Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. არ ჩამოუყვანიათ „ყივჩაღები“? როგორ მეთქი კაცო და ბერძენიშვილის თქმის არ იყოს,თუ ქართული არ ეცოდინებათ ინგლისურს როგორ ასწავლიან ბავშვებს? ჯერ ქართულს ისწავლიან და მერე დაიწყებენ ინგლისურის პედაგოდობას? დამავიწყდა დაბანილი რომ ხარ,მაგრამ მერე გამეცი პასუხი.
  2. დასაჭერია სუბელიანი და არა მარტო ის. თინა ხიდაშელს და რესპუბლიკელებს ჩემი რესპექტები.
  3. ევროკავშირის 23 მლნ-იანი ტრანშის გამოყოფა შესაძლოა, კობა სუბელიანის მიზეზით შეფერხდეს სიახლე — თავფურცელი 16:22 02.09.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [პირველი] რესპუბლიკელებმა ხელისუფლება ევროკავშირში ჩაუშვეს. შედეგად საქართველოსთვის განსაზღვრული 4 მლრდ-იანი დახმარების ფარგლებში გამოყოფილი მორიგი, 23 მლნ ევროს ოდენობის ტრანში შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის მიზეზით შეფერხდეს. როგორც პირWელს სამთავრობო კულუარებიდან აცნობეს, კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების მასობრივი გამოსახლების პრობლემის მოსაგვარებლად რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს მიმართა და გარკვეული მასალებიც წარუდგინა. კონკრეტულად რა მასალებზეა საუბარი, სააგენტოს წყაროსთვის ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, ეკლუნდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრა მოითხოვა და გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ თუ დევნილების მიმართ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირისგან მორიგი, 23 მლნ ევროიანი ტრანში ვეღარ მიიღოს. წყაროს მტკიცებით, პერ ეკლუნდი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა სუბელიანის უწყების წინააღმდეგ დიპლომატიური დემარში მოაწყვეს, რისი გახმაურებაც თავადაც არ ისურვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრესაში კობა სუბელიანის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაციები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, თუმცა იგი ამ დრომდე მინისტრად რჩება და როგორც თავად აცხადებს, არსად აპირებს წასვლას. სააგენტოს კიდევ ერთი წყარო კი ამტკიცებს, რომ სუბელიანს წყალი მართლაც შემდგარი აქვს და იგი შესაძლოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორით ზაზა გოროზიათი ჩაანაცვლონ. პირWელმა ეს ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გააჟღერა. წყარო იმასაც ამბობს, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილების გასახლების პროცესი სწორედ საქმეში დიპლომატების ჩარევის შემდეგ შეაჩერა. თბილისის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესის შეჩერების ფაქტი პირWელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა გულუამაც დაუდასტურა, რომლის განცხადებით, კომპაქტური ჩასახლებებიდან გამოსახლებული დევნილები საცხოვრებელი ფართით უკვე დააკმაყოფილეს, არცერთი სხვა ობიექტიდან კი გასახლება აღარ იგეგმება. ეკლუნდისა და გილაურის შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად პირWელი პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის უცხოელი დიპლომატისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრაზე ინფორმაციას არ ფლობს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი სააგენტოსთან საუბარში რესპუბლიკელების მიერ ელჩებამდე ინფორმაცის მიტანის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ პარტია ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების წინა პერიოდიდან მუშაობს, როდესაც მიიღო ინფორმაცია არჩვნების შემდეგ დევნილებს გასახლების პროცესის დაწყების თაობაზე. ვადასტურებ, რომ საქმე დიპკორპუსამდე ჩვენ მივიტანეთ, თუმცა გამოხმაურებაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ვიცი, ეკლუნდსა და გილაურს შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეფერხებაზე საუბარი შედგა და თუ ეს მართლაც ასეა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, გარკვეული შედეგების მომსწრეც გავხდეთ. რაც შეეხება ევროკავშირის შემდგომ ქმედებებს, ფინანსური დახმარება არის მექანიზმი, რომლითაც მსგავს ორგანიზაციებს ამა თუ იმ ხელისუფლებაზე ზემოქმედება შეუძლიათ და თუ ევროკავშირი დევნილებთან დაკავშირებულ სიტუაციას შეცვლის, ვფიქრობ, ამაში ჩვენი წვლილიც დიდი იქნება, - განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება სუბელიანის უწყების წინააღმდეგ მოწყობილ დიპლომატიურ დემარშს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. http://presa.ge/index.php?text=news&i=13004
  4. საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხვალ ანაკლიაში შეიკრიბება 18:48 02-09-2010 საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხვალ ანაკლიაში შეიკრიბება . უმრავლესობის გასვლით სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება, სავარაუდოდ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. როგორც ფრაქციაში აღნიშნავენ, განიხილება პალრამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობის გეგმები, საშემოდგომო სესია კი 7 სექტემბერს ბიუროს სხდომით იხსნება. თუ სხვა რა აქცენტები გაკეთდება პრეზიდენტისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატების შეხვედრაზე, წინასწარ არ ხმაურდება. http://new.interpressnews.ge/ge/politika/143524-saparlamento-umravlesoba-mikheil-saakashvilthan-erthad-khval-anakliashi-sheikribeba.html მთავრობის სხდომები არ იკმარა და პარლამენტის უმრავლესობას ეპატიჟება ანაკლიაში.რამდენი დაჯდება ეს ვოიაჟი თქვენის აზრით?
  5. წასული ვიყავი და მანქანაში ჩვენს კორესპონდეტს ვუსმენდი საქართველოდან და აქაურმა კორესპონდენტმა ჰკითხა,რომ სუბელიანმა რატომ და.....ა თავზე ჟურნალისტებს დღეს კონფერენციაზეო და ამაზე არაფერი იცით? იმ ქალმა რა უპაუხა არ იცით? მძიმე პერიოდი აქვს და თავი ვერ შეიკავაო.
  6. ეგ ხალხის ბრალი არ არის.ეს ლიდერების ბრალია,ჩვენ რომ გვიკიდებენ და ყოვლისშემძლეები რომ ჰგონიათ თავები.
  7. კანონით ვერ მოუგებ და რჩება ერთი გზა,სარზე გასმა და მაგისკენ მიდის საქმე ჩემის აზრით.
  8. ვიცი კაცო,რომ ფარჩაკები არიან ოპოზიცია,მაგრამ ამით ჩვენ რა რო? დაამტკიცებს ახალ კონსტიტუციას და უყარე კაკალი მერე.
  9. ძუკუ ეგეთი პონტი იყო იმ კუკურუზნიკით ფრენაც.
  10. ხო ბაგრატის ტაძარში მრევლი როცა ლოცულობს თავზე არ უნდა აწვიმდესო(მამაოს უთქვამს) და თითქოს დაილია ეკლესიები საქართველოში.
  11. რაის დალევა და ვისთან უნდა დავლიო,მექსიკელებთან თუ ჩემ ინდოელ ბოსთან? თან ყოველ წუთში შეიძლება სადმე წასასვლელი გავხდე და აქ ნასვამი მანქანაზე დაჯდომა............ ხელფასს მიხდიან თქვენთან ბაზარში. მაგარა ტეხამს,მაგრამ საქართველოში უფულოდ ყოფნას სჯობს.
  12. SSDK საქართველოში რომ ვყოფილიყავი საერთოდ არ მეცოდინებოდა რა არის ფორუმი,მაგრამ აქ „მატრო“ ვარ და უმეტეს შემთხვევაში მაქვს დრო. აი ეხლაც სამსახურში ვარ და საქმე არაფერი არა მაქვს.
  13. ძუკუ ეგრეა მიშა და მომბეზრდა ამ ფორუმებზე პოსტვაც.რამე სხვა გასართობი უნდა მოვძებნო.
  14. babuagiorgi ბერძენიშვილზე არ არის აქ საქმე,პროსტა რასაც ამბობს მართალს ამბობს,რომ ადვილი მოსატყუებელი და სამართი ხალხი ვართ.
  15. არაფერი ისმის კომპიუტერეზე,რომლებიც პირველ კლასელი ბავშვებისთივს უნდა გადეცათ? ისე ყველაზე ცუდია როცა დიდი ვირი ბავშ(ებ)ს ატყუებს.ცუდათ იციან დამახსოვრება.
  16. აი ესე აჩმორებენ კერძო ბიზნესებს საქართველოში და მერვე ადგილზე ვართ არა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების მხრივ? ისე მიშას.............
  17. Saturn დაგბანეს,მაგრამ იმედია წაკითხვით წაიკითხავ და სვაბოდაზე როცა იქნები მაშინ გამეცი პასუხი. კახეთში სპეცოპერაცია „რთველი 2010“ დაიწყო კახეთში, რთველს წინ, პოლიციის გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია უძღვის, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ღვინის ქარხანამ ჩაიბაროს ყურძენი, თუნდაც მისი ბიზნესს ინტერესების საზიანოდ. სახელმწიფოს ინტერესი მარტივია, ყურძნის ჩაბარებისას, მინიმუმამდე დავიდეს კახელი გლეხობის უკმაყოფილება, რომ ეს ყველაფერი, სოციალურ ბუნტში არ გადაიზარდოს. მეორე კვირაა, პოლიციელები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები სერიოზულ ზეწოლას ახდნენ კახეთში არსებულ ღვინის ქარხნების მეპატრონეებზე. ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებას, წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი და მისი ბიძაშვილი ალექსი მეგუთნიშვილი შეეწირნენ.თვითმხილველები, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამჟღავნება ამბობენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ღვინის კომპანია „მილდიანის“ თანამშრომლებთან ჯგუფურ ჩხუბში ჩაებნენ. ციტატა: კონსტიტუციური უსაფრთხოების კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ გრძელიშვილი წინანდლის ღვინის ქარხანაში მოვიდა და დირექტორს სანდრო მეგუთნიშვილს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდროს შეაგინა, ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებით სცემდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. ციტატის დასასრული პროკურატურამ წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორს და მის ბიძაშვილს ჯგუფურ ხულიგნობასა და სხვისი ქონების განზრახ დაზაიანებაში დასდო ბრალი, რის საფუძველზეც თელავის სასამართლომ მეგუთნიშვილებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის რეგიონის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს შემოღების შემდეგ, ძალოვნების ტოტალური კონტროლი კახური რთველის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. „მე რამდენადაც მქონდა ინფორმაცია, სანამ ეს დაჭერები მოხდებოდა, რამდენიმე სერიოზულმა ღვინის კომპანიამ წელს რთველზე, უარი განაცხადა ყურძნის მიღებაზე, რასაც წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოჰყვა, სამართალდამცავი უწყებების გააქტიურება. ვგულისხმობ, იგივე წინანდალის ინციდენტს. ამას წინ უძღოდა, კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა ოთარ ფირანიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ თვითმკვლელობამდე ფირანიშვილი დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, ცოტა უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ კომპანია „შუმში“ შემოწმებისთვის. ვიცით, რომ ასევე არც კომპანია „შუმი“ აპირებდა რთველზე ყურძნის მიღებას.“ ძალოვნების გააქტიურებას კახეთში, წინ უძღოდა, რამდენიმე ღვინის ქარხნის გადაწყვეტილება არ ჩაებარებინათ წლევანდელი ყურძენი. მათ შორის იყვნენ ზეგაანის, ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნები და კომპანია „ ყვარლის გვირაბი“. საკუთარ ვენახებზე აკეთებდნენ აქცენტს დიდი კომპანიები „ქინძმარაულის მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოთხმა უმსხვილესმა ღვინის კომპანიამ - „თელიანი ველმა“, „თბილისის მარანმა“, „ჯი-ვი-ესმა“ და „მეღვინეობა ხარებამ“ არაოფიციალურად დააფიქსირეს, რომ გლეხობის მიერ, წელს მოყვანილი ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და ევროპული სტანდარტების ღვინის დასამზადებლად არ გამოდგება. წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორის დაპატიმრების შემდეგ, სხვა ქარხნების მეპატრონეები პრესასთან ურთიერთობას ერიდებიან. „ამერიკის ხმამ“ მხოლოდ ზეგაანის ღვინის ქარხნის დირექტორთან ბითარ ბიწკინაშვილთან დაკავშირება მოახერხა „მე ფული არა მაქვს, ვერ ვიბარებ ყურძენს, ძველი ღვინოები მაქვს დარჩენილი და ვერ ვყიდი. ხელისფლება იბარებს ყურძენს, იმათ მომცეს თანხა და ვემზადები, მაგრამ ზუსტად ყურძნის რა რაოდენობას მიიღებენ არ ვიცი. ყოველწლიურად ვიღებდი 200-300 ტონას საკუთრებაში, წელს ვერა. ღვინო ვერ გავყიდე თანხა არ მაქვს, ჩემს ქარხანაში ხელისუფლება მიიღებს ყურძენს, გასულ წელსაც მიიღო, 300 ტონა ღვინო გასული წლის მოსავალიდან ერთი კვირის წინ გაიტანა ხელისუფლებამ და ფული მომცეს და ამ ფულით ვემზადები რთველისთვის და ალბათ, ორშაბათს, სამშაბათს დაიწყება. კითხვა: ანუ მთლიან თანხას, სუბსიდირებასთან ერთად ხელისუფლება იხდის? ჰო, ეგრე გამოდის,რა.“ ნიშანდობლივია, რომ წინანდლის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ მოხვდა, არცერთი ნაციონალური სატელევიზიო არხის ახალ ამბებში. სამაგიეროდ, საუკეთესო დრო დაეთმო სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს, რომელმაც პრეზიდენტს უპატაკა, რომ რთველი შარშანდელზე გაცილებით უკეთ ჩაივლის. “წელსაც ვაპირებთ, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო დახმარებით, რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ ორგანიზებულობით ადგილზე, როგორიც იყო 2009 წელს, და ჩვენ, ალბათ, ამ შედეგს გავაუმჯობესებთ, ჩვენ გავხსნით 34 ქარხანას, 34 ყურძნის მიმღები პუნქტი იქნება შესაბამისად, მთელი კახეთის მაშტაბით“ რამდენად გამართლებულია მევენახეობის ასეთი ფორმით სუბსიდირება, როცა სახელწიფო იძულებულია, სოციალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გლეხისგან შეიძინოს იმ რაოდენობის ყურძენი, რომელიც არაფერში სჭირდება. ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს „რთველზე ზრუნვა არ იწყება სექტემბერში და არ მთავრდება ოქტომბერში. 2006 ან 2007 წლებში,როცა აშკარად გამოჩნდა კრიზისი რთველთან დაკავშირებით, რუსულ ემბარგოს მოჰყვა ეს პრობლემები, რომელიც ყოველწლიურად არის რთველთან დაკავშირებით. ეს სამი-ოთხი წელი ჩვენ ცოტა ჭკვიანურად რომ გამოგვეყენებინა და უფრო რაციონალურად, ახლა არ ვიქნებოდით ასეთ სიტუაციაში. შეიძლებოდა, სახელმწიფოს ისევ გამოეყო ეს სუბსიდია, მაგრამ ეს თანხები წასულიყო სულ სხვა მიმართულებით, სულ სხვა შედეგები მოეტანა, გლეხში გაზრდილიყო პასუხისმგებლობის მომენტი, დავხმარებოდით მეტი თანამედროვე განათლება მიეღო გლეხობას მარკეტინგის, მცირე საწარმოების და მარნების შექმნის თვალსაზრისით, რომ აწარმოონ ისეთი ღვინო, რომელიც პირველ რიგში კონკურენტუნარიანი იქნება რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე და შემდეგ, არა მსოფლიო ბაზარზეც.“ წელს კახეთში, 85 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, ეს არის ყურძნის მოსავლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შედარებისთვის 2007 წელს, ყურძნის მოსავალმა 227(ას ტონამდე თუ არ მეშლება და მეტს,მარტო გურჯაანი აბარებდა კომუნისტების დროს) ათას ტონას გადააჭარბა(თან ყველა წელზე ნაკლებ მოსავალს ელოდებიან წელს.ვისი ბრალია ეს? ). წლეულს ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრია, რქაწითელისა კი - 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში წესით, 25 თეთრი ღვინის ქარხანამ უნდა გადაიხადოს, 15 თეთრი - სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს ქარხანა გადაიხდის. ღვინის ქარხნების უმრავლესობას კი მათივე თქმით, არც ფული აქვთ და არც სურვილი წლევანდელი მოსავალი ჩაიბარონ, თუმცა, რა განწყობაზე იქნებიან, სპეცოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით, არავინ იცის. http://www.voanews.com/georgian/news/georgian-wine-101987463.html გჯერა რაც აქ წერია და მოსავლის რაოდენობაზე არ გეკითხები.
  18. არ გაიგონებენ ამას და სექტემბერი მოვიდა თან.დასვენებულები ჩავლენ თბილისში და დაიწყებენ მიშა მოვდივართ ყვირილს.
  19. ტაშიი სტუდიოები და საერთოდ გასაქირავებელი აპარტამენტები ეგრეა,მაგრამ მე სახლის ყიდვაზე ვამბობ და ერთ წელიწადში შეიძლება ნახევარ ფასში ვიყიდო რა ფასიც დღეს აქვს კარგ უბანში.ნუ სადაც ზანგები არ ცხოვრობენ.
  20. ტაქსისტობას ორი დიპლომი მიანც უნდა საიუზის დროს აღებული.
  21. მაგარ ცუდ დღეშია უძრავი ქონების მარკეტი.ფაქტიურად არ იყიდება სახლები.ერთ წელში თუ ესე გაგრძელდა შეიძლება სახლიც ვიყიდო აქ.
  22. Saturn პანჩური,კაკაბაძის და არა მარტო მისი მიშტრაფვა მოგონილი ბრალდებით,სამმართველოსთან და შვიდ ნოემბერს არაფრის გულისთვის ხალხის ცემა.მეტს აღარ დავწერ,თორემ სპეკულიანტობ ადამიანის სიკვდილითო მეტყვი. რამდენი ბრალდებაც იწერება აი იმ გაზეთეში,შენ სულ ყვითელს რომ ეძახი იმდენი ჭორიაო,მაგრამ ჯერ არცერთი გამოცემა არ მიუშტრაფიათ ამ ჭორებზე.
  23. მერე,აქ ეკონომიკას მაგარი ენძრევა(ახალი კრიზისის ტალღას ელოდებიან.რეალსტეიტის ბიზნესი საერთოდ კვდება)და როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა? მე არ მითქვამს ეს,მიშას სიტყვებია გამოვძვერითო. პ.ს აი მე ლიჩნად დღეს ინტერნეტში ხეტიალის მეტი არაფერი გამიკეთებია სამსახურში.
×
×
  • შექმენი...