-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
კი გეთანხმები და ამათზე საინტერესო პროფესიის ადამიანების ბიოგრაფიები შეიძლება იპოვნო პარლამენში. ქურდი და ბოზი პარლამენტარები არ გახსოვთ?
-
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო კომპიუტერშიკი ვარ და შენ გეკითხები ხოლმე რაღაცეებს არა? უსაქმოთ როცა ვარ ჩემი კოპი მაქვს იქ წაღებული სამსახურში და ვერთობი.ეხლა წვიმს თორემ წავიდოდი კალათბურთის ან ტენისის სათამაშოთ.ზატო კარგ ღვინოს ვწრუპამ ეხლა და შენ გიწერ პოსტს. ისე მაგარი ტეხავს კოპთან ჯდომა მთელი დღე. -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ურააა დავამთავრე სამსახურში ყოფნა და კოპზე კაკუნიც. -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადახურული სტადიონების ხელა ეკლესიები ივსება ყოველ შაბათს და ერთი უნდა ნახო რა მიბნედილი სახეებით ლოცულობენ. საქართველოში მორწმუნე, ეკლესიაში თვეში ერთხელ რომ შეირბენენ ის ჰგონიათ და ირანიო კაცო? არავითარი ირანი.ეს არის ამ დედა ადუღებული ხელისუფლების პოლიტიკა,რომელიც მიმართულია საპატრიარქოს წინააღმდეგ და ბატ.მოდერი ლიცის თემასაც ამ ასპექტში გაიგებენ იქითა ფორუმზე.დაიწყეს ილიას ვიდეოების დადება უკვე. ლიც,მე შენ არ გადანაშაულებ,მაგრამ იქით მაგ კუთხით წაიყვანენ თემას.უკვე წაიყვანეს. -
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კაცო ისე შედი. -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა უნდა დავუჯერო? ქვეყანა ახლობელი მყავს თითქმის თბილისის ყველა უბანში და ვიცი როგორც აზროვნებენ.ირანი არა შვანცკი. აი წაიკითხეთ.პოლით ფორუმიდან „მოვიპარე“ : თავისუფლება დეტალებშია! ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე ჩემი მანიფესტები "თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესები) გამოვაქვეყნე და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო "სამართალდამცველებმა". მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები, ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა" ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყეს, ჩამოხეულ აფიშების ადგილას სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდით, პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი და გვინდოდა ეს ინფორმაცია როგორმე მისულიყო სტუდენტებამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათი ხელდასხმული კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ, ისინი ხევდნენ აფიშებს და ჩვენს კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ უნივერსიტეტის შენობაში იგნორირებას უხეშად უწევდნენ. ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, მე გავაცნობიერე თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით". სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ მე ამ დღეს სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – ადამიანად, თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან მიუხედავად იმ დღეს და მას შემდეგ ჩემზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო ტავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომლითაც ქვეყანაში მხოლოდ 10 კაცი, "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის, რეალური თავისუფლება სწორედაც, რომ საყოველთაოა! უკვე გითხარით, რომ მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნს; "ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" არსებული რეჟიმისთვის! ხო. მე იმ დღეს მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებას ისევე ეშინია პიროვნებების, ისევე ეშინია თავისუფალი ადამიანების როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და ბოროტების მანქანას საბჭოთა კავშირს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია, და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის, და უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, გარდატეხა, ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას! სხვანაირად ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში ამ ქაოსში ვერაფერს შედეგს მივაღწევთ, ეს ნაკლი ჩვენი თაობის რომეელიც წინა თაობისგან მემკვიდრეობად გვერგო, უნდა მოვიშოროთ ეს სენი, უნდა განვკურნოთ ამ სენისგან საკუთარი თავები! წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ, ნუ გავყვებით მათ გზას! ახალი გზით ვიაროთ, უფრო სამართლიან სუფთა გზით, სუფთა გულებით, გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება! დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს რეჟიმი საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ადამიანებზე ძალადობას საზღვარი არ აქვს! ამას ათეულობითი სადისტურად მოკლული ახალგაზრდების ფაქტებიც მოწმობენ. ძნელია ასეთ პირობებში სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო რეალური ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას! მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა იქნება! არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით მონური ერთგულებით არიან შეკრულნი, ასეთი ერთიანობა ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"!– –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი... მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! შედეგი ვაჩვენოთ, ხალხს, და ჩვენს თავებს! ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას! იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას! ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ თავისუფლებისთვის! ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე. ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში და.ა.შ არ მიიღწევა, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ისევე ,როგორც არ არსებობს სააკაშვილი, როგორც "დემოკრატიის შუქურა" საქართველოში, ეს ფარსია, აბსურდის სპექტაკლი! ხალხის ტვინების გამორეცხვისთვის. იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!... ხატია შიუკაშვილი თბილისი 8 სთ. 24 ოქტომბერი. 2009წ. http://www.democratsleague.ge/w/index.php?...03_articleid=14 -
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემას რომ ხსნი,მარჯვენა კუთხეში ხუთი ვარსკვლავია და თუ მოგწონს მეხუთეს აკლიკავ,თუ არ მოგწონს არ აკლიკავ და ა.შ.,მაგრამ განყოფილებაში რომ შედიხარ ...............რას მაწვალებ? შედი რა დიმიტას ფორუმზე და ნახე. -
დეკორაციას აკეთებენ თურმე.
-
ჩემის აზრით მართალი საქციელი გააკეთეს.დარწმუნებულები იყვნენ,რომ პირდაპირ ეთერს არ დაუთმობდნენ.
-
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უმრავლესობამ თუ გადაწყვიტა უმცირესობაში აღმოჩნდი და ეგ არის კაკრაზ დემოკრატია. ეგ არავითარ შემთხვევაში ირანიზაციას არ გამოიწვეს. აი ეს საშიში მოვლენაა უკვე. -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამირან გულში მღეროდა ეგრე გამოგდის შენ აი. -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ არ გეზარება ამიხსენი მოკლედ, რა ხდება ეგეთი სასწაული მანდ? -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რატომ მივექანებით? ის რომ პატრიარქის შეურაცხყოფა მისი მრევლის შეურაცხყოფაც არის და მაგას აპროტესტებენ, მაგიტომ მივექანებით? -
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
lasha1997 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გატისკვით არ გაიტისკები და ირანის ნაირი ქვეყანა არა გვაქვს და არც მომავალში გვენება. მეც ათეისტი ვარ,მაგრამ ყოველთვის ვსაზღვრავ რა მოჰყვება ჩემს ნათქვამს.ანუ ვინმეს მივაყენებ შეურაცხყოფას ამ ჩემი ნათქვამით თუ არა.ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ლ ი ც ი იქით არ გირჩევ ამ თემის გახსნას. ვერ მოვასწარი და გაგიხსნია იქითაც და ნახავ მეორე გვერდიდლან რა კომენტარები გაგეჩითება თემაში. -
ლევან გახელაძე - "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ამ ეტაპზე საპატრიარქოსთვის პირდაპირი ეთერის დათმობის ტექნიკური საშუალება არ აქვს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ელისაშვილის მოწვევას გვთავაზობენ.რას იტყვით?
-
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეგ სტუმრების თემაში და სადმე შეიძლება მაგ ჩანაწერის ნახვა? -
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფორუმზე ყველა აზრი სუიექტურია და წითელი წერტილების რაოდენობით იმას მაინც გაარკვევ რამდენ იუზერს მოსწონს ის თემა. -
ეროსი კინწმარიშვილი - ონლაინ კონფერენცია
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორ აფასებთ დღევანდელი მასმედიის როლს ქართულ პოლიტიკაში და როდემდე შეიძლება ადამიანმა მოითმინოს მათი ესეთი ტყუილები? -
რატომ პანელოპა კრუზის გახეხვაც შეიძლება. მოდერებო მე თვითონ წავშლი ამ ჩემს ოფებს.
-
ძმაკაცი მყავს ერთი ორ მეტრიანი და ცხონებული დედამისი სკოლაში რომ დავდიოით იმ დროს,მაღაზიაში შევიდა და ბავშვის ტუფლი მინდაო.რა ზომაო და 46–იო. შენი ტუფლი 47–ის შთაბეჭდილებას სტოვებდა.
-
სამსახურში უსაქმურობის გამო ვერ ვიზამ მაგ საქციელს .
-
ე.ი. კომპანიის ბრალი ყოფილა და იმათი ვინც ეს სტადიონები დააპროექტეს,მაგრამ ეგენი ახლო კონტაქტში იქნებიან მერიასთან და მათ არ დასჯიან. შშს იგულისხმა.
-
გეხუმრა და არ იყო მაგაზე ვორნი მისაცემი ჩემის აზრით,მაგრამ არ ვერევი მოდერების უფლებებში.
-
ოცდამეერთე საუკუნეა დღეს და ჯაჭვის გარდა სხვა საშუალებებიც არსებობს დასამაგრებლად.იმ სტატიაში წერია,რომ დასაფლაფების ხარჯებს მერია გაიღებსო.ეს არის ცინიზმის უდიდესი გამოვლინება. დასჯით იმ სტადიონის ზედამხედველს დასჯიან.