დღეს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს ლადო ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 3 000 ლარამდე პრემიას იღებდა. 2009 წლის 20 იანვრით დათარიღებულ გუბერნატორის განკარგულებაში, რომელსაც ბეჭედი და ხელმოწერაც აქვს, ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 2 950 ლარის ოდენობის პრემიას საკუთარ თავს უნიშნავს. ამავე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ვარძელაშვილმა თავის თავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1000 ლარი გამოუყო მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად. აღნიშნული დოკუმენტი 2009 წლის პირველი აგვისტოთი არის დათარიღებული. ლადო ვარძელაშვილი მაროკოში იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ მის ამჟამინდელ სამსახურში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი მაროკოდან კვირის ბოლოს დაბრუნდება და აღნიშნულ საკითხზე, სავარაუდოდ, რეაგირებას მოახდენს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152564-lado-vardzelashvili-gubernatorobis-dros-yovelthviurad-3000-laramde-premias-ighebda.html