Jump to content
Planeta.Ge

Donald

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Donald'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2072&Itemid=1 „გიგა ბოკერიას ანატომია“, ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია „მაესტრომ“ და ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა მოამზადა და ეთერში 25 მარტის საღამოს გაუშვა. მიქიაშვილის თქმით, ტელეკომპანია სახელმწიფო მოხელეების ანატომიის შესწავლას იწყებს. გადაცემისთვის პირველი სამიზნე კი პრეზიდენტის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობის, უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა. გადაცემის თანახმად, ბოკერიას „ანატომია“ ვარდების რევოლუციამდე ფინანსური თვალსაზრისით „სუფთაა“. 2004 წლიდან კი აღორძინებას იწყებს მისი მამის, ლევან ბოკერიას, სამშენებლო ბიზნესის სახით. გიგა ბოკერიას მამა 2004 წლის შემდეგ პერმანენეტულად იგებს თავდაცვისა და შს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და მილიონობით ლარების ღირებულების სამუშაოებს საკუთარ კომპანიას "არქსტუდიას" ასრულებინებს. ამას საგაზეთო ინტერვიუებსა და კომენტარებში არც თავად გიგა ბოკერია მალავს. გადაცემაში საუბარია იმაზეც, რომ ბიზნესში ბოკერიას ოჯახის ინტერესები საკმაოდ მრავალმხრივია. ბოკერიას სახელსვე უკავშირდება ვაჟა ფშაველაზე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობის წამოწყებაც, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტიც და ტურისტული ფირმა „არქტურიც“. ბოკერიას ოჯახის წევრებს ინტერესები აქვთ სარეკლამო ბიზნესშიც - თბილისის მეტროში განთავსებული სარეკლამო ბილბორდების ბიზნესში სწორედ ოჯახის წევრები ფიგურირებენ. აქვთ მედიაბიზნესიც - ბოკერიას ცოლს ეკუთვნის ჟურნალი „ტაბულა“, ტელეკომპანია „საქართველო“ კი გიგა ბოკერიას ცოლის დას ეკუთვნოდა, თუმცა მისმა მეუღლემ ის ცოტა ხნის წინ სხვა პირებზე გადააფორმა.
×
×
  • შექმენი...