ახალი თემის გახსნას აზრი არა აქვს,ისედაც ქაოსია დღეს ფორუმზე. ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას "არ დაუშვებს" 20:21 - 10.02.2011 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას "არ დაუშვებს". "არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. მას პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩა, რათა ქვეყანა მართოს. საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც სააკაშვილის არასერიოზულ ადამიანად თვლიან, რომელმაც ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ახლაც აგრძელებს", - განაცხადა ალასანიამ "Ноев ковчег"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე აზრით, "სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა ამას ვერ მიაღწევს". "ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, ახლა კი ორგანიზებულობა გვჭირდება, რის გარეშეც საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ. არჩევნებზე გამარჯვებით ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას წერტილს დავუსვამთ", - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ საუბრები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასღან დაკავშირებით დაიწყო. ამ ცვლილებებით პრემიერს უფლებამოსულებები გაეზარდა, პრეზიდენტს კი შეუმცირდა. თუმცა არაოფიციალურად იმაზეც საუბრობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლო, პარლამენტის თავმჯდომარეობა ისურვოს, თუ დასავლეთი მის გაპრემიერებას მხარს არ დაუჭერს. მაკა ბრეგვაძე http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=63401