-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
არ ვურალატებ მაგთის :TAT:
-
ჩემზე ? მე არ მომიხსენიებ ლოცვებში? :TAT:
-
ნწუ. მად არ მაქვს საქმე სხვა ტიპის მოწამვლაა .
-
რა ხდება აპა ? ცუდად ვარ სასტიკად , სერიოზულად მოვიწამლე და აბი გლუკოზებს მივირთმევ. 5 წუთით შემოვედი. მეტი თავი ახლა არ მაქვს (ფიზიკურად ) საფერინგი შევცვალო? რაც შეეხება დაპოსტილებს "ფაინდ პოსტს" არის ფუნქცია .
-
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
sizmara_com მართლა ამაზრზენია ასეთ დონეზე "ჟურნალისტების" დაცემა. ბოდვაა რა(რესპუბლიკელი არა ვარ.) -
http://epn.ge/?p=47499 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა. ამის შესახებ, ჟურნალისტებს პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოსთვის, დაგეგმილია ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის გამოცემა, რომლის სახელწოდება იქნება “21 საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი”. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრიდან წერილი მიიღო, სადაც მას სთავაზობენ წიგნის პრესტიჟული გამოცემის ფურცლებზე მისი ბიოგრაფიული და პერსონალური მონაცემები მოხვდეს. “ჭკვიანი და განათლებული ადამიანი’’ ამ განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას” -ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კემბრიჯის ცენტრის გენერალური დირექტორი აწერს. ,,21 საუკუნის გამოჩენილი ინტელეტუალი” 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე, ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში გავრცელდება. :018: ეს იქით და დაიწყეს საკუთარი თამაშები ჩინოსნებმა
-
კორექტულად . პორნოსეანსები პედაგოგებთან სხვაგან არაა სწორი ასეთი მიმართვები . არ გავატარებ ძველი მოენტების გამო.
-
თვითმმართველობის ,,ბიუროკრატიული” ხარჯები
lasha_alo replied to xrova's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
500 ნათურა :nekro: რამ ვაი გული :TAT: -
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეტი ვინღა დარჩა შე კაცო?!დამლაგებელი ლამარა და კარისკაცი ალბერტი ? :nekro: არა ,არ მიგულისხმებია რაოდენორივი სიმცირე . ობიექტურად ეს ხალხია ფეისი. -
ფორუმ.ჯი გათიშეს,თუ საზღვარგარეთ დაბლოკეს?
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქ დახარჯე -
ფორუმ.ჯი გათიშეს,თუ საზღვარგარეთ დაბლოკეს?
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეგობრებო, არ მოვერიდები ბანების გაცემას . არსებობს აქ ფუნქცია "იგნორი" შეგიძლიათ ცალკეული იუზერების პოსტები საერთოდ არ დაინახოთ. გინება თუ გაგრძელდა ... -
ბენდუქიძე და რამიშვილი პარტიას ქმნიან?!
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქაც დავპოსტავ. წყევლა და გინება არავისი არ მოსულა ლენინისიც კი :nekro: ვცდილობთ ლიბერალური მოდერაცია იყოს,მაგრამ სკაბრეზს და აგრესიას ნწუ. :TAT: -
ბენდუქიძე და რამიშვილი პარტიას ქმნიან?!
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველას ტავისი აზრები აქვს . მე ნეიტრალური ვარ ,რადგანაც არც მესიმპათიურებიან და არც არაფერი და საერთოდ აპირებენ კი ?! -
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo არა , პრევენცია გავაკეთე მაინც :დ -
ცორტა უცნაური ინფოა . კაცი უარყოფს და მაინც დაფუძნდაო ,მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ახალი პარტია შექმნეს. "პირWელის" ინფორმაციით, სააკაშვილის ხელისუფლების "რუხ კარდინალად" ცნობილი ლევან რამიშვილისა და "ეკონომიკის მამის" კახა ბენდუქიძის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომლის დასახელებაც "ნაციონალ-ლიბერალური პარტიაა", სააკაშვილის ხელისუფლების რადიკალური ფრთის, ბოკერია-უგულავას სახელისუფლო გუნდის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. პარტია 2010 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. "პირWელის" ინფორმაციით, პარტიის პრეზენტაცია 2010 წლის 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით …"პირWელი" კახა ბენდუქიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას "ანეკდოტი" უწოდა. "კვირა დღეს ანეკდოტებს ნუ მიყვებით", - განაცხადა ბენდუქიძემ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სახელისუფლო გუნდში არსებული ორი ძლიერი დაჯგუფებისა და მათი დაპირისპირების შესახებ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, თუმცა სახელისუფლო კედლებს მხოლოდ ახლა გამოსცდა. როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, საქართველოში პოსტსააკაშვილისეული ეპოქა დაიწყო და ამ ეპოქისთვის მზადება ყველაზე ადრე სწორედ სახელისუფლო ორბიტის წარმომადგენლებმა დაიწყეს. ორი სახელისუფლო ბანაკი უკვე სახეზეა - ბაქრაძე-მერაბიშვილი-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-რამიშვილი-ბენდუქიძე-გურგენიძის პოლიტიკური ბანაკების სახით. თუმცა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები მესამე დაჯგუფებაზეც აქტიურად ალაპარაკდნენ. "ეს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხაზია, რამდენიმე გავლენიანი ჩინოვნიკი და საპრეზიდენტო ოჯახთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმენები, რომელთა ფინანსური კაპიტალი განუზომლად დიდია", - აცხადებენ ისინი. "მესამე ბანაკის" წევრთა ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა მათი გამოცნობა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და პოლიტოლოგებისათვის ძნელი არ უნდა იყოს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=63618&Itemid=1
-
“ალტერნატივა საქართველოს განვითარებისთვის” 1. მთავარი, რაც ახასიათებს მიმდინარე მომენტს საქართველოში: საქართველოში ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული რეჟიმი, რომლის შეცვლა აქამდე აპრობირებული მეთოდებით შეუძლებელია. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სტრატეგია ცვლილებებისთვის, აუცილებელია მკაფიოდ გაცნობიერება დღევანდელი ვითარებისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივისა. საჭიროა დელეგიტიმაცია მითისა, რომ არსებულ მდგომარეობასა და განვითარების დასახულ გზას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი სურვილისდამიუხედავად მას უნდა შევეგუოთ. 2. სოციალური სტრუქტურა. ჩამოყალიბდა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა: ერთი მხრივ გაბატონებული კლასი _ გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფი, მასთან კლიენტელისტური წესით დაკავშირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად (მაღალი ბიუროკრატია, პრაქტიკულად, მასთან სრულად შეზრდილი მსხვილი ბიზნესი). ეს კლასი არ შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 10%- აც კი. დღეს ქონებისა და შემოსავლების უდიდესი და სულ უფრო მზარდი წილი ოლიგარქებისაა. მეორე მხრივ – დაქვემდებარებული კლასი, დანარჩენი მოსახლეობა, რომლის უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკულად მოკლებულია განვითარებისა და თვით რეალიზაციის შესაძლებლობას. 3. გაბატონებული კლასი. გაბატონებული კლასი ყველა საშუალებით იცავს არსებულ მდგომარეობას. ის სულ უფრო და უფრო აძლიერებს და გააძლიერებს ინსტიტუტებს, რომელნიც უზრუნველყოფენ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. შედეგად მივიღეთ: - საკუთრებისა და კაპიტალის კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია ოლიგარქიული ჯგუფის შიგნით - საზოგადოებრივ და კოლექტიური საკუთრების, კაპიტალისა და საზოგადოებრივი სიკეთეების განუხრელი შემცირება, და ზოგადად, საკუთრების პრივატიზება ვიწრო ჯგუფების მიერ (ბუნება, წყალი, ისტორიული მემკვიდრეობა, განათლება, ჯანდაცვა…) - მმართველობის კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება და კონცენტრირება - საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების განმტკიცება: სასამართლო, ძალოვანები, მაკონტროლებლები, მედია. 4. მარგინალიზაციის პერსპექტივა. პერსპექტივაში ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობას შეუქმნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, აქცევს მათ მარგინალებად, მოუსპობს შესაძლებლობას იცხოვრონ სრულფასოვანი მოდერნული ცხოვრებით. ფიზიკური არსებობის პირობების პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი (რაც ბევრისთვის დღესაც მძიმე პრობლემაა, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა აღმოჩნდება უუნარო მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ქვეყნის განვითარების მთავარი ძალის, მთავარი რესურსის (ხალხის პოტენციალის) შესუსტებას, ან სრულ განადგურებას. სხვა სიტყვებით _ ქვეყნის განვითარების პერსპექტივის მოსპობას. 5. ბრძოლა გაბატონებულ კლასთან. გაბატონებული კლასი არ და ვერ დათმობს ბატონობას და ძალაუფლებას. დისკუსიას ამ თემაზე აზრი არა აქვს. საჭიროა მისთვის ამ ძალაუფლების წართმევა და მთელი საზოგადოებისთვის _ ხალხისთვის გადაცემა. ჩვენ წინ გვიდგას სისტემური ცვლილებების ამოცანა. საჭიროა არა ერთი სისტემის შიგნით მმართველობის შეცვლა (ახალი გაბატონებული უმცირესობის შექმნა), არა პერსონალური, არამედ სისტემური ცვლილება _ ძალაუფლება უნდა ჩამოერთვას გაბატონებულ ჯგუფს და სამუდამოდ გადაეცეს ერთადერთ სუვერენს, რომელიც აღარასდროს დაკარგავს ძალაუფლებას- ეს სუვერენია ხალხი! 6. ახალი გზების ძიება. გაბატონებული კლასისთვის ხალხის მიერ ძალაუფლების წართმევა არსებულ ვითარებაში და სისტემაში შეუძლებელია როგორც არჩევნების, ასევე რევოლუციის მეშვეობით. დღეს ამგვარი გზების პროპაგანდა არის შედეგი შეუგნებელი შეცდომის ან შეგნებული სიცრუისა, რაც სინამდვილეში ხელს შეუწყობს (და უწყობს კიდეც) სისტემისა და გაბატონებული კლასის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტებას და საბოლოო ჯამში არსებული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებას. 7. ძალა ხალხშია. გაბატონებული კლასის ძალაუფლება, არსებული რეჟიმი დამარცხდება და სისტემა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის უმრავლესობა სრული ძალითა და ენერგით იბრძოლებს ამ ცვლილებისთვის. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს, ერთი მხრივ, ესმით არსებული მდგომარეობის სრული უპერსპექტივობა და დამღუპველობა, ხოლო მეორე მხრივ აქვთ იმედი, რომ მათი ბრძოლა შედეგს გამოიღებს. პირველ ყოვლისა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ალტერნატივა არსებობს და ამ ალტერნატივის დამკვიდრება მათი საქმეა და არა ვინმე სხვისი. დაქვემდებარებულმა კლასმა უნდა დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური მოქმედება! 8. უარვყოთ დამკვიდრებული წესრიგი. ჩვენ, როგორც უარვყავით 20 წლის წინ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, ნომენკლატურული კლასის ბატონობა, ასევე უნდა უარვყოთ დღეს დამკვიდრებული ნეოლიბერალურ წესრიგად წოდებული სისტემა და გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფის ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღია ნამდვილი დემოკრატია, რომელშიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ თავისუფალი და თანასწორი ადამიანები, თვითმართვას ახორციელებს ხალხი საკუთარი პასუხისმგებლობითა და მუდმივი კონტროლით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 9. კარგი საზოგადოება. თუ ჩვენ უარვყოფთ როგორც საბჭოთა, ისე დღევანდელ სისტემას, მაშ, როგორი საზოგადოება და სისტემა მიგვაჩნია “კარგად”? რომელია “კარგი საზოგადოება” რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით? არსებობს თუ არა შესაბამისი მოდელი და ნიმუში? მომავალი თავისთავად არ არსებობს. მომავალს ქმნიან თავად ადამიანები. არ არსებობს არც მოდელები საზოგადოებრივი წესრიგისა, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ მაინც, მინიშნება გვსურს, ეს არის ევროპული სოციალური და დემოკრატიული სისტემა, განსაკუთრებით ის ფორმები, რომლებიც დამკვიდრებულია ჩრდილოეთ ევროპაშ _ ფინეთში, შვეციაში, დანიაში, ნორვეგიაში.… `კარგი საზოგადოება~ _ ეს არის საზოგადოება თანასწორი და თავისუფალი ადამიანებისა, სადაც შემოსავლები და სიმდიდრე მნიშვნელოვნად თანასწორად არის გადანაწილებული, სოლიდარობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურთან თანაარსებობს და სახელმწიფო ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. განსხვავებები არ უნდა ემუქრებოდეს საზოგადოების ერთიანობასა და ეფექტიან განვითარებას. 10. დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა. მთავარი ორიენტირი ეკონომიკური პოლიტიკისა უნდა გახდეს: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველასათვის. მხოლოდ ეს ნიშნავს რეალურ განვითარებას და არა არითმეტიკული, მარტივი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ამოცანაა საფუძვლების მომზადება მოდერნული განვითარებისთვის. ამისთვის ჩვენ უნდა დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა. 11. სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები. იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა რადიკალური ცვლილებებისთვის პირველ რიგში საჭიროა ხალხის, და უპირველეს ყოვლისა, დაქვემდებარებულთა კლასის შესაბამისი თვითცნობიერების ჩამოყალიბება. ეს უნდა განხორციელდეს არა ვინმეს მიერ ხალხის განათლების, სწავლების გზით, არამედ თავად ხალხში, ყველგან და ყველას მონაწილეობით ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე დიალოგსა და დისკუსიებში. აზრების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა საკითხების გარკვევასა და, სადაც შესაძლებელია, გადაწყვეტაში _ აი, ალტერნატივა მანიპულაციური პროპაგანდისა. ამ საქმეში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ მასმედიას, რომელსაც თითქმის სრულად აკონტროლებს გაბატონებული კლასი. მთავარი საყრდენი ჩვენი მოძრაობისა უნდა იყოს ნებაყოფლობითი სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები. ჩვენ უნდა შევქმნათ `სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები~, რომლებიც აიღებენ ინიციატივას, ხელს შეუწყობენ აზრთა გაზიარებას დიალოგური ფორმის მეშვეობით და თანამშრომლობის დაწყებას ადგილებზე ტერიტორიული, პროფესიული, მეგობრული, სამეზობლო, სათემო თუ სხვა პრინციპებით. ამ საქმიანობის ძირითადი მეთოდები უნდა იყოს: - უშუალო საუბარი და თანამშრომლობა, დიალოგი ადამიანებს შორის - ინტერნეტი, სოციალური ქსელები - საცნობარო ფურცლები და დოკუმენტები 12. ვინ არის მამოძრავებელი ძალა ცვლილებისა? ტრადიციულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში XIX და XX სს-ში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მუშათა კლასი. მას ხშირად მხარს უმაგრებდა გლეხობა, წვრილი ბურჟუაზია, ინტელექტუალური შრომით დაკავებული ჯგუფები. დღევანდელ ვითარებაში, კერძოდ საქართველოში, მთავარი მამოძრავებელი ძალაა სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავად შექმნან მომავალი, იბრძოლონ და იმოქმედონ იმგვარი საზოგადოებისთვის, სადაც იქნება სამუშაო, თანასწორობა, პერსპექტივა საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებისა. ამ მოძრაობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს გლეხობა, რეალური და პოტენციური საშუალო კლასი, დღეს თითქმის დეგრადირებული, ფუნქციადაკარგული და უფლებააყრილი ინტელიგენცია, აგრეთვე წვრილი და საშუალო ბიზნესი _ ნაციონალური ბურჟუაზია. 13. სოლიდარობა ჩვენი ერთობისა და პატრიოტიზმის საფუძველი უნდა გახდეს. პატრიოტიზმი ვერ დაეფუძნება მხოლოდ ლინგვისტურ და ეთნიკურ ერთგვაროვან იდენტობას, ან აბსტრაქტულ სამშობლოს ცნებას. სამშობლო ეს არის ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ბედი. ე.ი. ამ ერთობის წევრთა ბედი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სამშობლო _ ეს უპირველესად არიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. 14. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. საგარეო პოლიტიკაში და კონფლიქტებთან მიმართებაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მეტიც, ვიდრე სისტემის რადიკალური ცვლილება არ განხორციელდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რეალურ საფუძველს მოკლებულია და უნდა მოიხსნას პოლიტიკის დღის წესრიგიდან. დღეს იგი გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის. ინტეგრაცია, შემდგომში, ჩვენ თანამოძმე აფხაზებთან და ოსებთან უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანად და სოლიდარულად. 15. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ პლანეტაზე დედამიწაზე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იზოლაციონიზმი დღეს შეუძლებელია. ომი ხალხებს შორის არის შედეგი გაბატონებული ჯგუფების გავლენებისთვის ბრძოლისა. ომი უნდა იქცეს ისტორიად! ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ომის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ძალას და აქტიურად ვიბრძოლოთ ომის გამჩაღებელი ჯგუფების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ინტენსიური თანამშრომლობა ყველა იმ ძალებთან უცხოეთში და საერთაშორისო მასშტაბით, ვინც იბრძვის თანასწორობისა და ჰუმანიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში. 16. შეცვლა შეგუების ნაცვლად განვლილი 2 ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა იყო არსებულ ვითარებასთან, სისტემასთან შეგუება. თუ ნამდვილად გვინდა განვკარგოთ ჩვენი ბედი და მომავალი უნდა გადავწყვიტოთ მისი- სისტემის, (ვითარების) შეცვლა! განზრახვა ამბიციურია, მაგრამ ღირსი განხორციელებისა. სწორედ ძნელი საქმეა ის საქმე, რომლის გასაკეთებლადაც ღირს რომ იღვაწო, დახარჯო ენერგია და ძალა, გაიღო ყველაფერი! შეიძლება ბევრმა გვითხრას, რომ ეს გრძელი გზაა. მაგრამ ეს გზა არც გრძელია და არც მოკლე _ ეს ერთადერთი გზაა! თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით მხოლოდ მაშინ მივალთ მიზანთან! მოძრაობისას გზა დამოკლდება და მიზანი ბევრად უფრო მალე იქნება მიღწეული, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია! ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ! ესაა ქართველი სოცდეკების თეზისები . მაინტერესებს რა განწყობილებაა ამ ფორუმში . http://www.facebook.com/event.php?eid=197638453596142
-
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იკაკოისტი ვარ ,რდგანაც ახლა ჩემს ოთახშია ერთი ჩემთვის მართლა საყვარელი იკაკო ,ჩემი ძმისშვილი. სხვა იკაკო ...ბიძაშვილი მყავს .რაც შეეხება იმ იკაკოს , ის პოლიტიკოსია და ამ ფორუმში ვინმემ შენიშნა მის კრიტიკაზე რაიმე შეზღუდვა ?! :TAT: -
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ერიდე წესების დარღვევას ია ტიბია ხარაშო ზნაიუ ბოლო პუოსტი უკვე...ზღვარია ემოციების და :018: უნდა იყოს აქ ნორმალური კამათის გარემო ეს ტერმინები და იარლიყები. არა რა პლიზ. -
მონატრებვაზე რა მოგახსენო,მაგრამ თუ ხშირად შემნოივლი ,კარგი იქნება მოვკვდი ამდენი პოლიტიკოსის ყურებით
-
ფორუმ.ჯი გათიშეს,თუ საზღვარგარეთ დაბლოკეს?
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გლობალია გათიშული "იქ" -
გავლენების ზონის შექმნა მას უფრო შეუძლია მმართველი პარტიის ლიდერის რანგში. პრემიერი მაინც მეორე კაცია.
-
2013 ში ის წავა , რადგანაც 2012შია არჩევნები და ეცდებიან ნაცებმა მაქსიმალურად ამოქაჩონ ხმები და არ დაუშვან სხვა მხრიდან ინექციები . 2013ში კი უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ნაცმოძრაობა მიესალმება პარტიის თავმჯდომარე ბატონ მიხეილ სააკაშვილს და დასახელდება ერთი პარტიული კანდიდატი დიდი ლიდერის მიერ. ვიღაც გაბრაზდება,წავა ,ვიღაც გაუყვება ზღვას.მიხო კი ირბენს თვითმფრიონავით დემოკრატიის კონფერენციებზე , მმართველი პარტიის თავმჯდომარის, წარმატებული ექსპრეზიდენტის სტატუსით, შემოელანძღება ხანდახან რომელიმე ჩინოსანი... ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე 5 ან 10 წლის შემდეგ შეეცდება დაბრუნებას. ესაა ჩემი აზრით ყველაზე რეალური გეგმა აი ჩვენ რას (და)ვაპირებთ, ვერ გეტყვით... ჰა,რას იტყვით რეალურია?
-
ესაა ღია სამშობლოს ღალატი და არა ოპოზიციონერობა . დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ჭყოიძე თუ უძვრება რუსეთს არ ნიშნავს საქართველოს შეტენვაც ცადოს. წავიდეს, აიღოს იქაური პასპორტი და გახდეს რუსეთის მოქალაქე. მესმის ადამიანი გლწრფელი იყოს. ბიძაძემია გულმხურვალე სტალინელი , ვთქვათ მაგრამ ჭყოიძე რომ დაპროგრამებულია, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?
-
კარგით თემას დავუბრუნდეთ . ილუხინი მამაძაღლი გოთვერანია.მაგას ისევ პუტინი ჯობია sizmara_com
-
მე არაფერ შუაში ვარ ალბათ ტატთან.ახლა ვნახე ეს დავა