-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
26.10.2009 18:09 : Зураб Ногаидели: Грузия должна прекратить конфронтацию с Россией, чтобы добиться успеха в переговорах с Абхазией и Южной Осетией Грузия должна прекратить конфронтацию с Россией, чтобы добиться успеха в переговорах с Абхазией и Южной Осетией, - заявил в прямом эфире "Эха Москвы" бывший грузинский премьер, лидер оппозиционной партии "Движение за справедливую Грузию" Зураб Ногаидели. Он подчеркнул, что переговоры с Россией должны начаться безо всяких предварительных условий. Первая цель "народной дипломатии" в отношениях между Грузией, Абхазией и Южной Осетией - не допустить нового военного конфликта. Об этом заявил в прямом эфире радиостанции "Эхо Москвы" бывший премьер-министр Грузии Зураб Ногаидели, приехавший в Россию для встречи с грузинской, абхазской и южноосетинской диаспорами. "Второй пункт - возобновление отношений между Грузией и Осетией, Грузией с Абхазией - не просто человека с человеком, а территории с территорией", - отметил он. По словам З.Ногаидели, народная дипломатия должна способствовать возобновлению экономических отношений Абхазии и Южной Осетии "не только Грузией но и остальным миром", а также восстановлению транспортной связи, автобусного, железнодорожного и авиасообщения. "Я хочу, чтобы первый самолет из аэропорта Сухуми полетел в Тбилиси", - сказал он. Вопрос о возвращении беженцев "должен стать частью переговорного процесса между Москвой и Тбилиси, но его предварительным условием", - подчеркнул З.Ногаидели. Бывший премьер приехал в Россию для встречи с грузинской, абхазской и южноосетинской диаспорами. По его словам, первая цель народной дипломатии – не допустить нового военного конфликта. Визит Зураба Ногаидела в Москву не вызвал особого интереса среди грузинских политиков, ну а те, кто прокомментировал поездку экс-премьера, не приветствуют избранную им тактику, рассказала наш корреспондент в Тбилиси Екатерина Котрикадзе: Однако и официальные власти и грузинская оппозиция сходятся в одном – для диалога с Россией существует единственное условие – территориальная целостность и прекращение оккупации Грузии. ПОДВОДКА: Заявления бывшего грузинского премьер -министра Зураба Ногаидели – это обычное желание внести свою лепту в нормализацию российско-грузинских отношений. Такого мнения придерживается замглавы думского комитета по международным делам Леонид Слуцкий. В то же время, по мнению Слуцкого, заявления грузинского экс-министра больше похожи на обычный пиар. http://www.echo.msk.ru/news/629848-echo.html აერტყა რუსეთუმის იარლიყი? :
-
დიმა ჯაიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
lasha1997 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეგ არის დემოკრატია,ოღონდ არ უნდა იგინებოდე. -
მარაზმია ის საგარეო პოლიტიკა რასაც ყვარყვარე ჩალიჩობს.გერმანიაში ელჩად გერმანიის მოქალაქე დაუნიშნია რომელმაც ქართული საერთოდ არ იცის თურმე. მივიდა ქართველი საელჩოში ვთქვათ და თარჯიმანის დახმარებით უნდა ებაზროს ელჩს,თუ გერმანული ან ფრანგული უნდა იცოდეს აუცილებლად?
-
შხარა მართალი ხარ.
-
ხუთშაბათს ჩვენი სტუმარი - ირაკლი ალასანია
lasha1997 replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ირაკლი ალასანია: "მე წავალ მის წინააღმდეგ, ვინც რევოლუციის გზით წავა!" წავიკითხე თქვენი ინტერვიუ და თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ საქართველოში ამის განხორცელება დღეს შეუძლებლად მიმაჩნია. თქვენ ამბობთ,რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ დათმობებზე რომ წავიდესო,მაგრამ არ მიდის და სხვა რა გზა რჩება მის დასამარცხებლად? -
ჰალოვინის თემა პოლიტიკურია და ეს არა? ჩვენი შვილების მომავალს ეხება ეს თემა და საჭიროდ ჩავთვალე აქ გამეხსნა. პაჟალსტა გადაიტანეთ.არა მაქვს პრობლემა.
-
ინტერვიუ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან - ბატონო ირაკლი, თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია მუდმივად არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე საუბრობს, როგორც ფიქრობთ, შეძლებთ გამარჯვების მოპოვებას? - ჩვენ უკვე ნათლად და კონკრეტულად გვაქვს ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები. უკვე ღიად განვაცხადეთ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებთ. აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ასევე საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლაში და ამ მიმართულებით ჩვენი კონკრეტული წინდადებები უკვე წარვუდგინეთ ხელისუფლებასაც და სხვა პატიებსაც. არჩვნებში მონაწილეობა არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, ვინაიდან ალიანსი თვლის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების უმოკლესი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო შეიცვლება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს იდეალური საარჩევნო გარემო იქნება, მაგრამ თვისობრივად შეცვლილ გარემოში, თუნდაც ჩვენი მოთხოვნების მინიმალურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმატების დიდი შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს რომ ასე იქნება, ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნების შედეგები მაძლევს, რომელშიც ოპოზიციამ და ოპოზიციის კანდიდატებმა ბევრად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე სახელისუფლო კანდიდატებმა. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ ახალი პოლიტიკური კულტურა და ჩვენი ხედვა და პლატფორმა საზოგადოებასთან ბევრად უფრო ჩამოყალიბებულად მივიტანოთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხალხი, საზოგადოება იმ იდეებისა და ღირებულებების ირგვლივ შევკრიბოთ, რომლითაც მათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გამოვიყვანოთ. - ბატონო ირაკლი, პრობლემა ხალხის არჩევნებზე მისვლა არ არის, პრობლემა მოპოვებული ხმების დაცვაა... - გეთანხმებით და სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი არა მხოლოდ საკანონმდებლო ნაწილში საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, არამედ შესაცვლელია საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო კომისიის შემადგენლობა... დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ერთ-ერთმა ნაციონალურმა არხმა მაინც, იგივე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საშუალება და საინფორმაციო სივრცე მისცეს და სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს იმ ინიციატივას, რომელიც არხის სამეთვალყურეო საბჭოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებას გულისხმობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს 15-ივე წევრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული, რომელთაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების ობიექტურად რეგულიების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, ყველა გზას და შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ პოლიციური სტრუქტურები პირდაპირ არ იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობის წამომადგენლებთან. ეს არის ის სამი თემა, რომელზეც, ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ბრძოლის ხაზი გადის. მე მოვუწოდე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, იგივე იმ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "რედისონ სას ივერიაში" შედგა, რომ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ. არ არის აუცილებელი ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებების მიღწევას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უპეცედენტოდ მაღალია მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამ იდეის მიმართ და მათი ზეწოლა საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლაზე კიდევ უფრო ძლიერი გახდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ შანსი გვაქვს - ღირს ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ. - მაგრამ თუ არ მოხდება მედია-სივრცის, საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გათავისუფლება და სააკაშვილი ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად გამოიყენებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, ოპოზიციას გამარჯვების მინიმალური შანსი რჩება, რეალური სურათი ეს არის... - მე გითხარით, რომ სააკაშვილის პირობებში იდეალურ არჩევნებს ვერ მივიღებთ, მაგრამ მინიმალურად მაინც უნდა იყოს დაკმაყოფილებული ჩვენი პირობები და ამ შემთხვევაში გვაქვს გამარჯვების შანსი. რა არის ეს მინიმალური ზღვარი, ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს. უკვე მზად გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში მომავალ კვირას წარვადგენთ. სხვათა შორის ჩვენმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო, როდესაც დემონსტრაციულად არ მივედით უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვთქვით, რომ ხელისუფლებამ პირობა უნდა შეასრულოს და საკუთარი წინადადებები შემოგვთავაზოს. მათ ამ კვირაში მოიტანეს საკუთარი წინადადებები, ახლა მიდის კონსულტაციები და ეს პროცესი გაგრძელდება. ასე რომ, პროცესის ბოლოს რა შედეგიც გვექნება, ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის და მერე ჩამოყალიბდეს, ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკური ძალა, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. - მაგრამ თქვენ ამ შედეგს არ დაელოდეთ და განაცხადეთ, რომ "ალიანსი საქართველოსათვის" არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადება, რასაც ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ საკმაოდ კარგად გათვლილი პროპაგანდა დაიწყო. - მე ვთქვი, რომ პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ, ოპოზიციას გამარჯვების შანსი....... - თუ არ შეიცვლება, შესაძლოა, უარი თქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე? - ჯერ შედეგს დაველოდოთ, რატომ ვიჩქაროთ?! ჯერ სრულიად ჯანსაღი პროცესის ეტაპია, კონსულტაციები მიდის როგორც ხელისუფლებასთან, ისე სხვა ოპოზიციურ ძალებთან. - მაშინ თქვენ რატომ იჩქარეთ და არჩევნებში მონაწილეობზე თანხმობა განაცხადეთ, რატომ არ დაელოდეთ შედეგს?! ალბათ აცნობიერებთ, რომ ამით თქვენი პირადი პოლიტიკური რეიტინგი სასწორზე დადეთ... - იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლების გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და წავართვით ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ და იძახდა, რომ ეს ოპოზიცია არანაირ წინადადებას არ გვთავაზობს, არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეს იყო ის თემა, რასაც სააკაშვილი იყენებდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. მე გულწრფელად მწამს, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად არჩევნებია და ცალსახად ვაცხადებ, რომ არა მხოლოდ არ დავეთანხმები მოვლენების რევოლუციურ განვითარებას, არამედ წინ აღვუდგები! რადგან ვთვლი, რომ ეს ქვეყანას მხოლოდ დააზარალებს. - როგორ აღუდგებით წინ, თუ იგივე ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ცვლილების ამ გზას აირჩევენ, თქვენ მათ გაემიჯნებით? - ბუნებრივია, ვინც რევოლუციის გზით წავა, მე მის წინააღმდეგ წავალ, შემიძლია ეს პირდაპირ გითხრათ. აქვე დავაკონკრეტებ, მე ვსაუბრობ ძალადობრივ ქმედებებზე და არა ხავერდოვან რევოლუციაზე. - შედარებისათვის მინდა გკითხოთ, 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ხავერდოვანი იყო? - 2003 წლის რევოლუცია უსისხლო რევოლუცია იყო და არა ხავერდოვანი და ახლა რომ ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ისიც არ იყო სწორი, ვინაიდან ქვეყანაში ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ეს აქცევს ჩვენს ქვეყანას შემდგარ სახელმწიფოდ და ევროპა და საერთოდ, ცივილიზებული მსოფლიო გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რომ გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში. - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავთ? შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დასჭირდეს საპარლამენტო არჩევნები იმის მიხედვით, რამდენად მაღალი იქნება პოლიტიკური ტემპერატურა. - არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლებამ რაიმე არჩევნები დანიშნოს. - თქვენ ალბათ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოპოზიციიდან მერობის ერთადერთი კანდიდატი არ იქნებით? - ალბათ.. - ლოგიკურად იმაზეც უნდა გეფიქრათ, რომ ოპოზიციური ხმების გაყოფის და დამარცხების ალბათობაც მაღალია, ვინაიდან თქვენი მხარდამჭერების ხმების გაყოფით მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს... - შესაძლოა, ხელისუფლება შეეცადოს, რომ ამით ისარგებლოს, მაგრამ არ მგონია, რომ კანდიდატების დიდი არჩევანი იყოს, ვგულისხმობ წონიანი პოლიტიკური ძალების მიერ დაყენებულ კანდიდატურებს. - შესაძლოა, ე.წ. მართულ ოპოზიციას წონიანი კანდიდატები არ ჰყავდეს, მაგრამ თქვენთვის ხმების გარკვეული რაოდენობის წართმევას მაინც შეძლებენ.... - ჰიპოტეტურად ვერ გიპასუხებთ. ჯერ დაინიშნოს არჩევნები, გამოაცხადონ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე. - ორი დღის წინ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროგნოზი ოპოზიციისათვის არცთუ დამაიმედებელია.... - ამაზე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - IRI-მ ჩვენ ის შედეგები გვიჩვენა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მე ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, რაც ნაციონალურ არხებზე გაჟღერდა! - თქვენ ახსენეთ მხარდაჭერა გარედან, რაც აპრილის დღეებში ჩემი აზრით, ოპოზიციისათვის მაინცდამაინც დამაიმედებელი არ იყო. ახლა როგორია ეს მხარდაჭერა, რა შეიცვალა? - მათი მხარდაჭერა დღეს უპრეცედენტოდ მაღალია არა რომელიმე კანდიდატურის მიმართ, არამედ იმ იდეის მიმართ, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს არჩევნების გზით. ისინი სწორად ხედავენ, რა პრობლემები აქვს დღეს ხელისუფლებას და ქვეყანას. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილია სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური რესურსების ჩადება დემოკრატიული და თავისუფალი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად ქვეყანაში. - ჩემი აზრით, ოპოზიციის ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინოს, ნაწილი და სხვათაშორის საკმაოდ დიდი ნაწილი, ამისთვის არაფერს არ აკეთებს. თუ ასე გაგრძელდება და ამ რეჟიმში წავა პოლიტიკური პროცესები, საზოგადოებისათვის ცოტა გაურკვეველი დარჩება, რატომ არის ოპოზიცია ხელისუფლებზე უკეთესი, თორემ ეს ხელისუფლება რომ წარმატებული არ არის, ხალხმა ისედაც კარგად იცის. - სხვის აქტიურობებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენს პოლიტიკურ ალიანსზე. იმ კვირიდან ჩვენ უკვე გვექნება თემატური პრეს-ბრიფინგები, საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა სოციალური საკითხები, რომელზეც არ ვისაუბრებთ მხოლოდ პრობლემებზე, არამედ საუბარი იქნება გამოსავალზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრების დროს ისინი სწორედ ამის შესახებ მეკითხებიან – სად არის და არ არის გამოსავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევთავაზოთ მათ უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს. - სხვა პოლიტიკურ ძალებთან როგორ თანამშრომლობთ? - ხაზგასმით ვამბობ, რომ კონსულტაციები გვაქვს ყველა ძალასთან, იგივე "ეროვნულ ფორუმთან" და სხვა პარტიებთან. გვაქვს აქტიური კონსულტაციები, მუდმივად ხდება ხედვების ურთიერთგაცვლა. რაღაცაში ვთანხმდებით, რაღაცაში ვერა, მაგრამ ეს არის ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მთავარია, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ვთანხმდებით. - რას აპირებს ალიანსი, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ ნოემბრის აქციებში? - ჩვენ ვაპირებთ აღვნიშნოთ 7 ნოემბერი, რადგან ეს ის დღეა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დემოკრატიული განვითარების ყველა იმ პრინციპს გადაუხვია, რასაც აქამდე მხარს უჭერდა. გარდა ამისა, ეს იქნება იმ ადამიანებისათვის თანადგომის გამოცხადება, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიმაჩნია, რომ ამ დღის აღნიშნვა უნდა მოხდეს მშვიდობიანად, კანონიერი აქციით. სხვა შემოთავაზების შესახებ მე არ ვიცი, ამიტომ დაველოები მათ წინადადებებს ვინც აქციებს გეგმავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ალიანსი ამ აქციაში. - ახლა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ისევ აქვს აზრი დიალოგს მიხეილ სააკაშვილთან? - რა თქმა უნდა აქვს. - რა საკითხზე? - ყველა საკითხზე, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მივედით უშიშროების საბჭოზე და ხელისუფლებას ჩვენი წინადადებები შევთავაზეთ. გარკვეულწილად, გაიზიარეს ჩვენი მოსაზრებები. არის საკითხები, რაზეც, არა მხოლოდ დიალოგი უნდა შედგეს, არამედ უნდა ვითანამშრომლოთ კიდეც ხელისუფლებასთან. - კერძოდ? - თუნდაც ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი, არის კიდევ უამრავი საკითხი... - თუმცა ხელისუფლებამ თქვენი აზრი ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ გაიზიარა... - არ გაიზიარა, მაგრამ ყოველთვის აქვს აზრი შენი პოზიციის მასთან მიტანას. - ხვალ რომ გქონდეთ დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რა თემაზე ისაუბრებდით, რა არის თქვენი აზრით ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ ეტაპზე? - საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყნის უსაფრთხოება და მიმაჩნია, რომ ახლა ყველა ამ პრობლემის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. - ისევ თბილისის მერის არჩევნებს დავუბრუნდეთ, დამარცხების შემთხვევაში ბრძოლის რა გზას აირჩევთ? - ეს ჰიპოტეტური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, არსებობს როგორც გამარჯვების, ასევე დამარცხების შანსი. დღეს ჩემთვის მთავარი საარჩევნო სისტემის შეცვლაა. თუ შევძელით და შევქმენით, ეს იქნება დიდი მიღწევა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. რაც შეეხება შედეგს _ ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია გამარჯვებაზე. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ! ანი მიროტაძე საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" http://pirweli.com.ge/index.php?option=com...87&Itemid=1 ბევრი საინტერესო მოსაზრებაა ამ ინტერვიუში,მაგრამ ხელისუფლება ისევ გააცურებს ოპოზიციას. არ დაიზაროთ და წაიკითხეთ.მითუმეტეს რომ ჩვენი სტუმარი უნდა იყოს ბატ.ირაკლი.
-
შურისმაძიებელი გოგონების "ატმაზკა" და "აბაროტი" - შენ ვის ”ახევ” შეყვარებულს, გოგო?! "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს"(?!) მართალია, უბედურებით ჩვენს ქვეყანაში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ უბედურებაც არის და უბედურებაც. როგორც ჩანს, საზოგადოების ცნობიერება თვალსა და ხელს შუა იცვლება და ვაი, რომ უარესობისკენ. მოზარდების მიერ თანატოლების უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, მაგრამ იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ 13-14 წლის გოგონები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. 16 სექტემბერს ჩიქობავას ქუჩაზე მეტად უჩვეულო და საშიში რამ მოხდა, - 15 წლის გოგონამ 13 წლის მოზარდს, ასევე გოგონას (ბავშვების გვარ-სახელებს არ დავასახელებთ, რადგან არასრულწლოვნები არიან), დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გოგონა წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ინციდენტის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა ისეთი, რამაც 15 წლის მოზარდი აიძულა 13 წლის გოგონა ასე გაემეტებინა. ჩვენ გავესაუბრეთ დაჭრილი გოგონას მამას: - ორი დღეა, რაც ჩემი შვილი საავადმყოფოდან გამოწერეს. ხელში, ბარძაყსა და მუცელში იყო დაჭრილი. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო და ექიმებმა გადაწყვიტეს, მუცლის ღრუ გაეხსნათ. როგორც ამიხსნეს, ეს იყო შემავალი და არა ნაჩხვლეტი ჭრილობა. მეუბნებიან, ეს საქმე შეიძლება ხულიგნობის მუხლით წავიდესო. ბავშვს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული და ეს ხულიგნობაა? - იქნებ ამ ინციდენტის დეტალები გვიამბოთ? - როგორც ჩემმა შვილმა მიამბო, იმ დღეს მეგობარ გოგონასთან ერთად სასეირნოდ ფუნიკულიორზე ყოფილან და მერე ჩიქობავას ქუჩაზე, მეგობართან მიდიოდნენ. როგორც მითხრა, იმ გოგონებს შემთხვევით შეხვედრიან. - გოგონებს? - დიახ, სამნი იყვნენ. ჩემი შვილისთვის შეუგინებიათ და გაურტყამთ. არც ჩემს გოგონას მოუთმენია, - ამასაც შეუგინებია და დაურტყამს. მერე ჩხუბი ატეხილა. იმას კნოპიანი დანა ჰქონია. ჩემმა შვილმა მითხრა, სამივე მირტყამდა, უფრო სწორად, ორი მაკავებდა და მესამემ დანა რამდენჯერმე ჩამარტყა, მერე გულშიც დამიმიზნა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ხელი აუკრაო. მას ხელი აქვს დაზიანებული. ჩემს შვილს ჯერ თურმე დანით თმა ააჭრეს, ტუჩის კუთხეები და ზედა ნაწილი დანით სულ დასერილი აქვს. ერთი სიტყვით, ნაწამებია ბავშვი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც ისტერიკა ჰქონდა, აქ არ ამოუშვათ, მომკლავსო, გაიძახოდა. - როგორც მითხრეს, ინციდენტი ვიღაც ბიჭის გამო მოხდა.. - რამდენადაც ვიცი, ჩემს შვილს ეს ბიჭი არ აინტერესებს. ჩემმა შვილმა სკაიპით მისწერა, თავი დამანებეთო. ამ ამბის მერე ახლობელი გავგზავნე ჩემი შვილის დამჭრელის ოჯახში. დედა ჰყოლია. თბილისში ქირით ცხოვრობენ. როგორც მითხრეს, გოგონას ასთმა ჰქონია და ჭიათურიდან თუ საჩხერიდან არიან თბილისში გადმოსული. დედას ჩემი ახლობლისთვის უთქვამს, დიახაც, მე ჩემს შვილს ვასწავლი, თუ ვინმე შეგაგინებს და დაჩაგვრას დაგიპირებს, თავი არ დააჩაგვრინოო. ამის მერე რაღაზე უნდა გველაპარაკა. დაჭრილი გოგონა 63-ე საშუალო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ ბავშვი კონფლიქტური ნამდვილად არ არის და არც თანატოლებთან ჰქონია ოდესმე დაპირისპირება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაჭრილ გოგონას დიდი ხანია ვიღაც ბიჭის გამო კონფლიქტი ჰქონდა დამჭრელის მეგობრებთან. თავად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ამ სასიყვარულო ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა მეგობარს "ატმაზკა აუღო" და დაზარალებულს "სტრელკა" ლონდონის ბაღში დაუთქვა. გარჩევას რაც მოჰყვა, ცნობილია, - გოგონა ძლივს გადაურჩა სიკვდილს, 15 წლის მოზარდი კი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ის, როგორც არასრულწლოვანი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული თანატოლებში "ძველი გოგოს " სახელით სარგებლობს და საკმაოდ აგრესიულიცაა. ბოლო ორი წლის მანძილზე ამის გამო რამდენიმე სკოლაც გამოიცვალა. თამარ ჭაბაშვილი, 55-ე სკოლის დირექტორი: - ბავშვი შარშან, მეოთხე ტრიმესტრში გადმოიყვანეს სკოლაში და მასზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, ეს იყო მისი ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის ახალ გარემოში. ამ პერიოდში მას განსაკუთრებული აგრესიულობა არ გამოუჩენია. - ბავშვი უკვე დადის სკოლაში? - არა. დედამისი მოვიდა და როგორც გვითხრა, გოგონა შეუძლოდ ყოფილა. უზადო რეპუტაცია არც 13 წლის დაზარალებულს აქვს. გოგონებს შორის კონფლიქტი კარგა ხანია დაწყებულა და სკაიპით უშვერი სიტყვებით კონკურენტის ლანძღვა-გინებას არც ერთი მხარე არ ერიდებოდა. თამარ წერეთელი, ბრალდებულის ადვოკატი: - გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ ამ საკითხს. საქმე არასრულწლოვან ბავშვებს, ისიც გოგონებს ეხება. თანაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, ეს იყო უბედური შემთხვევა. - სამჯერ დანის ჩარტყმას ძნელია უბედური შემთხვევა დაარქვა... - საქმე ისაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს(?!). - დაზარალებულის მამა ამბობს, რომ შესაძლოა, ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ და გოგონა პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით კი არა, ხულიგნობის მუხლით მისცენ. - თუ ასე მოხდა, ამ ფაქტმა დაზარალებული არ უნდა გააღიზიანოს, რადგან ინციდენტი ბავშვებს შორის მოხდა, მათ მომავალი არ უნდა დაუმახინჯდეს. დაზარალებულის ადვოკატთანაც ვისაუბრე ამ საკითხზე და თითქმის ერთნაირი პოზიცია გვაქვს. ძალიან მინდა, გოგონები შერიგდნენ. როდესაც გავიგე, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 15 წლის ბავშვის ინტერესები უნდა დამეცვა, ვერც წარმომედგინა, რა სიურპრიზი მელოდა. როცა წინასწარი დაკავების საკანში შევედი, ელდა მეცა. ბრალდებული ბიჭი მეგონა და ხელთ პატარა, ძალიან ლამაზი გოგონა შემრჩა. სიზმარში მეგონა თავი. მთელი ღამე იქ გავატარე და მის დაწყნარებას ვუნდებოდი. ტიროდა, ნერვიულობდა, ასთმიანია და შეტევა დაემართა. - დაზარალებულს სამი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული... - როგორც მივხვდი, ჩემი დაცვის მყოფ ბავშვს არა აქვს გაცნობიერებული დანაშაულის სიმძიმე. მითხრა, მას შემდეგ, რაც სკაიპში უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა და გვაგინებდა, მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე, დანა კი ისე, შესაშინებლად წავიღე. საქმის გარკვევის დროს დანა ხელში მეჭირა და შესაშინებლად ვაწკაპუნებდი, მერე ვიღაცამ ვიღაცას ხელი ჰკრა, ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა და ეს ამბავი მოხდაო. საყურადღებო ის არის, რომ გოგონები დედისერთები არიან. თანაც დაჭრილის სოციალური სტატუსიც უფრო სხვანაირია. უფრო ძლიერი ოჯახი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი დედა უმამოდ ზრდის. ბავშვს ასთმა აქვს და ამის გამო რაიონიდან გადმოსახლდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ბავშვს თავდაცვის ინსტინქტი მაღალ დონეზე აქვს. მას არ ჰქონია განზრახული ვინმეს მოკვლა, მხოლოდ ის უნდოდა, ჭკუა ესწავლებინა მისთვის, ვინც მეგობარი დაუჩაგრა. ამბობს, გავლახეთ და არც დაგვენანა, ღირსი იყო, მაგრამ მისი მოკვლა აზრადაც არ მომსვლიაო. - ამ ინციდენტში მონაწილე დანარჩენ გოგონებს რა ბედი ეწია? - ისინიც არასრულწლოვნები არიან, მათი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ სიტუაციაში აუცილებლად დამჭირდება ფსიქოლოგი. გოგონამ რომ თავში ჩაიდოს, ადამიანის მოკვლა შემძლებიაო, დაიღუპება. ამიტომ გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს. გოჩა გოშაძე, ფსიქოლოგი: - მსოფლიოში ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა. დღევანდელი ბავშვები აქსელერატები არიან. ამას ემატება ისიც, რომ თავი დაანებეს წიგნის კითხვას. თუ ადრე ჩვენ ვკითხულობდით წიგნს და ფიქრისა და განსჯის შედეგად ვავსებდით საკუთარ წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხზე, ახლა ფიქრი პირდაპირმა ქმედებამ შეცვალა. ადრე თუ ნაწყენი გოგონები ტიროდნენ და დარდობდნენ, ახლა პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. წაგებული ომებისა და გლობალური უმუშევრობის გამო საქართველოში მამაკაცის ავტორიტეტი დაეცა. ბევრ ოჯახში ფული, ძირითადად, ქალს შეაქვს, მარჩენალი ის გახდა. ამიტომაც აძლევენ თავს გოგონები იმის უფლებას, რაც ადრე მიუღებელი იყო. გოგოების ცემა-ტყეპა აქამდე წარმოუდგენელი, ამორალური ამბავი იყო. დაჭრასა და მკვლელობის მცდელობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სამწუხაროდ, სქესი უკვე განსაკუთრებული პირობა აღარ არის ამა თუ იმ ქმედებისას. კომპიუტერში ისეთი თამაშებია, რომელიც მოგიწოდებს, კანონი დაარღვიო. თუ ვარ დაარღვევ, წინ, ახალ ველზე ან შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვალ. ამ თამაშებში იმარჯვებ არა კანონის დაცვით და სწორი ქმედებით, არამედ კანონის დარღვევით. ეს ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. უკვე გაირკვა, რომ ინტერნეტთამაშებმა დაავადებები - ეპილეფსია, სიკვდილიანობაც კი გამოიწვია. ეს თამაშები ფიქრისთვის დროს არ გიტოვებს და მოზარდის ფსიქიკაში ცვლილებებს იწვევს. - ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ბავშვი ვერ აცნობიერებს, დანაშაული რომ ჩაიდინაო. - ეს შეიძლება ფსიქიკური პრობლემა იყოს. თუ ფსიქიკურ პრობლემასთან არა გვაქვს საქმე და ბავშვს მართლა არ ესმის, რომ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. გამოდის, ჩვენ ვერ ვაწვდით ბავშვებს საჭირო ინფორმაციას, ვერ ვუხსნით, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა შეიძლება და რა - არა. მეტიც, როგორც გავიგე, 63-ე სკოლელი გოგონები საპასუხო შურისძიებას აპირებენ 55-ე სკოლელებზე. - ინციდენტი დღის ოთხ საათზე მოხდა და შეუძლებელია, გამვლელები არ შესწრებოდნენ, მაგრამ არავის უცდია ბავშვების გაშველება. - ამ შემთხვევაში საზოგადოება შესაძლოა, ვერც დავადანაშაულო, რადგან თავად გამშველებელს ექმნება პრობლემები. იწყება გაუთავებელი დაკითხვები, რატომ ჩაერიეთ, ვინ გკითხავდათ, თქვენ რა წვლილი მიგიძღვითო. თუ რაიმე შეეშალა, შეიძლება ჩვენების შეცვლის მოტივით დაიჭირონ კიდეც. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცველები არ არიან გულმოწყალენი მათ მიმართ, ვინც სიკეთის გაკეთებას ცდილობს. ამიტომაც ამჯობინებს საზოგადოება განზე დგომას. ხათუნა პაიჭაძე http://www.kvirispalitra.ge/tineijerebi/73...-qabarotiq.html
-
დიმა ჯაიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
lasha1997 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დახურავენ მაშინ. -
კოლუმბიელებმა მთელი საფეხბურთო კლუბი დახვრიტეს.
lasha1997 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესკაბარი არ იყო საკუთარ კარში ბურთი რომ შეაგდო და ისაც მიახვრიტეს. ჩვენზე დაუნი ხალხიც ცხოვრობს ამ დუნიაზე. -
საპატრიარქოს განცხადება ჰელოუინის შესახებ
lasha1997 replied to Ivan Grozny's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მართალი ხარ.ჩვენ გადავრჩით ჩვენივე ტრადიციებით და პირველ რიგში მართლმადიდებლობის წყალობით,მაგრამ „თანამედროვე“ ქართველებს ყვარყვარეს თამადობით ეს არ ესმით.არა გწამს,გაატარე რა და სხვას ნუ უსწორებ როგორ უნდა იცხოვროს. ეს არის რჩევა,გინდ გააკეთე გინდ არა. -
დიმა ჯაიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
lasha1997 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ორი სიტყვით მითხარი რას აკეთებს პოლიტიკურს ეგ კაცი? -
დიმა ჯაიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
lasha1997 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo წკრიალაშვილი ავიწროვებს? -
ცხინვალის რეჟიმი საქართველოს 16 მოქალაქეს “სახელმწიფო საზღვრის” დარღვევაში ადანაშაულებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 გაიგე ეხლა ვინ არის მართალი?
-
საპატრიარქოს განცხადება ჰელოუინის შესახებ
lasha1997 replied to Ivan Grozny's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი საპატრიარქოს განცხადებით, ჰელოუინის აღნიშვნა ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არის http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
ერეკლე მეორის საზოგადოება ჰელოუვინის დღესასწაულის
lasha1997 replied to erekle2's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საპატრიარქომ გააკეთოს კაცო განცხადება და ხომ არ უკრძალავს არავის? -
ეგ ვიცი კაცო იქვე რომ არის,მაგრამ საზღვარზე ჩვენები არა დგანან? თან თექვსმეტი კაცი,საქონელი ხომ არ არის რომ გაირეკო წინ? მაგადია.
-
ე.ი. საგადასახადო გამართულად მუშაობს? რავი სულ ისეთი ინფორმაცია იდება,რომ ბიზნესებს ატერორებენო და რავი აბა?
-
კი მაგრამ დუშეთიდან როგორ გაიტაცეს და თექვსმეტი კაცი როგორ გაიტაცეს?
-
ესე ქარაგმებით ლაპარაკი არ გინდა რა. მეც ვიცი,რომ რაფერი არ არის სამუდამო,მაგრამ ამ საქმეს არაფერი არ ეშველება ახლო მომავალში.რაც შეეხება სტერვობას,ხო ეგრეა,მაგრამ თუ გინდა რამე რეფორმის ჩატარება ცოტა პატივს უნდა სცემდე შენს ხალხს. კარგი და მითხარი, რა დარგში განვითარდა საქართველო?
-
ერეკლე მეორის საზოგადოება ჰელოუვინის დღესასწაულის
lasha1997 replied to erekle2's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთი განსხვავებაა.ლაშა აქ არის და ყველა მაგის მეგობარი დაიწყებენ საღამოს კანფეტების შეგროვებას და ის არ მინდა სახლში იჯდეს.ბავშვია და მე სულ არ ვაპირებებ მასკებით სირბილს. -
ბელადი დაგვპირდა დაბრუნებას თორემ მე ვიცი,რომ სამუდამოთ დავკარგეთ.რას ეძახი განვითარებას,ფასადების ღებვას თუ შადრევნების მშენებლობას? რა განვითარებაზეა ბაზარი,როცა თეას ნაირი სტერვა ატარებს რეფორმებს განათლების სიტემაში? კანონი აამუშაონ და მერე ვიბაზროთ.