენი წარმატების საფუძველი სწორედ მის დროს გატარებული ღონისძიებებია. ერთი წლის წინ სამართლიანად გვსაყვედურობდნენ, რომ ბავშვები სკოლებში არ დადიოდნენ. გახსოვთ, დეკემბერში გამოვაცხადე, რომ სამოქმედო პროგრამას და არსებული სიტუაციის ანალიზს იანვარში გამოვაქვეყნებდი. გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო პროგრამების ცენტრის 500-ზე მეტმა ექსპერტმა ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული კვლევები ჩაატარა. შედეგად კი მივიღეთ ის მძიმე პროგნოზი, რომ თუ არ გავატარებდით კარდინალურ ცვლილებებს, 2012 წლისთვის მოსწავლეები მხოლოდ 6 კლასის ჩათვლით ივლიდნენ სკოლებში, უფროს კლასებში კი მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებოდნენ. ირღვეოდა ზოგადი განათლების სისტემის ფუნდამენტური ამოცანა _ სკოლა ყოფილიყო დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულება და არა საუნივერსიტეტო დანამატი. ეს ყველაფერი იმ შეცდომებმა გამოიწვია, რომელიც ყველამ ერთად დავუშვით: ფსევდოლიბერალურმა მიდგომამ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ლიბერალიზმთან, ბავშვებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ: "ისწავლეთ მაშინ, როცა თქვენ გინდათ და ის, რაც თქვენ გინდათ; აღარ გვინდა ჟურნალი, დასწრება" _ გამოიწვია ის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეწყვიტეს. ეს არათუ ლიბერალური, არამედ ანარქიული მიდგომა იყო. მეც მშობელი ვარ, 6 და 11 წლის შვილები მყავს. უმცროსი მაშინ სკოლაში არ დადიოდა და უფროსი შვილისგან ვიცი, რა ხდებოდა. სკოლაში: მე-11 კლასელები საერთოდ არ დადიოდნენ და მხოლოდ იმ შეთხვევაში ესწრებოდნენ გაკვეთილებს, როცა ეს სჭირდებოდათ და სხვა საქმით არ იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა და დღეს კლასებში მეთორმეტეკლასელების 70-80% ზის. ამას ვამბობ არა ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, არამედ იმაზე დაყდნობით, რომ თავად ყოველდღიურად დავდივარ 2-3 სკოლაში და თავად ვხედავ, თუ რა ხდება: ვხვდები მეთორმეტეკლასელებს, პირადად ვამოწმებ ჟურნალებს და იმ კლასებში, სადაც 30-35 ბავშვი ირიცხება, მხოლოდ 4-5 ბავშვი არ ესწრება გაკვეთილს. ეს აბსოლუტურად ნორმალური და გასაგებია. წინათ კი გაკვეთილს 35 მოსწავლიდან არც ერთი არ ესწრებოდა. ბავშვების დაბრუნება სკოლებში კომპლექსური ღონისძიებების გატარებით გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება საატესტატო გამოცდაა, მეორე მასწავლებელთა სერტიფიცირება, მესამე ფაქტორი არის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეოთხე ეს არის სწავლის სისტემის შეცვლა _ გავაუქმეთ ტრიმესტრული და აღვადგინეთ სემესტრული სწავლება, დავაბრუნეთ ჟურნალები, ყურადღებას ვაქცევთ გაცდენებს, შეიცვალა შეფასების სისტემა, მეხუთე კი მანდატურების ინსტიტუტის შემოღებაა. შედეგად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სკოლებში არამარტო უმცროსკლასელები, არამედ უფროსკლასელებიც დადიან; ძალადობის ფაქტები 80%-ითაა შემცირებული. ეს სამინისტროს თითოეული თანამშრომლის 24-საათიანი მუშაობის შედეგია. მოგვარდა ეს პრობლემები და შემდეგ გამოჩნდა გაურკვეველი ხალხი, რომელთათვისაც ასეთი წესრიგი და მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენს წარმატებულ დირექტორს გია მურღულიას დაუსვეს შეკითხვა: სკოლებში არსებული დისციპლინა ბაშვების დაჩაგვრაზე ხომ არ იმოქმედებსო. საკითხავია, ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი შეკითხვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბატონმა გიამ ძალიან კომპეტენტური პასუხი გასცა: "დისციპლინა არ ნიშნავს დაჩაგვრას, დისციპლინა ნიშნავს კანონის პატივისცემას". თუ მეთორმეტეკლასელი კანონის პატივისცემას სწავლობს, ამაში არაფერია ცუდი. სახელმწიფო ხარჯავს განათლების სისტემაზე ძალიან ბევრ ფულს და მას აქვს უფლება, მოითხოვოს ბავშვისგან ის, რომ იაროს სკოლაში. ამიტომ ბავშვების პროტესტი ჩემთვის გაუგებარია. _ ელოდით თუ არა, რომ მოსწავლეთა ნაწილი ამ ინიციატივის გამო პროტესტს გამოთქვამდა? _ ნამდვილად ველოდით. მოლოდინი გვქონდა, რომ გამოცდების მიმართ მეთორმეტეკლასელებს პროტესტი გაუჩნდებოდათ, რადგან ძნელია 17-18 წლის ადამიანს გააგებინო, თუ რატომ არის აუცილებელი ამ გამოცდების ჩატარება. არის კატეგორია, რომელმაც ეს ადვილად გაიგო, თუმცა არიან ისეთებიც, რომელსაც ეს ვერ გავაგებინეთ. პირველ გიმნაზიაში ერთ-ერთმა მეთორმეტეკლასელმა მითხრა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, გარკვეული დაძალების გარეშე ზოგადი განათლების მიღება შეუძლებელიაო. დღევანდელ შეხვედრაზე ბავშვებსაც ვუთხარი: რომ არ მქონდეს გარკვეული ვალდებულებები ოჯახის წინაშე, რომ არ მქონდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი სახლში და უახლეს კომპიუტერულ თამაშს ვითამაშებდი. მაგრამ ვალდებულებებს ვერსად გაექცევი. საატესტატო გამოცდები არის ერთ-ერთი გზა ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაღიარეთ ის შეცდომები, რომელიც ადრე დავუშვით. სამწუხაროდ, ის ხალხი, რომლებმაც გასულ წლებში ეს შეცდომები დაუშვა, ახლა მე მაბრალებს, ბავშვები სკოლაში რომ არ დადიოდნენ. მინდა ყველას შევახსენო, კონკრეტულად ის ადამიანი, რომელიც ბრალს მდებს, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მას პირდაპირ ევალებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რაც მაშინ განათლების სფეროში არსებობდა. ეს ცენტრი განსაზღვრავდა განათლების სისტემის იდეოლოგიას და მას ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა სიტუაციის გამოსასწორებლად. ამიტომ იმის დაბრალება, რომ ბავშვები ჩემს გამო არ დადიოდნენ სკოლებში, მართლა უნამუსობაა. _ საატესტატო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს და გუშინ თქვენთან შეხვედრა ითხოვეს. მოგმართეს თუ არა ოფიციალური განცხადებით და აპირებთ თუ არა მათთან შეხვედრას? _ მეთორმეტეკლასელებთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვთქვი და სულ ვამბობ, რომ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ მაქვს. მათთან კავშირის დასამყარებლად შუამავალი ნამდვილად არ მჭირდება. ჩემი ყოველი დილა იწყება იმით, რომ სკოლებში დავდივარ, ვეცნობი პრობლემებს და ვაკეთებ ყველაფერს, რათა ეს პრობლემები გადაწყდეს. ამიტომ არანაირი შუამავალი, რომელიც მეტყვის, რომ 600 000 მოსწავლისა და 70 000 პედაგოგის სახელით ილაპარაკებს, არ მჭირდება _ ამ ხალხთან მე მაქვს უშუალო ურთიერთობა. _ ბატონო დიმიტრი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, მათ თქვენთან შეხვედრა ყველანაირი შუამავლის გარეშე სურდათ… _ ეს არის მცდელობა, რომ მოსწავლეებსა და სამინისტროს შორის შუამავლის სახით რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უშუალო ურთიერთობა გვაქვს და ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია სამინისტროში მოვიდეს, ბოლოს და ბოლოს, მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ყოველდღიურად დადიან სკოლებში. მეორე საკითხი ისაა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან: შეიძლება ნებისმიერი რამე გააპროტესტო, მაგრამ პროტესტის გამოთქმა იმის გამო, რომ სწავლა არ გინდა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რას ამბობენ და რა ასახელებენ არგუმენტად? ამბობენ, რომ სწავლა არ უნდათ... _ იმასაც ამბობენ, რომ დრო არ ჰყოფნით საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად... _ ძალიან კარგი შენიშვნაა. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, რადგან ესა თუ ის საგანი არ უსწავლიათ ან დრო არ ჰყოფნით, ისმის კითხვა: ასეთ მოსწავლეებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული, რას ამბობენ? მათ მიღებული აქვთ შეფასება იმ საგნებში, რომლებზეც ამბობენ, რომ არ უსწავლიათ. მებადება კითხვა _ მაშინ როგორ მიიღეს ეს შეფასება? ხომ გვაქვს პრეტენზია სამართლიანობაზე და ვამბობთ, რომ თანაბრად უნდა მივუდგეთ ყველას და ყველაფერს _ მაშინ დავინტერესდეთ, თუ მათ არ უსწავლიათ ეს საგნები, საიდან მიიღეს ეს შეფასებები? ყოველთვის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არ სურდათ სწავლა. "კავკასიის" არხზე ვნახე 4 თუ 5 ახალგაზრდა, კევს ღეჭავდნენ და სიტყვა-სიტყვით ამბობდნენ: "ვაიმე, რას გვიშვრება ეს მთავრობა? გვაძალებს სწავლასო". _ თქვენს მიერ ნახსენებ მოსწავლეებთან ერთად არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო მათზე ზეწოლა ხორციელდება. #157-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა მიხეილ ცხადაძემ სახალხო კრების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქციის გამართვის შემდეგ სკოლიდან გარიცხვით დაემუქრნენ. ამასთან, 8 საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ მათ საკუთარი ნებით დატოვეს თანამდებობები და სამინისტრო ამ პროცესში არ ჩარეულა. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა გაახმოვანა, საპროტესტო აქციების შემდეგ დირექტორები თქვენს სამინისტროში დაიბარეს და გენინსპექციის წარმომადგნელებმა მათ გადადგომაზე განცხადება დააწერინეს… _ როგორ შეიძლება ვინმეს გადადგომის შესახებ განცხადება დააწერინო? 2200 დირექტორია, 600 ათასი მოსწავლე და 70 ათასი მასწავლებელი, ნუთუ შესაძლებელია, ხალხის ამხელა რაოდენობის დაშინება? _ ბატონო დიმიტრი, ფაქტია, რომ 8-ვე საჯარო სკოლის დირექტორმა გათავისუფლების შესახებ განცხადება ერთდროულად დაწერა... _ 8 დირექტორიდან ერთ-ერთმა, #161-ე სკოლის დირექტორმა გააკეთა კომენტარი და ამ კომენტარისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. მან თქვა, თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ ვერ უზრუნველყო გამართული სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. ერთ-ერთ არხზე თქვა, რომ ბავშვებს არ უნდათ სწავლა და გაკვეთილებს არ ესწრებიან, ამიტომ ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ სკოლაშიო. ამ კომენტარს რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას. რაც შეეხება გენინსპექციას, მინისტრის არათუ უფლება, არამედ მოვალეობაა, რომ გენინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს, ხდება თუ არა დარღვევები სკოლაში. სამწუხაროდ, სკოლაში გენინსპექციის შესვლა ზოგიერთ ადამიანს აცდუნებს, რომ ეს რაღაც აქციებს და ვითომდა ზეწოლის ფაქტებს მიაბას. გენინსპექციის მიერ სკოლების გაკონტროლება რუტინულია და ეს პროცესი გრძელდება, რადგან არც ერთ დირექტორს არ მივცემ საშუალებას, არამიზნობრივად გამოიყენოს სკოლებისთვის გამოყოფილი თანხა. დაშინებაზე მკითხეთ, მიპასუხეთ, ბავშვი როგორ შეიძლება დააშინო? ის ისეთი ინდივიდია, რომ ვერანაირად ვერ დააშინებ. _ #157-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქციის გამართვის შემდეგ სკოლიდან გარიცხვით დაემუქრნენ. _ თქვას მაშინ ვინმემ, გარიცხეს თუ არა სკოლიდან ბავშვები აქციაში მონაწილეობის გამო, მომიყვანოს ვინმემ ასეთი ბავშვები. გუშინ საღამოს ვნახე ტელევიზიით, თუ როგორ ლაპარაკობდა ბავშვი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. დამაინტერესა და სამინისტროში გადავრეკე. გაირკვა, რომ ეს ბავშვი არის მეათეკლასელი და საატესტატო გამოცდებს წელს არც აბარებს. არადა, ზეწოლაზე საუბრობს. რაში სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი იაფფასიანი ხერხებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა? მეორე საინტერესო ფაქტი: ერთი გოგონაა, რომელიც თავად ამბობს, რომ კერძო სკოლაში სწავლობს და არ უსწავლია ესა თუ ის საგანი. მაინტერესებს, მისი მშობლები რაში იხდიან ფულს? შვილის უსწავლელობაში? მთავარი ის არის, რომ მეთორმეტეკლასელების უმრავლესობა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს საატესტატო გამოცდებს. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ არ ესმის, რატომ აპროტესტებს 20-30 ბავშვი ამ გამოცდებს. დაამატა, რომ წელს ყველაზე ადვილი იქნება ამ გამოცდების ჩაბარება, ისევე, როგორც ეს 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად ჩაბარების დროს მოხდა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ გამოცდებზე საუბარი ჩვენ 2009 წლის იანვარში დავიწყეთ და წელიწადნახევარი ჰქოდნათ იმისთვის, ამაზე ეფიქრათ და მეცადინეობა დაეწყოთ. ვკითხულობ ზოგიერთის კომენტარს და ვისმენ კიდეც, რომ ჩვენ ამ სიახლის შესახებ გასული წლის სექტემბერში გავაგებინეთ საზოგადოებას, რაც სიცრუეა. ამის შესახებ 2009 წლის იანვარში ვთქვით და კამათი მაშინაც გამოიწვია. _ არსებობს მოსაზრება, მოსწავლეთა პროტესტი კიდევ უფრო მეტად იმან გაამძაფრა, რომ მათ "ოროსნები", "უცოდინრები"უწოდეს... _ ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ არ უსწავლია და ვერ ჩააბარებს გეოგრაფიას, ქიმიას, არ იცის ისტორია და ის, თუ როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იმის ფონზე, რომ ამ ომს 300 000 ქართველი შეეწირა, ვერ ამბობს, თუ რომელი ქვეყნებია საქართველოს მეზობელი, ოროსანია. თუ გვინდა ასეთი თაობა გავზარდოთ და იმ საშიშროების წინაშე დავდგეთ, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, თუ გვინდა, რომ ბავშვებმა მხოლოდ მე-6 კლასამდე იარონ სკოლებში, მაშინ ის 570 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფოს განათლებაზეა გამოყოფილი და რისი 2/3-იც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე იხარჯება, სხვა რამეს მოვახმაროთ. მივიდეს საზოგადოება კონსენსუსამდე და საერთოდ თავი დავანებოთ ზოგადი განათლების სისტემას _ გავუზარდოთ პენსიონრებს, სხვა დამსახურებულ ადამიანებს პენსიები და ხელფასები და მეც დავისვენებ, სკოლაც და მასწავლებელიც. _ საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი გიწოდათ. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ დირექტორებს თანამდებობებზე დააბრუნებდით. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეთ, დღეს ხომ არ ისურვებდით კომენტარის გაკეთებას? _ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, არანაირი უფლება არ მაქვს, პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეც და მთელი სამინისტრო პატრიარქისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაეკლესიისა და პატრიარქისთვის განათლების საკითხები უმნიშვნელოვანესია. ამ სისტემაში არ ვიყავი და, შესაბამისად, არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ რა იყო წარსულში, მაგრამ რაც მინისტრად დავინიშნე, ყოველთვის ვგრძნობ მისი უწმინდესობის მხარდაჭერას და ამას ჩვენ დიდად ვაფასებთ.
  13. რატომ აბლატავებენ ამ ღვინჯილიას? მეგრული სეპარატიზმი არა ზღმარტლი მაგრამ ფაქტია , ეს კაცი ღიად პროვოკატორობს.
  14. არ მიულოცია ირაკლის არა . კადრები დალინკეთ პლიზ. პროსტა კედელს ტავი არ დაარტუყა და ეგაა. ამ მოლაპარაკებებით კი ყველაზე მეტად ის რისკავს ,მაგრამ სავალდებულოა ეს ეტაპი არ გამო სხვაგვარად , რით ვერ გავიგეთ. ჰა , წადით რევოლუციუაზე .არ ვარგა გრეჩო , მიდით თქვენ,....ასე არ ხდება ..საჭიროა სწორიო სტრატეგია . პოლიტიკა მართლა რთული საქმეა
  15. მუაგარია :დ მომეცეს შანსი და დიდი სიამუვნებით :დ მესმის
  16. Blaugranator 2x2=4 ps ვარძიაში ვიყავი ერთი თვის წინ, საოცარი სიდიადეა აი ესაა ჩემთვის ტრადიციების პატივისცემა .როგორ მინდა ერთი კვირა იქ გავჩერდე,არა რელიგიის გამო, რაღაც არის იმ კლდეებში იდუმალი მიყვარს ასეტ გამოქვაბულებში ბოდიალი , ძიება . დავით გარეჯელის მონასტერში შაბათს გახლდით, მოვეფერე წინაპრების საფლავებს და ღირსეულ მქადაგებლის საფლავებს . აგნოსტიკოსი ვარ,მაგრამ რაც ფასეულია ვაფასებ ჩამთვალეთ გიორებულად . არანაირად ,რადგანაც ჩემთვის ეს მოწიწებაც და პირობითად , ნაფტას აზრის ატანაც ერთი მსოფლმხედველობაა მე ვინა ვარ ? :დ ვიცი :TAT:
  17. ისეთია როგორიცაა. ხალხნო,გამიგეთ მე არავის არ ვიცავ , მე ვიცავ ადამიანის უფლებას იყოს ისეთი როგორიცაა .ზღვარი კი კანონია ... ამას თუ არ მივეჩვიეთ ,რითი ვიქნებით მიხოზე უკეთესები?
×
×
  • შექმენი...