-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
http://www.youtube.com/watch?v=qEKGCEdMz48&feature=related
-
გააჩნია როგორ განმარტავ ამ ტერმინს ცემთვის სეკულარიზმი სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნაში უფრო გამოიხატება.
-
Saturn კიდევ ერთხელ ვიმეორებ-რელიგიებს ტან ახლავს მისტიკური წარმოდგენები. საბედნიეროდ პატრიარქი ცოტა სხვაგვარად მოეკიდა საკითხს. Saturn მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დატესტვა . ეს ჩვეულობრივი მოვლენაა არამარტო საქართველოში ;)
-
ჯერჯერობით პატარა ფინანსური პრობლემები მაქვს. ვეცდები მალე გადავლახო
-
Siknadmo არც მიფიქრია.
-
მესმის დეპრესა რასაც გულისხმობს. 1) ის რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, ამაზე კამათიც არ ღირს. ეძებენ ყველანაირ საბაბს და ესაა პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. ;) 2) ბრძოლის ტაქტიკა ეყრდნობა საზოგადოებაში კონფრონტაციული აურის შექმნას ანუ თვითონ კი არ თავაზობენ რელიგიურობის ალტერნატივას, არამედ შეგნებულად "ეჯღანებიან" მორწმუნეებს, რაც ჩემში ალერგიას იწვევს. თუ არ მოგვწონს ეკლესიის გადაჭარბებული როლი, მინიმუმ ეს მორწმუნეებს უნდა აუხსნა, ჩამოაყალიბო შენი პოზიცია, მაგრამ როცა მათ პრავასლავნიკებს, ბნელებს უწოდებ, არ გაქვს კომუნიკაციის სურვილი , მახსენდება ბოლშევიკური აგრესია სასულიერო პირების მიმართ. 3) ამ ხელისუფლების მართული ექსპერტების მხრიდან ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე საუბარი კომიკურია. ეს ის ხალხია , ვინც ლეღვის ფოთლებივით ეფარებიან სააკაშვილის ყველა შეცდომას, ხალისობენ "ერორებით. კარგით რა, პრესა ჯი უნდა საუბრობდეს მაღალ მატერიებზე?! 4)არსებობს სეკულარიზაციის პრობლემა, რომელიც დროის მოთხოვნილებაა. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება,რადგანაც სხვაგვარად ეკლესიის განვითარებაც კი შეუძლებელია. ამ თემას ტაბუ არ უნდა ედოს, მაგრამ ამ ბრიყვების მხრიდან ისეთი რაკურსით დგას საკითხი, რომ პირიქით ხელს უწყობს ულტრარადიკალური ტენდენციების გაძლიერებას ეკლესიაში. 5)არსებობს ზოგიერთი სასულიერო პირის არადეკვატურობის მომენტიც. ქვლივიძემ დიდი სისულელეები იბოდიალა,მაგრამ ჯერ ერთი, ეს ზოგადად რელიგიურ აზროვნებას(ყველა კონფესიას) თან ახლავს(ამიტომაც შეგნებულად არ ვარ რელიგიური), მეორეც, ესააა საბაბი. დააკვირდით ფეისბუქს . ზოგჯერ უარესიც კი უთქვიათ ზოგიერთ "გენიოს" მამაოს,მაგრამ საიდანღაც მწვანე რომ არ იყო ანთებული, თემა მაინცდამაინც არ განვითარებულა ამაშია საქმე. ხელისუფლებამ , რომელმაც საკუთარი გავლენის გარეშე მარშუტკებიც კი ვერ აიტანა,საპატრიარქო ყელში აქვს გაჩხერილი. აღარ უნდა ჯიპების გაჩუქება , არამედ ამზადებენ ბაზას პოსტილიასეული რეალობისათვის , მაგრამ იმასაც ვერ ხვდებიან რომ ბნელი ტიპები უარესს აკეთებენ და ეკლესიაშიც სიბნელეს უფრო აძლიერებენ 6)საჭიროა შემეცნებითი,სხვადასხვა სახის მუშაობა,რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას , მე მხარს ვუჭერ კათოლიკური ეკლესიისდმი რეალურად კათოლიკური სალოცავის გადაცემას ,რადგანაც ეს მათ ააშენეს, მათი მრევლისთვის იყო და არ შეიძლება ძალით წაართვა , დაემსგავსო თურქ ემისრებს , რომლებიც ჩვენს საყდრებში მეჩეთებს აგებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია ქართველ კათოლიკეებთან (მესხეთში), "გურჯებთან" ურთიერთობა, სტრატეგიის შემნუშავება ლაზებთან დამოკიდებულებაში.მათ უნდა მოვესიყვარულოთ," ამით დავიბრუნოთ. არაა ჩემი პოსტი წინააღმდეგობრივი. მე ფარისევლობა არ მიყვარს , ელიტის სახელით პოლიტიკური ბრძოლა კი არ უნდა გამოვუცხადოთ მორწმუნეებს , არამედ პოზიტივი თანმიმდევრულად შემოვიდეს. ესენი კი დასცინიან მრევლს . ამიტომაც არასდროს ამ გოითვერანი ტიპების გვერდით არ დავდგები. თუმცა ჩემი აზროვნებით შორს ვარ რელიგიისაგან, ვარ "სეკულარისტი", საქართველოს გზად მიმაჩნია თანამედროვე სახელმწიფოს ფორმირება და არა წარსულის ლანდებთან ლაციცი. ;)
-
სამაგიეროდ მისი საუბარი მალამოდ ედება სერიალურ საზოგადოებას
-
ფუკუსიმაში რადიაციის დონის მომატებისა და ქარის ტოკიოს მიმართულებით შეცვლის შედეგად, ტოკიოს მოსახლეობაში პანიკაა. ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება. ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტოკიოს დატოვების შესახებ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს წყლის, რადიომიმღებების, ფანრების, სანთლების, ბენზინის, სამაშველო რგოლებისა და მედიკამენტების მარაგის შევსება. ზოგიერთი ქვეყნის საელჩომ იაპონიაში საკუთარ თანამშრომლებს და მოქალაქეებს დაზარალებული რეგიონების დატოვება ურჩია. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ოფისები სხვა ქალაქებში გადატანას. ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში რადიაციის დონემ ნორმას 40-ჯერ გადააჭარბა. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/162595-iaponiashi-radiaciis-fonis-momatebis-shedegad-tokioshi-panikaa.html ცუნამის შესახებ ფილმები აკრძალეს გასაგებია რატომაც
-
იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში მაშველებმა ასობით ამოუცნობი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები სამჯერ გაიზარდა. სააგენტო "კიოდოს" ინფორმაციით, პოლიცია, რომელიც 14 მარტს ოფიციალურად 2414 ადამიანის დაღუპვის შესახებ საუბრობდა დღეს 6 ათას დაღუპულზე აცხადებს. ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სპეციალისტების განცხადებით მსხვერპლი გაცილებით მეტია და ის 10 ათასს ბევრად აღემატება. http://ghn.ge/news-37056.html
-
ალბათ
-
არადა მეგონა უკეთესად იყო საქმე .
-
რა მსგავსებას პოულობთ. გამაგებინეთ რა.
-
შამილი გამარჯობა, უკაცრავად ოფტოპისათვის და ის ზველი ნიკი გააუქმე აქ ?
-
T_A_T ფეისბუქე იხილე :TAT:
-
1. „ქალები, კაცების მსგავსად, ადამიანები არიან. ეს უდავო სიმართლეა. ქალები მამაკაცებისგან ფორმით იმიტომ განსხვავდებიან, რომ მდედრობითი სქესის არიან. მდედრობითი სქესის ყველა მცენარე და ცხოველი განსხვავდება მამრობითი სქესის იმავე სახეობისგან. გინეკოლოგების მიხედვით, ქალებს, კაცებისგან განსხვავებით მენსტრუალური ციკლი აქვთ ყოველ თვე. იქიდან გამომდინარე, რომ კაცებს არ შეუძლიათ დაფეხმძიმდნენ, ისინი არ განიცდიან იმ ავადმყოფობებს, რომელსაც მდედრობითი სქესის ადამიანები. ქალები შვილებს ძუძუთი კვებავენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.” http://www.tabula.ge/article-3294.html
-
მოკლედ რა . მინდა დიდი პოსტი გამოვაცხო ამ ტემაზე ,მაგრამ აზრი0 . სამწუხაროდ პროგნოზები სკეპტიკური მაქვს .
-
ფეისბუქში ვინც ბანძ ერზე ბაასობს ბევრს ეგრევე ვაჰაიდებ . ამოვიდა ყელსი. ბანძი ინდიბვიდები ბანზ ერზე არ უნდა საუბრობდნენ. ანდრიას რატომ ეძახიან ადრე სანდრო ერქვა ამ კაცს, სამედიცინოს სტუდკავშირს ედგა სათავეში.
-
კარგია რომ იუმორის გრძნობა არ დაგვიკარგავს....
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგითი არსებობენ -
კარგია რომ იუმორის გრძნობა არ დაგვიკარგავს....
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფასიანია -
http://ghn.ge/news-36499.html როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, განაცხადა, რომ წინადადება რუსეთის მხრიდან "წამოვიდა". "რუსეთისგან მივიღეთ შეთავაზება მოლაპარაკებები დაგვეწყო ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე, რასაც დავთანხმდით. მოლაპარაკებები 9 მარტს, ბერნში დაიწყება", - განმარტა ვაშაკიძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას კი ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება იმას, თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ნიკოლოზ ვაშაკიძე დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს. ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. ,,მიბმა". - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.
-
2008 წლის აგვისტოს ომის დროს საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში მოსკოვის ინტერესებს ლობირებდნენ, - აღნიშნულს დიპლომატიური დოკუმენტები ადასტურებს, რომლებიც "Wikileaks",-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხევდით, რომელზეც ამერიკელი დიპლომატის რობერტ სილვერმენისა და შვედეთის მაღალი რანგის დიპლომატ იოჰან ფრისელემს შორის საუბარია დაფიქსირებული, საფრანგეთი არწმუნებდა შვედეთს და პლონეთს შეესუსტებინათ თავიანთი პოზიცია ევროკავაშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგე სანქციების დაწესების თაობაზე. „ფრისელის თქმით, საფრანგეთი იმუქრებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის გაყინვით, თუ შვედები და სხვები დაიწყებდნენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლების შეფერხებას და დაჟინებით მოითხოვდნენ მოსკოვთან ურთიერთობები გაეგრძელებინა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა", - ატყობინებდა თავის ხელმძღვანელობას სილვერმენი. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კვლავ დაწყებულიყო მუშაობა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ (ევროკავშირსა და რუსეთს შორის), პოლონეთმა და შვედეთმა, რომლებიც "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის ინიციატორები იყვნენ, ფრანგებისგან მწვანე შუქი მიიღეს. "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდა, საფრანგეთის შუამავლობით იქნა გაფორმებული. მისი ერთი პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მოსკოვი მიიჩნევს, რომ მან შეასრულა თავისი ვალდებულებები საქართველოს არასადავო ტერიტორიიებიდან საკუთარი ჯარის გაყვანით. დასავლეთი ოფიციალურად დაჟინებით ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს და რუსეთის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს", - წერს გამოცემა. "Wikileaks",- ის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ აშშ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის ბედს უწინასწარმეტყველებდა. „საქართველოს მშვიდობის იძულებამ აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია", - წერს გამოცემა. შეტყობინებებიდან ასევე ირკვევა, რომ ამერიკელებს რუსეთის თავხედურ მოქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი რეაქციის და მის მიმართ „ზიზღის კედლის" აღმართვის იმედი ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ფსონი ევროპაზე დადო და შესაბამისად, საერთაშორისო იზოლაცია არ განხორციელდა. შეტყობინებებში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ არ იმყოფება იზოლაციაში და ამავდროულად, მის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიების მოგერიებას ცდილობს ევროპისადმი მიმართვით, რომ აუცილებელია ახალი მსოფლიო ბალანსი. გამოცემის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების დაჟინებითი მტკიცებები მის სურვილთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს საკვანძო საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მიმართულია ევროპისკენ და რუსეთის ამ ქმედებებს ბევრი ექსპერტი აღიქვამს შემდეგ შეტყობინებად: "ხელი არ ახლოთ უკრაინას, რომელიც რუსეთის ინტერესების სფეროშია". http://ghn.ge/news-36514.html მსოფლიო იმაზე მეტად ბინძურია, ვიდრე აგვისტომდე გვეგონა
-
http://ghn.ge/news-36497.html ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციის წინადადებებზე საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას დღეიდან, 9 მარტიდან, დაიწყებს. სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა ცესკოში უკვე ჩაინიშნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური რვიანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, სწორედ დღეს გამოჩნდება, სურს თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესება. "რეალურად, მოლაპარაკებები სწორედ დღეიდან დაიწყება. იმ კალკულაციიდან გამომდინარე, რომელიც ხმის ბიომეტრიული პასპორტებით მიცემის თაობაზე მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა, არსებობს შანსი, კიდევ ხვალ მორიგი "სიურპრიზი" მოგვიწყოს, თუმცა იმედი მაქვს ხელისუფლება გონიერებით მოეკიდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და ასევე გონიერ პასუხებს მივიღებთ", - განმარტა თარგამაძემ. ე.წ. რვიანის კიდევ ერთი წარმომადგენლის, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის თქმით კი, ოპოზიცია ყველა წამოჭრილ საკითზე ხელისუფლების პოზიციას მაქსიმუმ თვის ბოლომდე ელოდება. "სწორედ თვის ბოლოსთვის გვექნება ზუსტი სურათი იმის თაობაზე, რას ფიქრობს ხელისუფლება ჩვენს წინადადებებზე, აპირებს თუ არა მის გათვალისწინებას და ზოგადად, ჰქონდა თუ არა აზრი ამ მოლაპარაკებებს", - განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სამუშაო ჯგუფი გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა. მის მუშაობაში ოპოზიციური სპექტრიდან რვა პარტია მონაწილეობს. ჰმ , კი ვარ ალაფანად მიჩნეული, მაგრამ გარემოს გაუმჯობესებაზე დიდი ოპტიმიზმი არ გამაჩნია. :TAT: