Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. "ვინც "მხედრიონელ" "ფიშტოს" მიეცით ხმა, "ფიშტოს" მიერვე აწყობილ ცხოვრებას უნდა ელოდეთ" ლევან ბერძენიშვილი: "სააკაშვილი საზოგადოების ფარისევლობამ გადაარჩინა" ნათია ახალაია (30.08.2010) "საქართველოში მოქმედი არც ერთი უნივერსიტეტი არ მაძლევს საშუალებას, ლექცია წავიკითხო. ყველას ეშინია. ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში ასეთ საშუალებას მაძლევს. ასევე, ლექციებს წავიკითხავ იელის უნივერსიტეტში. ექვსი თვით მივემგზავრები. ესე იგი, ჩემი კვალიფიკაცია კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებს ყოფნის და სდასუ-ს არ ყოფნის. ჩემს ქვეყანაში არ შეიძლება ვიმუშაო - იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ვარ? თან, ყველა ამბობს, რომ ჩვენი პარტია არაფერს წარმოადგენს. და, თუ ქვეყანას ვერ ვაქცევთ, ლექცია მაინც წაგვაკითხონ! მრცხვენია იმ მოქალაქეების გამო, რომელთაც ჩემთვის რეიგანის სტიპენდია მომხიბლავი გახადეს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. - არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები შემოდგომამდე დანიშნოს. მაგალითად, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე შენიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა, კონსტიტუცია ახლავე შევიდეს ძალაში, და რომ 2013 წელზე საუბარი - ეს, უბრალოდ, სატყუარაა მძინარე ოპოზიციისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - ვინ იქნება ამაში დამნაშავე - ის ნაწილი, რომელსაც სძინავს თუ ის, რომელიც დღესვე ითხოვს ვადამდელ არჩევნებს? როცა გაირკვევა, რომ ბურჯანაძე ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, მიშა ნიშნავს მას; გაიმარჯვებს მიშა; და ამის მერე ბურჯანაძე უდანაშაულოა და რესპუბლიკელები - დამნაშავეები? მე ასეთი ლოგიკა არ მესმის - გინდა რამაზმა თქვას, გინდა - მამაღმერთმა. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის - მათ შორის, ახლა, ორი კვირის მერე, თუ დანიშნავს სააკაშვილი, იმისთვისაც ვემზადებით. ჩვენ ყველა არჩევნებში გვსურს მონაწილეობის მიღება. ვერ გეტყვით, ყოველწლიურად ექსპერტები რატომ ღელავენ, რომ ოპოზიციას სძინავს. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი მეორდება, დაახლოებით ოცი წელია. ოპოზიცია კი ახლა სუსტია - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა გზა მოსინჯა და მიზანს ვერ მიაღწია. - რატომ? - მოულოდნელად მის წინაშე აღმოჩნდა დაუძლეველი ამოცანა. ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ოპოზიციის ის მეთოდები, რომელიც მან გამოიყენა ბოლო წლების განმავლობაში, აქამდე ჭრიდა. ამჯერად კი ვერ გაჭრა. ამოცანა, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილებას გულისხმობს, ჯერჯერობით, ოპოზიციამ ვერ გადაწყვიტა - მიუხედავად იმისა, რომ ყველა არსებულ პოლიტიკურ ხერხს მიმართა - სხვადასხვა ფრთამ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოზით, ხან ერთად, ხან - ცალ-ცალკე. მაგრამ სააკაშვილი ვერ დაამარცხა. იყო აქციების სერიაც, მათ შორის, ხანგრძლივობითა და მასობრივი მონაწილეობით გინესის რეკორდების წიგნში შესატანი, მხატვრულ-დეკლამაციურ-გამომგონებლობითი აქციების წყება, რომლის მერე გადადგებოდა, ასევე, არაერთი ქვეყნის ხელისუფლება. და საქართველოს ხელისუფლება მაინც გადარჩა. ოპოზიციას და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ოპოზიციურ მოძრაობას თანაუგრძნობდა, გვქონდა განცდა, რომ ჩვენ წინაშე იყო ადამიანი, რომელზეც მოქმედებდა ჩვენთვის ნაცნობი მეთოდები. მაგრამ ჩვენ წინაშე აღმოჩნდა ადამიანი ახალი თვისებებით, რომელსაც გრამი პოლიტიკური სინდისისა არ აღმოაჩნდა. და, ამავე დროს, ის მართალი აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, ამ საზოგადოებაში პოლიტიკური სინდისი საჭირო არ არის. - ამას რატომ ამბობთ? რა საფუძველზე? - ახლა სკოლებში კომპიუტერების შეტანა გადაწყვიტეს. მე 1969 წლიდან მაქვს კავშირი კომპიუტერებთან და მათი სკოლაში შეტანის წინააღმდეგი ვერ ვიქნები. უბრალოდ, ეს პროცესი მოუმზადებლად მიმდინარეობს. მასწავლებლების თითქმის 100%-მა არ იცის, ეს რა ნივთია. და, როგორ გადაწყვიტა სახელმწიფომ ეს საკითხი? გადაწყვიტეს, მასწავლებლებს ასწავლონ კომპიუტერი... ხუთი სამუშაო სატრენინგო დღის განმავლობაში! მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი. აღმოჩნდა, რომ ის ხუთი დღე არ არის საკმარისი. ტრენინგები ჩატარდა, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნულოვანი შედეგით დასრულდა. ტრენინგების მონაწილე ყველა მასწავლებელი კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროგრამის მიმართ. და არც არის გასაკვირი: პედაგოგიკაში რაიმე სიახლის დანერგვა ადვილი არ არის და, სხვათა შორის, სულ საომარია. მახსოვს ისეთი მასწავლებლებიც, რომლებმაც, 30-იან წლებში რომ ისწავლეს, იმის მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა და ისევ იმავეს ასწავლიან; და სანამ მოკვდებიან, იგივეს სწავლებას გააგრძელებენ. ასე რომ, კონსერვატიზმი მასწავლებლების პროფესიული ნიშანია. მთავარი კი იცით, რა არის? იმ ტრენინგების შემდეგ მასწავლებლებთან მივიდა "რუსთავი-2". და, თუ გინდათ, გაიგოთ, როგორ გადარჩა სააკაშვილი, ახლავე მოგახსენებთ: ეკრანზე ვხედავთ, რომ გამოდიან მასწავლებლები და ენთუზიაზმით ამტკიცებენ, რომ ეს არის შესანიშნავი პროგრამა. რომ აი, ეს გადაარჩენს ქართველ ხალხს! ეს ფარისევლობაა. სააკაშვილი საზოგადოების სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გადაარჩინა. ეს არის საზოგადოება, სადაც ლტოლვილებს ქვეყანა ექცევა წარმოუდგნელად ცუდად, და ლტოლვილების 100% ხმას აძლევს თავის მჩაგვრელებს. ეს არის ქვეყანა, სადაც მასწავლებლებთან მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას დებენ, ანუ დასცინიან. ყოველწლიურად ლაპარაკობენ მათ დაბალ კვალიფიკაციაზე, მასწავლებელების უმრავლესობა კი ხმას აძლევს ამ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა გამოიცნო ჩვენი საზოგადოება და დაასკვნა, რომ ქართველი ხალხის აზრი გასათვალისწინებელი არ არის. შეგიძლია მიაფურთხო. და ის მოფურთხებული მოვა, არჩევნებში ხმას მოგცემს, ან არ მოვა გაბრაზებული, და იმას აგინებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ბრძოლას გარისკავს. ახლა, ძირითადად, ჩვენ, არჩევნებში მონაწილეებს გვბრალდება სააკაშვილის არსებობის გახანგრძლივება. ვინც ამას ამბობს, მას ძალიან სერიოზული ინტელექტუალური პრობლემები აქვს. ან - თავს იტყუებს. - "ალიანსს" ოპოზიციურად განწყობილი თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გიჭერდათ მხარს, მაგრამ თქვენვე "ჩააფლავეთ". - ჩემი აზრით, "ალიანსს" არ დაუკარგავს არც ერთი ხმა. ხოლო შემდეგ რაც მოხდა "ალიანსში", იმას შეიძლება "ჩაფლავება" ვუწოდოთ: ფაქტობრივად, ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ჯგუფი დაიშალა. მაგრამ არჩევნებში "ალიანსი" 50%-ზე მეტს რომ ვერ აიღებდა, იყო სრულიად ნათელი. "ალიანსმა" ვერ შეძლო ხალხის მობილიზება. ის ვერ გააკეთა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს - იმიტომ, რომ ამას სჭირდება მატერიალური რესურსი, და, რაც მთავარია, სინდისთანაც მწყრალად უნდა იყო, რომ მოქალაქესთან მიხვიდე, ყურში წაავლო ხელი და არჩევნებზე წაათრიო. - და თქვენ მიეცით საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რათა არჩევნებზე წასულიყვნენ? - დიახ, ჩვენი ბრალია, რომ ვერ მოვხიბლეთ. მაგრამ მოქალაქეს, რომელიც სახლშია წამოწოლილი და ვერ გაერკვა იმაში, რომ ირჩევს არა ყველაზე უკეთესს დედამიწაზე, არამედ იმას, რომელიც სხვას ჯობია, მე ვერ ვუშველი. თავის დროზე, თენგიზ კიტოვანმა რისმაგ გორდეზიანს პირწმინდად მოუგო არჩევნები. რატომ მოიგო კიტოვანმა? და რატომ მოიგო "შონზომ"? უბრალოდ, კიტოვანი ზვიადის კაცი იყო; "შონზო" - ამ მთავრობის. მე პრეტენზიას იმის გამო კი არ გამოვხატავ, რომ ვიღაცამ ხმა ჩვენ არ მოგვცა. პრეტენზიას გამოვთქვამ მათ მიმართ, ვინც არჩევნებზე არ მივიდა. ავსტრალიაში, საბერძნეთში ყველა მოქალაქე ვალდებულია, არჩევნებზე წავიდეს. ეს შეიძლება ეწინააღმდეგება ზოგადად, ადამიანის თავისუფლებებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე არ არის: საქართველოში ასეთი კანონის მიღება, უბრალოდ, აუცილებლად მიმაჩნია. ასევე, ავსტრალიაში, და სხვათა შორის, რუსეთშიც, აკრძალულია პოლიტიკური ბლოკების შექმნა. საქართველოში მე ამ გადაწყვეტილებასაც მივესალმებოდი. - რესპუბლიკური პარტიის წარუმატებელი ალიანსური გამოცდილებების გათვალისწინებით? ეს მოსაზრება რა არგუმენტს ეფუძნება? - ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჯობია, რესპუბლიკური პარტია იქნება ეს თუ ლეიბორისტული, თავისი პროცენტები აიღოს. ადრე თუ გვიან, ეს შედეგს მოიტანს. "ალიანსში" ყოფნისას, როცა რაღაც მოვლენა ხდებოდა და "რესპუბლიკელებს" ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა გვინდოდა, "ალიანსი" ამბობდა: "შევიკავოთ თავი" - იმიტომ, რომ მას სხვა აზრი ჰქონდა. არსებობდა რაღაც სამსახური, რომელიც გვიგზავნიდა "ესემესებს", როგორ უნდა გვემოქმედა კონკრეტულ ვითარებაში. ხანდახან ეს "ესემესები" ბრძნული იყო, ხანდახან - არც ისე. ვერასდროს დავადგინეთ, ვისგან მოდიოდა. ვერ ვპოულობდით ამ ინსტრუქციის ავტორს... პოლიტიკური ბლოკების შექმნის აკრძალვა რესპუბლიური პარტიისთვის შეიძლება არ იყოს ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება - იმიტომ, რომ მას მოუწევს მარტო ბრძოლა და ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ცვლილების შეთავაზება აუცილებელია პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის. საქართველოს მოქალაქე კი ვალდებული უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც კი ხელისუფლება ვაჭრებს ცუდად მოექცევა, პოლიტიკურ პარტიებთან მორბიან - გვიშველეთო. აბა, სად უნდა წავიდნენ. ვიღაცამ მართლაც ხომ უნდა უშველოს. პარტიებს კი სულ ენის წვერზე ადგათ შეკითხვა: "დღეს რომ მორბიხართ, არჩევნებზე სად იყავით?" - ამიტომ არ დადექით, მაგალითად, ახლა, დევნილებისა და გარემოვაჭრეების გვერდით? - ამ თვალსაზრისით, რესპუბლიკელებს სრულიად სხვა მოტივები აქვთ. ჩვენ მათ იურიდიულად ვეხმარებით და შეგიძლიათ, საკრებულოს წევრ თინათინ ხიდაშელს გაესაუბროთ ამ საკითხზე. მაგრამ ჩვენ უაზრო ცემა-ტყეპას ვერიდებით. რაც გვცემეს თავის დროზე და რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოითბო, გვეყოფა. ნამდვილად მოვერიდები, ცემა-ტყეპით დავწერო ქულები პარტიისთვის. მე არ მომწონს ეს ხაზი. - თქვენ ამბობთ, რომ დევნილებსა და გარემოვაჭრეებს იურიდიულ ასპექტში დაეხმარებით. ეს რეალური დახმარებაა არსებული სასამართლო სისტემის პირობებში? - გარკვეული გაგებით, ეს უფრო რეალური დახმარებაა, ვიდრე ის, რომ ოცი "რესპუბლიკელი" გაილახოს ერთ ლტოლვილთან ერთად. საერთოდ კი, ლტოლვილებს ვერავინ დაეხმარება, თუკი თავად არ გაიბრძოლებენ თავიანთი უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, ლტოლვილებთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე მინახავს, რაც ზემოთ მასწავლებლებზე მოგახსენეთ. მათ კოტეჯებში ქვეწარმავლები დადიან, და ეს ადამიანები ისეთივე ენთუზიაზმით იტყუებიან ტელეკამერებთან - თითქოს ყველაფერი კარგად არის! "რესპუბლიკელებს" კი ზედმეტს ნუ მოვთხოვთ: საზოგადოებას ჩვენ ვერ გავზრდით. ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვარ იმ დარგში, რომელშიც ვსაქმიანობ. მაპატიეთ, რომ ასე პირდაპირ და გაჭრით ვამბობ. თუ ასე არ არის, ჩემი ნათქვამი ჩემმა კოლეგებმა გააპროტესტონ. საქართველოში მოქმედი არც ერთი უნივერსიტეტი არ მაძლევს საშუალებას, ლექცია წავიკითხო. ყველას ეშინია. ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში ასეთ საშუალებას მაძლევს. ასევე, ლექციებს წავიკითხავ იელის უნივერსიტეტში. ექვსი თვით მივემგზავრები. ესე იგი, ჩემი კვალიფიკაცია კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებს ყოფნის და სდასუ-ს არ ყოფნის. ჩემს ქვეყანაში არ შეიძლება ვიმუშაო - იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ვარ? თან, ყველა ამბობს, რომ ჩვენი პარტია არაფერს წარმოადგენს. და, თუ ქვეყანას ვერ ვაქცევთ, ლექცია მაინც წაგვაკითხონ! მრცხვენია იმ მოქალაქეების გამო, რომელთაც ჩემთვის რეიგანის სტიპენდია მომხიბლავი გახადეს. საბურთალოზე თინათინ ხიდაშელი დაამარცხა ე.წ.-მა "ფიშტომ" - "მხედრიონელმა" გელაშვილმა. ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი: ვინც "ფიშტოს" მიეცით ხმა, "ფიშტოს" მიერვე აწყობილ ცხოვრებას უნდა ელოდეთ. ხიდაშელისგან ნურაფერს ელოდებით. მოვიდნენ და 100%-ის პასუხისმგებლობა მოგვთხოვეს. არა: ზუსტად 3,78%! მესმის ჩვენი მოქალაქეების გულგატეხილობისაც: როცა წლობით დადიხარ მიტინგებზე, სიცივეში, და მერ შენი ლიდერი წავა და ვიღაცას გაურიგდება, გული გეტკინება. ჩვენც ზუსტად ისე ვიყინებოდით, როგორც სხვები. ამის მერე გაძვრა ჩვენი ლიდერი (გაჩეჩილაძე) და დაელაპარაკა სააკაშვილს. დაუკითხავად. მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს ვერ აპატიებდა. შევცდი. ამის შემდეგ ჩემსა და ქართველ ხალხს შორის აშკარად გამოიკვეთა ძალიან სერიოზული განსხვავებები. თუმცა, ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ ამ ხალხისთვის ვარსებობთ. ეს მიხეილ საკაშვილს ჰგონია, რომ მწყემსებს ჩამოიყვანს ამერიკიდან, ისინი ინგლისურს გვასწავლიან და ჩვენ გამოვიცვლებით. - და ამ კონტექსტში ის პარალელს 50 ათასი ყივჩაღის ჩამოსახლებასთან ავლებს. რასთან გვაქვს საქმე, თქვენი დაკვირვებით? - ამ პარალელში კარგად ჩანს მისი ინტელექტუალური შესაძლებელობები. ასეთ იდიოტობას რომ იტყვის, ნებისმიერი პრეზიდენტი უნდა გააგდო, ხომ? მაგრამ ქართველები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ან, როგორ უნდა მასწავლოს ინგლისური ადამიანმა, რომელმაც ქართული არ იცის? საერთოდ კი, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული სახელმწიფო ენაა. სააკაშვილს ყველაფერი შერჩა. და შერჩა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ეძებენ უკეთეს საააკაშვილს. ისინი სხვა ტიპის ლიდერებს ვერ ხედავენ. მაშინ, როდესაც ოპოზიციაში კეთდებოდა არჩევანი დავით უსუფაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, საბოლოოდ, არჩევანი გაკეთდა ხალხის გემოვნების გათვალისწინებით. მცირე სხვაობით მოიგო გაჩეჩილაძემ - ექვსით ხუთი - გარკვეული ეშმაკობებით. რაღაც იეშმაკა: ვიღაცას დაელაპარაკა; ჩვენ რაც არ ვიკადრეთ, მან იკადრა. - ერთმა ხმამ გადაწყვიტა: გოგა ხაინდრავას ხმამ. - სამწუხაროდ, დათვლის დროს გოგას ხმა იყო ბოლო და ამიტომ აღმოჩნდა გადამწყვეტი, თორემ ზუსტად ასეთივე, ერთი ხმა ჰქონდა ისეთ დიდ მოღვაწეს (და მერე ისტორიამ დაადასტურა, რომ ასეთ ფიგურებს უნდა ემართათ საქართველოს ბედი), როგორიც იყო ჯონდი ბაღათურია. საერთოდ, როცა რესპუბლიკურ პარტიას, ან კონსერვატიულ პარტიას აქვს ერთი ხმა, ჯონდი ბაღათურიასაც აქვს ერთი ხმა და გოგა ხაინდრავასაც, ასევე, აქვს ერთი ხმა, აი, ამ "სიბრძნემდე" მისვლასაც გარკვეული სიბრძნე სჭირდებოდა... მე ძალიან კრიტიკულად ვაფასებ იმ შემთხვევას. მაგრამ არჩევანი გაკეთდა ქართველი ხალხის გემოვნების გათვალისწინებით. და ჩემი აზრით, გოგა ხაინდრავა ამას მტრული განზრახვით კი არ აკეთებდა, არამედ მასების აზრს ითვალისწინებდა. დიიიდი, ზოოორბა, "ვა, შენი დედა!" და "მოვედი!" ლევან გაჩეჩილაძე, თუ სათვალეებიანი, ამერიკაში ნასწავლი და საეჭვოდ ბევრის მცოდნე უსუფაშვილი, რომელთანაც მოქალაქე იდენტიფიკაციას ვერ ახდენს? და რომლის გვარიც კი აეჭვებს! გაირკვა, რომ ჩვენ გვინდა დიდი და ხალიანი ან რაღაციანი კაცები. მესმის, რომ მაშინ ვიღაცებმა მასების გემოვნება გაითვალისწინეს. ჰოდა, ამ გემოვნებაში "რესპუბლიკელები" არ ჯდებიან. "რესპუბლიკელებმა" დაიმკვიდრეს სხვა ადგილი. იგი ასე განისაზღვრება: "ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ". ჰოდა, რამდენ პროცენტსაც მოგვცემენ, იმდენს ავიღებთ ჩვენს თავზე. - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში თქვენი პარტიის ოფისები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ სპექტრში ფუნქციას შეინარჩუნებთ? - რასაკვირველია. სხვა პარტიებს არასოდეს ჰქონიათ არც ერთი ოფისი თბილისის გარეთ, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს. ჩვენ კარგი ცხოვრებისგან არ დაგვიხურავს ოფისები. არჩევნების შემდეგ ფინანსურად სერიოზულად დავზარალდით. შეგვეძლო, ეს ზარალი თავიდან აგვეცილებინა, უარი რომ გვეთქვა, მაგალითად, "ალიანსში" სალომე ზურაბიშვილის შემოსვლაზე. სამის ნაცვლად, ოთხზე გაიყო ფინანსები. ამიტომ, როცა გვეუბნებიან, თქვენ პარტიის გარდა ვერაფერს ხედავთო, ჩვენთვის მაინც გვაქვს არგუმენტები. თუკი თარგამაძემ მეორე პარტია შექმნა, და მერე ორად გაყო თავისი წარმატება და ჩვენს ბიუჯეტზე ოთხჯერ მეტი ფული იშოვა ჩვენზე ნაკლები ხმებით, ცოტა ჩვენც ხომ შეგვეძლო? მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენ გვინდოდა, რომ თბილისში მაინც დაფიქსირებულიყო "ალიანსი", როგორც სერიოზული ალტერნატივა. მაგრამ ჩვენ არ ველოდით, რომ ამას მოჰყვებოდა ალასანიას ვაჭრობა გიგი უგულავასთან, ორი ადგილის გამოთხოვნა... ჩვენ "ალიანსის" შექმნის დროს სრულიად სხვა დოკუმენტებზე მოვაწერეთ ხელი და იქ არ ეწერა, რომ "ალიანსი" შეიქმნა ადგილობრივი არჩევნებისთვის. - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილთან და "კონსერვატორებთან" ერთად, თავის დროზე რა მიზნით დააფუძნეთ? - 2002 წელს ჟურნალისტმა დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დამისვა: რატომ უჭერთ მხარს მიშა სააკაშვილს? ის ხომ აშკარად გიჟია? ჟურნალისტი გულწრფელად ღელავდა. მე ვუპასუხე: მხარს იმიტომ კი არ ვუჭერ, რომ ის ყველას ჯობია დედამიწაზე, არამედ იმიტომ, რომ შანსი აქვს. ჟვანიასა და ბურჯანაძეს არანაირი შანსი არ ჰქონდათ, თუმცა, ძალიან მოსწონდათ ამერიკელებს. - და თქვენ ეს მისწრაფება წაახალისეთ. - უკაცრავად: ჩვენ ხელი შევუწყვეთ მიშას მიერ თავისი პოლიტიკური ოპონენტების დამარცხებაში მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხალხს მიშა მოსწონს. ხალხს ვერავინ ვერავის მოაწონებს. მე რომ ამის უნარი მქონოდა, ივლიანე ხაინდრავას სურათს გამოვაკრავდი და ვიტყოდი: შეხედეთ, ხალხო, და აირჩიეთ-მეთქი. რატომ მოეწონათ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მათიანი იყო. მათთან ერთად ჭამდა. ზურა ჟვანია რატომ არ მოსწონდათ? იმიტომ, რომ ხალხს ზემოდან უყურებდა. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა. ხალხს მოსწონდა მისი ენერგია. ეს ახლაა, სისულელეებს რომ ლაპარაკობს და ვერა ქობალიებს რომ ნიშნავს, თორემ მაშინ ასე არ იყო. მერე კი, აი, ის კვერცხდადგმული, უზარმაზარი შენობა აიშენა. და ვერ ხედავს სისულელეს თავის მოქმედებაში. - სააკაშვილმა ამას წინათ თქვა, რომ რუსი ხალხი ისტორიულად იმპერიალისტია. მისი ეს შეფასება რას ნიშნავს, თქვენი აზრით? - და სხვა რა არის ფაშიზმი? ფრანგი მაინცდამაინც ძუნწი უნდა იყოს? თან, საქართველოში ამაზე როგორ უნდა ილაპარაკო, როცა ნათქვამია - ბაღდათელებმა რწყილი რომ გაატყავეს, ხონელებმა თქვეს, ქონი მეტი გაუყოლებიათო! რა თქმა უნდა, ძუნწი ფრანგიც არსებობს, მაგრამ თუ არ იცის ვინმემ, შემიძლია შევახსენო: მარსელ პრუსტი რესტორნიდან რომ გამოდიოდა, ძალიან დიდ საჩუქარს უტოვებდა ოფიციანტს. მერე კი უკან შებრუნდებოდა, - სხვა ოფიციანტებს არ ეწყინოთო, და მათაც ასაჩუქრებდა. ალბათ, მამა ან ბებია ქართველი ჰყავდა, აბა, ასე ფრანგი როგორ მოიქცეოდა - მით უმეტეს, თუკი ებრაული სისხლიც ერია! ნაციებისთვის, ეთნოსებისთვის რაღაც თვისებების მიწერა ხალხურია. სააკაშვილი ხალხივით იქცევა. განათლება კი სხვა რამ არის - ის, რომ ეთნოსს ხასიათი არ აქვს. ხასიათი ადამიანს აქვს. - ხელისუფლება განათლების სამინისტროში 2007-2009 წლებში ჩადენილ ფინანსურ დარღვევებს იკვლევს. გამოძიების დასრულებამდე ყოფილი მინისტრი გია ნოდია, ფაქტობრივად, უკვე დასახელდა ბრალდების ადრესატად - 600 ათასი ლარის გაფლანგვის გამო. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა განათლების ყოფილ მინისტრებზე "ნადირობა"? - ჩემი აზრით, მიმდინარეობს ბრძოლა "თავისუფლების ინსტიტუტსა" და პარტიულ ბოსებს შორის. ნოდია რა კაცია, ნურავინ ამიხსნის. მორალთან მწყრალად კი არის, მაგრამ არ მჯერა, რომ მან ფული აკეთა. უბრალოდ, ნოდია ისეთი კაცია, რომ შეიძლება მის ხელში ფულიც აკეთო, ყირაზეც გადახვიდე და ვერ მიხვდეს. ძალიან ცუდი მენეჯერია. იმ ინსტიტუტის აზრს მოგახსენებთ, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში იმუშავა. გია ნოდიამ, საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ინტელექტუალმა, ბურჯანაძეზე ნაკლები როლი არ შეასრულა ხელისუფლების მოპარული გამარჯვების გათეთრებაში. ახლა კი, მის მიმართ გაკეთებული ბრალდების გამო, ენერგიული პროტესტიც კი ვერ გამოთქვა. და მაშინ, როდესაც ნოდიას მიადგნენ, ლომაია და გვარამია რაღა იქნება! ისე, გვარამიაზე გამახსენდა: თუკი ვინმე დაინტერესდება, სად სწავლობს და რა ნიშნებზე, კარგს იზამს. - გავრცელებულ ცნობებს ბათუმში გეი-აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით ამავე ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ პროტესტს თქვენ როგორ აფასებთ? - ორივე მხარე სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანი თანასწორია, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. გასაგებია, რომ ჰომოსექსუალები შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოსვლები მიუღებელია კანონის თვალსაზრისით. უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც ქუჩაში გამოგყავს ხალხი არჩატარებული აქციის წინააღმდეგ. და რითი ხარ იმაზე უკეთესი? ის თავისი სხეულის რაღაც ნაწილს ექვემდებარება, შენ კი ვის სიტყვებს ექვემდებარები - არიქა, ქუჩაში გამოდიო? აღლუმი ჯერ არ გამართულა და უკვე ორჯერ ჩატარდა ანტიაღლუმი! რა პრევენცია სჭირდება ამას? როდესაც დადგება დრო და გეები იტყვიან, რომ ისინი არიან გეები, და როდესაც საქართველოს რომელიმე მინისტრი, მაგალითად, გადაცემა "სიმართლის დროში" კი არა, არამედ პატიოსნად, მთავრობის სხდომაზე, საჯაროდ გამოაცხადებს ამასთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის საქართველოში ამომრჩეველი ჩამოყალიბებული იქნება, აირჩიოს თუ არ აირჩიოს ასეთი ორიენტაციის ჩინოვნიკები. ხოლო იმისთვის, რომ ესენი ჩავხოცოთ, ახლაც კი არ ვართ მზად. - ჰომოსექსუალიზმთან მიმართებით ეკლესიის დამოკიდებულებაზე რა შეგიძლიათ, თქვათ? - ჰომოსექსუალიზმს ყველა რელიგია ეწინააღმდეგება. მას ჩვენზე უფრო მძაფრი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს კათოლიკეების სახით. მაგალითად, ევროკავშირის წევრ პოლონეთში გეებმა აღლუმი ვერ მოაწყვეს. საფრანგეთში კი მისი გამართვის აუცილებლობა დიდი ხანია, აღარ არის: უკვე პარიზის მერმა პირდაპირ გამოაცხადა, - ასეთი ვარ და თუ გინდათ, ამირჩიეთო. და აირჩიეს ზუსტად ამ ნიშნის გამო: ჩვენს ქალებს თავს დაანებებს და საქმეს მიხედავსო. ასე რომ, ამ პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ან შეზღუდვა ყოვლად გაუმართლებელია: ჩვენს შემთხვევაში, ორივე მხარე პირდაპირ უფლებრივ საკითხებში იჭრება. ჩემი აზრით, დღეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარეს სჭირდება კულტურა. ეს მხოლოდ განათლებისა და კულტურის საკითხია. ეკლესია ჰომოსექსუალიზმს არასოდეს შეურიგდება. მაგრამ ვინ თქვა, რომ ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც ყველაფერი უნდა განსაზღვროს აზროვნებაში? თავის დროზე, ეკლესიის მიერ არც მიქელანჯელო და არც ლეონადრო იყო მოწონებული ბევრ საკითხში. - და რას იტყვით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე, რომელიც სახელისუფლებო ტელევიზიის საშუალებით ხორციელდება? - რაც შეეხება პროპაგანდას: არ ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმის ან, თუნდაც, ვთქვათ, "ვეფხისტყაოსნის" პროპაგანდას უნდა ეწეოდეს სახელმწიფო. ამ მთავრობაში გეებიც არიან და ლესბოსელებიც, უბრალოდ, ჯერჯერობით, ჩვენი გეები და ლესბოსელები ვერ ლაპარაკობენ ამის შესახებ. ახლაც, თუკი აღლუმი ჩატარდებოდა, ცნობილი გეები იქ არ გამოჩნდებოდნენ. ჩვენი გეები ამისთვის მზად არ არიან. მე რაც გეები ვიცი საქართველოში, ყველა თბილისშია, და აღლუმი ვითომ ბათუმში უნდა გამართულიყო... საქართველოს არავინ დაუწერს დემოკრატიაში ჩათვლას გეებისა და ლესბოსელების პროპაგანდისთვის. როცა მომწიფდება ეს საკითხი, თვითონ ჩაატარებენ მსვლელობებსაც. მანამდე კი მისი პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან ძალიან სასაცილოა. გეი ვარო - ამას ქართველი გეი არ იტყვის ტელევიზიით, გადაცემაში, რომელიც არის შვიდასჯერ გადაღებული და დადგმული. და ერთსა და იმავე გადაცემაში არ მოხდება ხუთი აღიარება - რომ გეიცაა, რომ მამამისი ქურდი იყო და თვითონ კიდევ - "კაგებეს" საიდუმლო აგენტი. ამ თემის პროპაგანდით განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედია" დაკავებული. თუ მიგაჩნია, რომ ქართული ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე ძალიან დიდია და იგი უნდა შეცვალო, არველაძით ამას ვერ მიაღწევ - იმიტომ, რომ ეკლესიის უკან დგას უზარმაზარი ძალა - მათ შორის, რწმენა, ადამიანები. არველაძის უკან კი დგას ტვინის გარეცხვის ძალიან სუსტი ტექნოლოგიები. ეს შეუდარებელი კატეგორიებია. როდესაც გეებს თავიანთი გადაცემა ექნებათ და თამამად ისაუბრებენ ამ თემაზე, მაშინ, თუ გინდა, უყურებ ამ გადაცემას, ან - არ უყურებ. ხოლო, როცა სახელმწიფო, ვითომ კერძო არხის სახით, ჩუმ-ჩუმად მაპარებს, - არიქა, პატრიარქი რუსეთის აგენტიაო... მე მაინც ვიცი, რუსეთის აგენტობაში ბრალდება რას ნიშნავს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამაოდ ირჯებიან. ამ ტელევიზიას ჰგონია, რომ თუ სექსზე და რელიგიის წინააღმდეგ ილაპარაკებს, რაღაც "კაი პონტია". დიდია,მაგრამ არ ინანებთ წაიკითხეთ.გინდ კონსტიტუციაზე,გინდ ლტოლვილებზე,გინდ ინგლისურის მასწავლებლებზე,გინდ ამ ხელისუფლების ტყუილებზე,გინდ ტრაკის მიმცემებზე,გინდ მინისტრებზე და ა.შ.თითქმის ყველაფერში ემთხვევა ჩემი აზრები ამ კაცის აზრებს,მაგრამ მე უფრო ადრე ვწერ ხოლმ ამეებს. თუ ვტრაბახობდე მე ვიყო შპიონი. „ჩქიმი პაკაზუხა“(ბაბუაგიორგი)
  2. უგულავს მიერ ქუჩაში გამოყრილი დევნილები სოხუმის ხელისუფლებისთვის თავშესაფრის თხოვნას აპირებენ მთავარი, სიახლეები, პოლიტიკა 26-08-2010, 21:58 მადლენ მაჭარაშვილი „ამ ღამეს ქუჩაში გავათევთ, წვიმასა და სიცივეს თუ გავუძელით. მანქანა ვიქირავეთ, ბარგის ნაწილი დავაწყვეთ, რაც არ ეტევა, ქუჩაში დავყარეთ. ხვალ დილით უკვე გადავწყვეტთ ენგურის ხიდისკენ წასვლას, რუსებსა და აფხაზებს ჩავბარდებით, უკვე იმაზეც ვფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქეობა მოვითხოვოთ. საქართველოს ხელისუფლებაში არავის ვჭირდებით. სოხუმში ჩვენს სახლს მოვძებნით, ახლობლები ცხოვრობენ იქ და ვიცით, რომ დანგრეული არ არის. იქ „პიარის“ მიზნით მაინც მოგვცემენ თავშესაფარს და ღია ცის ქვეშ ცხოვრება აღარ მოგვიწევს,“- ეს სიტყვები აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს აგენიცა მაისურაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად დღევანდელი ღამის ქუჩაში გათევა მისი ოჯახის კიდევ 11 წევრს მოუწევს. მაისურაძეები ჭიაურელის ქუჩიდან დღეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა გამოასახლეს. აგენიცა მაისურაძე: „სოხუმიდანაც კი არ გამოვქცეულვართ, ყველაზე ბოლოს წამოვედით. ტყვიები წვიმასავით მოდიოდა იქ რომ ვიყავით. მერე სვანეთი ფეხით გადმოვიარეთ. რატომ უნდა დაგვმართნოდა ასე? განა, რა დავაშავეთ ასეთი? არავინ გვაქცევს ყურადღებას, არც ლტოლვილთა სამინისტრო, არც მერია. არავის აინტერესებს ჩვენი ბედი.“ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები შალვა ვაჭრიძის ხელმძღვანელობით ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე დევნილების სახლში დღის ორი საათისთვის მივიდნენ - სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჭიაურელის ქუჩა N12-ის მაცხოვრებლებს მათ მიერ დაკავებული ფართი „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას, სასარგებლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ. აღმასრულებელთა მიერ განსაზღვრული ვადა დღეს ამოიწურა. აფხაზეთიდან დევნილი 12-სულიანი ოჯახი, რომელიც დღეს თავშესაფრის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩა, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჭიაურელის ქუჩა N-11-ში არის რეგისტრირებული. სააღსრულებლო დოკუმენტის თანახმად კი, კომპანია „გეორგ ფლაუერსს“ ჭიაურელის ქუჩა N 12-ში (და არა N11) მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის. „თუ „უკონცერტოდ“ გახვალთ აქედან, ჯემალ უგულავა თანახმაა, რომ 6 თვის ბინის ქირა, თვეში 200-200 ლარი გადაგიხადოთ, თუ არა და, ამასაც ვერ მიიღებთ“,- ეს „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას ადვოკატის სიტყვებია. მაისურაძეები მათ შემოთავაზებაზე უარს აცხადებენ. „მართალია საცხოვრებელი არ გვაქვს, მაგრამ თავმოყვარეობა არ დაგვიკარგავს. 6 თვის შემდეგ თუ ისევ ქუჩაში უნდა დავრჩეთ, არ გვინდა ასეთი „წყალობა“,-ამბობენ ისინი. თბილისში, ჭიაურელის ქ. N11-ში მაისურაძეების ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლის ნოემბრიდან, ცხოვრობს. 17 წლის წინ მათ აქ ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეული შენობა დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორია, 1490 კვ.მ, მრავალწლიანი ნარგავებით გაანაშენიანეს. ბარაკი აღადგინეს, მიაშენეს ოთახები. ოჯახის 3 წევრი აფახაზეთის ომის მონაწილეა. ერთი კი - ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი. ჰყავთ სამი მცირეწლოვანი ბავშვი და მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ჭიაურელის ქუჩა N 11 და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი მათი ჩასახლების დროს თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. მათ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორგანიზაციის “გეორგ ფლაუერსის” დირექტორი ჯემალ უგულავა 2003 წლიდან დავობს მაისურაძეების სარგებლობაში არსებულ მიწასა და შენობაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება სასამართლო დავა თბილისის მერიასა და “გეორგ ფალუერსს” შორის. მაისურაძეებმა საკუთარი პრობლემის შესახებ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტს, ქალაქის მერს, ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველს... მაგრამ უშედეგოდ. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ მიაკითხეს ყველა ამ უწყებას, ამჯერად გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით. კვლავ არავინ მიაქცია ყურადღება. ნანა ძიმცეიშვილი, მაისურაძეების ადვოკატი: „3 დღეა ვრეკავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. სამინისტროს ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ 12-სულიან ოჯახს ასახლებდნენ, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ჰყავთ. დეპარტამენტთან გადაგვამისამართეს. იქ გვითხრეს, რომ არ ეცალათ და ცოტა ხანში უნდა დავკავშირებოდით. ამის მერე საერთოდ აღარ გვიპასუხეს. დავუკავშირდით მერიის სოციალურ სამსახურსაც, გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემდებარეა. როდესაც 12-სულიანი ოჯახი ქუჩაში რჩება, როგორ შეიძლება მერია ამით არც კი ინტერესდებოდეს? მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროსაც და ქალაქის მერიასაც, ეშუამდგომლათ აღსრულების ბიუროსთან და დროებით მაინც შეეჩერებინათ გამოსახლება. ჩვენს წერილებს რეაგირება არ მოჰყოლია. მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებული იყო და არის ჭიაურელის ქუჩა N 11-ში, საააღსრულებლო ფურცელი კი N 12-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზეა გამოწერილი. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიიდან მოგვწერეს, რომ „გეორგ ფლაუერსის“ წარმომადგენელი ითხოვდა ჭიაურელის ქუჩა N11 დ-ზე მესაკუთრის უფლების მინიჭებას, რაზეც თბილისის მერიამ უარი უთხრა, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. აფხაზეთიდან დევნილი მაისურაძეების ოჯახი ისე გამოასახლეს, რომ არც უცდიათ დაედგინათ მათი საცხოვრებლის ზუსტი მისამართი.“ მაისურაძეების გამოსახლების საკითხზე ლტოლვილთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც ასეთი რამ გვიპასუხეს: „მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩა N11-ში. სახელმწიფოს აქვს შემუშავებული დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების გეგმა. ეს ოჯახი პროგრამის მეორე ეტაპზე დაკმაყოფილდება. მეორე ეტაპი კი 2011 წლიდან დაიწყება. როგორც აქამდე მოიცადეს, რამდენიმე თვეც მოიცადონ.“ ჭიაურელის ქუჩიდან გამოსახლებულმა მაისურაძეებმა ლტოლვილთა სამინისტროს აცნობეს, რომ ღამის გათევა ქუჩაში უწევთ და ყურადღებას თუ არავინ მიაქცევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავლენ და რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვენ. სამინისტროში დაჰპირდნენ, რომ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ჭიაურელის ქუჩაზე მათი წარმომადგენელი მოვიდოდა. თუმცა ეს დაპირება ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინასაარჩევნო ლოზუნგი - აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ. http://7days.ge/index2.php?newsid=2494
  3. „ხანდახან, ზოგიერთი ჩვენი შიდა დამკვირვებელი და ზოგიერთი, უცხოელი ვაი ექსპერტიც ჩამოვა და გეტყვის, რომ არჩევნების ერთადერთი კარგი შედეგი იქნება ის, რომ მთავრობა შეიცვლება. სხვანაირად, თქვენ არა ხართ დემოკრატია. და, ამას გეტყვის, ისეთი ბრძნული სახით, გეგონება, აქ ვზივართ, ადამიანები ვისაც, მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული, რომელიღაც, ყველაფერს მოწყვეტილ მაღალმთიან სოფელში, სადაც არც ფაქსია, არც ინტერნეტი და არც მობილურს იჭერს და არც ტელევიზიას; და, ასეთი, ექსპერტები მრავალმნიშვნელოვანი ჭკუით გვარიგებენ, რომ აი, ეს არის დემოკრატიის კრიტერიუმები. ოღონდ, რაღაცა არ გამხსენებია, რომელიმეს ეთქვას, რომ იაპონიაში დემოკრატია არ არის, სადაც 60 წელი მართავდა ერთი პარტია. რაღაც არ გამიგია, რომ გერმანიაში, სადაც, კანცლერი ჰელმუტ კოლი და მისი ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების ალიანსი, მართავდა 17 წელი, ვინმეს ეთქვა, რომ გერმანიამ შეწყვიტა დემოკრატიად ყოფნა და გახდა დიქტატურა. და, როგორ ხდება, რომ შვიდი წლის თავზე, შვიდი წელიც არ გასულა - ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის, უცებ, ყველა ლაპარაკობს რომ რაღაც ზედმეტი მოუვიდათ. ვერ გვწდებიან და უნდათ რომ ჩამოგაგდონ, იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდეს ამ დონეზე. ყველა უნდა ესმოდეს - ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს. ან შეიძლება, დავიღალოთ და ჩამოვიდეთ.“ ეს მიშას სიტყვებია,მაგრამ ის არ დაუმატებია,რომ იმ ქვეყებში არჩევნები პატიოსნად ტარდებოდა.
  4. ერთი საერთო აქვთ. ორივე კარგა ხანი დარჩებიან სათავეში ერთი რამის განსხვავებით.ეს კონსტიტუციას ტრაკში ამოსივამს,ის კი უამისოდ იზამ ამას. ამითი ჩვენი ქვეყანა წააგებს მხოლოდ,რადგან პუტინს საშინლად არ ევასება მიშა.
  5. ეგეთი რამ როდის მითქვამს დეპრეს და მკიდია ნაროდი რომ ვართ ეგ ახალია შენთვის?
  6. არ გეჯერათ არარომ მიშა მთელი ცხოვრება გიკამანდრებდათ? გილოცათ და გამაგრდით. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელია დარჩენილი, თუმცა მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წლის საარჩევნო მარათონში, ფინიშზე პირველი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მივა. მომავალი არჩევნები, უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის. არჩევნებში გამარჯვებული საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომელსაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება ექნება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კი თავისთავად ნიშნავს, რომ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც უეჭველი მოიგებს. გიორგი გაბაშვილმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, კერძოდ თქვა: „რამდენიმე წელია მესმის, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა მოახლოებული არჩევნების წინ დავიშლებით, თუმცა მხოლოდ ოპოზიციის რღვევას ვხედავ. "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ყველაზე მწყობრად ჩამოყალიბებული ძალაა, რომელსაც ბევრი ინიციატივა აქვს განხორციელებული და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანი გუნდით გავა და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ.“ http://www.voanews.com/georgian/news/georgia/------101892663.html
  7. შენ თუ ხარ საქმიანი უკეთესი გახსენი და ეს ჩემის გადანგრეული ყველაფერს იმისგან აკოპირებს და ვეფხვი,ან ვეშაპი სად უნდა ნახოს მეთქი?
  8. პარასკევი,შაბათი მხოლოდ.სხვა დღეებში ვერა.ვმუშაობ მეორე დღეს. არა და მოიფიქრებს.
  9. babuagiorgi ვიცი მეც,რომ იდიოტები არიან და მაგასაა რომ ვიძახი.
  10. babuagiorgi შენ იცინი და პროსტა იდიოტი უნდა იყო პოლიტიკოსი ეს მომენტი რომ არ გამოიყენო.შენ ნახავ თუ ბურჯანაძემ არ ჩახადოს ყველა ოპოზიციაში.
  11. ერთი გონიერი კაცი, ამ ყველა ადამიანს ერთად გააერთიანებდა და მიშასაც სანაგვეზე მისვრიდა,მაგრამ გამოვლენ ეს დაქნეულები და მიშა მოვდივართ ძახილს დაიწყებენ. ისე რით ვერ დაისვენა ამ ფარჩაკმა ოპოზიციამ და დეპრესას თქმის არ იყოს,რაღაც ცუდათ არიან გაყუჩულები.
  12. სიმაღლე არ ითვლება. თხილამურებზე დადგა ის,ესაც დადგა.ცურაობადა ის,ამან ეს არ იკმარა და წყალბურთელობაც დაიბრალა. იმათნ სუზე და ხანძარის ჩასაქრობ თვითმფრინავებზე იფრინა,ამან კუკურუზნიკზე,მაგრამ მაინც თვითმფრინავია. დაამატეთ. ერთი პრობლემა აქვს მიშას დღეს.რამოდენიმე თვის წინ,პუტინმა უსურიის ფეფხვი დააძინა და თან დაუზასა და ერთი კვირის წინ კი,არბალეტით ვეშაპის კანის სინჯი აიღო.სად უნდა ნახოს ამან ვეფხვი და ვეშაპი საქართველოში?
  13. კობა სუბელიანმა თანამდებობა დატოვა თბილისი 19:49 - 31.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა600 ზომა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა თანამდებობა დატოვა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერს დღეს უნდა გაეკეთებინა, თუმცა მთავრობაში მიმდინარე კონსულტაციების გამო გილაური განცხადებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს გააკეთებს. კობა სუბელიანი მუშაობას ხელისუფლებაში მხოლოდ იმ დრომდე გააგრძელებს ვიდრე მის შემცვლელს მოძებნიან. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მას სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვებენ. სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლტოლვილთა მინისტრის პოსტი სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას შესთსავაზეს, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გოროზიას პრეტენზიას ჯანდაცვის მინისტრობაზე აცხადებს.(ამ ცხოვრების დედა ვატირე. ) თუმცა "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამ პოსტს ანდრია ურუშაძე დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. ეს შოფერი ადრე იყო დასაქნევი და ზოოპარკში დამლაგებლად გასაშვები.
  14. ბიჯო,ბიჯო ბიჯოოოო და ამათი უნამუსო ..................... ალექსანდრე კვიტაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/143343-aleqsandre-kvitashvils-jer-ar-gadautsyvetia-miighebs-thu-ara-reqtoris-archevnebshi-monatsileobas.html
  15. ნიკა რურუას წინააღმდეგ "კამპანიას" შიდა კლანურ დაპირისპირებას და ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ 18:47 31-08-2010 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წინააღმდეგ დაწყებულ "კამპანიას" პოლიტიკურ კულუარებში, შიდა კლანურ დაპირისპირებებს უკავშირებენ . როგორც პარლამენტის ოპოზიციურ წრეებში საუბრობენ, ნიკა რურუას ე.წ. ჩაძირვა, რომელსაც საკმაო გავლენა ჰქონდა პრეზიდენტზე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს სურს, რითაც იგი ერთგვარ "დარტყმას", დედაქლაქის მერს გიგი უგულავასაც აყენებს. რაც შეეხება რურუას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, იმავე წყაროების ინფორმაციით, ამ პროცესის ნაწილი იყო როგორც შს მინისტრის მიერ "სოდის" ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ჩამოცილება, რომელიც რურუასთან დაახლოებული პირი იყო, ასევე რურუასთვის ბიზნეს წილებში "შეცილებაც". კერძოდ, კულუარული ინფორმაციით, ნიკა რურუა, მისი ძმა გიორგი რურუა, ყოფილი ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩუას შვილი ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე, "ვაკის სოსისების" ქარხანასთან ასოცირდებიან, თუმცა გასულ წელს მათ ქარხნის იჯარით გადაცემა დეპუტატ არჩილ გეგენავასთვის მოუწიათ. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ზაზა ჩაჩუა ე.წ. "მოდულის შენობაშიც" მიიყვანეს და სოსისების ქარხანაში ბიზნეს ინტერესების დათმობა "აიძულეს". აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ "ვაკის სოსისებია" გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 5 წლით და ეს კომპანია ამარაგებს ჯარს სოსისებით. გავრცელებული ინფორმაციით, "ვაკის სოსისების" გარდა, ნიკა რურუა, გიორგი რურუა, ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე დედაქალაქში არაერთ რესტორანს ფლობენ, მათ შორის იაპონურ რესტორანს, იტალიურ რესტორანს და ა.შ და არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ერთი კლანი რურუას ჯგუფს, ამ ბიზნესებსაც შეეცილა. იმავე კულუარული წყაროების ცნობით, უკანასკნელ პერიოდში რურუას წინააღმდეგ "ქართული ფილმიც" გამოიყენეს. როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, სამართალდამცველებისთვის ე.წ. "წიგნების სკანდალის" შესახებ, კერძოდ კი, არქივიდან წიგნების გაყიდვის თაობაზე წელიწადზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია და მასალები აქვთ, თუმცა მერაბიშვილის უწყება, "ხელსაყრელ დროს" ელოდებოდა. სწორედ რურუას მეგობარი იყო დაკავებული არჩილ გელოვანი, რომელიც მოსკოვიდან სპეციალურად "ქართული ფილმისთვის" ჩამოიყვანა და მას საკმაოდ სერიოზული ინვესტიციაც აქვს განხორციელებული ამ სფეროში. კულუარული ინფორმაციით, "ქართული ფილმიდან" რურუას ჩამოცილებით კი, მას ბიზნესს უკვე კინო-თეატრებშიც "შეეცილნენ", კერძოდ, კონო-თეატრი "ამირანი" მთლიანად რურუას ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება და ნაწილობრივ "რუსთაველიც", რადგან არსებული ინფორმაციით, კინო-თეატრებისთვის ფილმების მიწოდება სწორედ რურუას ბიზნესია. ამ ფაქტორების გამო, პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ თუ ნიკა რურუას საკუთარი ბიზნესების შენარჩუნება გაუჭირდა, "შესაფერის დროს" თანამდებობას და ქვეყანას ერთდროულად დატოვებს ან დაატოვებინებენ, რადგან პოლიტიკოსებს რურუა ოპოზიციაში, წარმოუდეგნლად მიაჩნიათ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/143342-nika-ruruas-tsinaaghmdeg-qkampaniasq-shida-klanur-dapirispirebas-da-biznes-interesebs-ukavshireben.html აი წაიკითხეთ.ნუ შეიძლება სულ სიმაორთლე არ იყოს,მაგრამ ცოტა რამ მაინც იქნება მართალი.
  16. ერთადერთი კაცი,რომელსაც ხელს ვერ ჰკიდებენ ეს არის ვანიჩკა,მაგრამ სადამდე გაქაჩავს არ ვიცი და არც ყოვლის შემძლე რომ არ არის,ეგაც ვიცი.
  17. გააჩნია როგორ მიდის მეთქი.თუ დაიკიდეს,იმ შემთხვევაში ვამბობ,რომ გაატრაკებს მეთქი.
  18. შეუერთეთ ეს თემა მინისტრების კარუსელის თემას. მართალი გამოდგა ეს ინფოც.
  19. იმისავით მოგდის აი მიშამ რომ სთქვა,თუ საჭირო იქნება ქვეყნებს ჩვენს სპეციალისტებს გავუგზავნით, ცოტათი მაინც რომ წამოგვეწივნონო.
  20. რავი ვნახოთ და თუ ესე იქნება,უარესად მიაჩმორებენ. მე იმას არ ვიძახი,რომ კეტებით უნდა დაერიონ ხელისუფლებას,მაგრამ რაღაცა დათმობებზე უნდა დაითახმონ შესრულების კონტროლით.
×
×
  • შექმენი...