-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ვაი გული :nekro:
-
გადადის ახალ განყოფილებაში
-
როგორ ვერ ვიტან მაგ ფოტოს
-
საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელ ტომას ფლეტჩერის სახელი, რომელიც პროგრამის – „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან“ – ერთად ფარგლებში ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში ასწავლის, აღარავისთვისაა უცნობი. ფლეტჩერი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მისი სკანდალური ფოტოები ნახეს. მათ შორის იყო ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს ხელში ე.წ. ფალოიმიტატორი უჭირავს და მას საკუთარ პირის ღრუში ითავსებს. ყველაზე აქტიური პროტესტი ფლეტჩერის წინააღმდეგ „ქართულმა პარტიამ“ გამოთქვა, რომელიც ხელისუფლებისგან ფლეტჩერის გაწვევას ითხოვს და ამ მიზნით უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროს წინ აქციის გამართვასაც გეგმავს. ფლეტჩერთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი დღეს, 28 მარტს, „ქართული პარტიის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა მიქაიამ გამართა, რომელმაც ცნობილი მასწავლებლის უმსგავსობაზე ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც მიქაიამ აღნიშნა, ფლეტჩერის ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებელი „ფეისბუქის“ მეგობრების სიაში დაიმატა და მისი პირადი პროფილის ფოტოები გახსნა, რომელთა შორის სწორედ ზემოხსენებული სკანდალური ფოტოცაა. „ჩვენი პროტესტის შემდეგ ფლეტჩერის სანახავად, არც მეტი, არც ნაკლები, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩავიდა, რომელმაც მას მადლობა გადაუხადა (?!). შემდეგ ამ შეხვედრის ფოტოების მოპოვებაც შევძელით, რის გამოს სკოლის დირექტორი და რამდენიმე მასწავლებელი გაათავისუფლეს. მინდა, გითხრათ, რომ ამ სკოლაში როგორც მასწავლებლების, ისე მშბლებისა და მოსწავლეების მხრიდან ფლეტჩერის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება, პირიქით – დღითიდღე იზრდება კიდეც. პირში ფალოსიმიტატორგაჩრილი ტომას ფლეტჩერი ხელისუფლების სიმბოლოდ იქცა. სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ კოლექტიური ფლეტჩერია. მინისტრთა კაბინეტთან მაქვს ერთი წინადადება: თუ ფლეტჩერს ვერ ელევით, თქვენც დაიკავეთ ფალოსიმიტატორები – ძალიან მოგიხდებათ“, – განაცხადა მიქაიამ. მისივე თქმით, თავად პროექტის საწინააღმდეგო პარტიას არაფერი აქვს, თუმცა მსგავსი მასწავლებელი ამ პროექტში მიუღებელია, რის გამოც „ქართული პარტია“ ხელისუფლებისგან მის გაწვევას ითხოვს. „ჩვენ აქციების გამართვასაც ვგეგმავთ განათლების სამინისტროს შენობის წინ, რასაც იმპულსი მინისტრ შაშკინის გუშინდელმა გამოსვლამაც მისცა – შაშკინმა ფლეტჩერი კიდევ ერთხელ დაიცვა და მე მატყუარა მიწოდა. არადა, ფაქტი სახეზეა. ერთი რამ მინდა, გითხრათ: თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს და პროტესტი არ გაიზრდება, ძალიან მალე ჩვენი შვილების ჩანთებში სასკოლო წიგნების ნაცვლად, ფალოიმიტატორები აღმოჩნდება“, – დასძინა კახა მიქაიამ. http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4505:2011-03-28-11-02-59&catid=38:sazogadoeba3&Itemid=501
-
„ბოკერიას ანატომიის“ ფინანსური დეტალები
lasha_alo replied to Donald's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვოოოოტ -
იგივეს ვამბობ
-
რომ მახსენდება ხაბუმეში მოსეირნე გაფუჭებული ტანკები მოკლედ , მაგათაც მაგრა ჰყავთ რა
-
http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=1642&Itemid=999999999 „ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“ „ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე“, „ჩვენ ვებრძვით კორუფციას“, ჩვენი მიზანია დასაქმება, დასაქმება, დასაქმება“,- ამგვარი მოწოდებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ლექსიკაში წლებია დამკვიდრდა. ისინი ასე საუბრობენ არჩევნებამდეც, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგაც. სჯერათ, რომ ქვეყანას არც მშიერი ბუნტი ემუქრება და არც პოლიტიკური დესტაბილიზაცია. „ტრიბუნა.ge“ აქტუალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს ესაუბრა. - ინფლაციის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის დეკემბერში მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის მომზადება დაავალა. მუშაობს თუ არა მთავრობა ამ პროგრამაზე და რა მექანიზმებით აპირებს ხელისუფლება ინფლაციის შემცირებას? - ინფლაცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოწვევა. ეს პრობლემა მსოფლიოს უდგას. საქართველო არის დიდი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წევრი. ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს 150 ქვეყანასთან. ბუნებრივია, ამა თუ იმ ქვეყანაში მომხდარი კატაკლიზმები გავლენას ახდენს ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ფასებზე, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს ინფლაციის გამო ფასების ზრდით გამოწვეული გასაჭირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასეთ პირობებში მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ინფლაციის შემცირებას, მაგრამ მოსახლეობისთვის პრობლემების შემსუბუქებას ისახავს მიზნად. ასეთი მექანიზმებია ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერების პროგრამები. რატომღაც გვაბრალებენ, თითქოს ვთქვით, რომ ვაუჩერების დარიგება ანტიინფლაციური პროგრამაა. ეს არ არის ანტიინფლაციური ღონისძიებები, უბრალოდ, მოსახლეობისთვის მძიმე ყოფის გაუმჯობესებას ემსახურება. - ანტიინფლაციური პროგრამის ფარგლებში რის გაკეთებას აპირებთ? - როდესაც 2011 წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, მაშინაც გავითვალისწინეთ და დამატებითაც გამოვყოფთ თანხებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისთვის. ეს ღონისძიებები ხელს შუწყობს საქართველოში მოსავლიანობის გაზრდას. გაორმაგდება და გასამმაგდება ადგილობრივი წარმოება, ეს კი პროდუქტზე ფასების შემცირებას გამოიწვევს. საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზი არ არის ის, რომ ეროვნულ ვალუტას, ლარს, პრობლემები შეექმნა. ინფლაცია სურსათზე ფასების ზრდამ გამოიწვია. მოსახლეობას მოთხოვნა, ძირითადად, 226 დასახელების საქონელზე აქვს, მათ შორის დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის და, სწორედ ეს იწვევს ფასების ზრდასა და ინფლაციას. - გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციური პროცესების მიზეზი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია. როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაცვას? - ნამდვილად ვერ შევადარებ თქვენ მიერ დასახელებული ქვეყნების სიტუაციას საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. იქ სულ სხვა ფაქტორები იყო პროტესტის მიზეზი. საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმოს, რათა ამ ადამიანებმა საკუთარი შრომისა და ენერგიის ხარჯზე შეძლონ, გაუმკლავდნენ ინფლაციისა თუ ჯანმრთელობის პრობლემებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის დასაქმება, დასაქმება და დასაქმება! - ელიტურ კორუფციაზე მინდა გკითხოთ - ეს თემა პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აგვიხსენით, რა არის ელიტური კორუფცია. დანამდვილებით შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ელიტური კორუფციის დამადასტურებელი მაგალითები არ არის? - მოდით, ასე გეტყვით: კორუფცია ან არის, ან - არ არის. მას ან ებრძვი, ან - არ ებრძვი. რაც შეეხება „ელიტურ კორუფციას“, უმჯობესია, მისი განმარტება მას სთხოვოთ, ვინც ამ ტერმინს ამკვიდრებს. კორუფციასთან ჩვენ ცალსახა დამოკიდებულება გვაქვს - ჩვენთვის არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი მიმართულება, არც ერთი სფერო, რომელზეც შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აქ არავინ არაფერს აქცევს ყურადღებას და კორუფცია ყვავის. რომ გადახედოთ პრესის ფურცლებს, ნახოთ სატელევიზიო სანფორმაციო გამოშვებები, ძალიან ხშირად წააწყდებით კორუფციასთან ბრძოლის კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენ არ ვაფარებთ ხელს კორუფციაში ჩართულ არც ერთ პირს. ეს ასეც გაგრძელდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია. წლების განმავლობაში ვატარებთ რეფორმებს და ვებრძვით კორუფციას. კარგად ვიცით, რომ კორუფცია აფერხებს განვითარებას, ამიტომაც მივიჩნიეთ ეს საკითხი პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ პირველად ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან. ბუნებრივია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ხშირად აკეთებენ სხვაგვარ შეფასებებს, მაგრამ ეს მათი უფლებაა. მთავარი არის ფაქტი. ფაქტი კი არის ის, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის დროს ჩვენთვის არ არსებობს მაღალი, დაბალი და საშუალო ეშელონები. - ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ მთავარი არის ფაქტი და არა - შეფასება. ამიტომ დამატებით ჩაგეკითხებით: არის თუ არა ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტები ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის შემთხვევები. ოქრუაშვილს ხელისუფლებამ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში არსებული ფინანსური დარღვევები მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაუხსენა, ბურჯანაძეს კი - ერთ ლარად გადაცემული მილიონლარიანი წყნეთის აგარაკი თავადვე ჩამოართვა. ისინი ოპოზიციაში რომ არ გადასულიყვნენ, არ შერჩებოდათ ეს „სარგებელი“? - მე გეტყვით სხვა მაგალითებს. კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო სამართალდამცავებმა დააკავეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ხაჩიძე. ( ვის შეეშალა ჟურნალისტს თუ მელიქიშვილს ლაშა ) ეს მხოლოდ ერთი მაგალითი არ არის. ასეთი ბევრი შემთხვევაა. ძალიან ბევრი დაგვიპატიმრებია ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება არასდროს იცვლება, კორუფციაში ჩართული ნებისმიერი ადამიანი დაისჯება. ჩვენ ბევრ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით. - ქართული პარტია და „სახალხო კრება“ გაზაფხულზე სახალხო აჯანყებას და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? -მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, გვაქვს პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ. გვინდა, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და გავაკეთებთ კიდეც ამ ყველაფერს. (სახელმწიფო და პარტიული ხაზინა გაყავი ჟიიიიგარ ;-ლაშა ) - ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართელოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებზე საუბრობს. თუმცა სხვები, მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები დღეს სააკაშვილის ინტერესშია. მართლა განიხილება ხელისუფლებაში რიგგარეშე არჩევნების თემა? - არანაირი რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. არჩევნები გასაზღვრულ ვადებში გაიმართება. (თუ ასე გაახურებთ, ჩატარდება კი ? )
-
რამდენი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს საქართველოს?
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არანაირად . ვერ მოახერხებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეთავსებინა ბარამიძის ოფისის ან ტყეშელაშვილის საქმეები? აღარაფერს ვამბობ დიასპორაზე. ეს სამი უწყება არის ზედმეტი. -
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი ეკატერინე ტყეშელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა დავითაია აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რა საჭიროა ოთხი სათაური ვინმემ ამიხსნით?
-
იქ ნწუ. კომპში და მერე გადაწერე . ნორმას არემატება ეტყობა
-
პალიკჯან , ძალაინ კარგად ვიცით რაა ეს თქვენი "მაჟორიტარები". ფორა გინდათ ძმაუ. მოკლედ აგდებენ თვითონ მოლაპარაკებას და სხვებს აბრალებენ. თბილისი. 28 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - დიალოგის მაგიდასთან მუშტების ქნევა ან მჯიღის ცემა მიუღებელია. ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ უმრავლესობა არ მიიღებს ოპოზიციის შეთავაზებებს, დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, შანტაჟი და მუქარაა. “ჩვენ მივიღეთ ერთი შემოთავაზება: ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვთავაზობენ, რომ რაიონებს აღარ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში _ აღარ ჰყავდეთ მაჟორიტარი დეპუტატი და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამას ითხოვონ არგუმენტაციის გარეშე. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებით საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, ეს დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, ეს არის მუქარის, შანტაჟის, ულტიმატუმის ენა და დიალოგის პროცესში მუქარისა და შანტაჟის ენა მიუღებელია. ეს მოლაპარაკებებს ვერანაირად ვერ წაადგება”, _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. რეკომენდაციების გათვალისწინებისა და კომპრომისების მაგალითებად კუბლაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნით საპარლამენტო არჩევნების ბარიერის 7-დან 5%-მდე დაწევა, ცესკო-ს თავმდჯომარის არჩევის ახალი წესის შემოღება, ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობის ზრდა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შემოღება, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული წარმომადგენლობის გაჩენა, ოპოზიციის მიერ საოლქო კომისიის მდივნის არჩევა, არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის უპრეცედენტოდ შეუზღუდავი უფლებამოსილებების მინიჭება, ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფა და სხვა გადაწყეტილებები დაასახელა. კუბლაშვილი დღეს ედპ-ს ინიციატიავასაც გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ჩატარებას ე.წ. ბარკოდებით გულისხმობს და აღნიშნა, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს ხმის მიცემა ელექტრონული გზით არ მოხდება და მმართველი გუნდისთვის არც მაჟორიტარული სისტემის რეგიონულ-პროპორციულით ჩანაცვლების მოთხოვნაა მისაღები. “ამასთან, ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც 100 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, თითო მანდატი დავამატოთ” - აღნიშნა კუბლაშვილმა. ჰეჰეჰე,დაცინის რა რვიანს თბილისი. 28 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა მოხარულია, რომ ოპოზიციურმა “რვიანმა” ხელისუფლება შეაშინა, - ამის შესახებ შარტავამ “ინტერპრესნიუსს” პავლე კუბლაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. “აქამდე მეგონა, რომ ულტიმატუმებით ხელისუფლება საუბრობდა და საზოგადოება დაშინებული ჰყავდა. ახლა კი პირიქით, შეგვიშინებია, რაც ცუდი არ არის. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის დამძლევია სამართლიანი არჩევნების ულტიმატუმი. ხელისუფლება ცდილობს, მოძებნოს მიზეზები, რათა მოლაპარაკების მაგიდას გაექცეს”, - განაცხადა შარტავამ. მისივე თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ღიად დააფიქსიროს, რომ მოლაპარაკებებს გაურბის, რითაც მოუწევს აღიაროს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩამტარებელი არ არის და არალეგიტიმურია. “საინტერესო იქნება საზოგადოების პასუხი ამ უარზე. სიტუაცია ძალიან მარტივია – ხელისუფლება ან უნდა დათანხმდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ან – არა. ახლა ყველაფერი უარისკენ მიდის”, - აღნიშნა შარტავამ. მისივე თქმით, “რვიანი” მზად უნდა იყოს ამ უარის მოსასმენად და მასზე რეაგირებისათვის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის თქმით, ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ უმრავლესობა არ მიიღებს ოპოზიციის შეთავაზებებს, დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, შანტაჟი და მუქარაა.
-
იკეტება
-
ბადრი ბიწაძე მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძესთან დაპირისპირებას ადასტურებს თბილისი. 28 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - ბადრი ბიწაძე მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძესთან დაპირისპირებას ადასტურებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბადრი ბიწაძემ განუცხადა, მან და გაჩეჩილაძემ მიუნხენი-თბილისის რეისით ერთად იმგზავრეს და გაჩეჩილაძე მის პროვოცირებას ცდილობდა. “გაჩეჩილაძემ მიიღო ახალი დავალება. რომ მომიწყოს პროვოკაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანოს. მას ამაში უხდიან ფულს. მას შეუძლია პროვოკატორობა, სხვა არაფერი. მაგრამ მე არა ვარ ის პიროვნება, რომ იაფფასიან პროვოკაციას ავყვე”, _ განაცხადა ბიწაძემ. კითხვაზე ჰქონდა თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი, ბიწაძემ განმარტა, რომ “მასთან ფიზიკური დაპირისპირება ძნელი საქმეა”.
-
მაგარი იჩალიჩა. ანტირეკლამა გამოვიდა ))))
-
არადა მილიონჯერ მიყურებია "პოლნი ანშლაგ "რომ ეწერებოდა 75000ს დროს :დ ერთხელ მოსკოვის ტორპედოზეც კი :დ
-
მოდულს თუ ვინმე დაწერს კი
-
გია ფერაძეს დაკავების შემდეგ რომ ყველა მისი კინო აკრძალეს ის გამხსენდა...ვერ გავცდით რა საბჭოეთს.
-
ცირკი არა .....კრიმინალია