-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
ვიყავი აქ,მაგრამ ანალგინა თურმე 7 ლიტრას სვამს და ვერ გავქაჩავ მაგდენს. ისე ღვინო მეც მიყვარს,მაგრამ ეხლა პერერივი მაქვს ახალწლამდე.
-
მაიცა და ვერა გპოულობ და გააუქმე აკაუნტი თუ ამომშალე ფრენდებიდან?
-
analgin კაროჩე,შენს ფრენდებში ვნახავ აბა?
-
გაბედული გოგო სჩანს და ამ სტატიებს თავის გვერდზეც დებს?
-
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
თუ ვერ იკავებს თავს როგორც სექზე,მერე რა ხდება? -
newstudio ფეისბუკზე აქვთ ამათ აკაუნტი?
-
შედარებით არა?
-
analgin newstudio ტყუილი არისო.
-
newstudio დეპრეს იქით გავუხსენი. ვნახოთ რა რეაქციები მოჰყვება.
-
ამას ვერ დავიჯერებ ვერაფრით და ჩირქს სცხებენ წარმატებული მენეჯერი რომ არის.
-
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ერთხელ ციკანი დავკალით და ეს ჩემისა მწვანილის ჭამით გასკდა.ცოტა რომ შეზარხოშდა,ამის დედაც ვატირე მოვინანიებო და მიაძღა ჩაქაფულს. -
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ტაშიი დასტურ და ძუძუებში როგორ უყურებენ გახსოვს,მღვდელიც მათ შორის და აქ გაბრიყვებულ ხალხს უკრძალავენ სექსს. analgin კაცო,ნახე რა სტატიაში კერძოთ ეკლესიები არის დასახელებული და მოძღვრებიც დამატებით. ერთი ჩემი ახლობელი გამახსენდა,რომელიც მარხულობდა ხოლმე. მანქანით როცა ვმოძრაობდით ქალაქში მარხვის დროს,კარგი ნაშის დანახვაზე,ვახ რა ნაშააო და რომ ახსენდებოდა მარხვაზე იყო,ღმერთო მაპატიეს გაიძახოდა და ტორპედოზე თავს ურტყამდა. -
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მაგ სტატიას თუ წაიკითხავთ ბევრი ეკლესის მოძღვარის სიტყვებსაც ნახავთ და ..............რავი აბა? -
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
-
"უცნობი" მზად არის პირდაპირ ეთერში ყელი გამოიჭრას
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც გამიკვირდა არა,მაგრამ მე მანდ რომ არა ვარ,მაგის მფრინავი ფრაზების აზრზე არა ვარ. -
სექსი და მართლმადიდებლური სარწმუნოება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in რელიგია და ფილოსოფია
analgin რავი აბა და რაც მანდ წერია იმაზე ვთქვი,თორემ მე არასოდეს არავის არ შევკითხვივარ რა როდის უნდა გავაკეთო. -
180 დღე სექსის გარეშე და სექსი კურთხევით ნინო კახიშვილი რამდენი ბავშვი იბადება საქართველოში სექტემბერში, საშობაო მარხვიდან 9 თვის შემდეგ და რამდენად აისახება მართლმადიდებელი მრევლისთვის სექსზე მარხვის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები შობადობის მაჩვენებელზე? ნეტგაზეთი ქართული მართლმადიდებლური მრევლის ათამდე წარმომადგენელს გაესაუბრა. „მარხვის დროს სექსი აკრძალულია, რახან მარხვას ვიცავ, ამ წესსაც ვასრულებ“ – უთხრეს მათ ნეტგაზეთს. მართლმადიდებელი მრევლის წევრების თქმით, ისინი მარხვის პერიოდში მეუღლეებთან სექსზე მხოლოდ მოძღვრის ნებართვის შემდეგ თანხმდებიან, სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ ეს ცოდვად ეთვლებათ და აკრძალულია. „თითქმის ყველა მარხვას ვიცავ. ამ წესსაც – შეძლებისდაგვარად. ჩემი მეუღლე ჩემსავით მორწმუნე არ არის, ამიტომ მოძღვრის რჩევით, დათმობებზეც მივდივარ“, – ამბობს 25 წლის ეკა ვაშაკიძე, რომელიც ორი წელია დაქორწინებულია. ეკას თქმით, მარხვის დროს მეუღლესთან დაშვებულ სექსუალურ კავშირს, როგორც ცოდვას, მისი მოძღვარი მიუტევებს. „მოძღვარი ამბობს, რომ თუკი არსებობს იმის საშიშროება, რომ ქმარი სექსის გარეშე ვერ ძლებს და უფრო მძიმე ცოდვა დაიშვება, ანუ ის სხვა ქალისკენ გაიხედავს, აძლევს რეკომენდაციას, რომ მოიქცეს ისე, როგორც მეუღლეს უნდა. ასეთ დროს მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს ჩვენს ცოდვებს“, –ამბობს ეკა. თბილისის ძველი სამების ეკლესიაში მსახური მღვდელი იოანე ამბობს, რომ წყვილებს ურჩევს, მარხვის განმავლობაში თავი შეიკავონ ნებისმიერი „ხორციელი სიამოვნებისგან“. „საერთოდ, ქალებს უფრო არ უჭირთ სექსუალურ კავშირზე უარის თქმა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქალებს ვურჩევთ, დაუშვან ცოდვა, რათა ქმარმა არ იმრუშოს სხვასთან“, – ამბობს ეკლესიის მოძღვარი. კითხვაზე, ურჩევენ თუ არა ანალოგიურს კაცებს, წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის წინამძღვარი მაქსიმე ჭანტურია ამბობს, რომ არა მხოლოდ კაცებს, ზოგადად, ახალგაზრდებს უჭირს თავის შეკავება და მისი აზრით, ეს ბუნებრივია. „არარეალურია, ამდენი დღის მანძლზე ახალგაზრდებმა თავი შეიკავონ. თუმცა, თუ კანონიერი ცოლ–ქმარია, მათ მომაკვდინებელ ცოდვად სექსუალური კავშირი არ ეთვლებათ, რა თქმა უნდა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ერთი მეუღლეა მორწმუნე. ამ დროს მომაკვდინებელი ცოდვა მეუღლის ღალატი იქნებოდა“, – ამბობს ეკლესიის წინამძღვარი. მისი თქმით, სასურველია, წყვილმა ზიარებამდე სამი დღით ადრე მაინც თავი შეიკავოს სექსუალური კავშირისგან, რათა ზიარება მიიღოს. სხვა შემთხვევაში, როგორც ის ამბობს, ზიარების მეორე კვირისთვის გადადება მოუწევთ. „ერთ მართლმადიდებლურ ოჯახს ვიცნობ, უშვილობაზე მკურნალობდნენ, მათთვის საჭირო იყო ინტიმური ურთიერთობები და ჩვეულებრივად მარხვაშიც ნებადართული ჰქონდათ მოძღვრისგან სექსუალური კავშირი“, –ამბობს ნატა ყაზახაშვილი, ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე . ამავე დროს, ყაზახაშვილი ფიქრობს, რომ ოჯახურ ურთიერთობებში მოძღვარი პოზიტიურ როლს ასრულებს, როდესაც ის ურჩევს წყვილებს, თუ როგორი ოჯახური ცხოვრებით უნდა იცხოვრონ: „ვისურვებდი, რომ უფრო მეტად დავიცვათ მართლმადიდებლური წესები. თუ წყვილი ჭეშმარიტი რელიგიური წესით ცხოვრობს, მას იმის მოწოდება არც უნდა, რომ მარხვის დროს თავი შეიკავონ. თავიდან ოთხშაბათობით და პარასკევობით მაინც უნდა შეიზღუდოს ინტიმური ურთიერთობა“, – ამბობს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნატა ყაზახაშვილი. «თუ ადამიანს რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში სექსი არ აქვს, ეს, რა თქმა უნდა, კარგი მოვლენა არ არის. მითუმეტეს, თუ მას რეგულარული სექსის მოთხოვნილება გააჩნია, ამან შესაძლოა დისრითმია გამოიწვიოს. თუმცა, თუ მარხვის დაცვა ადამიანის სულიერი მოთხოვნილებაა, მაშინ ეს მას არც უნდა უქმნიდეს პრობლემას. აქ ფსიქოსომატური მომენტია – როდესაც ფსიქოლოგიური ფაქტორები აისახება პირდაპირ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში ცალსახა პასუხი არ არსებობს. არც იმის თქმა შეიძლება, რომ მარხვების დროს თავშეკავება პრობლემებს ქმნის და არც ის, რომ პრობლემებს არ ქმნის. ეს ინდივიდუალურია», –ამბობს სექსოლოგი პაატა სოფრომაძე. სოფრომაძეც აღნიშნავს, რომ კლინიკაში ისეთი მოწრმუნე პაციენტი წყვილები ჰყავთ, რომლებისთვისაც პირდაპირი სამედიცინო ჩვენებაა რეგულარული სექსი. «ასეთ შემთხვევაში ისინი მიდიან მოძღვართან და იგი აძლევს კურთხევას, ჰქონდეთ სექსი» , –ამბობს სექსოლოგი. „ის, ვინც მოძღვართან მიდის და მამაოს ეკითხება, როგორ მოიქცეს, არ არის გათვითცნობიერებული. არც ერთ საეკლესიო კანონში არ წერია, რომ მღვდელს აქვს რაიმე უფლება, ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში, შესაბამისად, დართოს, ან არ დართოს ცოლ–ქმარს სექსი. მათი ურთიერთობა კანონიერია და არანაირი ცოდვა არ არსებობს“, –ამბობს თეოლოგი კახაბერ კურტანიძე. შობის 40–დღიანი მარხვა, 7–კვირიანი დიდი მარხვა, მარიამობის 2–კვირიანი, პეტრე –პავლობის რამდენიმეკვირიანი, რამდენიმე ერთდღიანი მარხვა და მარხვა ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს – ჯამში, ყოველწლიურად დაახლოებით 180 დღეა წელიწადში, როდესაც მართლმადიდებელმა მორწმუნემ, ცხოველური საკვების მიღებაზე უარის თქმასთან ერთად, სექსუალურ კავშირებზეც, როგორც სიამოვნების მიღების საშუალებაზე, უარი უნდა თქვას. თეოლოგ კახაბერ კურტანიძის თქმით, როდესაც ლოცვებში ქალწულობის არსის განსაკუთრებულად წინ წამოწევა ხდება, ერთგვარ დამოკიდებულებას სექსის მიმართ ეს ფაქტორიც აჩენს. „ღვთისმშობლის შვიდი ეპითეტიდან სამი – მარადქალწულს გულისხმობს. შესაბამისად, ადამიანს უჩნდება დანაშაულის გრძნობა. ნებართვის აღებით კი გამოდის, რომ მარხვის პერიოდში ქმარს ნებდება. ეს არასწორია, რადგან სექსი აქტზე მეტია, აქ არის მოფერებაც, ორგაზმიც და ა.შ. პავლე მოციქული ამბობს: კი, შეეცადეთ რამდენიმე ხნით შეიკავოთ თავი, მაგრამ არა დიდხანს. ასე რომ, წელიწადში ამდენი დღის განმავლობაში მარხვის ამგვარად დაცვა არასწორი მიდგომაა“, – ამბობს იგი. თუმცა, მართლმადიდებელი მღვდლების უმრავლესობა მარხვის დროს სექსუალურ კავშირებს ცოდვად მიიჩნევს და ამიტომაც მარხვების პერიოდში ჯვრისწერაც აკრძალულია. მარხვების დროს ჯვრისწერა და ბავშვების ჩასახვა რუსეთში, 2009 წელს ეკატერინბურგის არქიეპისკოპოსის სატელევიზიო დაგმობის საფუძველი გახდა. რუსულ სოფლებში ხანდაზმული მოსახლეობა ზედმიწევნით აკვირდებოდა ახალგაზრდა წყვილების შვილების დაბადების თვეებს, რათა გამოერკვიათ, ვინ დაუშვა ცოდვა მარხვის პერიოდში. «დამნაშავები» სოფლის მოსახლეობის გაკიცხვას და დაცინვას იმსახურებდნენ – ეს ერთერთი კვლევის ანალიზია, რომელიც რევოლუციამდელი რუსეთის მოსახელობას ეხება. საქართველოში მსგავსი კვლევა, რომელიც დაადგენდა მაგალითად, მორწმუნე მოსახლეობის რამდენი პროცენტი მარხულობს, არ არსებობს, თუმცა საზოგადოებრივი აზრის 2009 წლის ბარომეტრის მიხედვით, საზოგადოების მიერ დასახელებული ღირებულებების პრიორიტეტებიდან ერთ–ერთ მოწინავე ადგილზე არის მორწმუნეობა. საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარედ ოჯახისა და სამსახურის შემდეგ კი რელიგია დასახელდა. იმის გამო რომ კვლევის მთავარი ფოკუსი მორწმუნეობა და მისი ხარისხი არ ყოფილა, რთულია იმაზე მსჯელობა საქართველოში, სადაც არსებული მონაცემებით მოსახლეობის 83 % მართლმადიდებელია, რეალურად რამდენია მორწმუნე და რამდენი იკავებს თავს მარხვის პერიოდში სექსისგან. ასევე არ არსებობს კვლევა მარხვების გავლენაზე შობადობის მაჩვენებელზე, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, შობადობის მაჩვენებლები იკლებს მარხვის დღეებიდან ცხრათვიანი ციკლის პერიოდში. მარხვებიდან ცხრა თვის შემდეგ დაახლოებით 400–500 ბავშვით ნაკლები იბადება სხვა თვეებთან შედარებით. 2009 წლის შობადობის სტატისტიკა თვეების მიხედვით 2009 წლის მონაცემის მიხედვით, თუ აღდგომის მარხვიდან (მარტი–აპრილის პირველი ნახევარი) ცხრა თვის შემდეგ დაახლოებით 4 900 ბავშვი დაიბადა, აღდგომის მარხვის დამთავრებიდან ცხრა თვის შემდეგ – 5 400. ნატა ყაზახაშვილი, ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ეს ტენდენცია 1990–იანი წლებიდან გამოიკვეთა. „მარხვებიდან ცხრა თვის შემდეგ შობადობის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მცირედით და მას შობადობის ზოგად ტენდენციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია“, –ამბობს ყაზახაშვილი. http://netgazeti.ge/GE/38/News/3697/180-დღე-სექსის-გარეშე-და-სექსი-კურთხევით.htm აი რავი აბა რა ვთქვა და არც არავის წყენინება არ მინდა,მაგრამ ეს ნამეტანია რა ჩემის აზრით.
-
"უცნობი" მზად არის პირდაპირ ეთერში ყელი გამოიჭრას 22:16 14-12-2010 გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" მისი ძმის მიერ 20 მილიონი ლარის აღების დადასტურების შემთხვევაში, მზად არის "პირდაპირ ეთერში ყელიც კი გამოიჭრას" , - ამის შესახებ "უცნობმა" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის გამოქვეყნების და მისი ექსპერტიზის შემდეგ, თუ მართლაც დადასტურდა, რომ მისმა ძმამ 20 მილიონი ლარი აიღო, გამოდის, რომ მას საერთოდ "არ უცხოვრია". "პრდაპირ ეთერში გამოვიჭრი ყელს, გამოდის, რომ არ მიცხოვრია", – განაცხადა "უცნობმა" და დაინტერესდა, რას იზამს ჯაბა ხუბუა, თუ დადასტურდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ყალბია - გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯაბა ხუბუამ "გაზეთი უნდა შეჭამოს". ზოგადად კი, გია გაჩეჩილაძე მისი ძმისა და პრეზიდენტის საიდუმლო შეხვედრას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მან მისი ძმის შესახებ ყველაფერი იცის. ლევან გაჩეჩილაძის დისკრედიტაცია კი, მისივე ძმის აზრით, ოპოზიციას და ხელისუფლებას თანაბრად სურთ. გია გაჩეჩილაძის შეფასებით, ოპოზიციაში ადამიანები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, რის მაგალითებზეც გაჩეჩილაძემ აღარ ისაუბრა, "რადგან არ სურს ბზარი შეიტანოს იქ, სადაც დიდი ხანია რაც ბზარი გაჩენილია". ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში "არგუმენტები" ჯაბა ხუბუამ და გია გაჩეჩილაძემ პოზიციები ცალ-ცალკე დააფიქსირეს. დებატები ჯაბა ხუბუას მოთხოვნით არ შედგა იმ არგუმენტით, რომ მას დებატი მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძეთან სურდა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/154124-qucnobiq-mzad-aris-pirdapir-ethershi-yeli-gamoitcras.html
-
http://www.youtube.com/watch?v=UQymH4jHkyI&feature=player_embedded სულ ჩორნაჟოპებს გვეძახის ეს სირთაკოზა.
-
არ გამოვრიცხავ არაფერს.
-
ეს ყველაფერი დაიწყო იმ სპარტაკის ბალელშიკის მკვლელობის შემდეგ.ინგუშს მოუკლავს თითქოს და დამატებით ოთხი კაცი გაუნთავისუფლებია მილიციას.
-
სამაჩაბლოს დაბრუნების იმედებიც კვდება.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ახალგორის დე-ფაქტო სასამართლომ 10 ოჯახს სახლების დაცლა მოსთხოვა 22:38 14-12-2010 ახალგორის რაიონის დე-ფაქტო სასამართლომ ათ ოჯახს სახლების დაცლა მოსთხოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა, აღნიშნული გადაწყვეტილება დე-ფაქტო სასამართლომ დღეს გამოიტანა. ახალგორელების ინფორმაციით, ამ ოჯახებმა ბინები 1990-იან წლებში შეიძინეს. "მათ ნამდვილად გადახდილი აქვთ ფული ამ ბინების ყიდვაში, მაგრამ სასამართლომ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ბინების ათი დღის ვადაში დაცლა მოითხოვა", - განაცხადეს ახალგორელებმა. მათივე თქმით, აღნიშნულ ოჯახებს კოტეჯები წეროვანში გამოუყვეს, მაგრამ ისინი მაინც ახალგორში ცხოვრობენ. "საცხოვრებელი ფართების ნაწილი კორპუსებშია, ნაწილი კი - კერძო სახლები", - განაცხადეს ადგილობრივებმა. ცხინვალის ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გასულ კვირაში გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ახალგორის რაიონის ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი უკანონოდ გამოაცხადა, რაიონში მთელი საცხოვრებელი ფონდი კი დროებით ე.წ. სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა იმ დრომდე ვიდრე, მფლობელები საკუთარ უფლებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით არ დაამტკიცებენ. აღნიშნული ბრძანების მიზნად, 1990-იან წლებში რაიონიდან გადაადგილებული ოსური მოსახლეობის უკან დაბრუნების ხელშეწყობა სახელდება. მასალის გამოყენების პირობები http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/154126-akhalgoris-de-faqto-sasamarthlom-10-ojakhs-sakhlebis-dacla-mosthkhova.html -
ლაწანს.