გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს ელიტური კორუფციის დეტალები განუმარტა 22:59 11-02-2011 საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პრეზიდენტს ელიტური კორუფციის დეტალები განუმარტა და ამ კორუფციული პირამიდის სათავეში მდგომად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. პრეზიდენტმა დღეს "ეროვნულ-დემოკრატ" გურამ ჩახვაძეს კორუმპირებული ჩინოვნიკების დასახელება მოსთხოვა, რასაც მოგვიანებით გიორგი თარგამაძემ უპასუხა. თარგამაძის განმარტებით, არსებობს ორი ტიპის კორუფცია, როდესაც თანხა მიდის პირდაპირ ჯიბეში და მეორე სახის კორუფცია, როდესაც გადასახადები მიდის ბიუჯეტში, მაგრამ მის ხარჯვაზე კონტროლი ვერ ხორციელდება. "ეს არის კორუფცია, რომლის სათავეში დგახართ თქვენ", – მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს. მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კარგი ვებ-გვერდი აქვს, სადაც ყველას შეუძლია დაათვალიეროს პრეზიდენტის სასახლის არქიტექტურა, მაგრამ ამ ვებ-გვერდზე შეუძლებელია პრეზიდენტის ბრძანებულებების ნახვა. "ეს არის კორუფციის სახე, როცა ვერ ხედავ და ვერ იგებ, რაში იხარჯება ფული", – მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს. ვახ ჩემი და არ თქვა მართალი?