-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
მსოფლიო კრიზისიაო და თქვენ კიდევ კარგად ხართო ჰა , ვერ გაიგEთ ერორმა ტქვა და არ გჯერათ თავისუფალი ხალხის ტელევიზიის?
-
სტუდქალაქში დევნილების გამოსახლების პროცესის ერთ-ერთი ზედამხედველი პირადად თბილისის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ონიანი იყო. სწორედ მან გასცა ადგილზე დევნილების დაკავების ბრძანება. გიორგი ონიანი ყოფილი "კმარელია" და სასჯელაღსრულების სისტემაშიც მუშაობდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაციის განცხადებით კი, დევნილთა საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლება უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის 747 ბრძანების მიხედვით ხორციელდება. საიას წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ბრძანების მიხედვით დევნილების საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება შესაძლებელია, თუ ბრძანებაზე წერილობით თანხმობას გასცემს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. "ეს ზოგადი ბრძანებაა, რომელიც გამოსახლების პროცესებს აზუსტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაზე პროცესის დასაწყებად კი, საჭიროა თანხმობა ლტოლვილთა სამინისტრომაც გასცეს. კონკრეტულად გასცას თუ არა ასეთი თანხმობა სამინისტრომ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ , რომ ასეთი თანხმობა მიცემულია", - განმარტა ნონა ქურდოვანიძემ.
-
ზუსტად ,ზუსტად . არავინ არ გთხოვს ტყავი გამოიცვალო . გააკეთე საქმე და გაუდექი შენს გზას ,მაგრამ ჩვენტან საქმეს არ აკეთებენ და უჭამენ დონორებს გრანტებს ბევრი.
-
გილოცავ ჯონატან
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
lasha_alo replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი მაგრამ ფორმაციის შესვლა ეს ხომ ევოლუციური პროცესია ანუ დამოკიდებულია დროზე -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
lasha_alo replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშინ მოვახდინოთ რევოლუციის დეფინიცირება -
-
ლეიბორისტები შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზას” კორუფციაში ადანაშაულებენ და საქართველოს პროკურატურას მათი საკითხის განხილვას თხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გააკეთა დღეს გამართუმ პრესკონფერენციაზე. ,,ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზის” დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას და მისი მოადგილეების (გიორგი გურგენიძე, თემურ ბულია, დავით ჯინჯორია, ლაშა აბაშიძე, გიორგი გაგნიძე) ხელფასი 15-17 ათას ლარს შეადგენს და მათ პრემიის სახით მიიღეს 200-200 ათასი ლარი, მაშინ, როცა რკინიგზის თანამშრომლების საშუალო ხელფასი მხოლოდ 200-250 ლარია და ისინი საერთოდ არ იღებენ პრემიებს. ეს ფული კი ე.წ. ,,ატკატის” სახით ხელისუფლებაში მიდის. ამის შესახებ, ვინც ხმა ამოიღო ყველა სამსახურიდან დაითხოვეს. დათხოვილია 400 თანამშრომელი. ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფცია ყვავის საქართველოში,” – აცხადებს სოსო შატბერაშვილი მისივე თქმით, ,,საქართველოს რკინიგზა” მიზანმიმართულად მიდის გაკოტრებისკენ, რათა მერე გაიტანონ ლონდონის თუ პეკინის ბირჟაზე და გაასხვისონ. ლეიბორისტები მოითხოვენ ამ საკითხით პროკურატურა დაინტერესდეს და სათანადო ზომები მიიღოს. http://epn.ge/?p=42778 კარგი ლუკმააა ისე რკინიგზა
-
მონიტორინგის ცენტრი ვანის რაიონში მცირე ბიძგების გაგრძელებას ორი კვირის განმავლობაში ვარაუდობს . როგორც "ინტერპრესნიუსს" მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თეა გოდოვაძემ განუცხადა, დღეს ვანში მომხდარი მიწისძვრა იმ სიმძლავრის იყო, რომ მას მცირე ბიძგები, ე.წ. ავთერშოკები, აუცილებლად მოჰყვება. შესაბამისად, მოსალოდნელი ბიძგები მოსახლობაში პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. ამას გარდა, მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციითვე, დღევანდელი მიწისძვრის შემდგ, ვანის რაიონში უკვე დაფიქისრდა სამი ბიძგი. თუმცა მაგნიტუდამ იკლო და 4.1 შეადგინა. დღეს მიწისძვრა 13:17 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ვანის რაიონის სოფელ კუკასრიდთან იყო, სადაც 5,8 მაგნიტუდა დაფიქსირდა. მიწისძვრა მთელ დასავლეთ საქართველოში შეიგრძნეს. მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
lasha_alo replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რევოლუციებისადმი ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია . მზად არა ვარ ამისათვის და არც სურვილი მაქვს ,რადგანაც ვიცი რევოლუციას პაბოჩნი ეფექტები მოყვება . თუმცა არის მომენტები,როცა... -
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1388.snc4/164039_187239424628755_100000280976960_581389_1804494_n.jpg სოლომონ ტერნალის შემოქმედებიდან
-
McLaren შემიძლია დავიფიცო რომ არა ეხება ზოგადად ტენდენციებს ,რაც არ მომწონს , მაგრამ ალბათ უმჯობესია უკვე დაიხუროს ,რადგანაც მართლა სხვანაირად გაიგება მეც გილოცავ
-
ჩემო ძვირფასო და მოსწყენო მობილურო! რაც შენ დაგახარჯე ერთ კარგ მობილს კი ვიყიდიდი. კაპრიზული ხარ ვაჟკაც და არ გივარგა გამძლეობა. მონიტორი რამდენჯერმე დაგემტვრა აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში. ჯიბეში ვდებ , ვერ ამოდიხარ შე შობელძაღლო, რაღაც ნაკლით რომ არ ამოხვიდე. პროგრამული უზრუნველყოფა -ვერ ქაცავ ,მაგრამ ნეტში კარგად დაბოდიალობ . სურათების ხარისხი 3.2 . მოკლედ , ვცვლი თუ ვინმეს გინდათ არაა გაფუჭებული .რაღა გააფუჭებს რაც ხეთქა ამ ოხერმა ფული .არადა ამბობენ ძალიანაც ბანძი არაო.
-
ეს დამოიკიდებულია ტამნაშის განვითარებაზე .საერთოდ დიდი იმპერიის შექმნა უფრო გაძნელებულია .პატარის კულტურული განვითარება მარტივია და საწყის ეტაპზე სესაძლოა ზალიანაც არ იყოს სასურველი გაფართოება . ანუ ტამაში თვითონ გკარნახობს . მე დიდი ხანია არ გამიგრძელებია ,მაგრამ 5 უკეთესია
-
მეგობრებო! საკუთარი ფორუმების ონლიანში 2 კაცის ყურებას არ გიჯობთ მზა ფორუმთან ითანამშრომლოთ? 1)თავიდანვე ვიტყვი საკუთრებაში თანამონაწილეობა გამორიცხულია, მაგრამ შესაძლოა თქვენი განყოფილება ჩვენთან შეიქმნას ან რომელიმე განყოფილების კონტროლი ჩაიბაროთ. მოგება თქვენთვის ? 1)ჯერ ერთი ბანერი ;) 2) თუ ხალხი რეალურად მოგყვებათ შესაძლოა სხვა მომგებიანი წინადადებების განხილვაც. რიავიცი, რიავიცი..... :018: და საერთოდ მოიტათ აქ სხვა საიტების ადმინებო თქვენი იდეები და თანამშრომლობის ვარიანტები. ჩვენ გახსნილი ხალხი ვართ :TAT:
-
Ostap ადევს წესების დარღვევის გამო და თუ წაიკითხავთ, იყო კომპრომისის სურვილი. არაო და დავემშვიდობეთ.ამაზე აღარ ვისაუბრებ. შეუძლია ამ ტიპს შექმნას თავისი ფორუმი .რა პრობლემაა? აქ პას. არა ,პირადი მოტივაციით!!!!!!!!!!!!!!!! ეს თემა არ განიხილება. მოდით გადავიდეთ ,რასაც თემა ეხება . ბგზე მესმის ემოციები,მაგრამ წერტილი დაუსვა თვითონ .
-
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/156891-saqarthvelos-sapatriarqo-tadzrebisa-da-mechethebis-aghdgenasthan-dakavshirebith-mkhareebs-tsinadadebebs-sthavazobs.html 1) ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან კონსულტაციები ნამდვილად უნდა აწარმოოოს და ეს განცხადება მიანიშნებს კომუნიკაციების პრობლემას; 2)არ მომწონს საპატრიარქოს ზედმეტად დიდაქტიკური ტონი. მისი აზრი უნდა იქნეს მოსმენილი , მაგრამ არც მისი მხრიდან თითების ქნევა არ იქნება მიზანშეწონილი. შევაფასოთ, გამოვთქვათ მოსაზრებები. რა ხდება? როგორია თქვენი დამოკიდებულება როგორც უშუალოდ თურქეთთან მოლაპარაკეწბასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეტექსტების მიმართ, რაც წერილში ჩანს.
-
აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანსა და საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, თედო ჯაფარიძეს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა. საგარეო უწყებამ მას არც 2010 წლის შემოდგომით, ბისეკ-თან არსებული შავი ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკური დირექტორობის თანამდებობაზე დაუჭირა მხარი. ოფიციალური მიზეზად ჯაფარიძის სამეცნიერო "ბეგრაუნდის" უქონლობა დასახელდა. ქართულმა მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი კანდიდატურის წარდგენა და ამ თანამდებობაზე დანიაში საქართველოს მოქმედი ელჩი დავით კერესელიძე დაასახელა. თუმცა, ცენტრის დირექტორთა საბჭომ ჯაფარიძეს დაუჭირა მხარი და უფლებამოსილების ვადა 2011 წლის მაისის ბოლომდე გაუგრძელა. "ინტერპრესნიუსი" თედო ჯაფარიძეს საბერძნეთში დაუკავშირდა. _ ბატონო თედო, იცით თუ არა ოფიციალური მიზეზი, რატომ გაგიუქმდათ დიპლომატიური პასპორტი? _ ნამდვილად კარგი იქნება, ვიცოდე, თუ რა მოხდა ან ახლა რა ხდება. ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილებებზე, ნაწილობრივ, ვხვდები რაღაცეებს, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მაქვს. არც ის ვიცი, რა ლოგიკა დევს ამ ყველაფერში. გახსოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ ბისეკის შავის ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, შემდეგ ტელეკომპანია "იმედმა" ჩემზე, ასე ვიტყოდი, ნახევრად პასკვილური სიუჟეტი მოამზადა. მართალია, მთლად "მოდელირებული ქრონიკის" დონემდე არ მისულან, მაგრამ ლამის რუსეთის გავლენის აგენტად გამომიყვანეს, თითქოს მოსკოვში ჩემი კონტაქტების დახმარებით ვცდილობ კარიერის გაკეთებას და ასე შემდეგ. შემდეგ ქალბატონი კალანდაძის განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მე არ მქონდა სათანადო აკადემიური წარსული, ანუ როგორც თავად თქვა, "ბეგრაუნდი". ამ ყველაფერს კი დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც მოჰყვა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ ვიცი მიზეზი. ინფორმაციისთვის, 2007 წელს, როცა ამირჩიეს ამ კვლევით ცენტრში, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინსიტრის გელა ბეჟუაშვილის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე მომცეს დიპლომატიური პასპორტი. ვეუბნებოდი, არ არის საჭირო, ბატონო გელა... მე მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ მცოდნოდა, სად არის საჭირო დიპლომატიური პასპორტი და სად - არა, აქ ნამდვილად არ იყო საჭირო ასეთი დონის პასპორტი, მაგრამ ის დაჟინებით მიმეორებდა: როგორ, ბატონო თედო, ყოფილ ელჩი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ხართ და დოპლომატიური პასპორტი გჭირდებათო. სათანადო ნოტაც კი გამოაგზავნეს... _ როდის გაგიუქმდათ დიპლომატიური პასპორტი? _ ეს ტრაგიკომიკურია. სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის პრობლემები, რაც საქართველოს და პირადად მე მაქვს... გეგონებათ, რომ ამაზე დიდი გასაჭირი არ აქვს ქვეყანას, ვიდრე ჩემი პასპორტის გაუქმება. პასპორტი 31 დეკემბერს გააუქმეს, წინასაახალწლოდ. ამის შესახებ ბისეკის ყველა ქვეყანას შეატყობინეს, ცნობები დააგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ვაითუ, ჯაფარიძე ამ დიპლომატიურ პასპორტს არალეგალურად გამოიყენებსო. ესაა და ეს. ახლა, პირდაპირ რომ გითხრათ, ტექნიკურად არალეგალის სტატუსით ვარ _ არ მაქვს დიპლომატიური პასპორტი, რომელშიც მქონდა ყველა ვიზა, რითაც ვმუშაობდი და დავდიოდი. უნდა ავიღო ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რასაც ცალკე პროცედურა სჭირდება. _ თქვენი უფლებამოსილების ვადა 2011 წლის მაისში იწურება… _ დიახ, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც უკუქმედება არ აქვს და რომელსაც ქართული მხარე საკმაოდ არადიპლომატიურად და მძაფრად შეეწინააღმდეგა, მაისის ბოლომდე ვრჩები თანამდებობაზე, იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება ახალი კანდიდატის დასახელება და შემდეგ მისი არჩევა. თუ ანალიტიკურ უნარს ამაზე დავხარჯავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, ამ ვადის ამოწურვამდე ჩამოვიდე. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომ ჯარაფიძე აქ მაისამდე ვერ გაჩერდეს, ვაწუწუნოთ, ვაწრუწუნოთ და იქნებ, თებერვალშივე გავაგდოთ აქედანო. ეს არის ლოგიკა. _ გქონიათ თუ არა პირადი საუბარი საგარეო უწყების რომელი წარმომადგენელთან პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით? _ როცა გაჩნდა იდეა იმისა, რომ ამ ცენტრში მეორე ვადით ავრჩეულიყავი, პირველი, სადაც დავრეკე, საგარეო უწყება იყო. ქართული მხარე ჩავაყენე საქმის კურსში, რომ შესაძლოა, მუშაობა აქვე გამეგრძელებინა. ამის შემდეგ საქართველოს მხრიდან არავინ შემხმიანებია, არც ნოტებზე, არც მხარდაჭერასა და არც წინააღმდეგობაზე ჩემთვის არავის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ქართულ მხარესთან ურთიერთობა ნოტების მეშვეობით მაქვს. დანარჩენს ვიგებ ან ტელევიზიით და ინფორმაციის სხვა საშუალებით. ხომ შეიძლებოდა ვინმეს დაერეკა და აეხსნა ეს გადაწყვეტილება?! ცხოვრებაში ყველაფერი ხდება: 3 წლის წინ დიპლომატიური პასპორტი ძალით მომაჩეჩეს ხელში, ახლა უკვე ჩამომართვეს და არანაირ მხარდაჭერაზე არ არის საუბარი. ეს დიპლომატიას კი არა, ადამიანურ ნორმებსაც კი სცდება. _ ბატონო თედო, მაისი რამდენიმე თვეში დადგება და თქვენი უფლებამოსილების ვადაც ამოიწურება. ხომ არ გიფიქრიათ, მუშაობის ისევ საბერძნეთში გაგრძელებაზე? _ ალბათ ისევე უმუშევრად მომიწევს დარჩენა, როგორც ვიყავი მანამდე. არა მგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ რაიმე შემომთავაზოს... რაც შეეხება საბერძნეთს _ წარმოუდგენელია, უცხო ქვეყანამ რაიმე დაინტერესება გამოიჩინოს ჩემს მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როცა მხარს საკუთარი სახელმწიფო არ მიჭერს და სიძნელეებს მიქმნის. თუმცა საკმაო გამოცდილება მაქვს და მაისის შემდეგ უფრო გამოჩნდება, რის გაკეთებას შევძლებ. მალხაზ ჭკადუა "ინტერპრესნიუსი" http://www.interpressnews.ge/ge/interviu/156855-thedo-jafaridze-sami-tslis-tsin-diplomatiuri-pasporti-dzalith-momacheches-khelshi-akhla-aralegali-gavkhdi.html
-
Jonathan livingston ჩემი პირადი შეცდომაა, რომ ტროლინგისკენ ორიენტირებულ ადამიანებთან ვცდილობდი საერთო ენა გამომენახა. არ გაამართლა, ეს შეუძლებელია. თუ თვითონ მიხვდებიან ,ეს გასაგებია ,მაგრამ არა სასათბურე პირობების შექმნით. არ იქნება აქ სიტყვაზე გამოჭერა და ბანის გაცემა ,მაგრამ საერთოდ სკაბრეზს უნდა მოვერიდოთ,რადგანაც ელემენტარულად ახლაც კი ,კრიზისის დროს 1000 ადამიანი მაინც კითხულობს ჩვენს პოსტებს. მე ვარ ზომიერი წესების მომხრე ,მაგრამ წესების ხარჯზე ჩემს მეგობრებთანაც აღარანაირ კომპრომისზე აღარ წავალ. მესმის ფორუმს გაუჭირდება რაღაც პერიოდი ,მაგრამ ესაა ინვესტიცია მომავალში. იქითა ფორუმს გამოვიყენებ ,მაგრამ ძირითადი დისლოკაციის ადგილი იქნება ეს . მესმის ,ესეც ცუდად ჩანს და ამ ხარვეზს გამოსწორება უნდა .მაქსიმალურად ვეცდები აქ კი პოსტები და აქტიურობაა საჭირო.სხვას რა მოვუწოდო?! ნამდვილად შეუძლებელია 24 საათი ვპოსტო ,რადგანაც ეს ძალიან ხელოვნური იქნება + ფიზიკურად დრო ჩკა .დავპოსტავ ,როგორც ყველა ... გართობის ან აზრის გამოხატვის დროს (ვგულისხმობ პლანეტას) თუმცა განყოფილების კატალოგის ფორმირებაზე აუცილებლად ვიზრუნებ და ნაკლოვანებების გამოსწორებაც სავალდებულოა.
-
არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე პირი .http://en.wikipedia.org/wiki/Non-governmental_organization
-
მე კი მგონია კიდევ რბილად მოვექეცი აქამდე ,რასაც იმსახურებდა. lasha1997 იმ ეპიზოდის გამო არ გაუხანგრძლივდა ბანი, არამედ რომ არ შეეშვა პროვოკაციებს და უზრდელობას.აღარაფერს ვამობობ ჩემს პიროვნულ თავმოყვარეობაზე .
-
გაწმინდე კომპის ქეში "ვებმასტერო" . იმ ნიკით კი არანაირი პიემი არ გაიგზავნება. ნუ აწუხებ ხალხს.გამოიყენე სხვა ფორუმები და სოციალური ქსელები. აქ კი რაც დაიმსახურე ის მიიღე. არ ვაპირებ ზესიმკაცრეს, მხოლოდ წესებიდან გამომდინარე, მაგრამ წესების პატივისცემა კი ყველამ უნდა დავიწყოთ.ადმინისტრაციამ პირველ რიგში.იმედია ყველა გაგებით შეხვდება.
-
ბაბუაგიორგის დაედო ბანი 6 თვით.არანაირი შერავათი არ იქნება . არავიტარი უფლებების დაცვა .სტარაია ი ტრივიალნაია პესნია