http://www.interpressnews.ge/ge/politika/158424-irakli-alasania-baraq-obamasthan-erthad-vashingtonshi-tradiciul-sauzmes-daestsro.html ირაკლი ალასანია ბარაქ ობამასთან ერთად ვაშინგტონში ტრადიციულ საუზმეს დაესწრო 21:42 03-02-2011 ვიდეო აშშ-ში ვიზიტით მყოფი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს, ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად, ყოველწლიურ ტრადიციულ საუზმეს დაესწრო. "ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. პრეზიდენტი ობამა შეეხო დღეს მიმდინარე პროცესებს ეგვიპტეში. საუზმეზე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებმა, რათა მსოფლიოში რეალურად დამკვიდრდეს დემოკრატიული ღირებულებები და პიროვნების თავისუფლება; ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მთელ მსოფლიოში საზოგადოებისთვის, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია", - აცხადებს ირაკლი ალასანია. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ტრადიციულ საუზმეზე ამერიკელმა კონგრესმენებმა დაპატიჟეს. პარტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალასანია უკვე მეორე დღეა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს. ხვალ დაგეგმილია მისი შეხვედრა სენატორ ჯონ მაკკეინთან. ვიზიტის ფარგლებში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სენატორ ჯო ლიბერმანსაც შეხვდება.