-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
დღეს სოლიდარობის საპროტესო აქციაა გმირთა მოედანზე
lasha_alo replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შენი ავათარი ბოდიშს იხდის რომ გადაუდებელი საქმეების გამო ვერ მოახერხა -
კარგი იყო ))))))))
-
http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=182:2011-01-23-18-26-24&catid=53:2010-11-04-11-42-05&Itemid=112 საქართველოს პრეზიდენტი რომ საკუთარი ქვეყნის და თავის ე. წ. გაპიარებაზე დღენიადაგ ზრუნავს, საყოველთაოდ ცნობილია. არანაკლებ ცნობილია ამ საქმეში მისი ხელგაშლილობაც - გრანდიოზული (უყვარს ეს სიტყვა) შოუებისთვის ფული არ ენანება. შემოაკლდება რამე და დასაჭერი და საპროცესოდ გასარიგებელი კიდევ ბევრია... მოკლედ ფული არაა პრობლემა. კრეატივის დეფიციტია ქვეყანაში, ორიგინალური იდეების სიმწირე, შემოქმედებითი მიდგომის ნაკლებობა. ჰოდა გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო ამ საქმეში. ბოლო-ბოლო ხომ არ შეიძლება ყველაფერი აკრიტიკო ჩასაფრებული ინტრიგანივით? მაგალითად, ერთი კარგი ჰოლივუდის ბლოკბასტერი გარანტირებული კომერციული წარმატებით ხომ იქნებოდა ახლა მისწრება? ერთბაშად ასეულ მილიონობით მაყურებელზე გასვლა და ა. შ. ასეთი ფილმი კია უკვე დაკვეთილი და გადაღებული, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ენდი გარსია, ჰარლინი და მთელი ეს ამბავი ჩავარდება. ჩავარდება იმიტომ, რომ იმთავითვე არასწორი მიდგომა იყო. თემა იქნა არასწორად არჩეული. ომზე კარგი ფილმები, როგორც იტყვიან, „ვედრა მანეთადაა“ და რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ჰოლივუდის მაყურებელი გადარიო? კარგი პიარისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული წარმატება. მთავარია მოგება, ანუ ფილმი უნდა ნახოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა. ამიტომ უნდა შეარჩიო ისეთი თემა, სადაც დიდი ლიტერატურული ტალანტის გამოვლენა არ დაგჭირდება და მომგებიანი კი იქნება. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ კონკრეტულ პროექტს, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას მსოფლიო არენაზე სერიოზულად გასტყორცნის და გააჯირითებს. თავად განსაჯეთ. არმაგედონი დღეს. პროექტის აღწერა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰოლივუდისთვის ყველაზე მომგებიანი თემაა უცხოპლანეტელების შემოსევა. ამ თემაზე იმდენი კომერციულად მომგებიანი სისულელეა გადაღებული, რომ უარესის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე - უკეთესის. ხალხი მაინც ნახავს... ფილმის სათაური უნდა იყოს “არმაგედონი დღეს”, „ჩვენი დღეების არმაგედონი“ თუ „თანამედროვე არმაგედონი“ , არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა. მთავარია ინგლისურად კარგად ჟღერს “Armageddon now“ - თან კოპოლას ალუზიაა, თან მაიქლ ბეის ბლოკბასტერის. ალუზიები კი მოდაშია. გარდა ამისა, მაინც და მაინც თავი რომ არ მოვიკლათ ორიგინალური სიუჟეტის გამოგონებით, ჯობია საბაზო სიუჟეტად ავიღოთ ტიმ ბარტონის ცნობილი ფილმი „მარსი უტევს“ და დავარქვათ რიმეიკი. რიმეიკებიც მოდაშია ამ ბოლო დროს. ახლა ორიოდ სიტყვით თავად ფილმზე. დედამიწას მოულოდნელად შემოესევიან საზარელი უცხოპლანეტელები, მაღალტექნოლოგიური მურტალი როჟები - ჰოლივუდში მათი დახატვა არ გაუჭირდებათ. ჰოდა დადიან ეს როჟები სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ხოცავენ ყველას განურჩევლად. კაცობრიობა უძლურია. არანაირი იარაღი არ ჭრის. ხალხი პანიკაშია და იმალება. ვიღაც თავგანწირული ტიპები წინააღმდეგობის მოძრაობას აყალიბებენ, თუმცა, არაფერი გამოსდით. ამერიკის პრეზიდენტი (ცხადია ზანგი, დენზელ ვაშინგტონი ან ვინმე ეგეთი) ბუნკერშია ჩაკეტილი, ჩალიჩობს რაღაცას, მაგრამ ნელ-ნელა მასაც უიმედობა იპყრობს. ამ დროს შორეულ საქართველოში, პატარა ქალაქ ბათუმში, 12 წლის სკოლის მოსწავლე ( დევნილთა ოჯახიდან, მამა პოლიციელი ჰყავს და თვითონაც პოლიციელობაზე ოცნებობს), ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის პრეზიდენტის მიერ ლეპტოპით დაჯილდოებული (ეს მომენტი ფილმში ფლეშბეკად უნდა იყოს, როგორც ბედნიერი წარსულის გახსენება), გატეხავს უცხოპლანეტელების მთავარ სერვერს და გაშიფრავს საიდუმლო ინფორმაციას. ამ ინფოს მიხედვით, თავის დროზე კოსმოსში კაფსულა რომ გაუშვეს, სადაც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, ამ საზიზღარ უცხოპლანეტელებს დაუჭერიათ და თავისთან შეუნახავთ ცხრაკლიტულის მსგავს სეიფში. ირკვევა, რომ სწორედ ამ კაფსულის მეშვეობით მიუგნიათ დედამიწისთვის. მაგრამ ისმის კითხვა: რატომაა ეს კაფსულა ასე საგულდაგულოდ გადამალული? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მასში გარდა ინფორმაციისა, რაღაც საფრთხის შემცველიცაა უცხოპლანეტელებისთვის და ეს საფრთხე აღმოჩნდება სწორედ ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო.” თურმე პირველი უცხოპლანეტელი, ვინც სიმღერა მოისმინა, ისეთ ტრანსში ჩავარდნილა, დღემდე ვერ გამოუფხიზლებიათ თავიანთი სუპერჰაიტეკ ტექნოლოგიით. ახლა, ამას როგორ გაარკვევენ, მე არ მკითხოთ! ცოტა ჰოლივუდის სცენარისტებმაც გაანძრიონ ტვინი და მოიფიქრონ რამე.... ეს ამბავი ეცნობება ამერიკის პრეზიდენტს და იწყება დედამიწის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი ქართულ-ამერიკული ძალისხმევით. შიგადაშიგ ინგლისელებიც იჩითებიან და ბურები. მართალია, რუსეთის ბოროტი პრემიერი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ლამის უცხოპლანეტელებს შეეკრას “после меня хоть потоп” პრინციპით, მაგრამ ქართველი სპეცკურიერი ენვერი ამერიკელების და კარგი რუსების დახმარებით ბოლო მომენტში ასწრებენ იმ ნაღმის გაუვნებელყოფას , რომელიც იმ თვითმფრინავშია, ვუნდერკინდი ბავშვი რომ ამერიკაში გადაჰყავთ. განაღმვის ოპერაციაც ტარდება, რა თქმა უნდა, სტანდარტული ჰოლივუდური პროცედურით, როცა ბოლო წამებში კეთდება არჩევანი წითელი კაბელი გადაიჭრას თუ ლურჯი. არ დამავიწყდეს: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ვითომ სასხვათაშორისოდ იყოს ჩართული ასეთი ფრაზები: “ საიდან იცის ამ ბავშვმა ასეთი კარგი ინგლისური?“ „მაგ ქვეყანაში ყველა პირველკლასელს მართლა საკუთარი ნეტბუქი აქვს?“, “ეგ რომელი ჯორჯიაა, მსოფლიო ბანკი რომ პირველ რეფორმატორად ასახელებდა?” და ა. შ. დეტალებია ეს, მაგრამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით ძალიან ფასეული. პირდაპირ არაცნობიერში ურტყამს... მოკლედ, როცა გაირკვევა, რომ “ჩაკრულოს” მოსმენა უცხოპლანეტელებს მომენტალურად თიშავს, იწყება მზადება გრანდიოზული კონტრშეტევისთვის. მანამდე უცხოპლანეტელების დასაბნევად ამერიკის პრეზიდენტი მათ მესიჯს უგზავნის და ამცნობს, რომ ადამიანები თავისი ნებით ჩაბარდებიან უფრო ძლიერ რასას - შეიკრიბებიან სხვადასხვა ადგილას, წარმოთქვამენ გამოსამშვიდობებელ სპიჩებს და დაელოდებიან განაჩენს, რისთვისაც ორ დღეს ითხოვს. უცხოპლანეტელები თანხმდებიან. ამასობაში კი მთელი დედამიწა ემზადება “ჩაკრულოს” სამღერად. კაცობრიობის გადარჩენის შტაბი კი (ასევე უცხოპლანეტელების დასაბნევად) ბათუმში ფუძნდება, ვუნდერკინდი ბიჭუნას მშობლიურ გარემოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი და ალბათ ყველაზე ძვირადღირებულიც. დინამიურად და კალეიდოსკოპიურად უნდა იქნას ნაჩვებები, თუ როგორ ემზადება მთელი მსოფლიო: პარიზი, რომი, ლონდონი, ნიუ-იორკი, შანხაი, ტოკიო, რიო-დე ჟანეირო, სიდნეი, იერუსალიმი, ქაირო, თავრიზი, მუმბაი, კეიპტაუნი, სინგაპური... ცხადია, ეს ყველაფერი ხდება შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების უშუალო მონაწილეობით, ხოლო მზადების მთელ ეპიზოდს მუსიკალურ ფონად გასდევს “მგზავრების” სიმღერა პოლიციის ჰიმნიდან: “ჩვენ რომ ეეეერთად ვართ, ძლიერები ვართ! “. და ბოლოს ფილმის კულმინაცია. კონცერტი ბათუმში. პიაცაზე დიდძალი ხალხი იკრიბება. მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი, ის ვერ შეაჩერებს იმ აღმშენებლობის პროცესს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ მათ შემოსევამდე დავიწყეთ, რომ იმ რეფორმებს, რომელიც გატარდა, უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩვენ ვიყავით პირველები და ახლა ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით და გვერდში დგომით კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ პირველობის მაგალითი მთელ მსოფლიოს...(ასეთი სპიჩი რომ კარგად ჟღერდეს, პრეზიდენტის როლს უნდა ასრულებდეს ვინმე სერიოზული მეგავარსკვლავი, ვთქვათ ჯონი დეპი). და იწყება სიმღერა. მართალია, “ჩაკრულოს” საერთოდ კაცები მღერიან ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გენდერული ხარკისა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორისა გამო, პირველ ნოტებს იღებს სოფო ნიჟარაძე,( რომელსაც, ჩემი აზრით, ვუნდერკინდი ბავშვის დედის როლიც დაამშვენებდა), მას აჰყვებიან გიორგი უშიკიშვილი, ნიაზ დიასამიძე, ლექსენი, გიო ხუციშვილი, ნინო სურგულაძე, ბუბა კიკაბიძე, დუტა სხირტლაძე, ქსოვრელები და გოკა გაბაშვილი... იმავდროულად იწყება პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მღერიან ბოჩელი, კარერასი, დომინგო, ათანელი, დე ბურგი, მადონა, შაკირა, იგლესიასი, ტიმბერლეიკი, რუსლანა, ბუენა ვისტას მოხუცები და სხვა ვარსკვლა ვები. მთელი მსოფლიო “ჩაკრულოს“ მღერის!“ წარმოიდგინეთ ნიუ-იორკიდან ჩართვა, ემინემი, ლილ უეინი, ჯეი ზი და სასტავი რომ “ ხმალო ხევსურეთს ნაჭედო“-ს გარეპავენ! როგორია, ჰა? მოკლედ ჰქუხს “ჩაკრულო.” ტრანსში ჩავარდნილი უცხოპლანეტელი როჟები პანტაპუნტით ცვივიან მიწაზე. კაცობრობა ხელოვნებამ იხსნა. არმაგედონი შედგა. ბოროტსა სძლია კეთილმან და ა. შ.. ყველა ბედნიერია. ერთადერთი რუსეთის ბოღმა პრემიერი ზის კრემლში და სკდება გულზე, წითელი მოედნიდან “ჩაკრულოს” მღერა რომ მოესმის, როგორც მისი ძალაუფლების რექვიემი... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთი ფილმი იქნებოდა დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი რეკლამა. აი ესაა პიარი! რა ენდი გარსია და რის აგვისტოს ომი?.. ანახეთ ეს ფილმი მსოფლიოს და ომიც აღარავის გაახსენდება. ბოლოთქმა ისე, ახლა დავფიქრდი: ამ გლახაობის მაგივრად ეს ყველაფერი რომ სრულიად სერიოზულად დამეწერა და ვინმე ხელისუფლების მომხრე ხელოვანის სახელით მიმეტანა ავლაბრის რეზიდენციამდე, ხომ ძალიან დიდი შანსი იქნებოდა იმისა, რომ მართლა დაეწყო ჩვენს პრეზიდენტს ჰოლივუდთან მოლაპარაკება მთელი თავისი ლობისტური სიმძლავრეების გამოყენებით? არ მითხრათ ახლა არ მოეწონებოდაო... ეჰ, არ გამოვა რა ჩემგან ბიზნესმენი...
-
http://www.openspace.ru/news/details/20081/ არა რა ნებისმიერი სახიოს ტერორიზმის დედაც ჯეკ.
-
;)
-
ერთი ინფორმაცია მაინც გავრცელდეს ცოტა რომ ხასიათი გამოკეთდეს რა უნდა 24 წლის გოგოს დირექტორად? არ უნდა ამას ექსპერტობა?! პედაგოგი ექიმივით პროფესიაა. ხანგრძლივი წვრთნა უნდა. ახლა მე რომ დავბრუნდე ამ განხრით რაიმე სამუშაოზე, უცებ გამიჭირდება და ამ ღლაპს კი მოკლედ რა ქვეყანა კი არა ....
-
ეს იქით და "ქართული კვალი"ს ძიება მაშინებს მე
-
ვეტერანების საკითხთან დაკავშირებით იურისტების დასკვნა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ (მოს. თეა თადაშვილი), 2010 წლის 4 იანვარს ვეტერანთა საქმეზე გამოტანილი დადგენილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ 1. ვეტერანთა აქცია და საქართველოს კანონმდებლობა 2010 წლის დასასრულს საქართველოში ვეტერანთა პროტესტი გამოიწვია მათთვის საპენსიო, სამედიცინო და სხვა სოციალური შეღავათების გაუქმებამ, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მათთვის. ვეტერანთა აზრით, უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მათი მდგომარეობა პრაქტიკულად გაუტოლდა სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. 2010 წლის დეკემბერში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ 1997 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით (ნო 763) დადგენილი პირობების დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-იან და 2008 წლებში მებრძოლმა ომის ვეტერანებმა თბილისის მერიას აცნობეს მათი და მათი მხარდამჭერების საპროტესტო პერმანენტული აქციის ორგანიზების, მისი ადგილის, ფორმისა და ხანგრძლივობის შესახებ (ნო 12-145828-1 წერილი). შესაბამისად, ზემოხსენებულ წერილში მითითებული პირობების დაცვით, 2010 წლის 27 დეკემბერს, თბილისში, გმირთა მოედნის ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან დაიწყო 30-მდე ვეტერანის აქცია, რომლებიც 50 000-მდე ვეტერანის ინტერესებს გამოხატავდნენ. ის ვეტერანები, რომლებიც შიმშილობდნენ (13 კაცი), მემორიალურ დაფასთან ჩამწკრივებულნი ისხდნენ ძირს დაგებულ ლეიბებზე. მიუხედავად იმისა, რომ აქცია ღამითაც მიმდინარეობდა, მოცემულ ადგილას საცხოვრებელი კარვის ან მსგავსი დროებითი ნაგებობის არსებობა არ დასტურდება. დადასტურებულია მხოლოდ ორი მცირე ზომის, ორადგილიანი ქარხნული წარმოების კარვის არსებობა, რომლებიც იდგა ოდნავ მოშორებით და მათში ინახებოდა მოშიმშილეთა ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. ეს კარვები არც ტრანსპორტის და არც ქვეითად მოსიარულეების მოძრაობას ხელს არ უშლიდა. თბილისში, ამ დროს, ჰაერის ტემპერატურა მერყეობდა 8-15 ჩ° შორის. შევნიშნავთ, რომ მოქმედი კანონი არ აწესებს ვეტერანებისათვის რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვას შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას, არ კრძალავს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობას მემორიალთან და არ კრძალავს კარვის განთავსებას აქციის ადგილზე, თუკი ეს ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლის. რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ მემორიალური დაფის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს გმირთა მოედნის (მთლიანი ფართობია დაახ. 3 ჰა) მცირედ ნაწილს, რომელიც გზის სავალი ნაწილისგან გამოყოფილია გაზონითა და ხეებით და არ არის განკუთვნილი ტრანსპორტის მოძრაობისათვის. ეს ადგილი აგრეთვე გამოყოფილია ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარისგან. სხვადასხვა მედია საშუალებებით სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, რომ აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, არ იწვევდა ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას ან მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას. გადაჭარბებული ხმაურის ან ანტისანიტარიის შესახებ თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. აქციის მიმდინარეობის კვალდაკვალ, ვეტერანებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი აქციას 6 იანვრიდან შეწყვეტდნენ. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს და არც რომელიმე სხვა კომპეტენტურ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია, ადასტურებს, რომ ვეტერანთა აქცია პირველი დღიდანვე იყო კანონიერი და მიმდინარეობდა საქართველოს კანონის დაცვით. 2. აქციის დაშლა 2010 წლის 3 იანვარს 15 საათისათვის, დაუდგენელი ოფიციალური პირის მიერ დაუდგენელი საფუძვლებით გაცემული ბრძანების თანახმად, აქციის ადგილზე მივიდნენ ჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით კი - სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, დაუდგენელი უწყების წარმომადგენელი პირები. საქმის მასალებთან ერთად ჩვენს წინაშე წარმოდგენილია ვიდეომასალა (ტელეკომპანია კავკასია და მედია-კავშირი ობიექტივი), რომელიც არ წარმოადგენს რაიმე ტიპის ჟურნალისტურ სიუჟეტს და ასახავს პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების კადრებს უკომენტაროდ. ამ ვიზუალური მასალის მიხედვით, მოცემულ მომენტში არ დასტურდება აქციის ადგილზე რაიმე ტიპის დროებითი ნაგებობის არსებობა, ხოლო ზემოხსენებული კარვებიც აღებული ჩანს. ვეტერანთა განცხადებით, ეს კარავი დაშლილ იქნა პოლიციის პირველი მოთხოვნისთანავე, რომლებიც თვლიდნენ რომ “კარვები ცუდად ჩანდა გზიდან” და ინსპექტორებთან მოხერხდა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა ლეიბების აღებასთან დაკავშირებითაც. იგივე ვიდეო მასალით დასტურდება პოლიციელთა მიერ აქციის შეწყვეტის მოთხოვნაც გაურკვეველი მოტივით და ისმინება ვეტერანებთან მათი ხმამაღალი დიალოგი ამგვარი მოთხოვნის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. ვეტერანთა მხრიდან უცენზურო გამონათქვამები, ძალადობრივი ან აგრესიული ქმედებები ამ მასალებით არ დასტურდება. ჩანს, რომ, საბოლოოდ, ვეტერანები იღებენ გადაწყვეტილებას აქციის შეწყვეტის შესახებ, რასაც გარკვეულ წილად ადგილზე მისული თადარიგის გენერლის - გიორგი ყარყარაშვილის რჩევაც განაპირობებს. ვიდეოკადრებით აგრეთვე დასტურდება ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელის ყოფნა, მათი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დგომა და ფიზიკური შეხება ვეტერანებთან მათი აქციის ადგილიდან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გადმოყვანის მიზნით. პოლიციელთა და განსაკუთრებით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ოფიციალურ პირთა სპორადულად აგრესიული მიდგომა ვეტერანებისადმი კულმინაციას აღწევს, როდესაც ერთ-ერთი უფორმო სამართალდამცავი მუშტით ძლიერ დარტყმას აყენებს ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს სახეში. ეს იწვევს ვეტერანების და კერძოდ კი მალხაზ თოფურიას აღშფოთებას, რომელსაც მოგვიანებით გაკავებულს ცემენ. საბოლოოდ, დაკავებულ იქნა 10 ვეტერანი, მათ შორის 3 მოშიმშილე: ლევან ასათიანი (თადარიგის პოლკოვნიკი), ვალერიან ძებისაშვილი (თადარიგის პოლკოვნიკი), მალხაზ თოფურია (თადარიგის მაიორი), ლეონიდ ეხვაია (თადარიგის მაიორი), ზაზა გერმანოზაშვილი (თადარიგის მაიორი), ამური რევიშვილი (თადარიგის უფროსი ლეიტენანტი), შოთა ზღუდაძე (თადარიგის ლეიტენანტი), ლევონ ასატრიანი (თადარიგის ზემდეგი), ილია ჩიღოშვილი (თადარიგის რიგითი), და ყოფილი მებრძოლი სერგო დვალი. 8 ვეტერანის ადგილზე ყოფნა და დაკავება დასტურდება გადაღებული ვიდეო მასალით, ხოლო დანარჩენი 2 ვეტერანი (ლეონიდ ეხვაია და ზაზა გერმანოზაშვილი), მათი და მათი კოლეგების მტკიცებით, დაკავებულ იქნენ მოგვიანებით, ქალაქის სხვა რაიონში, როდესაც ისინი ტოვებდნენ საქართველოს ლეგიონის ოფისს. თუმცა, დაკავების ოქმების მიხედვით, ეს ორი ვეტერანიც აქციის ადგილას იმყოფებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. თავად სამართალდარღვევის ოქმების შინაარსს კი, სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ვეტერანები რეალურად სასამართლო სხდომაზევე გაეცნენ. ზემომოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ, რადგანაც აქცია კანონის დარღვევით არ მიმდინარეობდა, მისი შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან იყო უსაფუძვლო და ამიტომაც უკანონო (იხ. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის 11-ე მუხლის მე-4 პუნქტი). გარდა ამისა, აქციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლებამოსილება, ზემოხსენებული კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს. აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი კიდევაც რომ მცირე ხნით გადაეკეტათ, ან გამოეწვიათ მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მოშლა, ევროპული პრეცედენტის თანახმად, ხელისუფლების ორგანოებს ამ შემთხვევაშიც ექნებოდათ შეწყნარების ვალდებულება გარკვეული დროით (იხ. მაგალითისთვის, ოია ატამანი თურქეთის წინააღმდეგ, ნო. 74552/01, §§ 38-42). ამგვარს კი ადგილი არ ჰქონია აქციის მონაწილეების მხრიდან, რაც სადავო არასოდეს გამხდარა. ამასთან, არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ აქციის დაშლის საჭიროება არსებობდა ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით, ან უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთისათვის, ან ჯანმრთელობის, მორალის ან მესამე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევას ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის გაგებით. თუ ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი მაინც სახეზე იყო, ეს საკითხი უნდა გამოეკვლია მოსამართლეს, აღედგინა პოლიციელთა მიერ დარღვეული უფლებები ან დამაჯერებლად დაედგინა, რომ ამგვარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 3. სასამართლო პროცესის შესაბამისობა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (შეკრების თავისუფლება) მოცემული სასამართლო პროცესის გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის შემოწმება არ ხდება, რადგან ამ უფლებას მოიცავს შეკრების თავისუფლება, რომელიც, ამ შემთხვევაში, სპეციალური ნორმაა (ეზელინ (Eზელინ) საფრანგეთის წინააღმდეგ, § 37). მოსამართლემ მოუსმინა მხარეებს – დაკავებულებსა და პოლიციელებს, მოუსმინა ორ მოწმეს და გადაწყვიტა, რომ დაკავებულებმა (ათმა ვეტერანმა და მოქალაქე შოთა იამანიძემ) ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს და რომ მათვე ჩაიდინეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ილანძღებოდნენ უცენზურო სიტყვებით და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება (ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები). თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეს საერთოდ არ გამოუკვლევია არც თავად აქციის კანონიერების და არც მისი დაშლის კანონიერებისა და ლეგიტიმურობის საკითხები. ეს კი უმთავრესი საკითხები გახლავთ, რომელთა გამოკვლევაც ევალება მოსამართლეს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებში. ამრიგად, მოსამართლეს ყურადღება არ მიუქცევია იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტისთვის, რომ, რადგანაც აქცია კანონის დარღვევით არ მიმდინარეობდა, აქციის შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო (იხ. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის 11-ე მუხლის მე-4 მუხლი). უფრო მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, სასამართლო “სიტყვაზე ენდო” პოლიციელებს, რომელთაც ამგვარი მოთხოვნის არსებობა საერთოდ უარყვეს. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ვეტერანთა განმარტებები მათი ქმედებების კანონიერების შესახებ და არც დაცვის მოწმეების ჩვენებები იმ ერთადერთი მოტივით, რომ ისინი არ “ემსახურებოდა საქმეზე რეალური ფაქტების დადგენის მიზანს და მოხმობილი იყო მათ მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით”. სამაგიეროდ, სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მეორე მხარის - პოლიციელთა არგუმენტები და არ ახსნა, თუ რატომ იყო ეს არგუმენტები უფრო მეტად სარწმუნო, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარისა. დაცვის შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებად საქმეს დართვოდა მოვლენების ამსახველი უკომენტარო ვიდეოფირი (ტელეკომპანია კავკასია), რომლიდანაც ჩანდა კონფლიქტის მიზეზები და აუცილებელი მტკიცებულება იყო მხარეების არგუმენტებს შორის წინააღმდეგობების დასაძლევად, სამჯერ იქნა უარყოფილი მოსამართლის მიერ ამ შუამდგომლობის “უსაფუძვლობის გამო”. სხვა მოტივი მოსამართლის მიერ არ ყოფილა დასახელებული და არც უსაფუძვლობის დასკვნა დასაბუთებული. ეს ვიდეომასალა შესაბამისად არ ყოფილა ნაჩვენები სხდომაზე და გამოკვლეული სასამართლოს მიერ. ნიშანდობლივია, რომ ვიდეოფირის გამოკვლევას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ პოლიციელები შემდეგი მიზეზებით: “არ ვიცით, სრულად აჩვენებს თუ არა ინციდენტს; არ ვიცით, დამონტაჟებული ხომ არ არის; დაცვამ ჩვენი არგუმენტები დაე ახსნა-განმარტებებით გააბათილოს; არ ვიცით ვისი გადაღებულია; რა საჭიროა, როცა ჩვენ ოქმები შედგენილი გვაქვს კანონის დაცვით; არ ვართ დარწმუნებულები, რომ სრული სურათი იქნება ასახული აღნიშნულ დისკებზე; და სხვ.” მართლაც, ძნელია იცოდე, რა არის ასახული ამა თუ იმ დისკზე თუკი მისი ნახვა არ გსურს. ყოველ შემთხვევაში, ევროპული კონვენციის თანახმად, მოსამართლეს ევალებოდა, რომ საქმე განეხილა სამართლიანად, თუნდაც ამისათვის რომელიმე მტკიცებულების სანდოობის საკითხის ექსპერტიზით შემოწმება დასჭირვებოდა. საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ მოსამართლემ ჭეშმარიტების საზიანოდ უარყო დაცვის არაერთი შუამდგომლობა ვიდეოფირის საქმეზე მტკიცებულებად დართვისა და მისი ნახვის შესახებ. მოსამართლე აგრეთვე არ დაინტერესებულა, ილანძღებოდნენ თუ არა აქციის მონაწილეები ან სხვაგვარად არღვევდნენ თუ არა ისინი საზოგადოებრივ წესრიგს, რითაც პოლიციის ადგილზე მისვლა გამოიწვიეს თუ, პირიქით, იქ მისული პოლიციისა და უფორმო სამართალდამცავების ქმედებებმა გამოიწვია უცენზურო სიტყვების გამოთქმა. თუ ამგვარ გამოთქმებს მართლაც ჰქონდა ადგილი, მოსამართლის მიერ გამოსარკვევი იქნებოდა, მის წინაშე წარდგენილ აქციის კონკრეტულად რომელ მონაწილეს რა ხარისხის პასუხისმგებლობა მიუძღვოდა ამგვარ საქციელში, რის საპასუხოდ ჰქონდა ესა თუ ის უცენზურო სიტყვა გამოთქმული, არღვევდა თუ არა ეს უცენზურო სიტყვები საზოგადოებრივ წესრიგს და რომელმა მათგანმა შეწყვიტა ეს ქმედება მოთხოვნის შემდეგ და რომელმა - არა. ამის საწინააღმდეგოდ, მოსამართლემ კოლექტიურად განიხილა ვეტერანთა ბრალის საკითხი უცენზურო სიტყვების გამოთქმასა და ამ ქმედების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის უგულებელყოფაში და თითოეულ მათგანს ავტომატურად იდენტური სახდელი შეურჩია 400 ლარიანი ჯარიმის სახით, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის ფუძემდებლურ პრინციპს. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ როგორც დაკავებულები ასევე მოწმეები მიუთითებდნენ უფორმო პირების მონაწილეობაზე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მოსამართლეს ამ უფორმო ადამიანების საკითხი არ გამოუკვლევია არანაირი ფორმით და არ ჩაუთვლია საჭიროდ, ენახა ვიდეოფირი მათი იდენტიფიკაციის მიზნით. ამრიგად, საქმის შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და დადგენის გარეშე, მოსამართლემ დადასტურებულად ცნო, რომ აქციის მონაწილეებმა ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ამგვარი პროცესის ფარგლებში, ცხადია, ვერ მოხდებოდა დაპირისპირებულ ინტერესთა ერთმანეთთან მორიგება სამართლიანად და საკმარისი მოტივების მოყვანა აქციის დაშლის აუცილებლობის დასასაბუთებლად. თვით აქციის დაშლის ფაქტი კი მოსამართლის მიერ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული, რაც კვალიფიცირდება როგორც მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, გამორიცხავს სამართალდამცავთა მიერ აქციის უკანონოდ დაშლის ფაქტის სასამართლოს მეშვეობით გამოსწორებას და, აქედან გამომდინარე, არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს (აშუღიან სომხეთის წინააღმდეგ, §§ 99-101; სერგეი კუზნეცოვი რუსეთის წინააღმდეგ, ნო. 10877/04, §§ 42-48). 4. პროცესის შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული კონვენციის ტექსტი მხოლოდ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს მოიხსენიებს, ევროპული სასამართლოს პრეცედენტით დადგენილია, რომ მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან წარმოებულ პროცესთან მიმართებაში სისხლის სამართლის პროცესის კრიტერიუმები გამოიყენება (იხ. აშუღიან სომხეთის წინააღმდეგ, §§ 17, 33 და 51, და გალსტიან სომხეთის წინააღმდეგ, ნო. 26986/03, §§ 55-60) და, აქედან გამომდინარე, მოსამართლისადმი წაყენებული მოთხოვნები არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სამოქალაქო პროცესში. როგორც უკვე აღინიშნა, მიკერძოებული სასამართლო პროცესის ფარგლებში, ვეტერანებს არ მიეცათ საშუალება თანაბარ პირობებში დაეცვათ თავიანთი პოზიცია. ეს საკითხი დაწვრილებით არის განხილული წინარე მე-3 პუნქტში და მასში მოყვანილი გარემოებები ცხადყოფს, რომ შეკრების თავისუფლების გარდა, სასამართლომ აგრეთვე დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. გარდა ამისა, ფორმალურად ღია სასამართლო სხდომა პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა წარიმართა. 25-30 კვ.მ ფართობის ე.წ. სამორიგეო დარბაზში მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობა, ვეტერანები, ადვოკატები და პოლიციელები მოთავსდნენ, ხოლო საზოგადოება მასში ვერ დაეტია. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა მოსამართლეს დახურულად არ გამოუცხადებია, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მას და სასამართლოს ადმინისტრაციას ევალებოდათ ისეთი დარბაზის შერჩევა, რომელშიც მისული საზოგადოება, მათ შორის დილის ათი საათიდან გარეთ მდგარი პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დ. ლორთქიფანიძე და ჟურნალისტები შეძლებდნენ, უშუალოდ ედევნებინათ თვალი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის (რიპან ავსტრიის წინააღმდეგ, ნო. 35115/97, § 29). დაცვამ დააყენა შუამდგომლობა, სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით მისი დიდ დარბაზში გადატანის შესახებ, რაც უარყოფილ იქნა “უსაფუძვლობის გამო”. ეს კი მართლმსაჯულების საქვეყნობის პრინციპის დარღვევაა. ამრიგად, 2011 წლის 4 იანვრის სასამართლო დადგენილება არის გამოტანილი მხარეთა თანასწორობისა და მართლმსაჯულების საქვეყნობის პრინციპების დარღვევით. ამასთან, არ არის დადგენილი თითოეული ვეტერანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი მივიჩნევთ, რომ ასეთი საერთოდ არსებობს. საქმე გვაქვს პირთა ჯგუფის კოლექტიურ პასუხისმგებლობასთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შერჩეულ იდენტურ და არაადექვატურ სახდელებთან. ყოველივე ეს შეუსაბამობაშია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 5. ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევის შესახებ წარმოდგენილი ვიდეომასალით ცალსახად დასტურდება, რომ ადგილზე დაკავებულ პირთაგან ნაცემი იქნა ვეტერანი მალხაზ თოფურია. აგრეთვე უდავოა, რომ ქ-მა მათიაშვილმა მუშტის ძლიერი დარტყმა მიიღო სახეში უცნობი პირის მხრიდან, რომელიც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციითვე ამ სამინისტროს უფორმო წარმომადგენელი – ბატონი ოთარ გვენეტაძე აღმოჩნდა. შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება როგორც მალხაზ თოფურიას ასევე შოთა იამანიძის სხეულზე დაზიანებების არსებობა. დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა აგრეთვე სერგო დვალს. მოსამართლე თადაშვილი მის წინაშე წარმოდგენილი ვეტერანებისადმი არაადამიანური მოპყრობის საკითხით არ დაინტერესებულა. ამიტომ, ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და არა მხოლოდ შესაბამისი ვეტერანების, არამედ ქ-ნი მათიაშვილისა და ბ-ნი შოთა იამანიძის მიმართაც. ევროპული პრეცედენტის თანახმად, პროკურატურას ევალება გამოძიება დაიწყოს ავტომატურად, დაზარალებულთა მხრიდან საჩივრის შეტანამდეც, ვინაიდან არაადამიანური მოპყრობის ავტორები პოლიციელები და შსს-ს სხვა, იდენტიფიცირებული წარმომადგენლები არიან (გლდანის კონგრეგაცია საქართველოს წინააღმდეგ, 71156/01, § 97). წინამდებარე იურიდიული დასკვნა დამტკიცებულია საქართველოს ლეგიონის ოფისში, საქართველოს ვეტერანთა ინიციატივით 2011 წლის 20 იანვარს გამართულ სხდომაზე. მას ხელს აწერენ: მინდია უგრეხელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (1999-2008 წწ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი იურისტი (2000-2010 წწ.) ნინო ცაგარეიშვილი, სახალხო დამცველის აპარატი ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი (2000-2003 წწ.) დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი, ადვოკატი ეკა ბესელია, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამარ გაბისონია, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” -
აი ასეაა, როცა ბრმავდები და ხმას გაძვირებებს აძლევ. კიდევ რას აპირებს უგუ? ღირსები ვართ.
-
T_A_T გოგიჩაიშვილის გადაცემები კოშმარიც არ იყო :ვალერიასათიანიკანიბალი: მაშინ მოგვწონდა ...ა ზრია. ამაშია საქმე ,როპმ ამ ხალხმა კრიტიკა უნდა მიიღონ.უმჯობესია ერთი სიუჟეტი გავიდეს და ხარისხიანი ,ვიდრე 3 და ..
-
მე :ჟოაოსსულიერიძმა: ვიმეორებ , არის ყველა ფაქტი მომხდარი ,მაგრამ აკლია სათანადო შეფუთვა და სწორი გადმოცემა. ვიყო ამ ეპიზოსში ნაცების ადგილზე? შევეკამათო? არა ჰო, მე ხომ ისედაც ნაცი ვარ .არ ვიზავ მაშინ.
-
თანხები ერევათ, ფაქტებს ვიშვიშით გადასცემენ. უმჯობესია ჯერრ დახვეწონ , შემდეგ გაუშვან ბომბი, მაგრამ .... კი მაგრამ უფრო მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რომ ოპონენტებს არ მისცე სალაპარაკო და ბომბები ნამდვილად ხეთქო.
-
ერთი კია - სიუჟეტების მომზადების დონე ცუდზე ცუდი.
-
ო არ მინდა გული ვატკინო... ა ეს ხომ ხუჯაძეა ... უკაცრავად.... დანარჩნს ვუყურებ და მოგახსენებთ.
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
lasha_alo replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგიტომ მეზიზღება ტუნისი. -
20 დეკემბერი 1990წ. მიტინგზე მივედი. მაინტერესებს რას იტყვიან. რესპუბლიკის მოედანზე ხალხი მოგროვდა . პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ,მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას. ყველას დაძაბული სახე აქვს . მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ , ვითომ გვკიდია, მაგრამ ყველანი ვატყობთ , გარშემო დენთის სუნი ტრიალებს. -აუ წავიდეთ რა აქიდან, ჯოკერი ვითამაშოთ... -კარგი რა შჩმ, არ გაინტერესებს რა იქნება- -ამათი დ.შ ერთისაც და მეორესიც . ხვალ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი... მიკროფონთან სათვალიანი , ინტილიგენტი ტიპი მივიდა... -ვინაა ეს შჩ?! -ლომოურია აკადემიკოსი , შე დებილო... "მეგობრებო, აბა ორგანიზირებულად დავიძრათ მთავრობის სახლის მიმართულებით და ჩვენი ხმა გავაგონოთ გამსახურდიას !!!!!!!!!! -გადაირია?! -........ ჰმ,აღარც მახსოვს ვინ რას მელაპარაკებოდა.ხუმრობის და ჯოკრის ხასიათზე აღარ ვიყავი. დაპირისპირება უკვე რეალური გახდა. ოპოზიციის აქტივისტი სტუდენტები სატვირთო მანქანებში შევნიშნე, ბარიკადების წინ წაწევა სურდათ. იქითა მხრიდან ვიღაც მდედრიონელები წიკვინებდნენ. ამ კარვის ქალების შემხედვარე კიდევ უფრო დავიძაბე. იყო მომენტი , როცა თითქოს მომიტინგებმა მშვიდი საუბარი დაიწყეს . აურა განიმუხტა, მაგრამ სიგუამ რაღაც მიკროფონიანი ცისფერი მანქანიდან თავისიანებს ძალების მობილიზაციისაკენ მოუწოდა. იმ ღამე ხალხის ნაწილი იქ დარჩა. მე სახლში გვიან წამოვედი. უკვე ვიცოდი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ერთი მხრივ ზვიადის გარემოცვა გულზე არ მეხატებოდა, ნაწილობრივ ოპოზიციის მოთხოვნებს ვეთანხმებოდი,მაგრამ იმ დღეს ჩემში ყველაფერი შეიცვალა , ლომოურის სიფათი დღემდე მახსოვს და იმ წუნკალი "ინტილიგენტების" ქცევა , ვისაც მორალი არ ყოფნის საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს. 21ში სახლში დავრჩი. იმ დღის ინციდენტები უკვე ლოგიკურ გაგრძელებად მეჩვენა,მაგრამ მაინც იმედი მქონდა...... ტყვია არ გავარდებოდა. სულ ტყუილად.... 22ში გავარდა..., ის მეგაფონიანი მანქანა შევნიშნე პირველი , დამწვარი. სპექტაკლი კი უკვე მანამდე დადგმული იყო.... ასე დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა ...... ჩემი ოცნებაც შინდისფერ შავთეთრ ფერიანი ჩვენი ხელით , პრეზიდენტის გარშემო არსებული მყრალი გარემოცვის , ორდენოსანი ინტილიგენტების ,მ რენეგატი სიგუასა და გარეწარი კიტოვანის მონაწილეობით. იანვრის პირვლ დღეებში ვინმე შარაშენიძე ჰიდფჰბვვრვ კონვენციებზე მოხმობით საუბრობდა "სახალხო ამბოხების" უფლებაზე . ვიცი ის კაცი ცოცხალი არაა და შესაძლოა სხვა დროს კარგი საქმეებიც უკეთებია ,მაგრამ მიმიფურთხებია ამ ტიპის სამართლისათვის . ჩეგე ,შენს აპოლიტიკურ კითხვაზე მარტივი პასუხია ყველაფრის გამართლება შესაძლებელია , თუ კარგი ადვოკატი გყავს და ძალა შენს მხარეზეა. მიშისტური თემაა ? არა , მიშიზმი ესაა შხამი , რომელიც 22 დეკემბრის პროდუქტია და მისი გაუვნებელყოფა საზოგადოებრივი გონიერების გაზრდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ის არ განიკურნება , ეს ყველამ უნდა გავაცნობნიეროთ . ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციაა მთლიანობაში ,რადგანაც მოსულია ვარდების პუტჩის მეშვეობით და ამდენად არსში აქვს ძალადობით მანიპულირება ჩადებული . ამიტომაც ცდილობს ცნობიერება გვიკონტროლოს , იდეოლოგიურად "დაგვგრუზოს " , პრესა ჯისნაირი უწყინარი სააგენტოებიც კი ხელთ იგდოს , მაგრამ ყველა იმ ძალის ################################ ვინც ოპოგანწყობილებას სიგუასავით გამოიყენებს და იმ ინტილიგენტებს თავზე დაისვავს. რას ემსახურება ეს თემა? ერთხელ მაინც ეს წრე უნდა გაირღვეს,არჩევნებით მოხდეს ცვლილებები.... თუმცა ეს სურვილია და არა რეალობა,რადგანაც ვატყობ, არ გამოირიცხება სააკაშვილის ქმდებების წყალობით მეორე წრეზე წავიდეეთ ,სადაც გამარჯვებული მხოლოდ გარე ძალა და რეტროგრადი სვავები შეიძლება იყვნენ.
-
ყველაზე ცუდი ეს ფეონემენია
-
დაკანონებული აფერისტი ვალუტის გადამხურდავებლები
lasha_alo replied to mmm123's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას არ მოიფიქრებს ქართული გონი ?! ცხადია დასახურია -
რატომ არის ქართველების ნაწილი ასე გულუბრყვილო?
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მოგცემ თუ alo.ge გაწყობს შესვლა http://google.com/a/alo.ge 50 აქაუნთი მაქვს ტყუილად მიხმება ნუ ეს თავისუფლად რეგისტრირებადი არაა. სხვა არცერთი არაა ოპტიმალური. -
იუზერის ალკოჰოლს რომ ამოწმებდეს და თუ მთვრალია, დროებით ბანს ადებდეს ?! საიტისთვის მჭირდება planeta.ge ასე ქვია . თუ არის მითხარით ,დავაყენებ . სახლს გავყიდი და ეს მიღირს
-
სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ავტონომია
lasha_alo replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds სამეგრელოში ამის საფრთხე ნწუ . შეგიძლია დამშვიდდე ;) -
სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ავტონომია
lasha_alo replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds უარესი ჰა ჩემზე უკეთესად იცნობ სამეგრელოს? -
სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ავტონომია
lasha_alo replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰა? -
გატყობ სპამი ხარ