Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs884.ash1/179196_1706891323465_1573506625_1566008_4368072_n.jpg 1987წელი.ეს ადამიანი შემდეგში გაქსუვდება, საიტების ადმინისტრირებას დაიწყებს, დროს დაკარგავს ფორუმებში, პოლიტიკით დაინტერესდება , მეორე მიშას მიმდევრებს აყვება. მოკლედ ერთ პარაზიტ ადამიანს ამ კეთილშობილ ახალგაზრდაში იმედია ამოიცნობთ :TAT:
  2. ეს გვერდი გადაილახოს ,თორემ იმ ძუძუების შეხედვა :018: მომბეზრდა
  3. მე გადავიღე საბურთალოზე ,სადღაც ალმამატერის მიმდებარე ტერიტორია
  4. შეცვლიან ბოლტი კი არაა კაცო?! :დ ასე მარტივი არაა
  5. პროგნოზირებადია აქაური გარემო, საარჩევნო გარემოსავით:დ
  6. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=62696- თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხვალ აშშ-ში მიემგზავრება. როგორც "პირWელს" "თავისუფალი დემოკრატების" პრეს-სამსახურში განუცხადეს, ალასანია სენატორებს ჯონ ლიბერმანს და ჯონ მაკკეინს შეხვდება. გარდა ამისა, ალასანია აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ საუზმეს დაესწრება, რომელსაც ბარაქ ობამა სენატორებთან და კონგრესმენებთან ერთად მართავს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიწვიეს. ვაშინგტონის შემდეგ ირაკლი ალასანია ლონდონს ეწვევა. ჰმ , ყველაზე ლოიალური პრომიშისტული პოლიტიკოსი ღაიდ და დემონსტრაციულად ხვდება ოპოზიციის წარმომადგენელს. მგონი ეს გარკვეული ნიშანია ,რომ დანიის სამეფოში ყველაფერი რიგზე არაა . ჩემი აზრით ძალიან საინტერესო შეხვედრაა ,რომელიც გარკვეულ სიმპტომებზე მიგვანიშნებს.
  7. არ მინდა მოვიტყუილო.... არ იყო ეს შიში... ათი ათასობით ზვიადისტი ტყვიებს პირდაპირ ეგებებოდა,მაგრამ ხელისუფლებამ სააკაშვილის მსგავსი ერთი თეატრი წაითამაშა. ე.წ ზვიადისტები გამიჯნა სხვებისგან , ყველა შეუშვეს პარლამენტში გგვბჰუგჰვფ პარტიებიც კი , ყველა მინუს ამ ფრთის წარმომადგენლები, ხოლო გამსახურდია რადიკალური გარემოცვის ტყვეობაში ჩავარდა , მისი მხარდამჭერები კი თვითონ ცდილობდნენ აბსოლიტურად ყველა მათგან განსხვავებული მტრად გამოეცხადებინათ. არ ვიცი გასაგებად ვწერ თუ არა არაპოპულარულ სათქმელს,მაგრამ ღმერთია მოწამე, რასაც ვფიქრობ იმას ვპოსტავ. მეც ვადანაშაულებ თავს. რა შემეძლო 17 წლის ბიჭს, მაგრამ მაინც ფეხებზე დავიკიდე ზვიადისტები. მწვავეპროტესტი მქონდა, თუმცა მაინც მეორე ბანაკში ვითვლებოდი და ეს პროტესტი მკვეთრი ფორმით არ გამოვხატე,თუნდაც სტუდენტური აქტიურობის კუთხით. არადა დიდუბესთან ვცხოვრობდი. სროლის ხმა და ემოციები მახსოვს. ეს არ იყო შიში, ალბათ სამოქალაქო პოზიციისაგან თავის არიდება + კომპლექსი.."არა, ძმაო , მე არავისტი არა ვარ" სტილში....რაც უარესია. ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები თუ გულგრილობა .
  8. დუმილი..... ზვიადისტები მხოლოდ, სხვა ძალები ხელს იბანდნენ .მათ არ ეკარებოდნენ....მაგრამ ეწყობოდა პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი დიდი მანიფესტაციები , რომლებიც აგრეთვე......
  9. ქუჩისთვის ცნობილი ადამიანების სახელის დარქმევას დიდად არ ვუჭერ მხარს. არ ჯობია ძველი სახელი?
  10. Jonathan livingston თავიდანაა ჯერ დასარეგისტრირებელი
  11. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=30-01-2011%2023:18 ძალიან მომეწონა, ლამაზად დაგმული შოუ იყო. კალათბურთი შემიყვარეს . :nekro: მარტო მე ,თუ თქვენც?!
  12. babuagiorgi ერთია მიკრობლოგინგი (ფეისბუქი); მეორეა ბლოგები (ჩანაწერები) მესამეა ფორუმი . ნებისმიერ ფორუმელს შეუძლია იბლოგეროს(გააკეთოს ჩანაწერები საიტზე) ,თუ არ ექნება სურვილი უბრალოდ დააგნოროს ბლოგი. ესაა ამის აზრი. ინტეგრაციას შევეცდები. შემდეგში შევეჭიდები.ჯერ ვერ ვბედავ . საერთოდ არც ვმალავ რომ პლანეტაზე კიდევ მინდა რაღაცეები მივაბათ და მრავალფეროვანი გახდეს, მაგრამ უმაყუთობა ......ვნახოთ. თქვენს იდეას კი წარმატებას ვუსურვებ. პლანეტის რესურსი უფასოდ შეიძლება ნებისმიერ კარგ საქმეს გამოადგეს (შეძლებისდაგვარად)
  13. ბლოგი ცოტა სხვა რამეა, ვიდრე ფორუმი. სხვა სტრუქტურაა, სხვა კონცეფცია, აბსოლიტურად სხვა პრინციპი ანუ შეგიძლია თემა გამოაქვეყნო ამ პრინციპით,როგორც სტატია , წერილი , ნიუსი. ეს იდეა კარგია. ავტომატურად არ ივარგებს. ბლოგს თავისი მუღამი აქვს . თუ ვინმეს მოუნდება, შეუძლია ეს გააკეთოს ხელით. აქ რასაც ვწერ , მე პირადად არ მინდა იყოს ჩემს ბლოგებზე.
  14. შეუძლია ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს გააკეთოს პოსტი ,რაც გამოქვეყნდება + ქონდეს თავისი კუთხე ...აი როგორც ლაშა ალოს ჩანაწერებია ახლა . აქტიუურებს მივცემთ რედაქტორის სტატუსს ანუ გამოქვეყნებას არ დაჭირდება მოდერაცია.
  15. თუ ვინმეს მოგინდებათ თქვენი ნაწერის, ინფორმაციის და ა.შ დადება პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ თემაზე,ბლოგი თავისუფალია ყველანაირი აზრის ადამიანებისათვის. :TAT: გელით.
  16. babuagiorgi მუშტის აწევას ჭირდება დრო, მომენტი და განგრძობადობის განსაზღვრა. დანარჩენი ლირიკაა,რაზეც იგნორი არ გამიუქმებია
  17. babuagiorgi პატრიოტიზმი ჩემთვის არასოდეს ყოფილა ტრაფარეტული სადღეგრძელო . მიყვარს ეს "დამპალი" ქვეყანა და პატივს ვცემ ამ "ორგულ" ხალხს . ვგიჟდები ჩემ სოფელზე , ვამაყობ ჩემი ოჯახით თუ მეგობრების წრით და თბილისელობაც არ მიმაჩნია გრეხად, მაგრამ გამსახურდიასდროინდელი სტერეოტიპები ცოტა სხვაგვარად მესმის. ბევრი შეცდომა და(ვ)უშვით(საზოგადოებამ მთლიანად) ,რამაც ედუარდის რევანშს ხელი შეუწყო. თუ არ გჯერა , არ ვდარდობ. :018: მეორე სართულზე ვცხოვრობდი და საერთოდ ოთახებიდან არ ვაკვირდებოდი. ვიმეორებ
  18. http://netgazeti.ge/GE/44/opinion/4245/ -იხილეთ ორიგინალი მეოცე საუკუნის ბოლოს არსებულმა მარქსისტულმა რეჟიმებმა პრაქტიკულად კრახი განიცადეს. საბჭოთა იმპერია დაეცა აღმოსავლეთ ევროპის “სოციალისტურ ბლოკთან” ერთად, ჩინეთი კი პრაქტიკულად სახელმწიფო კაპიტალიზმის განსახიერება გახდა, სადაც დიდი მულტი-ნაციონალური კორპორაციები ადგილობრივი მუშახელის ისეთ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, რომ ეს ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანასაც შეშურდებოდა. ეგრეთწოდებული ვაშინგტონის კონსესუსის შემდეგ კაპიტალიზმის კრიტიკა ტაბუირებულ თემად იქცა პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში – უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც ეგრეთწოდებული „თავისუფალი ბაზარი“ დოგმის რანგში ავიდა და ვინც ამის თაობაზე ხმას ამოიღებს, იმწუთსვე „რადიკალის“ ან „მარქსისტის“ იარლიყი მიკერებული აქვს და განსჯა უკვე მის გარეშე გრძელდება. დღევანდელ დღეს უკვე მთელი ახალი თაობა გაიზარდა იმ დოგმის ქვეშ, რომ კაპიტალიზმს ვერაფერს დაუპირისპირებ და რომ ლიბერალური ეკონომიკა ერთადერთი მისაღები ვარიანტია, რომელსაც მისაღები ალტერნატივე არ გააჩნია. სწორედ ამაზე საუბრობს ალან ბადიუ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომში „კომუნისტური ჰიპოთეზი“. ლიბერალური ეკონომიკური მოდელი თავის ძირში შეიცავს დოგმატურ პრინციპს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გარკვეული რესურსების უკმარისობა. ცხადია უკმარისობა სამყაროში ბუნებრივადაც არსებობს – ხშირად დრო ან რესურსები უკმარისია, მაგრამ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების თანახმად უკმარისობა თუ არ არსებობს, მაინც უნდა გამოიგონო, რადგანაც კმარი რესურსების პირობებში ადამიანი არ მუშაობს. ლიბერალურ ეკონომიკას საფუძვლად უდევს ადამიანის ბუნების გარკვეული, საკმაოდ რეაქციული შეხედულება, რომ ადამიანი თავისთავად ზარმაცი არსებაა და ის თუ არ შიმშილობს, არ მუშაობს. ცხადია, მუშაობისათვის ადამიანს გარკვეული სტიმულირება სჭირდება და ამ სტიმულად ისიც გამოდგება რომ არსებობს დროის უკმარისობა ანკი გარკვეული ბუნებრივი კატაკლიზმები. ამ ქვეყნად რომ სრული სამოთხე ვერ იქნება, ეს დიდი ხნის დამტკიცებული ფაქტია. მაგრამ, ის რომ უკვე გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კაცობრიობამ გადალახა საკვების და მედიკამენტების უკმარისობის პრობლემა, აგრეთვე უდაო ფაქტია. დღეისათვის, სწორედ „ბაზრის“ ინტერესების დაცვისათვის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის მთავრობები სრულიად სოციალისტურ „სუფსიდიების“ პოლიტიკას მიმართავენ იმისათვის, რომ საჭმლის ფასი არ დაეცეს. ბოლო წლებში კი უკვე მთლიანად მოხდა საჭმლის კომოდიფიკაციის პროცესი, იმისათვის, რათა საჭმელი სავალუტო ბირჟაზე გაეყიდათ. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა საჭმლის უკმარისობა. გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს Unicef -ის ცნობით სიღატაკისა და შიმშილის მიზეზით დღევანდელ პოსტ-მოდერნულ და ლიბერალურ მსოფლიოში ერთ დღეში 22 ათასი ბავშვი კვდება. ეს ციფრების ენაზე ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკის სამყარო ყოველ 4 წამში ერთ ბავშვს კლავს და ყოველ წელს დაახლოებით 8,1 მილიონი ბავშვი კვდება სიღატაკის მიზეზით. მათ შესახებ კი ჩვენ ინფორმაცია არ მოგვეწოდება. ლიბერალური პრესა უხვად გვაწვდის ინფორმაციას ბრიტნი სპირსზე, მადონაზე, ან თუნდაც ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამაზე, სხვადასხვა „არჩევნებზე“ სხვადასხვა ქვეყანაში – მაგრამ ყოველ წელს 8,1 მილიონი ბავშვის სიკვდილის ფაქტი ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება. WFO -ს ცნობით დღეს მთელს მსოფლიოში 925 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ეს დაახლოებით ყოველი მე-6 ადამიანია. ეს მაშინ, როდესაც უამრავი ფული იხარჯება ფერმერების სუფსიდირებაზე. ხშირად ლიბერალური სისტემის აპოლოგეტი ეკონომისტები ამბობენ რომ არ არსებობს ფინანსური სახსრები, რომლებიც ეყოფა მსოფლიოს ამ უდიდესი კლასობრივი პრობლემის მოგვარებას. რომ ელემენტარულად არ არის ამის სახსრები. თუმცა ვნახოთ, მართლაც არის თუ არა რესურსების უკმარისობა პლანეტაზე ამჟამად. გაეროს განვითარების პროგრამამ ჯერ კიდევ 1998 წელს გააკეთა მოკვლევა სიღატაკისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ მსოფლიოში და მეტად საინტერესო დასკვნებიც გამოაქვეყნა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელშიაც მხოლოდ რეგისტრირებული, ადგილობრივი მთავრობებისაგან მიღებული მონაცემებია შეტანილი: საყოველთაო სიღატაკისა და ჯანდაცვის პრობლემის დასაძლევად საჭირო იყო 13 მილიარდი ამერიკული დოლარი წელიწადში. ქალთა პრევენციული მედიცინისა და ოჯახური დაგეგმვის საკითხების მოგვარებისათვის კი 12 მილიარდი დოლარი. მსოფლიოში ყველა ადამიანისათვის წყლისა და სანიტაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტისათვის 9 მილიარდი ამერიკული დოლარი და საყოველთაო განათლებისათვის კი კიდევ 6 მილიარდი ამერიკული დოლარი. მთლიანად, ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოგვარებისათვის საჭირო იყო 40 მილიარდი დოლარი. საინტერესოა, იყო თუ არა უკმარისი ეს რესურსები? იმავე წელს მხოლოდ კოსმეტიკურმა ბიზნესმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 მილიარდი დოლარის მოგება ნახა ანუ საყოველთაო განათლების რეფორმისთვის საჭირო თანხაზე 2 მილიარდით მეტი. მარტო ევროპაში კი ნაყინის ინდუსტრიამ 11 მილიარდის ბრუნვას მიაღწია. ყველაზე საინტერესო კი ეს სტატისტიკაა: სიგარეტის მოხმარება, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, ანუ 10 მილიარდით მეტს ვიდრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რესურსების უკმარისობის აღმოფხვრას სჭირდებოდა. ალკოჰოლის ბიზნესმა მხოლოდ ევროპაში 105 მილიარდი დოლარი გააკეთა. ადამიანის მკვლელობის კიდევ ერთი საშუალება – ნარკოტიკების ბიზნესი – ამ არალეგალური ბიზნესის შემოსავალმა იმავე წელს 400 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზუსტად 10-ჯერ (!) უფრო დიდი თანხა ვიდრე კაცობრიობის საარსებო მინიმუმია. და ბოლოს, ადამიანების მკვლელობის პირდაპირი საშუალება, იარაღით ვაჭრობა. იმავე წლის ოფიციალური მონაცემებით იარაღის ბიზნესის შემოსავალმა 780 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ დროს. ანუ იარაღის ვაჭრობის დაახლოებით ერთი მეთვრამეტედი კაცობრიობის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას ახდენდა. რამდენჯერ გაჟღერდა ეს მართლაც ტრაგიკული სიტუაცია 1998 წელს მსოფლიო პრესაში? მხოლოდ რამდენჯერმე – ისიც გაკვრით. არადა ეს ციფრები გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის მოპოვებული. სამაგიეროდ, იგივე 1998 წელს ამერიკული და მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო მონიკა ლევინსკის მიერ შესრულებული ორალური სექსის პერიპეტიებით. ამ ფაქტს ასეულ ათასობით პუბლიკაცია მიეძღვნა. დისკურსი მთლიანად გადავიდა ყვითელი პრესის დომეინში, თუმცა ამდენი ბავშვი და უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა შიმშილით. ცხადია, ორთოდოქსული მარქსიზმ-ლენინიზმი და სხვა კლასობრივი თეორიები დახვეწას მოითხოვს. ისიც ცხადია რომ ტრადიციულმა მარქსიზმმა ადამიანის იდენტობის უგულებელყოფა გააკეთა. მან მთლიანად გამოტოვა ეროვნული, რელიგიური, სექსუალური, რასობრივი თუ სხვა კუთვნილების საკითხები. ამან ბუნებრივია გამოიწვია ერთის მხრის ნაციონალისტების და რელიგიური ფუნდამენტალისტების, მეორეს მხრივ ჰომესექსუალების, სხვა უმცირესობების ჯგუფების სამართლიანი უკმაყოფილება. მიშელ ფუკოს არაჩვეულებრივ ნაშრომში „სიგიჟის ისტორია“ კარგად არის განხილული ის დისკრიმინაცია, რომელსაც განმანათლებლური რეციონალობის სახელით ახორციელებდა ბიურგერული საზოგადოება ეგრეთწოდებული „სულიერად ავადმყოფების“ და სხვა სახის ქრონიკულ კონდიციაში მყოფ ადამიანებს. საბჭოთა იმპერიაში კი, ცხადია როგორი იყო მოპყრობა ეგრეთწოდებული „გიჟების“ მიმართ – ყველას ვინც ოფიციალური ხაზისგან განსხვავებულად ფიქრობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკრავდნენ თავს და პრაქტიკულად მის იზოლირებას ახდენდნენ გაურკვეველი პერიოდით, ხშირად მთელი ცხოვრებითაც. ამ მხრივ მთლად განსხვავებული მდგომარეობა არც კაპიტალისტურ ამერიკაში იყო – ამის ძალიან კარგი მაგალითია კენ კიზის არაჩვეულებრივი რომანი „გადაფრენა გუგულის ბუდეზე“. ისევე როგორც ტრადიციულმა ბიურგერულმა ჰუმანიზმმა, მარქსიზმმაც ვერ შეძლო იდენტობის საკითხის დაძლევა და განსხვავებული ადამიანებისთვის თანასწორუფლებიანი სტატუსის მინიჭება. სწორედ ამიტომ მოხდა რომ პოსტ-მოდერნულ პერიოდში მარქსიზმის ძალიან კარგი კრიტიკა გაისმა დელიოზის, გატარის, დერიდას, ფუკოს და სხვების ნაწერებში კარგად აისახა ეს წინააღმდეგობრიობა. ადამიანური განსხვავებულობის მიღება ტრადიციული მარქსიზმისათვის ძნელი აღმონდა და სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა რომ იდენტობის პოლიტიკაზე დაფუძნებულმა ჯგუფებმა – უპირველეს ყოვლისა, ნაციონალისტებმა და რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა, მარცხნიდან გენდერისა და რასიული თეორიებით მომაგრებული ზურგი გაიმაგრეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში კლასობრივ პოლიტიკაზე საუბარი თითქმის სრულიად მარგინალური სფერო იყო და ეს თემა მხოლოდ აკადემიის ჩარჩოებში იყო ჩაკეტილი. მეინსტრიმ მედიაში საქმე ისე წარმოჩინდა, თითქოს აღარც არსებობს სიღატაკის პრობლემა. სიტუაცია ოდნავ შეიცვალა 2008 წლის ფინანსური კრიზისის მერე, რადგანაც ეს კრიზისი თეთრკანიან მოსახლეობასაც შეეხო – იმ ხალხს ვის ხელშიაც არის დისკურსის განსაზღვრის კულტურული ჰეგემონია. სწორედ ამის მერე დაიწყო იდენტობის პოლიტიკიდან საუბრის ნელ-ნელა გადაყვანა კლასობრივ საკითხებზე – თუმცა ამისათვის შესაფერი ტერმინი ჯერ არ მოუფიქრებიათ. ალბათ გრამშის „სუბალტერნი“ ყველაზე გამოსადეგი ტერმინი იქნება ამ მოვლენის აღსაწერად, რომელსაც მარქსისტული „პროლეტარიატი“ უკვე დიდი ხანია ვეღარ ასახავს. დღევანდელი პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ეს მარქსს წარმოედგინა – მარქსი მაინც ყველაფერს ევროპულ ჭრილში უყურებდა. მას კი ვერ წარმოეგდინა ის, რაც ნეო-კოლონიალური პოლიტიკის შემდეგ შეიძლებოდა ამხელა გაჭირვება გაჩენილიყო ეგრეთწოდებულ „მესამე მსოფლიოში“ – მის დროს ხომ ეს მესამე მსოფლიო არ არსებობდა. ჯერ კიდევ ერთი სამყარო იყო. სუბალტერნის გათავისუფლების პროექტი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თუმცა ნელ-ელა ძალას იკრებს. ჩემი აზრით, საქართველოს პრობლემების უმეტესობა სწორედაც რომ სუბალტერნული ხასიათისაა, მიუხედავად იმისა რომ ქართველების არასდროს ვაღიარებთ იმას რომ ოდესმე შეიძლება მესამე მსოფლიოს ვეკუთვნოდეთ. ჩვენთან კლასობრივი საკითხის და სიღატაკის დაძლევის სერიოზული პროგრამა თუ არ შემუშავდა, ვერც ერთი პოლიტიკური დოქტრინა ვერ შეძლებს ქვეყნის ამ საშინელი კრიზისიდან გამოყვანას. უკანასკნელი დაანგარიშებით საქართველოში ხომ უკვე როგორც მინიმუმ 800 ათასი სუბალტერნის წევრია. მათი რიცხვი საუბედუროდ არ იკლებს – პირიქით იმატებს. ამიტომაც, კლასობრივი საკითხი – რაღა თქმა უნდა უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციით – უნდა ხელახლა შემოვიდეს ქართულ ლექსიკონსა და დისკურსში – ოღონდ საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით იმისათვის რომ ნამდვილად გადაჭრას ეს პრობლემა.
  19. "დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!" ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ეს ამბავი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას მრავალ სიურპრიზს უმზადებს. - ახალ წელს საშინაო ფორმაში, ხალათსა და ჩუსტებში შევხვდი. რატომღაც ძალიან მომენატრა ოჯახური სიტუაცია და "ჩუსტიკებით" ფრატუნი. მივხვდი, ბოლო ხანს სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება შვილებისთვის და ოჯახისთვის. ამიტომაც უქმე დღეები მათ დავუთმე. არ გეგონოთ, რომ მთელი დღე გაზქურასთან ვიდექი. საახალწლო კერძები, როგორც ყოველთვის, დედაჩემმა მოამზადა. მე კი შვილებთან ერთად ვერთობოდი და ვცდილობდით, ჩვენი სიმყუდროვე არავის დაერღვია. სხვათა შორის, ასტროლოგიური რჩევაც გავითვალისწინე და ახალი წლის ღამეს, პირველის წუთებზე ჩვენი ფისო შინ მეკვლედ შემოვუშვით. შარშან თბილისის ზღვაზე შევხვდი ახალ წელს. გრანდიოზული საახალწლო პროექტი მოვამზადე. წელს, პირველ იანვარს, რეალური შოუ "კოდის" ფინალი იყო და ახალი წლის ღონისძიებისთვის ვეღარ მოვიცალე. - "კოდში" გაიმარჯვეთ კიდეც... - დიახ და 20 ათასი ლარიც მოვიგე. 20 ათასი ლარი მოიგო ჩემმა მეწყვილე ნიკა ჩაჩიბაიამ (ექიმი-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ნ.მ.). მე და ნიკა გუნდური პრინციპებით ვმოქმედებდით, დავალებების შესრულებისას ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს ვიყენებდით და ამიტომაც გავიმარჯვეთ. - რისთვის უნდა დახარჯოთ ეს თანხა? - დიდი ხანია მინდოდა ც კლასის "მერსედესი", ამიტომ მოგებულს ცოტა კიდევ დავამატე და ვიყიდე. ახლა შავი ფერის ახალი "მერსედესი" მყავს. - აჭარის მაღალმთიან რაიონში, საკმაოდ ველურ პირობებში მოგიწიათ თვეზე მეტის გატარებამ. არ გაგიჭირდათ? - თბილისში გაცილებით ველურ პირობებში მიწევს ცხოვრება! ის პირობები, როგორშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს, გაცილებით ველური და აუტანელია, ვიდრე მაღალმთიან აჭარაში მწვანე მინდორზე სირბილი და მინიშნებების მოძიება. საკმაოდ სპორტული ვარ და არაფერი გამჭირვებია, რასაც ახალბედა მონაწილეებზე ვერ ვიტყვი. ეს ერთი თვე კარგად დავისვენე. საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში მიმერბინა და რაღაც მეპოვა. ჩვეულებრივ ყოფაში კი გადარჩენაზე ვფიქრობ. - თქვენზე ამბობენ, რომ "კოდის" ჩაწერის პერიოდში სექსუალური კავშირი გქონდათ ამავე პროექტის მონაწილე მსახიობ გია ცინაძესთან. - ეს მორიგი ჭორია, ასეთებს მიჩვეული ვარ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მახარებს კიდეც. ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას "დავეკარგე" და რაღაც ხომ უნდა ეთქვათ? გამოდის, რომ საზოგადოებას ისე ვუყვარვარ, ერთი თვეც ვერ აიტანეს უჩემობა. მე, როგორც პიარტექნოლოგმა, ვიცი, რომ რაც იწერება, ნეკროლოგის გარდა, ყველაფერი კარგია. - ყველა ჭორში ურევია სიმართლის მარცვალი. თქვენ და გიას ფლირტიც არ გქონიათ? - გია ჩემი მეგობარია და პირობა დავდეთ, ვინც პირველი დაოჯახდება, მეორე მისი მეჯვარე იქნება. უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამგვარი რამ ნიკა ჩაჩიბაიაზე ეთქვათ, რადგან ერთად გვიწევდა ღამის გატარება. რას იზამ, ხალხმა პოპულარულ ადამიანთან დამაკავშირა, რადგან ჭორი გაცილებით საინტერესო გამოვიდოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობდი, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. ნუკი კოშკელიშვილზე ვამბობ, ჩემი შვილია-მეთქი, რადგან დიდ მსგავსებას ვხედავ მის და ჩემს ხასიათში. - "კოდის" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სასტუმროს ნომერში პირსახოცშემოხვეული რომ სვამდით შამპანურს, შიშველი მკერდი გამოგიჩნდათ, რამაც საზოგადოება გააღიზიანა... - ეს ინსცენირება იყო, სინამდვილეში მკერდი არ გამომჩენია. როგორც პიარტექნოლოგი, გეტყვით, რომ მე და გია ცინაძემ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რა დაამახსოვრდებოდა ხალხს ამ პროექტიდან. ჰოდა, დავდგით შოუ, რათა საზოგადოება გაგვერთო. როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობ, მსახიობობაც უნდა შეძლო. გამოგვივიდა კიდეც, რადგან "კოდის" ეს სერია, სადაც "შიშველი" ვიყავი, ყველაზე რეიტინგული იყო. რომ არა ეს ეპიზოდი, "კოდი" მაყურებელს დიდხანს არ დაამახსოვრდებოდა. საზოგადოებაზე ყოველთვის უნდა მოახდინო გავლენა. საზოგადოება მხოლოდ ცუდს იმახსოვრებს, სალაპარაკო რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, ჩემი წიგნი იმიტომ გაიყიდა დიდი ტირაჟით, რომ სურდათ, ეროტიკული სცენები და ათასი სიბინძურე ამოეკითხათ. საბოლოოდ სახტად დარჩნენ, რადგან მსგავსი ვერაფერი ნახეს. დიდი მადლობა საზოგადოებას, ზუსტად ისე რომ აღიქვეს და გაიგეს ჩემი წიგნი, როგორც გადმოვეცი! სკანდალური სათაური და პიარი დადებითად მოქმედებს, ჩემო კარგებო! სააკაშვილს წელზემოთ შიშველს რომ არ ეთქვა, ბათუმში გაცილებით თბილი და კარგი კლიმატია, ვიდრე მონტე-კარლოშიო, არავინ მიაქცევდა მის სიტყვებს ყურადღებას. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ვიქნები ისეთ ფორმაში, როგორშიც ახლა ვარ და საზოგადოებას ვანერვიულებ, მხოლოდ ასე შეიძლება ამ ხალხის გამოფხიზლება. თუმცა ქართველ საზოგადოებას ვურჩევ, რასაც ხედავს, იმას პირდაპირ ნუ აღიქვამს, უმჯობესია, ქვეტექსტებს ჩაუღრმავდნენ. - ისიც ფაქტია, რომ ქართველ საზოგადოებას უჭირს უზნეობასთან შეგუება, სიშიშვლის, სექსის მოურიდებლად ჩვენება... - ეს საზოგადოების პრობლემაა. დიახ, 40 წლის ვარ! დიახ, კარგ ფორმაში ვარ! დიახ, კვლავ ვანერვიულებ საზოგადოებას, კიდევ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ, პატივისცემით - ლალი მოროშკინა. - ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, ლალი მოროშკინასავით ვერ ჩავიცვამო. - თიკო ჩემს ხელშია გაზრდილი და ძალიან მიყვარს. ესეც პიარის ელემენტია და თიკოსთვის ყველაფერი შეიძლება. ასეთ "კომპლიმენტს" უცხო ადამიანისგანაც მივიღებ, თუმცა ჩაცმულობასა და სტილზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს და გემოვნებაზე არ დაობენ. რას ფიქრობთ ამ ქალბატონზე ? :018: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/31408-qdiakh-kvlav-davtser-skandalur-tsigns-da-thqvens-kharjze-gavmdidrdebi-dzvirfaso-sazogadoebavq.html
  20. შემიძლია ვთქვა ,რომ ნაწუილობრივ კი. მშვენიერი მეხსიერება მაქვს + საკმაოდ ბევრი ვნახე საკუთარი თვალებით
  21. არაფერი ისედაც არ მოხდება ჯერ და თუ მოხდება ჩემი დადებული სურათები ამას ვერ უშველის. ფიქრებში წავედი და ამ პოსტშივე გავაგრძელებ..... შევეხები ერთ თემას. რა იყო საერთო გამსახურდიას, სიგუას და შევარდნაძის დროს?! ელიტები რას ვგულისხმობ? გამსახურდიას პერიოდში ხელისუფლებაში მოვიდა ელიტა, რომელიც თავისი მენტალიტეტით არ იყო ჩვეულობრივი ადამიანის ტიპისგან დაკომპლექტებული . კლასიკური "ეროვნული": უმრავლესობა პატიოსანი, მაგრამ აფექტურები, მუშტაღმართული , გადაჭარბებული დოზით პატრიოტები, ზედმეტად დაკომპლექსებულები , კონფლიქტებისკენ ორიენტირებულები, პროფესიონალიზმისაგან ძალიან შორს მდგარნი... მათ შეუერთდნენ მედროვეები ..... რათქმაუნდა მათაც დროზე მოუშვეს წვერი, სამფერიანი დროშა გაიკეთეს , მიტინგებზე მუშტის სათანადოდ აღმართვა ისწავლეს და ასეთი გახდა კლასიკური მმართველობა იმ პერიოდში ...... პუტჩის შემდეგ არაჩვეულობრივი ელიტა მოვიდა ....უმრავლესობა ყოფილი ყაჩაღი, ბესპრიდელი , дно общества . იყვნენ შედარებით ნორმალური ადამიანები, ვინც ისე მაინც ყაჩაღობდა , ხალხს არ ერჩოდა ან შეთანხმების ფასი იცოდა. სვირში და ზოგიერთ ტერიტორიაზე კი საძმოები შეიქმნა, იტირებდი. მათაც შეერწმნენ მედროვეები.. ედიკას ორდენოსან ელიტას ეს მოიერიშეები ესაჭიროებოდა, მაგრამ დადგა მომენტი და დაიწყეს მათი მოქისტვა . ნაწილი "გათიშე და იბატონეს" სცენარით ჩაიხოცა, ნაწილი პირდაპირ ღორობას ემსხვერპლა, უფრო მცირე ნაწილი აფხაზეთში დარჩა...... მოკლედ ნომენკლატურულმა ოლიგარქიამ ზედმეტი "ნაგავი" მოიშორა.....და მიწაში ჩააწვინა . 1995 წლიდან რევანშისტული ელიტა დაგვიბრუნდა ანუ ის ხალხი , ვინც თავის დროზე ზვიადის წვერებიანმა "სასტავმა" შეცვალა. ეს იყო და არის მორალურად დეგრადირებული, აბსოლიტურად უსახო ფენა ორდენოსანი მწერლების თუ ყოფილი პარტმუშაკების შემადგენლობით. ამაზრზენია მაგათი მორდები , რადგანაც თითქოს ჩვეულობრივი ხალხია , მაგრამ მენტალიტეტი აქვთ უბოროტესი....მათი მართველობა იყო კლასიკური კლეპტოკრატია. იერარქიულ მექრთამეობაზე აგებული კორუფციული პირამიდა. არაფერს დაგიშავებდნენ ,თუ ქრთამს მისცემდი, გვერდითაც დაგიყენებდნენ , თუ შეძლებდი და რამდენიმე მათ კლანს შორის ერთერთს კრიშად აირჩევდი. აი რეფორმატორებმა ეს შეძლეს ესაა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ჯგუფში გამოპარაზიტებული ტიპები-თავიდანვე მსუნაგები, ამორალურნი, კოლექტიური სააკაშვილები რა ვიცოდი, ამათი ელიტამ რომ გაიმარჯვა შიდა ომში , რაც მოხდებოდა... ჰოდა მე ერთი მინდა ...განა რამე ისეთი?! საქართველოში როდესღაც მოვიდნენ სათავეში ნორმალური ადამიანები. არც ყბაჩამოგდებულები,არც წვერგაუპარსავები, არც ყაჩაღები,არც ნარცისისტები......დააკვირდით ,ჯერ ასეთები საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილან. და კიდევ ...არ გვინდა ტუნისი . მერე ქართველებმა "მუხრუჭი" არ ვიცით.....ეს რეჟიმი რთული ჩამოსაცილებელი კი იქნება,მაგრამ ალბათ რაღაც მომენტს უნდა დავუცადოთ , როცა გადამწყვეტი წამი დადგება. აუცილებლად ეს მოხდება. უსამართლობა არავის შერჩენია....
×
×
  • შექმენი...