ამაზე მაინტერესებს ამ ახალგაზრდების აზრი. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი. Aარსებობს მთავრობის წარმომადგენელთა ზეპირი დაპირება, რომ ვეტერანებს თავდაცვის სამინისტრო მოემსახურება, თუმცა ეს არ არის ასახული სამინისტროს ხარჯებში შესაბამისი მუხლით. სამწუხაროდ ხელისუფლებამ 77 ათასამდე, მათ შორის, თბილისში მცხოვრებ 22 ათასამდე ვეტერანის ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა. ცინიკურია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს “პრიორიტეტები”. სახელმწიფო დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულებს, რომლებმაც დაკარგეს 2 ან მეტი შვილი, მაგრამ თეთრს არ გაიღებს ერთი შვილდაკარგული დედის დასახმარებლად. ხელისუფლებამ არ აღადგინა ადრე გაუაზრებლად გაუქმებული სამედიცინო და სოციალური დახმარების ისეთი მიკრო პროგრამები, როგორიცაა: გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა. ხელისუფელბამ თვისთავზე ვერ აიღო ვეტერანების კიდურების პროტეზებით, ეტლით, სმენის აპარატებით, ყავრჯნებით უზრუნველყოფა. ვეტერანთა მონაწილეობით შესაძლებელია სპეციალიზირებული საწარმოს შექმნა, სადაც დამზადდება ზემოაღნიშნული სამედიცინო ინვენტარი, თუმცა ხელისუფლებას არ უფიქრია ვეტერანთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის შექმნაზე. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს 2004 წელს, ძალოვანი სტრუქტურებიდან ერთდროულად დათხოვნილი ვეტერანების არასამართლიანი საპენსიო უზრუნველყოფის შეცვლას. ძალოვანი სტრუქტურების ათეულ ათასობით პენსიონერის დისკრედიტაციას ხელისუფლება “ამართლებს” არგუმენტით – “ისინი კორუმპირებულები იყვნენ.”