Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. მაიცა რა და ვინც აფინანსებს ამათ,იმათ წინადადებას დაუჭერენ მხარს.უცხოელებში შეიძლება სომხებიც გაიყვანო. რა ორი თვე და წელიწადზე მეტს გაუწელავენ ამ ყველაფერს. მერე ეტყვიან,ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და მერე ვქნათ ეს საქციელიო.აი ნახავ თუ ესე არ იქნება?
  2. ძუკუ არ იზამენ მიშა არა.ამათმა ეს რომ გააკეთონ,სტა პრაცენტი წაგებული აქვთ საპარლამენტო არჩევნები და ამას არ დაუშვებენ.
  3. Saturn აქტიურ აბონენტებზე თუ არის საუბარი,შეიძლება ჟურნალისტებმა ესე „გადათარგმნეს“ და თვეში იყოს ეს ორასი კილოვატი. kisa სოჩიკი „გაგისწორეს“ არა?მაგას ვამბობ კაკრაზ და თვეში იქნება ეგ ორასი კილოვატი.
  4. კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობას ბანკებში საკომისიოს გადახდაც მოუწევს 12:51 09-02-2011 კომუნალური გადასახადების გადახდისას მოსახლეობას ბანკებში საკომისიოს გადახდაც მოუწევს . რაც შეეხებათ კონკრეტულ ბანკებს და საკომისიოს რაოდენობას, ამ დრომდე კომუნალური გადასახადის გადახდა უფასოდ შესაძლებელი იყო მხოლოდ "პროკრედიტბნაკში". 14 თებერვლიდან კი, კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდისას მოსახლეობა "პროკრედიტბნაკშიც" დამატებით ერთ ლარს გადაიხდის. "თელასის" მომსახურების გადახდისას საკომისიო დაწესებული არ არის. ჯერ არ არის განსაზღვრული, რა ეღირება "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მომსახურების საკომისიო. "თიბისი ბანკში" "თელასისა" და დასუფთავების სამსახურის მომსახურების გადახდა უფასოა, ხოლო წყლისა და გაზის გადასახადის გადახდისას აბონენტი ბანკს საკომისიოს სახით 50 თეთრს უხდის. აბონენტი უფასოდ გადაიხდის "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" და დასუფთავების სამსახურის მომსახურების საფასურს "ტაოპრივატბაკში", ხოლო "თელასის" მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიო 40 თეთრით არის განსაზღვრული. კომუნალური გადასახადების გადახდისას ცვლილებებს არ გეგმავს "საქართველოს ბანკი", სადაც აცხადებენ, რომ საკომისიოსთვის დაწესებულია კონკურენტული ფასი, რომელიც 50 თეთრს არ აღემატება. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", თბილისის 25 ფილიალში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ არის შესაძლებელი, ხოლო სხვა ფილიალებში საკომისიო მომსახურება 50 თეთრით არის განსაზღვრული. 2010 წლის 14 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა კომერციულ ბანკებში კომუნალური გადასახადების გადახდისას 50-თეთრიანი საკომისიოს გაუქმების საკითხი დასვა და ეროვნულ ბანკს ამ საკითხის მოგვარება სთხოვა. 17 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე. "ბანკებთან ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოვყალიბდით, რომ კომუნალური გადასახადის გადახდა საკომისიოს გარეშე თბილისის მასშტაბით "ლიბერთი ბანკის" 25 სერვისცენტრში გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია", – განაცხადა 17 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/158998-komunalur-gadasakhadebaze-mosakhleobas-bankebshi-sakomisios-gadakhdac-moutsevs.html გიტოვებთ თემებს საბაზროთ, სანამ გავიღვიძებ. ამათი დედას ################## დამატებით.
  5. Saturn ბიჯო,ნუ ხსნი მეთქი თემებს.არ გიმართლებს. ხეთაგურის ნათქვამით,ისევ მიშისტებს ეხმარებიან ამ ვაუჩერებით.ხო,ფულსაც დიდძალს მოტეხავენ იასნად.აბა ნახე? ენერგოვაუჩერები ე.წ. აქტიურ აბონენტებს დაურიგდებათ 16:43 09-02-2011 მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს . როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში პროდუქტბზე ფასების ზრდა გამოიწვია, ამიტომ პრეზიდენტის დავალებით მთავრობა იღებს გადამწყვეტ ზომებს, რათა მოხდეს აღნიშნული ნეგატიური გავლენების შემცირება. ხეთაგურის განცხადებით, ვაუჩერების დარიგება ხვალიდან დაიწყება. "ეს იქნება ჩვენი მხრიდან მოკრძალებული დახმარება, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა", - განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ჯამში, მთავრობის მხრიდან ვაუჩერებისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, ვაუჩერებს მილიონამდე აბონენტი მიიღებს. ხეთაგურის თქმით, აბონენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ვაუჩერი სხვას გადასცეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განმარტა, ვაუჩერის დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტოს 2500 თანამშრომელი უზრუნველყოფს. სამინისტროში, ასევე, ჩართული იქნება ცხელი ხაზი, რომელზეც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. ვაუჩერი დაურიგდებათ, ე.წ. აქტიურ აბონენტებს, ანუ იმ ოჯახებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/159026-energovaucherebi-ets-aqtiur-abonentebs-daurigdebath.html იმ დღეს ნანი ამბობდა,რომ რაღაც მეტი მომივიდა გადასახდელიო და 6 თვეში კი მოგიტეხავდნენ ოც ლარს. ისე რამდენს ხარჯავთ თვეში ელექტროენერგიას?
  6. ხელისუფლება ოპოზიციასთან მოუმზადებელი გამოცხადდა 03:16 10.02.2011 [როზი ჯღამაია] თვენახევრიანი შესვენების შესვენების შემდეგ „ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ მიუჯდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკების მაგიდას. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა გასული წლის 24–25 დეკემბერს სიღნაღში გაიმართა. აქამდე, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ყველა წინა შეხვედრა განსახილველ საკითხთა პრეზენტაციას მიეძღვნა და 9 თებერვლიდან, როგორც დაგეგმილი იყო, ხელისუფლებას უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ოპოზიციის მიერ, პრეზენტირებული საკითხების თაობაზე. 9 თებერვლის შეხვედრაზე, რომელიც ცესკოს შენობაში გაიმართა, მოლოდინი იყო, რომ დისკუსია გაიმართებოდა საკითხზე – „ბიომეტრია არჩევნებში“, რომელიც თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფოდა: ბიომეტრული პირადობის მოწმობები და ამომრჩეველთა სიები. შესაბამისად, ოპოზიციური „რვიანი“ სრულ მზადყოფნაში იყო ხელისუფლებასთან თემაზე სადისკუსიოდ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო – ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად საპაექროდ და საკითხის შესასწავლად დამატებითი დრო მოითხოვა. საქმე ისაა, რომ ოპოზიციის მიერ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ საკითხებზე უცხოელმა ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს, ხოლო როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება დოკუმენტს ჯერ არ იცნობდა, ყოველ შემთხვევაში, შეხვედრაზე ასე თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა. თუმცა, სანამ შეხვედრის დეტალებზე საუბარს შევუდგებოდეთ, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიებს: „ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „კონსერვატული პარტია“, „მრეწველები“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ქართული დასი“, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია“, „ჩვენ თვითონ“, „ხალხის პარტია“ და რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი. შეხვედრებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, UNDP, USAID, NIMD და ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს IFES Georgia. ახლა კი გუშიდელ შეხვედრის დეტალები – აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიებს კიდევ ერთი სუბიექტი შეემატა – „სამართლიანი საქართველოს“ სახით. ახალი პოლიტიკური ძალის შემომატება არავის გაუპროტესტებია და „სტუმრები“ საერთო გადაწყვეტილებით, სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვიეს. თუმცა, „შემოსწრებულები“ ამჯერად, მხოლოდ მოსმენით და გარემოში ადაპტაციით შემოიფარგლნენ. ამის შემდეგ, სხდომის წამყვანმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომა გახნილად გამოაცხადა და კოლეგებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მზად იყვნენ ხელისუფლების პოზიციის გასაცნობად. „ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ თებერვალში დასრულებულიყო ყველა საკითხზე პოზიციების მოსმენა“, – თქვა დავით უსუფაშვილმა. ამაზე, პავლე კუბლაშვილმა მორიდებით უპასუხა: „იქნებ დღევანდელი შეხვედრა შემდგომი დღის წესრიგის განხილვას დავუთმოთ, რადგან უცხოელი ექსპერტების დასკვნის გაცნობა ვერ მოვასაწარით. თანაც, უმჯობესი იქნება მომავალ შეხვედრაზე სამოქალაქო რეესტრიც დავისწროთ და მან გაგვარკვიოს არჩევნებამდე მოესწრება თუ არა ბიომეტრული პასპორტების ყველა მოქალაქეზე გაცემა, აქვს თუ არა სამოქალაქო რეესტრს ამის ფინანსური საშუალება“. „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვახტანგ ხმალაძემ კი საჭიროდ მიიჩნია, კუბლაშვილისთვის შეეხსენებინა, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი წინა შეხვედრაზე ესწრებოდა და მისი მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ მხოლოდ პირისახის ბიომეტრული აღრიცხვა არ იძლევა დუბლირების აღმოფხვრის საშუალებას. ამიტომ, სამოქალაქო რეესტრში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ბიომეტრულ მონაცემებში თითის ანაბეჭდებიც გაკეთდეს. „გარდა ამისა, ამომრჩეველთა აღრიცხვის საკითხი კენჭისყრის, ანუ, არჩევნების დღესთან არ არის მიბმული და შეგვიძლია საკითხზე მსჯელობა დავიწყოთ,“– აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ. პავლე კუბლაშვილის განცხადებამ „ქრისტიან დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე იმდენად გააკვირვა, რომ საკუთარი პოზიცია ასე გამოხატა: „უცნაურია, დისკუსიაზე წინასწარ შევთანხმდით და ხელისუფლება ახლა აცხადებს, რომ მზად არ არის საკითხის განსახილველად. ახლა, რა ვქნათ, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ? მმართველმა გუნდმა, იქნებ, გვითხრას რა გრაფიკით ვიმუშაოთ, თორემ ჩვენს თავს ვინ ჩივის, ამ შეხვედრებს უცხოელი დამკვირვებლები ესწრებიან და მატთან არის უხერხული“. ვეფხვაძის პოზიცია არ გაიზიარა „ახალი მემარჯვენეებიდან“ მამუკა კაციტაძემ და განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო ხელისუფლება კარგად გაცნობოდა უცხოელი ექსპერტების დასკვნას და მსჯელობა მას შემდეგ დაეწყოთ. ამის „მე ხელისუფლების ამ პოზიციას არ დავარქმევდი ხელოვნურ „ტაიმ–აუტს“, ექსპერტები იმისთვის მოვიწვიეთ, რომ მათ ვენდობით, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ მათი დასკვნა არის პანაცეა. ამიტომ, იქნებ მართლაც გადავდოთ საკითხზე მსჯელობა. შესაძლოა, ხელისუფლების არგუმენტების მიღმა მართლაც სხვა რამ დგას, მაგრამ ახლა არ მინდა ამ განწყობით ვიყო. ექსპერტების დასკვნა სხვა საკითხებსაც შეეხება და იქნებ, ხელისუფლება ყველას გაეცნოს, ჩვენც საფუძვლიანად მოვემზადოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ. კაციტაძის პოზიციას კვერი დაუკრა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმაც და შემდეგ, სიტყვა კვლავ, პავლე კუბლაშვილმა აიღო და აღნიშნა: „ვეფხვაძის გამოსვლაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან პუბლიკაზე იყო გათვლილი. რაც შეეხება ბიომეტრულ პირადობის მოწმობებს, პირველი ივნისიდან ხელისუფლება ისედაც იღებს ვალდებულებას, რომ 100 ათასი მოწმობა გაიცემა, რაც სახელმწიფო თანადაფინანებით მოხდება. თუმცა, რამდენად მოხერხდება თითის ანაბეჭდებისთვის თანხის მოძიებას და სამოქალაქო რეესტრი 3 მლნ ადამიანის მოწმობის დაბეჭდვას წელიწადნახევარში მოასწრებს თუ არა, ეს მტკივნეული საკითხია. გარდა ამისა, ისიც განსახილვევლია მოხერხდება თუ არა ამ პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება“. კუბლაშვილს „მრეწველმა“ ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა: „თქვენ როდესაც გისმენთ თანხებში იმხელა სხვაობაა... ადრე საუბარი იყო, რომ ეს პროცედურები 50 ცენტი ჯდებოდა, ახლა კი 30 და 45 ლარს ახსენებთ. ამიტომ, ესეც გასარკვევია, რეალურად რა ჯდება ბიომეტრული პირადობის მოწმობების დაბეჭდვა“? აქვე დაისვა მისამართების კორექტირებაზე კითხვები, კერძოდ, ჯერ დამისამართება მოხდებოდა და შემდეგ დაიწყებოდა ბიომეტრული პირადობების მოწმობების ბეჭდვა თუ... პავლე კუბლაშვილის პასუხი იყო, რომ მისმართების კორექტირება მოწმობების გაცემის პარალელურ რეჟიმში მოხდებოდა – „ესარაა პრობლემა, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაც და ბოლომდე ვერ მივიყვანოთ.“ შემდეგი კითხვა ისევ, ლევან ვეფხვაძემ დასვა და დაინტერესდა რასაც სამოქალაქო რეესტრი გადაწყვეტდა და იტყოდა ყველაფერი ისე მოხდებოდა თუ მმართველი პარტია მისცემდა მას დავალებას? „მიმოქცევაში ორმაგი პირადობები არის, რაც დუბლირების საშუალებას იძლევა და ვფიქრობ, მმართველი პარტიის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს აღმოიფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც ისე რომ არ მოხდეს, ყველაფერი მათ დაბრალდებათ“, – თქვა ლევან ვეფხვაძემ. მამუკა კაციტაძე კი დაინტერესდა, ID–ზაცია რომ მოხდეს, ფინანსების გარდა სხვა პრობლემას თუ ხედავდა ხელისუფლება, რომ ოპოზიციური პარტიები მათ ალტერნატიული გზების მოძიებაში დახმარებოდნენ. „როდესაც რესურსებზე ვსაუბრობთ აქ ფინანსები, ტექნიკური საშუალებები და კადრები იგულისხმება. ყველა ეს პრობლემა დგას და თუ ამის გამო, პროცესი ბოლომდე არ მივიდა, ვეფხვაძე, რომ საკუთარ თავზე არ აიღებს პასუხისმგებლობას ეს ჩვენც კარგად ვიცით“, – თქვა პავლე კუბლაშვილმა. დავით უსუფაშვილმა, რომელიც მთელს ამ დიალოგს ჩუმად ისმენდა თქვა ის, რისი თქმისგან თავიდან თავი შეიკავა: „ყველა ის კითხვა, რომელიც აქ დაისვა, 2 თვით ადრეც დაისვა და საკმარისი დროც იყო, რომ პასუხები გვქონოდა. თუ ეს პასუხები 2 თვეში არ მოიძებნა, ვეჭვობ, ერთ კვირაში მოვისმენთ ამ პასუხებს. თუ დახმარება გინდათ თქვით, თორემ რაც დრო გადის, ის საფრთეები და რისკები რაზეც თქვენ საუბრობთ, უფრო იზრდება. თუ უცხოელი ექსპერტების დასკვნების გასაცნობად დრო გჭირდებათ, მაშინ იქნებ, გვითხრათ, თუ ხართ რომელიმე საკითხისთვის მზად და თუ – არა, მაშინ, გრაფიკი თავად გვითხარით, როდის რაზე ვიმსჯელოთ“. პავლე კუბლაშვილმა კი კვლავ გაიმეორა, რომ ბიომეტრულ პირადობების დამზადება მოესწრება თუ – არა, პასუხები სამოქალაქო რეესტრისგან უნდა მოესმინათ და იქვე განიხილავდნენ საარჩევნო სისტემის საკითხებსაც. „თუ ეს არ გამოვა, მაშინ, ალტერნატიულ გზებზე უნდა ვიმსჯელოთ“, – განმარტა კუბლაშვილმა, თუმცა კომისიის წევრების უმრავლესობა ვერ დაარწმუნა პოზიციის მართებულობაში. „დემოკრატიული პარტია“ ირწმუნებოდა, რომ სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შემდეგ სხდომაზე მოსვლა არფერს შეცვლიდა, რადგან სიღნაღში მან ერთხელ უკვე გასცა ყველა კითხვას პასუხი და მომავალში, მისგან ახალს ვერაფერს მოისმენდნენ. ეს პოზიცია რამდენიმე ადამიანმა გაიზიარა და ამის გამო, მამუკა კაციტაძეს მოუხდა უფრო დაეკონკრეტებინა რატომ დაყაბულდა საკითხის შემდეგ შეხვედრაზე განხილვას: „მე არ მაინტერესებს ვაშაძე რას იტყვის, ხელისუფლება მას დაიხმარს თავისი პოზიციის გასახმოვანებლად. მე მაინტერესებს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, სურს თუ არა მას ბიომეტრული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება და თუ ამის შემდეგ ვაშაძე იტყვის, რომ იგი ტექნიკურად ვერ მოასწრებს ამის განხორცილებას, მაშინ, დატოვოს თანამდებობა.“ მოკლედ, 9 თებერვლის შეხვედრა არაფრით დამთავრდა, მაგრამ მამუკა კაციტაძემ ოპოზიციური „რვიანის“ კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო პავლე კუბლაშვილს. ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის პოპულარიზაციას ითხოვს. „ჩვენ „რუსთავი 2“–ს და „იმედს“ ვერ მოვთხოვთ, მე–2 არხი მთელს საქართველოს ვერ ფარავს და ამიტომ, პირველმა არხმა გამოყოს დრო და კვირაში ერთი გადაცემა ამ საკითხს მიუძღვნას, სადაც ამ ჯგუფში შემავალი სუბიექტების პოზიციების გაანალიზება მოხდება. ეს მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის და იმ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვინც უარყო ეს პროცესი. საზოგადოებამ კი თავად განსაჯოს რა გზით სჯობს ბრძოლა“, – თქვა მამუკა კაციტაძემ და პავლე კუბლაშვილს მოუწოდა, რომ ხელისუფლებას მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისთვის. კუბლაშვილმა პირობა დადო, რომ იგი ლობისტიც კი გახდებოდა ამ ინიციატივის, რადგან მასში მიუღებელი არაფერი იყო. ამის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში იმაზეც მსჯელობდნენ როგორი ფორმატი უნდა ჰქონოდა გადაცემას, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, რომ გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდნენ. მათთვის მთავარია, რომ საკითხზე მსჯელობა ტელევიზიითაც გადაიცეს და ამით „პროცესში საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყონ“. საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა 16 თებერვალს ცესკოში გაიმართება. მას კვლავ დაესწრება ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი და საზოგადოებას კვლავ მივაწვდით ინფორმაციას სხდომის დეტალებზე. http://www.presage.tv/?m=politics&AID=3237#Comments იქაც დავწერე და ამ ყველაფერს საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოევლება.
  7. ეგ რომლის,საქართველოს გმირის და მიშა, ირაკლის ძმაკაცის?არა. ამერიკელებს სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ ვინ იქნება ჩვენთან მმართველი,მაგრამ ჩვენც რომ გვკიდია,ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. არ არის ეგრე.მიშა ისეთი შიზოიდია,არ ენდობა არავის.
  8. გიორგი68 გონების ძალიან მაგრად დაძაბვით. არა ჩემთვის შეცვალა კონსტიტუცია,ან გიგი უგულავასთვის.
  9. მაიცა და ინგლისური ტიტრებით გადის კინოები და ისე ქართულად არის ნათარგმნი? :018: მე აქ ხშირად ვუყურებ ხოლმე ესე ტელევიზორს, უბრალოდ წერის სწავლის მიზნით და საქართველოში ეს ვის რაში სჭირდება?
  10. კარგი რა დეპრეს და არც არაფერი არ გვიახლოვდება.ეგ შენ გინდა,რომ მოგვიახლოვდეს და იმიტომ წერ ესეთ პიზდეც სათაურებს.
  11. newstudio ამას მაშინ ვამბობდი,როცა კონსტიტუცია ამოისვა ერთ ადგილში.
  12. ეს გაგრძელებაა და წაიკითხეთ. რა უფრო მოსწონს ხალხს - დემოკრატია თუ დიქტატურა? 01:00 09.02.2011 [რუსიკო მუმლაძე] ვაგრძელებთ ინტერვიუს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან. ბოლოს და ბოლოს, იქნებ გავარკვიოთ, რატომ არ ვართ პრაგმატულები და რატომ არ გვიყვარს ფიქრი, როცა ქვეყანა თავზე გვემხობა. ფაქტია - საქართველო ყველაზე არაპრაგმატულად მიუდგა პროცესს, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია... რამაზ საყვარელიძე: „ის, რომ ჩვენ დავიქირავეთ ეს ხელისუფლება და პირველივე შეცდომაზე რაღაც რეაგირება უნდა გვქონოდა, ეს განცდა არასდროს გაგვჩენია... ერთ-ერთი ფრაგმენტი, სადაც ხალხმა რეაქცია მისცა, არა შეგნებულად, არამედ იმპულსურად - იყო პიონერთა სასახლის ამბავი... აქამდე ტრიალებს ეგ ისტორია, იმის საილუსტრაციოდ - თუ ხალხს რეაქცია ჰქონდა, ხელისუფლება დაინახავს ამას, გაიგებს და უკან დაიხევს. აი, ამის კი ხალხს ნამდვილად არ სჯერა... არადა, ძლიერი პროტესტი, თუნდაც ეს არ იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბის, ყოველთვის იძლევა თავის შედეგს. - მაშინ, კიდევ გავიხსენოთ ასეთივე ისტორია: დიდი ამბავი ატყდა მარჯვენასაჭიან მანქანებზე და მინების დაბურვაზე... უკმაყოფილო ადამიანებს მრავალათასიანი მიტინგიც კი არ ჩაუატარებიათ, მცირე შეკრება იყო... სიტუაცია შეიცვალა ხომ? იგრძნობა ხოლმე, როცა ხალხში რეალური პროტესტია. ჰოდა, იგრძნო ხელისუფლებამ პროტესტი და ეს თემაც გაქრა... და სულ არ დაჭირვებიათ ამისთვის პოლიტიკური პარტიები... ხალხმა უკარნახა ხელისუფლებას, რა უნდა „გაეკეთებინა“... - აბა, რა... ასეთ კარნახს ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს. გეთანხმებით, ამ პროცესს არ დასჭირვებია არცერთი ოპოზიცური პარტია. როგორც კი პოლიტიკური პარტია იწყებს თუნდაც სოციალურ პრობლემაზე აქცენტის გაკეთებას, იქ მაშინვე სიჯიუტეს იჩენს ხელისუფლება. როცა ხალხი იწყებს გაპროტესტებას, ხელისუფლება თმობს. სადაც ხალხი ამოძრავდება (ყველა ქვეყანაში), იქ შედეგის მიღწევა შეიძლება... თუნდაც დევნილებს რომ გამოეხატათ თავიანთი მძაფრი პროტესტი, ვიდრე გამოსახლებები დაიწყებოდა, გაიგებდა ეს ხელისუფლება? - აუცილებლად გაიგებდა... ეს ხელისუფლება როგორც ჩამოყალიბდა, თავისი პლიუსებითა და მინუსებით, ჩვენს ხელში ჩამოყალიბდა. ჩვენ შევქმენით ის. პროტესტის ნაცვლად ხალხი გაჩუმებულია და აძლევს მას საშუალებას, აკეთოს რაც უნდა... აქედან გამომდინარე, ისიც გააკეთებს იმას, რაც სურს... რადგან ჯანსაღი საპროტესტო გამოსვლები ძალიან ცოტაა, ამიტომ ამბობთ, რომ რევოლუცია არ მოხდება? - რევოლუციას სჭირდება ეკონომიურად და ინტელექტუალურად ძლიერი ფენები. არც არაბებზე ჰქონდა ვინმეს იმის მოლოდინი, რომ ამხელა ტალღა აგორდებოდა, რადგან სხვათა შორის, დიქტატურა ძალიან კომფორტული მოვლენაა.. კი, თუ გაჭმევს... - დიახ, თუ გაჭმევს. გადაწყვეტილების მიღება არ გჭირდება, წყნარად გაქვს ნერვები. იცი, რომ გემი თავისით მიდის, სად მიდის - სულ არ გაინტერესებს. ნუ ჩავთვლით ისე, რომ დიქტატურა მმართველობის ის ფორმაა, რასაც ადამიანი ვერ აიტანს. აიტანს კი არა, მშვენივრადაც იქნება. რასაც ადამიანი ვერ აიტანს, სწორედაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ამ შემთხვევაში, იმათ ვედავები, რომლებიც ამბობენ, რომ აი, დიქტატურაზე ხალხს რეაქცია ექნებაო. სწორედაც რომ დიქტატურასა და ავტოკრატიაზე არ ექნება რეაქცია ხალხს. აქ რაღაც სხვა მოვლენებზეა საუბარია და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, ვის აქვს რეაქცია... მოდით, განვიხილოთ ტუნისის სიტუაციები, რადგან პირველი მღელვარება სწორედ იქ მოხდა, დანარჩენი უფრო ტუნისის მიბაძვა იყო. ტუნისში ეროვნული შემოსავალიდან ერთ სულ მოსახლეზე წლიურად მოდის 9 500 დოლარი. ეს ფული პირდაპირ კი არ შესდის ამ მოქალაქეს, მაგრამ იმხელააა ეროვნული შემოსავალი, რომ გადაანაწილო ერთ სულ მოსახლეზე, იღებ ამ თანხას. ანუ, ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ. განათლების დონეც, სხვა ანალოგიური ქვეყნებისგან განსხვავებით, ტუნისში მაღალია. უკეთესად მაცხოვრებელი და მაღალი განათლების მქონე ადამიანი იწყებს რევოლუციას. ანუ, 24 წლის განმავლობაში დიქტატურამ ეს ხალხი კვება, გაანათლა და შემდეგ დაიწყო ხალხმა ფიქრი? - განათლების მაღალმა დონემ ფიქრსაც შეუწყო ხელი... ოქსფორდსა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში რომ მიიღეს განათლება, ის თაობები მოვიდა. თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში მიკრორევოლუცია ისაა, შვილები რომ უჯანყდებიან მშობლებს. შვილებს რაღაც სხვანაირად ესახებათ მომავალი, მერე ან მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს შვილის აზროვნებაზე, ან შვილი ცალკე იწყებს ცხოვრებას. უკეთეს ვარიანტში შეჯერება ხდება. - დიახ. ან კიდევ ძველის ჭკუაზე გადადის და შესაბამისად, შვილი „მუდმივ შვილად რჩება“ და ა.შ. რამოდენიმე ვერსიაა. როდის ხდება ეს? სადღაც 16-17 წლის ასაკიდან. უფრო ადრე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი დიქტატია მშობლების მხრიდან ერთი წლის, ორი წლის და ა.შ. ასაკში, მაგრამ ამ დროს პროტესტი არ მოდის შვილის მხრიდან. პროტესტი იწყება მაშინ, როცა ადამიანი გააცნობიერებს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა. ანუ მაშინ, როცა ამის ინტელექტი მოუმწიფდება, განათლებას იღებს, შეხედავს ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ სხვა ადამიანებს და დაფიქრდება... ამას თუ ისიც დაემატება, რომ მუშაობა დაიწყო, უმაღლესში სწავლა გააგრძელა, სოციალურად დამოუკიდებელი გახდა, მით უმეტეს - გაუჩნდება ეს პროტესტი. თუ უდღეურია, მათხოვარია, ყოველი კაპიკით სხვაზეა დამოკიდებული, თავის თავი ვერ გაუცნობიერებია, რომ რაღაცას წარმოადგენს, მიაჩნია, რომ დუხჭირი და უბედურია, ის ოჯახში რევოლუციას დაიწყებს? ვერ დაიწყებს. იმდენად წარმოუდგენელია მისთვის, რომ შეიძლება, თავისი აზრი გაატაროს... ნაბიჯსაც არ გადადგამს და არც კი ცდის... ამდენად, დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ იწყებს ჯანყს თავისი პირადი მიზნებისთვის და დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფი ერიც არ დაიწყებს ამბოხს... სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს, აზროვნების მხრივ, უარესობისკენ მისდის მდგომარეობა. აზროვნების კულტურა სულ უფრო დაბლა მიიწევს, დაბლა მიექანება მისი ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელიც. ეს ორი პარამეტრი - ინტელექტუალური და ეკონომიური - მაღლა უნდა წავიდეს, რომ მიიღოთ ჯანყი. ამ დროს კი, ხელისუფლებაში მოსულია გუნდი, რომელმაც ბრწყინვალედ იცის მართვა და პოლიტიკა. ეს სახელისუფლებო გუნდი ძალიან მობილურია და შეკრული… სხვა ხელისუფლებების დროს თბილისი სავსე იყო ხოლმე ჭორებით - სახელისუფლებო განხეთქილების თაობაზე. ახლა, ხელისუფლების მანქანა ისე ადის ყველა ახალ საფეხურზე, რომ პრაქტიკულად, ინფორმაცია გარეთ არ გამოდის. ამავდროულად, ენერგიულები არიან და არ ეზარებათ ფიქრი. ოღონდ, სათავისოდ. - კი, სათავისოდ, მაგრამ ამ ხალხმაც სათავისოდ იფიქროს, ხომ შეიძლება? მე ხომ არ ვლაპარაკობ რაღაც იდეალებზე? შენ სათავისოდ ფიქრის პრობლემა გაქვს საქართველოში, თორემ - სასხვისოდ ფიქრს ვიღა ჩივის? ჩვენი სიზარმაცითა და კომფორმულობით ვუწყობთ ხელს ხელისუფლებას, რაც უნდა ის აკეთოს. ფსიქოლოგები კომფორმულობას ვუძახით ამ ყველაფერს, როცა გეზარება შენი გადაწყვეტილების მიღება და სხვის გადაწყეტილებას მიყვები... თან ჩვენ, ბოლომდე კი არა, შუამდეც არ მიგვყავს საქმე... ეს სიზარმაცის გამო არ მოგვდის, უბრალოდ, განწყობილებების ხალხი ვართ. ხშირად გვეცვლება ხოლმე ხასიათი. იცით, რა არის - ცოტა ბავშვური ხასიათი გვაქვს. ოღონდ, ამას რომ ვამბობთ, ზოგიერთს სიამოვნებს მოსმენა, რადგან ბავშვი დადებითთან ასოცირდება. ბავშვი სწორედ იმის ბავშვია, რომ მას ბოლომდე საქმის მიყვანა არ შეუძლია. ისტორიულად გვქონდა ასეთი ხასიათი... მაშინ, დაველოდოთ ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც ჩვენს ნაცვლად შეცვლის... - ქარიზმატული ლიდერის დალოდებაც არ მოიტანს შედეგს. ერთ-ერთი ომის დროს მთა დავიპყარით, ღამე უკან დავბრუნდით და ვიქეიფეთ. მეტოქემ, ამასობაში, დაიკავა ის მთა, მერე ისევ დავიპყარით და კიდევ ვიქეიფეთ, ისევ დაიბრუნა ეს სტრატეგიული ობიექტი მოწინააღმდეგემ. ეს არ არის საბჭოთა პერიოდის გავლენა, არც დღევანდელობის, ეს ისტორიული ქართველის ქცევებია. სიამოვნების პრინციპით ცხოვრება ჩვენთვის უფრო ბუნებრივი იყო. ანუ არ ვართ პრაგმატულები, არ ვართ ორგანიზებულები და არ გვიყვარს თავისთვის ცოტათი მაინც ძალის დატანება, რათა შედეგი დავდოთ... მოდით, კონკრეტულად ვუთხრათ ადამიანებს, რა, როდის როგორ გააპროტესტონ, რომ მიხვდნენ... ბავშვი ვერ ხვდება და უნდა ასწავლო, ხომ? - დიახ, არ ვართ, ჯერჯერობით, პრაგმატულები... უნდა ასწავლო, კიდევ ერთია, მაგრამ მეორე ისაა, ბავშვს უნდა ელოდო, ვიდრე მას იმის უნარი არ გაუჩნდება - ისწავლოს. ამის სურვილი უნდა გაუჩნდეს. თითქმის მთელი საქართველო ღამე დადის მანქანით, რომელსაც ანთებული აქვს შორი განათების ფარები. ეს შუქი კი შემხვედრ მანქანას მოძრაობაში უშლის ხომ ხელს? მძღოლს აბრმავებს... პროჟექტორის მინათების ტოლფასია და შემხვედრი მანქანაც შეიძლება, დაგეჯახოს. ეს იცის ყველამ, მაგრამ მაინც მთელი საქართველო დადის ანთებული შორი ფარებით. ეს რა ხელისუფლების ბრალია? არის ხოლმე რაღაც პროტესტი, ჩვენი კულტურა მოსპო ხელისუფლებამ, აი, ინგლისური შემოიტანა, თავს გვახვევს ამ ენასო... კი მაგრამ, ყველა მაღაზიას მარკეტი რომ დავაწერეთ, რომელიმე ხელისუფლების ბრალი იყო? თანაც ქართული ასოებით... - დიახ, თანაც ქართული ასოებით. ანეკდოტური ქვეყანა ვართ. მანქანის მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ქართველი ხშირად ისეთ რაღაცაზე მიდის, რაც მისთვისაც სახიფათოა. სხვას ანათებ თვალებში და ამის გამო შეიძლება, შენვე დაგეჯახოს ის, ვისაც შენ ანათებ... რატომ აკეთებს ამას, კაცმა არ იცის... ან ეზარება გადართვა, ან აფიშირება უნდა, აი, რა მაგარი ვარ... მთელი საქართველი დადის ჯიპებით... ქვეყანაში, სადაც ყველანაირი ეკონომიკური პარამეტრები დაბლა მიექანება... - დიახ, და ამ „ჯიპებს“ ბენზინის ხარჯვის დონე მაქსიმალური აქვთ. სარგებელზე ფიქრობს ქართველი? არ ფიქრობს. რომანტიზმი გამოიხატება ამაში, „ჯიპზე“ რომ ვზივარ, ხომ „მაგრად“ გამოვიყურები, გადავიხდი ბენზინის თანხას, თუნდაც მერე არაფერი მქონდეს... ამ აზროვნების ხალხი, ხშირად გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მისთვისაც სახიფათოა - როგორც მანქანაში, ისე - პოლიტიკაში. ეს ხალხი აირჩევს ლიდერს, რომელიც მას გადათელავს... ასე რომ, პრობლემა სააკაშვილში არ არის... ისიც ტიპიური ქართველია... - ტიპიური ქართველია, ოღონდ, კიდევ უფრო ნიჭიერი და პრაგმატული. ის კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვყავდეს. პრობლემა ისაა, სააკაშვილი რომ შეცვალო (უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ), ამ ხასიათის მქონე ამომრჩევლების პირობებში ახალი არჩევანი შეიძლება გაცილებით უფრო უარესი იყოს... ავირჩიოთ „ნაღდი“ ქართველი, „ნაღდი“ ქართული მთავრობა, თავი დავანებოთ აშშ-ს, ევროპას - ძალიან ხშირად ისმის სოციალურ ქსელებში ასეთი მოწოდება. არადა, ჩვენ ამ წუთში ვსაუბრობთ, რაც არის ნაღდი ქართველი, სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ხასიათის ცვალებადობით... - „ნაღდი“ ქართველი იმ პიროვნებასთან არის ასოცირებული, კონკურეტულ პოლიტიკოსებს შორის, რომლის მიმართ დიდი სიყვარულის გარდა ვერაფერს ვიტყვი და საერთოდ, „ნაღდი“ ქართველი კაი რამეა, მაგრამ ავადმყოფი რომ გყავს სახლში, „ნაღდ“ ქართველს ეძებ, თუ კარგ ექიმს? ხელოსანი რომ მოგყავს ბინის გასარემონტებლად - შესანიშნავი ხელოსნები არიან სწორედ რუსები, სომხები, თათრები და რა, იწუნებ, იმიტომ, რომ ქართველი არ არის? მოიყვანე ქართველი და გააფუჭებინე, კი ბატონო, შენია ბინა... პრესაგე.ტვ-ს ფორუმზე შეიძლება “ჩაგვქოლონ“, სომეხი უნდათ პრეზიდენტადო... - რაც უნდათ, ის იფიქრონ... უნდა მოიყვანო ადამიანი იმ ნიშნით, რისთვისაც გჭირდება და არა - გულის მოფხანვისთვის. „ნაღდი“ ქართველი ის ნიშანი არ არის, გავარკვიოთ, პრეზიდენტად გამოდგება თუ არა. ქვეყანა ეკონომიკურად წაფორხილებულია. წესით, ამ ხალხს აქამდეც კი უნდა მოეყვანათ ხელისუფლებაში ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის აზრზე არიან. არცერთ არჩევნებში ეკონომისტებს არ გაუმარჯვიათ საქართველოში, არადა, ასეთი პარტიები არჩევნებში მონაწილეობდნენ, მაგ: „მემარჯვენეები“, „მრეწველები“... დამაფიქრებელი შენიშვნაა - არც“ ახალი მემარჯვენეებს“ და არც „მრეწველებს“ არ ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერები, მაგრამ, ჰქონდათ პრაგმატული საარჩევნო პროგრამა... - როცა ერი მიყვება ქარიზმას და არა საკუთარ ინტერესს, მას კარგად არსდროს აქვს საქმე. ქარიზმა იმისაა, ანკესი უნდა გადმოგიგდოს და წაგიყოლოს, თან არა იმით, რაც შენ გჭირდება. როცა სხვისი გადმოგდებული ანკესი უფრო მოგწონს, ვიდრე შენი საკუთარი ინტერესის სწორი გააზრება, აქ რაზე შეიძლება საუბარი? თუ ხალხმა არ გააგებინა რა უნდა, არცერთი ხელისუფლება მსოფლიოში თავისი სურვილით არაფერს გაიგებს... სადაც სამწევრიან ოჯახში ბავშვმა უნდა იტიროს, რომ მიხვდე, რაღაცა უნდა, ქალმა უნდა ქმარს მოსთხოვოს, ქმარმა ცოლს. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოში სხვანაირად ხდება? ეს დიალოგი უნდა შედგეს, მოთხოვნების გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს... ანუ, ხელისუფლებას ჩვენ თავადვე ვრყვნით და სხვა ნუ ვაბრალებთ? - ყოველ შემთხვევაში, დავიწყოთ საკუთარ თავზე დაბრალება... ჯერ გავარკვიოთ, რა გვჭირდება, შემდეგ - გავიაზროთ, როგორ მივაღწიოთ იმას, რაც გვჭირდება და მერე უკვე ხელიც გავანძრიოთ. ლიდერი ყოველთვის თავის თავზე იზრუნებს, ასევე იქცევა პოლიტიკური ორგანიზაციაც. რატომ იზრუნებს ჩემზე? ამიტომ არსებობს ინტერესთა ჯგუფები, როცა მე, თქვენ და ივანეს ერთი პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემაში გავერთიანდებით და ვიბრძვით... დამთავრდება პრობლემა, დავიშლებით. თემებზე ქართველები არ ერთიანდებიან და ერთმანეთს არ უჭერენ მხარს. ვიდრე ასეთი ხასიათი გვაქვს და ჩვენს ერთობას მხოლოდ ის ქმნის, რომ მე შენ უნდა მომწონდე, როგორც „ჯიგარი“ ქართველი, მანამდე არაფერი გამოგვივა. ქარიზმატული ლიდერი, როგორც წესი, ლაპარაკობს იმას, რაც მე გულს მხვდება და წამიყოლიებს ამითი. მპირდება, მაგრამ მე თუ არ ვკითხე, როგორ გააკეთებ - არაფერსაც არ გააკეთებს. ხშირად, გვჯერა, რახან დაგვპირდა, იმან იცის, რა უნდა აკეთოს... ეჭვი რომ შევიტანიო, მაშინ მეც აზრზე უნდა ვიყო, როგორ კეთდება... მე უნდა ვაიძულო თავი, ვიფიქრო იმაზე, როგორი გაკეთებული სჯობს, მატყუებს - თუ არა. მერე ვიცით თქმა, მომატყუაო,მანამდე სად იყავი, რატომ არ სვამდი კითხვას, რომ გაგერკვია, მართალს ამბობდა თუ არა? ამიტომ, სულ მოტყუებული დავრჩებით, ვიდრე ასეთ ჭკუაზე ვიქნებით და სხვის შეძახილზე ვიმოქმედებთ... ერი, რომელსაც უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო, არ უნდა იყოს მუდმივად ორიენტირებული რევოლუციაზე. რა უნდა ქნას მან ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ძალადობის შემთხვევაში? - რა და, რასაც არჩევნებზე ორიენტირებული ალასანია იძახდა, თუ გინდათ ხელისუფლების შეცვლა, მიდით არჩევნებზე, იმდენი ხმა მიეცით ოპოზიციას, რომ გაყალბება არ მოხდესო. თუმცა, მე მგონი, ალასანიას ის ეშლება, რომ მას უკეთესი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე. საზოგადოებას იქნებ, ისიც ვუთხრათ, რომ ხალხის გარეშე, თუნდაც უცხო ქვეყნის დაგეგმილი რევოლუციებიც კი არ ხდება... - ისევ ტუნისი. იქ არც პოლიტიკური პარტიები იყო, არც ამერიკა იყო აზრზე, ისე მოხდა ის, რაც მოხდა. „ვარდების რევოლუცია“ ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი პროექტი იყო. 5 წელი ამ ხალხს აცხობდნენ საიმისოდ, რომ აყოლოდნენ ლიდერს. თუმცა, გეთანხმებით - ხალხის გარეშე ვერავინ ვერაფერს გამოაცხობდა. ხალხი აყვა მათ. ეს ხალხი შესანიშნავად დაემორჩილა იმ ზემოქმედებას, რომელიც მეთოდურად ხორციელდებოდა მასზე. როდესაც ქვეყანა აწყობილია და ძლიერია, იქ ხალხის კომფორმულობა დასაშვებია. ასეთი რამ ხდება ამერიკაშიც, მაგრამ როცა ქვეყანაა ასაწყობი და ბევრი რამ შენზე, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული - აი იქაა, რომ კომფორმულობა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს. გამოდის, რომ სააკაშვილი 2033 წლამდე მართლა იქნება ხელისუფლებაში. - რატომ 2033 წლამდე? ზუსტ თარიღს ვერა, მაგრამ მასეთ მკაფიო რიცხვს მე ვერ ვხედავ და კიდევ იქით გადავწევ ამ თარიღს... რეზიუმეს სახით ვთქვათ, მაინც რა არის გამოსავალი - შევცვალოთ აზროვნება? - არ შევცვალოთ აზროვნება. მოდით, დავიწყოთ აზროვნება. ჯერჯერობით, პოლიტიკურ ცხოვრებაში, დიდი ჭკუა ვერ გამოვავლინეთ, ვერცერთ საფეხურზე. ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს და მით უმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება. ჭკუის გარეშე ჭადრაკს ვერ მოიგებ... გათვლა, მიზნის შერჩევა და ამ მიზნისკენ მიზანმიმართულად სვლა - ესაა სქემა, რაც უნდა გავაკეთოთ. უმიზნოდ ბორიალი არ შეიძლება. სახლში რომ მიხვიდეთ, ხომ ზუსტად იცით, რომელ ტრანსპორტს დაელოდებით? თქვენ რომ ყველა ტრანსპორტში ახვიდეთ, რომელიც გამოივლის, სახლამდე მიხვალთ? გვჭირდება სახელმწიფოს აღმშენებელი და ამ დროს ვაჯდებით ტრანსპორტს, რომელსაც „ნაღდ“ ქართველს ვარქმევთ. ასე არ შეიძლება...
  13. ვეთანხმები ჩემს ზემოთ იუზერს შეფასებაში და გილოცავ ამ დღეს.ჯანი და ბევრი ფული. :lasha1997:
  14. Lo Janko მაგ კაცსაც დაუტოვეს რაღაც,მაგრამ მერე ისაც აახიეს.თქვენ რაც დაგიტოვეს,ალბათ არ სჭირდებოდათ,თორემ იმასაც წაიღებდნენ.
  15. Lo Janko არა აქვს მნიშვნელობა ქონების სიდიდეს ამ შემთხვევაში.„კანონს“ ამოფარებულები ყაჩაღობენ ეს შობელძაღლები და ეს არის მთავარი.
  16. ვინც ეს ოჯახი ესე გააუბედურა დედა უნდა მო......ა როცა ესენი წაეთრევიან და უარესი უნდა დამართო.ნაშოვნიც უნდა წაართვა და ციხე უნდა ახეხინო დამატებით.აუ რა შემეცოდა ეს კაცი?
  17. დაახლოებით ვიცი,რადგან ცოტა რამ სთქვა და დანარჩენზე გაჩუმდა.ანუ ბოლომდე რა უთქვამს და მესმის მისი.ამ ყაჩაღებისგან ყველანაირი უსამართლობა არის მოსალოდნელი.
  18. newstudio კაიფობ რა ყაჩაღები არიან ამის დედა ვატირე და სატურნი მეთქი იმიტომ ვთქვი,რომ ბათუმში აეროპორტის გზის მშენებლობის დროს,მოასახლეობას სრულ ფასს გადაუხდიან მიწებშიო.
  19. ეს თუ არის კოპში,როგორ უნდა გავიგო ან როგორ უნდა წავშალო?ლაშა თამაშობდა ხოლმე თამაშებს და სტა პრაცენტი ექნება კოპში.ეხლა აკრძალული აქვს კოპის თამაშებე და აბა მასწავლეთ რა როგორ?
  20. მთავარია კანონი და სასამართლო ამოქმედდეს და დასაჭერი დაჭერილ იქნება –––––––––––––––––––––––––––––––––––– მერე,რატომ არ გვპირდება ამას? ხო,ადრე მაგისმა პარტიამ თქვა,რომ ვიწყებთ უკანონო პატიმრების საქმეების გამოძიებას თავიდანო და რა ხდება არ იცი?
  21. მოსამართლეები ავსებენ ბიუჯეტს ხალხის ხარჯზე შესაბამისად საჭირო ხალხი არიან და არავინ მაგათ არ დაიჭერს მომავალი მოსამართლეებიც შეავსებენ ბიუჯეტს და მათაც არავინ არ ახლებს ხელს ––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბიჯოოოოო..........................
×
×
  • შექმენი...