თუ იმ სასომხეთში მიმავალ გაზსადენზე დაბროს აძლევს ვერაჩკა ამა ტრუბამ რა დააშავა? "გაზპრომს" "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ყიდვა სურს რუსულ "გაზპრომს" "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ყიდვა სურს. ამის შესახებ პოლონური "TVN24" იუწყება. "გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, თუ "BP" აზერბაიჯანში აქტივებს გაყიდის, მისი კონცერნი ამ აქტივებს სიამოვნებით შეიძენს. "BP" ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორია. აღნიშნული ნავთობსადენი ერთადერთია, რომლითაც კასპიის ნავთობი პოსტსაბჭოთა სივრცეში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ჯეიჰანის პორტში ხვდება. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" ყოველწლიურად 35 მილიონ ტონა ნავთობს ატარებს, რაც მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 1%-ია. კონცერნი "BP", ასევე, ტრანსკასპიური გაზსადენის ოპერატორია, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზერუმში ჩადის. ევროკავშირი გეგმავს, აღნიშნული გაზსადენის გამოყენებით "ნაბუქოს" მაგისტრალი ააშენოს, რომლის მთავარი ფუნქცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაა. http://www.ambebi.ge/ekonomika/25333-qgazpromsq-qbaqo-thbilisi-jeihanisq-yidva-surs.html#ixzz0yYQFUEp0