-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ახლა რა ეტაკა? დავამთავროთ ჰო სეანსი . ახლა ბაბუს დროა
-
კი ლაივსტრიმს აქვს თავისი პლიუსები ისე როგორც ჯასთინს
-
ვაპირებთ
-
მიხარია ცხოვრება :დ
-
justin.tv
-
უყურებთ?
-
უყურეთ ,რა უნდა ქნათ? გამოვრთე
-
PEPE. გამოვრთე
-
2 წუთით მეც ცაგერთვებით ... მხოლოდ 2 წუთი , წვერგაუპარსავი ვარ :018: მალე
-
პლანეტის ერთერთი მაიმართულება ამ სერვისის გამოყენებაა ვნახოთ , ვუსურვებ ბაბუს წარმატებს ჩვენ ტავსაც
-
მდაა
-
რომელ საათზეა დანიშნული მეორედ მოსვლა.
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქციის დაშლას ოპოზიციის მხრიდან არავინ ელოდა, რამაც მომიტინგეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილებას კი გამოთქვამდნენ სხვადასხვანაირად: რატომ დაგვშალეს, ხვალ აღარავინ მოვა, ვერაფერი ვერ გავიგეთ, ეს სახალხო კრება კი არა აქციას უფრო გავდა. როგორც კი ხალხმა უკმაყოფილების გამოთქმა ინტენსიურად დაიწყეს, ეროვნულმა ფორუმმა სასწრაფოდ მოახდინა კოორდიანტორების მობილიზაცია და მათ ფორუმის მომხრეებს პიველი სკოლისკენ შეკრებისკენ მოუწოდეს რათა მომავალი გეგმები განეხილათ. ხოლო დარჩენილი მომიტინგეები კი უკმაყოფილებას აი ამგვარადაც კი გამოხატავდნენ: http://www.ireporter.ge/?p=954 -
–––––ბატონო ირაკლი „საპნის ბუშტზე“ რამდენიმე დღის წინ ისაუბრეთ რომელიც აუცილებლად გასკდებოდა, ასეთი შეფასება გაუკეთეთ თქვენ სახალხო კრების მოწყობის იდეას? კრება ორ საათში დაიშალა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწყვია–განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსული ადამიანების..?! ხელისუფლების შეცვლის რა განსხვავებულ მეთოდს სთავაზოვს საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილი? ხალხის იმედგაცრუებით და ნდობით სპეკულირება დანაშაულია, ის შედეგი რაც დღეს მიიღეს, იმ პოლიტიკოსებმა რომლებიც აქციის ორგანიზატორები იყვნენ–მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი, მესამე წელია ერთი და იგივე შეცდომებით ერთი და იგივე წრეზე დაყავთ ხალხი და მერე უკვირთ რატომ პროტესტს არ გამოთქვამენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ. დღეს ხალხმა საბოლოოდ დაინახა რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და საბნის თავისკენ გადაქაჩვის პრინციპით დაარბენინებს ხალხს წინ და უკან. –––რატომ შეაფასეთ თავიდანვე კრება უარყოფითად? საინტერესოა ახლა როგორ ჩანს ბურჯანაძისთვის საქართველო, მე ხომ „შორიდან ვიყურები და რეალობას ვერ ვხედავ“ ?! მე შეიძლება შორიდან დეტალებს ვერ ვხედავდე მაგრამ მას ახლოდან ნამდვილად ვერ დაუნახავს ის იმედგაცრუება რაც ხალხს აქვს ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკოსების იმ ნაწილმა ვინც ხალხის დღევანდელ იმედგაცრუებას ბოლო მარილი მოაყარა არათუ სხვის, ან საკუთარ შეცდომებზე, არამედ საერთოდ ვერაფერი ისწავლა ბოლო სამი წლის განმავლობაში. რასაც სჩადიან, არანაკლები დანაშაულია ვიდრე სააკაშვილი სჩადის საკუთარი საზოგადოების წინაშე. იმედი მაქვს ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს ხალხის გაბაიბურების შემდეგ. ჩვენ ვამბობთ რომ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საკმარისი ძალა შევიძინოთ რათა ხალხი ასე უნამუსოდ აღარ ვატაროთ წინ და უკან. ––––ბატონო ირაკლი თქვენ პირდებით საზოგადოებას რომ შეცვლით ხელისუფლებას? ამაზე პასუხს რამდენიმე თვეში მიიღებთ.
-
მდააა.... მოკლედ მდააა. არ მეგონა თუ ასეთ დონეზე იდიოტები იყვნენ რა .
-
სახალხო კრება ჩაიშალა გიორგი უძილაური თვეების განმავლობაში ოპოზიციისგან ყოველმხრივ რეკლამირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრება მკვდარშობილი დაიბადა. მშობელიც და მკვლელიც თავად ოპოზიცია აღმოჩნდა. მიტინგზე შეკრებილ 10 ათას ადამიანს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ელიტამ კონკრეტული მოქმედების გეგმის ნაცვლად შესთავაზა თავისი თავი, ახალ ამპლუაში გამოწყობილი ძველი სახეები, ხოლო ხელისუფლების შეცვლის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რეალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეა შესაძლოა ორიგინალური იყო, მაგრამ მოსახლეობის ოპოზიციურ ნაწილს სულ ფეხზე კიდია კრებაც, მისი სტრუქტურებიც და ამ სტრუქტურებში დიდი გაწევ გამოწევით ჩასმული პოლიტიკოსებიც, კულტურის მოღვაწეებიც და „ექსპერტებიც“. ხალხისთვის ეს კრება იყო საშუალება კონკრეტული მიზნის _ სააკაშვილის მოშორებისთვის, კრების ორგანიზატორებისთვის, კი როგორც აღმოჩნდა, თავად კრება ყოფილა მიზანი. შემოიარეს საქართველო, ჩამოიყვანეს დელეგატები, შეკრიბეს რუსთაველზე, დააფუძნეს კრება და დაიშალნენ. საზოგადოება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოტყუებული, მოხმარებული და მოსროლილი. კრების ორგანიზატორთა უპირველესი დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ცრუ მოლოდინების შექმნა. გასაგებია, რომ მათთვის ეს არის ნაცადი აფიორა „მასოვკის“ მოსაყვანად, მაგრამ ოპოზიციის მერკანტილური მიზნების დაკმაყოფილების პარალელურად ინგრევა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის მცირეოდენი შანსებიც კი. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციის მაგალითებმა გააქტიურონ საზოგადოების მეტი წარმომადგენელი, ეს მაგალითები ჩანასახშივე კლავენ ამ მაგალითებს, რითაც აკეთებენ უფრო დიდ საქმეს ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება თავის ვანო მერაბიშვილიანად. სხვათაშორის,წინასწარ რევოლუციის დასაწყისად მონათლულ შეკრებას შსს-მ სრული იგნორი გამოუცხადა, რაც მიანიშნებს მხოლოდ ერთ დასკვნაზე _ ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს არავინ არ მოუწოდებდა რეალური მოქმედებისკენ, შესაბამისად შსს-ს კავშირი აქვს ოპოზიციონერ ორგანიზატორებთან. ამიტომაც ნურავის ეწყინება, თუ ოპოზიციის „მასოვკებში“ მიტყუებული ხალხი გამოიტანს დასკვნას _ ოპოზიცია ხელისუფლების თამაშს თამაშობს. სახალხო კრების დასრულებამ დამსწრე ხალხი სახტად დატოვა, მოსახლეობა ორგანიზატორებს სთხოვდა პასუხს კითხვაზე _ რატომ ვიშლებით, თუ ხელისუფლების დასრულებას ვაპირებდითო, რაზეც იღებდა პრეტენზიას _ ეს ხელისუფლება თქვენი მოყვანილია, და თუ გაშვება გინდოდათ 10 ათასის ნაცვლად 100 ათასი მოხვიდოდითო. ჯერ ერთი, დღევანდელი ოპოზიციის თითქმის 100% სააკაშვილის ყოფილ ფანკლუბს წარმოადგენდა, ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა პირველ რიგში მათი ბრალია. გარდა ამისა, 10 ათასი ადამიანი ისეთივე მოქალაქეა, როგორც არმოსული 100 ათასი, სხვაობა იმაშია, რომ მოსულებს კიდევ ქონდათ დარჩენილი იმედი ამ ოპოზიციის, ელოდა, რომ დასახელდებოდა მეორე კონკრეტული შეკრების ან რევოლუციის დასაწყისის თარიღი, მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად, ოპოზიციონერებმა აქეთ შეუტიეს ხალხს რატომ არ აქტიურობთო. საინტერესოა, თუ ხალხი თავად უნდა გააქტიურდეს, თავდ შეიკრიბოს და თავად იმოქმედოს, მაშინ რა საჭიროა ეს ოპოზიცია, ეს პატროტული ელიტა და ჭკვიანი ექსპერტობა? სხვათაშორის მიტინგის დასრულების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები არა მარტო გამოიტანა, არამედ საკმაოდ თამამი ფორმით გაუზიარა კიდეც უპრინციპო ორგანიზატორებს _ ოპოზიცია მატყუარა და არაფრისმაქნისია. განრისხებული ხალხის ალყაში მოყოლილი ოპოზიციის ლიდერები ძლივს გადაურჩნენ გალახვას. სახალხო კრების ბედი გადაწყვეტილია, ის მოკვდა. სულ მალე, მისი ორგანიზატორები კვლავ გადავლენ ერთმანეთის დადანაშაულებაზე და ხელისუფლებაც დიდი სიამოვნებით დაუთმობს მათ ამისთვის სატელევიზიო ტრიბუნას. არა, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ კეთილ მიშას სურს დაანახოს ხალხს თუ რა ბრიყვი და არასანდოა ოპოზიცია. უბრალოდ, სააკაშვილი შეეცდება ამ ოპოზიციისთვის ტრიბუნის შენარცუნებით გაუხანგრძლივოს მას არსებობა, რათა სხვა, ახალ და ახალგაზრდულ, გაურყვნელ და თავისუფალ ძალებს არ მიეცეთ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება. დღეს სააკაშვილს ისევე აწყობს საქართველოში დღეს არსებული ოპოზიცია, როგორც პუტინს აწყობს სააკაშვილის პრეზიდენტობა. 25 ნოემბერი იყო ქართული ოპოზიციის მიერვე საკუთარი თავისთვის გადახდილი ქელეხი. და ეს სულაც არ არის ცუდი საზოგადოებისთვის. ქელეხი ჯერ კიდევ 2008 წელში იყო გასამართი, მაშინ როცა არსებულმა ოპოზიციამ ვერ, უფრო სწორად კი არ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა და როგორც პოლიტიკური სუბიექტი უსუსურობის განგრენით მიიცვალა. როცა ორგანიზმი კვდება საჭიროა მისი დამარხვა ან უტილიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გვამი იწყებს ხრწნას და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. დღევანდელი ოპოზიცია არის ზომბი, რომელიც არ ეგუება საკუთარ სიკვდილს და პერმანენტულად ცდილობს საფლავიდან წამოდგომას, რაც იმით სრულდება, რომ რუსთაველზე ან სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილას დგება კურდღლობის, ღალატის, ცრუპენტელობისა და უსიცოცხლო დევიზების აქოთებული სუნი. ეს შმორი სჭირება სააკაშვილს, რათა იმ ადგილებზე, სადაც ოპოზიციის გვამი მიდის არ მივიდეს ჩვეულებრივი ხალხი და მართლაც არ მოინდომოს ხელისუფლების შეცვლა. ეს გვამი საფლავში ღრმად უნდა ჩაიმარხოს, თანაც მანამდე, სანამ დადგება ხელისუფლების გასვენების მომენტი. სანამ არსებობს ასეთი ოპოზიცია, იარსებებს ასეთი ხელისუფლებაც. http://journalist.ge/?menuid=2&id=275&lang=1
-
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=59007
-
PEPE. ჰმ, მეტი რას ეძახიან კრიტიკულ მასას?! ვამაყობ იმ ქართველებით , ვინც ბრძოლის უნარი არ დაკარგა , მართლა ვამაყობ . მიუხედავად იმისა ,რომ არანაირი სურვბილიც კი არ მქონია იქ მივსულიყავი . იცით ეს :018:
-
ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა ფიქრობენ შეკრებილი ხალხი ტავიდან როგორ მოიშორონ , ამაზრზენია პირდაპირ. მეგონა რაიმე მიზერული გეგმა მაინც ქონდათ მოფიქრებული.
-
ეთქვათ პირდაპირ .არ იყო საჭირო მიეცათ ასეთი ზემნიშვნელობა. მაშინ სულაც არ იქნებოდა დამარცხება . ამაშია დრამა . უნდატ კლიოვი ბიჭები იყვნენ . უმჯობეისა ხალხს უთხრა სიმართლე . უფრო გაგიგებს და გვერდით დაგიდგება , ვიდრე ასე მოიქცე .
-
კი და სისულელეა . უარესი იმედგაცრუება ელის ხალხს .
-
ასე არ შეიძლება . ჯერ უნდა განსაზღვრონ რა უნდათ ?! ხალხის დილიხორზე თამასას აწევა საჭირო არაა. მინიმუმ პლანკა უნდა დადონ იმ სიმაღლეზე ,რაც რეალურია და ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა ,რისი დასმაც შეიძლებოდა. სამწუხაროდ მიქარეს ან შეგნებულად გააკეთეს ეს . არ ვაპირებ ოპოების აქ კრიტიკას ,მაგრამ ხელი გამირბის მაინც. :018:
-
babuagiorgi ჰტმლ კოდის გამ0ოყენება შეუძლია მხოლოდ ადმინებს. შეგისწორე